imedi /  30 ივლისი 2020, 20:41 / სანდო წყარო

აზერბაიჯანში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 339 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 673, ხოლო გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 31 560 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 441 ადამიანი, 25 168-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2020, 15:34

COVID19

ივნისში ესპანეთში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 97.7%-ით შემცირდა

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ესპანეთს 204 926 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97.7%-ით ნაკლებია.

თაკო ჩარკვიანი

03 აგვისტო 2020, 15:31

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: თუ ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ? უდიდესი შეურაცხყოფაა

„ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადების დროს, სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა და ეს არის შეურაცხყოფა, რომელიც არავის ეპატიება - ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა „რუსთავი2“-ს განუცხადა. „არ იყო კარგი განცხადება. საქართველოში შავ-თეთრი არ არის. ფერადად აზროვნებს ხალხი. არის ხალხი, რომელსაც პოლარიზებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურს და აქვს კიდევ რაღაც სხვა პოზიცია. არ შეიძლება ეს მენშევიკურ-ბოლშევიკური დამოკიდებულება. ეს არის ის, რამაც წაგვაგებინა ჩვენ მეორე ტური.

დავით მათიკაშვილი

03 აგვისტო 2020, 15:27

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: 2020 წლის ოქტომბერში ოპოზიცია განწირულია და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს

საზოგადოება არ ენდობა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით სატელიტებს, მათ შორის, რა თქმა, უნდა „ევროპულ საქართველოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ სადაც არ უნდა წარადგინოს კანდიდატები, მათი საარჩევნო შედეგი განწირულია.

ზაალ უდუმაშვილი

03 აგვისტო 2020, 15:23

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ამ არჩევნებში გადამწყვეტი ოპოზიციური ხმების საერთო რაოდენობა იქნება

ამ არჩევნებში გადამწყვეტი ოპოზიციური ხმების საერთო რაოდენობა იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით გააკეთა.

03 აგვისტო 2020, 15:15

პოლიტიკა

ოთარ დანელია „აგროტურიზმის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს

აგროტურიზმის ხელშეწყობა არსებული რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაცნობისას განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაიას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სოფო გორგოძე

03 აგვისტო 2020, 15:09

რეგიონი

ბათუმში საერთო სამაგისტრო გამოცდები გრძელდება

ბათუმში, საერთო სამაგისტრო გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. აპლიკანტებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და უკეთიათ პირბადეები. საგამოცდო ოთახებში სამუშაო მაგიდები შესაბამისი დისტანციის დაცვითაა განლაგებული. მეათე სკოლაში, სადაც გამოცდები მიმდინარეობს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე იმყოფება. მისი განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება. საღამოს 16:00 საათის შემდეგ კი გამოქვეყნდება აბიტურიენტების ნაშრომები და შედეგები მათემატიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

ნიკოლოზ კვაჭაძე

03 აგვისტო 2020, 14:59

სამართალი

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ნიკოლოზ კვაჭაძის განმარტებით, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, ორივე პაციენტი რჩება კლინიკაში და სტაციონალურ რეჟიმში აგრძელებენ მკურნალობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

03 აგვისტო 2020, 14:47

სამართალი

სუსმა თაღლითობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავა

„გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები, ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 350 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ინვესტორს არწმუნებდნენ, რომ თანხიდან 100 000 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით, ინვესტორის სასარგებლოდ, შემჭიდროებულ ვადებში წყვეტდა მიწის აუქციონზე გატანის საკითხს და უზრუნველყოფდა შემდგომი პროცედურების სამსახურებრივ მფარველობას. ინვესტორმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 15 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება", - აცხადებენ სამსახურში.

ჰუბერტ ქნირში

03 აგვისტო 2020, 14:37

პოლიტიკა

ჰუბერტ კნირში: მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს პარლამენტისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მის მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნა.

03 აგვისტო 2020, 14:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 14:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, ეს უკვე წარსულია

რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, ეს არის უკვე წარსული და გასაკვირი არ არის, რომ ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, ვინ უფრო ნათელ მხარეს დგას – ვაშაძე თუ სააკაშვილი, ამის შეფასება საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ.

ლევან გოფოძე

03 აგვისტო 2020, 14:31

COVID19

ლევან გოფოძე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტზე: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და საყურადღებოა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მისი განმარტებით, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გარდაბნის კლასტერს მიეკუთვნება, მძიმეა. რაც შეეხება 50 წელს გადაცილებალ ქალს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან გუშინ გადმოიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ მძიმე და საყურადღებოა.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 14:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ

„სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. სულ მცირე, მომავლის პოლიტიკაზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ისეთ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიულ ცვლილებებს პარლამენტში“.

