31 ივლისი 2020, 10:44 / სანდო წყარო

დღე-ღამეში თურქეთში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 967 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 229 891 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 674 ადამიანი, 213 539-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

თურქეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 მარტს გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ანა მიქელაძე

01 ოქტომბერი 2020, 16:33

პოლიტიკა

ანა მიქელაძე: მოცემული დროისთვის 32-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა სია, მათგან ორმა რეგისტრაცია უკვე გაიარა

საღამოს 6 საათზე იწურება პარტიული სიების წარდგენის ვადა. მოცემული დროისთვის 32 საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა სია და ორი მათგანია რეგისტრირებული, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ. „კანონმდებლობის შესაბამისად სიების შემოტანის შემდეგ იწყება გადამოწმება, დასკვნა ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 5 დღისა წარედგინება. ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა თავმჯდომარე მიიღებს გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში თუ სია შეესაბამება კანონმდებლობას გაატარებს რეგისტრაციაში, ხოლო თუ არ შეესაბამება, მიეცემა საშუალება გამოასწოროს ხარვეზი მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ოქტომბერი 2020, 16:31

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 100 წლის შემდეგ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სომეხთა გენოციდის გასაგრძელებლად დაბრუნდა.

მიხეილ სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 16:27

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი წერს.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 16:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი

კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ წარვადგინეთ სია. ეს არის 150-კაციანი სია. მასში არიან როგორც მოქმედი დეპუტატები, ისე ახალი სახეები. მთლიანობაში ჩვენ გვეყოლება თვისობრივად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი.ესეც უნდა გახდეს საფუძველი ჩვენი საარჩევნო წარმატების, გარდა იმ საარჩევნო პროგრამისა რომელსაც წარვადგენთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 16:20

საზოგადოება

ვაკის რაიონში 7 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ცნობილია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

01 ოქტომბერი 2020, 16:03

საზოგადოება

არგენტინული გამოცემა: ქვეყანა, რომელმაც კოვიდ -პანდემიის დროს ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით უცხოელებისთვის გრძელვადიანი სამუშაო ვიზების გაცემა დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ბევრი ადამიანი მუშაობს სახლიდან. ე.წ. home-office-ის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ იძლევა მუშაობის შესაძლებლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. სწორედ ამ უპირატესობის გათვალისწინებით, საქართველომ გახსნა საზღვრები იმ უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოდან გააგრძელონ სამსახურებრივი პასუხისმგებლობების განხორციელება. საქართველო მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 16:02

COVID19

აჭარაში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

„დიაგნოზი: COVID-19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა პირველ ოქტომბერს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

სასამართლო

01 ოქტომბერი 2020, 15:54

სამართალი

5 წლის გოგოსადმი სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2019 წლის ივნისის თვის ბოლო რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპლიტეტის სოფელ უზუნთალაში, ა. ა-მა თავისი ნათესავი - 2014 წლის 8 იანვარს დაბადებული ე. კ-ა ძალის გამოყენებით აიყვანა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით ა.ა-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

01 ოქტომბერი 2020, 15:50

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,174 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 291,182 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 218,847-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,856 ადამიანი ემსხვერპლა.

ირაკლი კობახიძე ცესკო

01 ოქტომბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და სიის მესამე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ შეიტანა.

01 ოქტომბერი 2020, 15:45

COVID19

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხობში, №66 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში დასაქმებულ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით, 140-მდე კონტაქტია მოძიებული.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა.

01 ოქტომბერი 2020, 15:38

სამართალი

იუსტიციის სამინისტრო: ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე მოსამართლეობისთვის კვალიფიციური კანდიდატია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა მრჩეველთა კომიტეტმა მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენციების თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც იუსტიციის სამინისტრო იუწყება, კომიტეტის შეფასებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე კვალიფიციურია ჰააგის სასამართლოს მოსამართლის პოზიციის დასაკავებლად. გოჩა ლორთქიფანიძეს აქვს საერთაშორისო სამართალში შთამბეჭდავი გამოცდილება როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სამუშაო პრაქტიკის კუთხით, ისე აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით.

გენერალური პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 15:32

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გამოძიებამ ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლის ჩხრეკისას დავით გარეჯის საქმეზე გაუჩინარებული რუკა ამოიღო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში ამ წუთებში ვინმე ნატალია ილიჩოვას სახლი იჩხრიკება

ეკატერინე დგებუაძე

01 ოქტომბერი 2020, 15:20

საზოგადოება

ეკატერინე დგებუაძემ ბავშვთა უფლებების შესახებ UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მომავალი პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარებას შეუწყობენ ხელს. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სისტემის როლი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

01 ოქტომბერი 2020, 15:05

სამართალი

თავდაცვის სამინისტრო: „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული

თავდაცვის სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „მთავარი არხის“ მხრიდან გაკეთებულ ბრალდებას ეხმაურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას, არის სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სინამდვილეში გამომძიებელსა და მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამის ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას.

პროკურატურა

01 ოქტომბერი 2020, 14:56

სამართალი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყება ჩხრეკას ატარებს. ამ ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 14:55

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გახსნას მტკიცე პარტნიორობაში „კიდევ ერთი აგურის“ დაშენება უწოდა

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთი აგური დავუმატეთ ჩვენს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს უზარმაზარი პოტენციალი შესანიშნავი წარმატებული ისტორიის შესაქმნელად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ომი ჟურნალისტი

01 ოქტომბერი 2020, 14:45

მსოფლიო

სომხური მხარის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაიჭრა

აზერბაიჯანის საარტილერიო დარტყმის შედეგად მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტუნიში საფრანგეთის ორი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.