imedi /  30 ივლისი 2020, 18:48 / სანდო წყარო

ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია განაახლა, რომელთა მცხოვრებლებს ბლოკის ტერიტორიაზე ჩასვლის უფლება აქვთ

ევროკავშირი სია საზღვრები პანდემია

ევროკავშირის საბჭომ იმ არაწევრი სახელმწიფოების განახლებული სია წარადგინა, რომელთა რეზიდენტებსაც პანდემიის პირობებში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა აქვთ.

სიაში მოხვდნენ: საქართველო, ავსტრალია, კანადა, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, სამხრეთ კორეა და იაპონია. სიაში ასევე ნახსენებია ჩინეთი და აღნიშნულია, რომ ამ ქვეყნისთვის საზღვრები იმ შემთხვევები გაიხსნება, თუ პეკინი ევროკავშირის მოქალაქეებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის უფლებას მისცემს.

ევროკავშირის საბჭო სიას ორ კვირაში ერთხელ ანახლებს. დღეს ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალიდან ალჟირი ამოიღეს, ორი კვირის წინ კი სერბეთი და მონტენეგრო.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 17:11

საზოგადოება

ნათია თურნავას განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვების დასახმარებლად StopCoV ფონდიდან დიდი თანხა გავა

200-ლარიანი დახმარება, რომელსაც 17 წლის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ყველა ბავშვი მიიღებს, დაეხმარება მათ ახალ სასწავლო პროცესს ნორმალურ პირობებში დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თეონა თამაზაშვილ

06 აგვისტო 2020, 17:10

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: გენერალური პროკურორისგან დაპირება მივიღეთ, რომ საქმეში FBI ჩაერთვება

ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ გენერალური პროკურორისგან საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობის შესახებ დაპირება მიიღო. „მთავარი პროკურორისგან მივიღეთ დაპირება, რომ FBI იქნება ჩართული ყველა ექსპერტიზაზე, რომელსაც მოვითხოვ. მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი მან ზედმეტად მიიჩნია, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. უნდა განვიხილოთ ყველა ვერსია და გადავამოწმოთ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ბექა ლილუაშვილი

06 აგვისტო 2020, 17:02

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკური კრიზისების მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და მგრძნობიარე ბავშვები არიან

ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ კომპენსაციების, რომელიც უკავშირდება კოვიდს, მისი ბენეფიციარების რაოდენობა გაზარდოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის მე-3 ეტაპზე საუბრისას ბექა ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და მგრძნობიარე ეკონომიკური კრიზისების მიმართ ბავშვები არიან.

მიხეილ რამიშვილი

06 აგვისტო 2020, 16:59

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: გამოძიებაში FBI-ს ჩართულობა იქნება, მაგრამ ეს გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული

გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე წარმოგვიდგინეს განჩინებები იმის შესახებ, რომ უკვე გადაგზავნილია მოთხოვნები გამოძიებაში FBI-ს ჩართულობის შესახებ, მაგრამ ეს გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებული- ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

06 აგვისტო 2020, 16:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ორი მიზანია მისაღწევი - დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა და თავიდან ავიცილოთ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესება

„საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო საკმაოდ რთულ პერიოდს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოზიტიური, სხვებისგან გამორჩეული შედეგი დავდეთ, შესაძლოა განვითარდეს მეორე ტალღა, რაც ძალიან საყურადღებოა. ეს შედეგი ბოლომდეა მისატანი“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ აკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

არჩილ თალაკვაძე

06 აგვისტო 2020, 16:55

პოლიტიკა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების შესახებ იმსჯელეს

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე შავი ზღვის აუზის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, სამომავალო გეგმებზე, რეგიონის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ვიმსჯელეთ“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ასამბლეის ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომებს, რომლებიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.

ირაკლი კობახიძე

06 აგვისტო 2020, 16:51

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პაკეტში სეგმენტები ძალიან სწორადაა შერჩეული

მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან სწორად არის შერჩეული სეგმენტები, სხვადასხვა სეგმენტი, რომლისთვისაც არის მიმართული ეს დახმარება, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გიორგი ახვლედიანი

06 აგვისტო 2020, 16:51

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი ბაჩალიაშვილის საქმეზე: ადვოკატისა და მისი პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებების 99% პოლიტიკურია

ძალიან დიდი განსხვავებაა პოლიტიკურ განცხადებასა და სამართლებრივ შეფასებას შორის. ადვოკატისა და მისი პარტიის წევრებისგან გაკეთებული განცხადებების 99 პროცენტი არის არა სამართლებრივი შეფასდება, არამედ პოლიტიკური განცხადება, - მის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, გიორგი ახვლედიანმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

დონალდ ტრამპი

06 აგვისტო 2020, 16:47

მსოფლიო

კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო Facebook-მა დონალდ ტრამპის პოსტი წაშალა, Twitter-მა კი მისი შტაბის ანგარიში დაბლოკა

წაშლილი პოსტი შეიცავდა ბმულს ტრამპის ინტერვიუზე, რომელიც მან ტელეგადაცემას Fox & Friends მისცა. ის ჯერ Facebook-ზე აიტვირთა, შემდეგ კი ტრამპის Twitter-ის პირად გვერდზე გაჩნდა.