ნინო წილოსანი

03 აგვისტო 2020, 14:18

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩვენ ვართ დიდი ეკო ოჯახის წევრი ქვეყანა, რომელიც ეკოლოგიის ყველა მიმართულებით დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს

„ჩვენ ვართ დიდი ეკო ოჯახის წევრი ქვეყანა, რომელიც ეკოლოგიის ყველა მიმართულებით დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს. უმნიშვნელოვანესია, როდესაც შეზღუდული რესურსების პირობებში, მსოფლიოს და მათ შორის ჩვენც გვიწევს ჩვენი რესურსების მინიმალურად გამოყენება. დღევანდელი კომიტეტის ანგარიში სწორედ ამის ნათელი მაგალითი იყო“, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტში „მწვანე სივრცის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა ჭელიძე

03 აგვისტო 2020, 14:15

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა

პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინა. დაკავებულია ნარკორეალიზატორთა ჯგუფი, რომელთა მიერ დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

ჰუბერტ ქნირში

03 აგვისტო 2020, 13:58

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: საქართველოში არჩევნებზე პანდემიის გავლენებს განიხილავს მთავრობა, მედიცინის ექსპერტები და დარწმუნებული ვარ, რომ გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი წესების პირობებში ჩატარდება. ველით ამ არჩევნებსა და დამკვირვებელთა ჯგუფის მიღებას. გერმანია თავის დამკვირვებლებს აგზავნის ეუთოსა და ოდირის მეშვეობით. ცხადია, მათი მუშაობა კოვიდ 19-ის პირობებში უფრო რთული იქნება, ვიდრე - ჩვეულებრივ გარემოში, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. „ვიცი, რომ ისინი ბევრს მუშაობენ, რომ მოამზადონ კარგი და გამოცდილი მისია საქართველოში ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სამუშაოს. არჩევნებზე პანდემიის გავლენებს განიხილავს მთავრობა, მედიცინის ექსპერტები და ჩვენ ვიცით მათ შორის მიმდინარე ამ დისკუსიების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების ჩატარების გამოწვევის დაძლევა ამჟამინდელ გარემოებებში შესაძლებელია“, - აღნიშნა ელჩმა.

დავით ქაშიაშვილი

03 აგვისტო 2020, 13:54

სამართალი

დავით ქაშიაშვილმა ბაჩალიაშვილის საქმეზე გაჟღერებული ინფორმაციის წყარო არ დაასახელა

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საქმე ეხება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს, „შაბათის ფორმულაში“ ითქვა, რომ სანდო წყარო ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მოტივად სამი მაღალჩინოსნის კომპრომატებს ასახელებს. წყაროს ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა დახურულ ფაილებში შეაღწია. დავით ქაშიაშვილი გამოძიებას ინფორმაცია არ მიაწოდა. მისი ადვოკატის თქმით, ეს არის ჟურნალისტის უფლების რეალიზება.

ნინო წილოსანი

03 აგვისტო 2020, 13:52

საზოგადოება

ირაკლი მაჭარაშვილი ნინო წილოსანს: მადლობა თქვენ, რომ ექსპერტების და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტის ვერსია მიიღო პარლამენტმა

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელის ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტები - „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ რევოლუციური კანონპროექტებია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქარტველოს პარლამენტი ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 13:52

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილმა ოპოზიციის უპრინციპობა როგორც ჩანს ახლა აღმოაჩინა

„განსაკუთრებით, ძველ ოპოზიციას გამოვყოფდი, რომელიც დესტრუქციულია და მას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ეს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა. როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში და ის უპრინციპობა ნახა, რაც იქ ხდება. დაწყებული იმით, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძოდა, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ჯანდაცვის სისტემას. გაგრძელებული იმით, როცა ქვეყანა დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, კონსტიტუციასა და „საარჩევნო კოდექსს" ცვლიდა, ძველი ოპოზიცია ამ პროგრესულ ცვლილებებს ებრძოდა. დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებით დღესაც გამორჩეულია. თქვენ ხედავთ, ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, ვინც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას" დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგრიგობით უარს ამბობს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და არჩევნებში ოლქებში მონაწილეობაზე. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია", - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

03 აგვისტო 2020, 13:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, რიგრიგობით ამბობს უარს მაჟორიტარების დასახელებაზე

„დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებითაა გამორჩეული. ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, რომელიც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგ-რიგობით უარს ამბობენ მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატებსა და არჩევნებზე ოლქებში მონაწილეობაზე“.