06 აგვისტო 2020, 16:31

რეგიონი

რაჭაში მოსახლეობამ სტიქიის ზონაში სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით 243-ჯერ ისარგებლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით პროდუქტების, მედიკამენტების, საწვავისა და მოქალაქეების ტრანსპორტირება 243-ჯერ განხორციელდა, მათ შორის 149-ჯერ სხვადასხვა ტიპის ტვირთის გადატანა მოხდა, ხოლო 94-ჯერ მოქალაქეებმა ისარგებლეს საბაგირო მაგისტრალებით, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ბექა ლილუაშვილ

06 აგვისტო 2020, 16:19

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: თვითდასაქმებულებისთვის არასოდეს, არც ერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია, არანაირი დახმარება მათ შორის კრიზისების დროს არ გაუცია, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კრიზისის დასაწყისშივე

თვითდასაქმებული ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებზეც არასოდეს არც ერთ ხელისუფლებას ყურადღება არ დაუთმია და არანაირი დახმარება მათ შორის კრიზისების დროს არ გაუცია, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კრიზისის დასაწყისშივე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც შეავსო განაცხადი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრული, მიიღებს 300-ლარიან კომპენსაციას.

06 აგვისტო 2020, 16:19

კულტურა

თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ახალი გამოცემა და ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა

„ილია და თბილისი“ მუზეუმების გაერთიანების რიგით მეშვიდე გამოცემაა, რომელიც სერია „თბილისის“ მეორე წიგნია. სერიის პირველი გამოცემა საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი „გალაკტიონი და თბილისია“. გარდა სამუზეუმო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებისა, გაერთიანება აქტიურად მუშაობს საგამომცებლო მიმართულებით.

ბეირუთი აფეთქება

06 აგვისტო 2020, 16:19

მსოფლიო

ევროკავშირი ლიბანს დახმარების სახით 33 მილიონ ევროს გამოუყოფს

ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლიბანის მთავრობის მეთაურთან, ჰასან დიაბთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. მან ასევე დააზუსტა, რომ ბეირუთისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 16:16

პოლიტიკა

გიორგი გახარია: მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია, მინდა, მას თვალებში ჩავხედო

მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია. მინდა, ამ ადამიანს თვალებში ჩავხედო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბავშვები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სოციალური დახმარების მიზნობრიობაც სწორედ ამის მიხედვით განისაზღვრა.

ბექა ლილუაშვილი

06 აგვისტო 2020, 16:12

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: დღეს რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს არის მასშტაბით უპრეცედენტო

დღეს რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს არის მასშტაბით უპრეცედენტო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

06 აგვისტო 2020, 16:11

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება მთავრობამ განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მიზნობრივად გამოყენებით

მთავრობისთვის ორი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ პირველ რიგში ეზრუნა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და შემდეგ - ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე; პარალელურად, მთავრობა დგამდა ნაბიჯებს იდენტიფიცირებული გამოწვევების საპასუხოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლილუაშვილის განმარტებით, დღეს შესამჩნევია, რომ გარემო გაუარესდა და ამას მოწმობს საერთაშორისო მასშტაბით არსებული გაურკვევლობის მაღალი ხარისხი.

06 აგვისტო 2020, 16:01

სამართალი

ექსპერტიზის დასკვნით, მანქანაში აღმოჩენილი წერილი თამარ ბაჩალიაშვილმა დაწერა

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მანქანაში ამოღებული წერილი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილია - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

06 აგვისტო 2020, 15:56

მსოფლიო

ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიებები წელს იაპონიაში მცირე მასშტაბით და უსაფრთხოების წესების დაცვით იმართება. ჰიროსიმაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბი 1945 წლის 6 აგვისტოს ჩამოაგდო, რასაც 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა დიდ ნაწილს მშვიდობიანი მოსახლეობა შეადგენდა.

06 აგვისტო 2020, 15:42

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით განმეორებით აცხადებს. კონკურსის თემებია: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი; დედამიწის დღე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას.

მიხეილ ჩხენკელი

06 აგვისტო 2020, 15:34

თავდაცვა

მიხეილ ჩხენკელი: ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას, გულისხმობს მრავალმხრივ განვითარებულ, თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებულ ჯარს

„ჩვენი ქვეყნის განვითარების, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სამხედრო ძალებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, იგი მიესალმება თავდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომელიც ჯარისკაცზე ორიენტირებულ ახალ სოციალურ პოლიტიკას დაუდებს სათავეს.