01 აგვისტო 2020, 18:56 / სანდო წყარო

კორონავირუსის გამო, ქუვეითმა მაღალი რისკის ქვეყნებთან ფრენები აკრძალა

ქუვეითმა აკრძალა კომერციული ფრენები რამდენიმე ისეთ ქვეყანასთან, რომელიც, ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, მაღალი რისკის შემცველია, - ინფორმაციას Aljazeera ქუვეითის სამოქალაქო ავიაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთი, პაკისტანი, ეგვიპტე, ფილიპინები, ლიბანი, შრი-ლანკა, ასეთია იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალი, რომელთანაც ფრენენბი აიკრძალა. ქუვეითში ამ ქვეყნების მოქალაქეთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს. სიაში ასევე არის ჩინეთი, ირანი, ბრაზილია, მექსიკა, იტალია და ერაყი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქუვეითში კორონავირუსის 66 957 შემთხვევაა აღწერილი, 447 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 24 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

10 აგვისტო 2020, 12:44

მსოფლიო

შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე: დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა პასუხი არ არის

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

10 აგვისტო 2020, 12:42

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება

„ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 12:33

COVID19

სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი; ანზორ ერქომაიშვილი

10 აგვისტო 2020, 12:30

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

ჩვენ რომ შეგვიძლია საგულდაგულოდ მოძიებული და შეგროვებული საგანძური მომავალ თაობებს გადავცეთ, ეს ბატონი ანზორის განუზომელი თავდადებისა და ერთგულების დამსახურებაა, - ამის შესახებ აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება ს„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილის მილოცვის ტექსტში. „გულწრფელი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვულოცავ იუბილეს გამორჩეულ კაცს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც განგებამ ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარი მისია - ერის სამსახურში დგომა განუსაზღვრა და რომელმაც 8 ათეული წელია ამ ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობა იკისრა.

10 აგვისტო 2020, 12:27

რეგიონი

ბაკურიანში ზამთრის სეზონზე სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბაკურიანში ზამთრის სეზონზე სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, ორი პროექტით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკვე შესრულებულ სამუშაოებს და კურორტზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია.

10 აგვისტო 2020, 12:26

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 12:14

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 200-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 722 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 722 285 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 19 462 112 ადამიანი დაინფიცირდა.

მატეუშ მორავეცკი

10 აგვისტო 2020, 12:11

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

10 აგვისტო 2020, 12:09

საზოგადოება

სამაშველო ჯგუფმა 4-დღიანი ძებნის შედეგად ქობულეთში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვა

ქობულეთის სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი სამაშველო ჯგუფმა 4-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 84 წლის კაცი მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივში იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი და აჭარის პოლიციის თანამშრომლები.

მარინა ეზუგბაია

10 აგვისტო 2020, 11:54

COVID19

მარინა ეზუგბაია: იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის ზომიერი კლიმატი, რაც ქვეყანაშია, აუცილებელია ყველა რეგულაციის ზედმიწევნით დაცვა

კორონავირუსი არსად წასულა, ჩვენთან ერთად არის და იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის ზომიერი კლიმატი, რაც ქვეყანაშია, აუცილებელია ყველა რეგულაციის ზედმიწევნით დაცვა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ საზოგადოება რეგულაციებს არ დაიცავს, შემთხვევების მატება გვექნება.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 11:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წლის ოქტომბერი შეიძლება კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იყოს ჩვენს ისტორიაში

2020 წლის ოქტომბერი შეიძლება კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იყოს ჩვენს ისტორიაში, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”, მიერ მოსახლეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას. მისივე თქმით, ხელისუფლების ძალას უნდა აბალანსებდეს ღირსება, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ხელისუფალი მმართველობიდან უნდა წავიდეს.

10 აგვისტო 2020, 11:48

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პრეზიდენტის პოსტზე ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, რაშმორის მთაზე ჩემი ქანდაკების განთავსება კარგ აზრად მეჩვენება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო იმის თაობაზე, რომ თეთრმა სახლმა სამხრეთ დაკოტას შტატის გუბერნატორს მიმართა, რაშმორის მთაზე დონალდ ტრამპის ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით.

10 აგვისტო 2020, 11:40

საზოგადოება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1-ელ თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღების მესამე ეტაპი 10 აგვისტოდან დაიწყო და 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წინა ეტაპებზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის პროცესი უკვე მიმდინარეობს.

10 აგვისტო 2020, 11:39

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ორი მძიმე პაციენტი მკურნალობს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობდა, მათგან 7 გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გუშინ კლინიკაში დაემატათ 6 ახალი პაციენტი და ამჟამად მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 27 ადამიანი. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ, ხოლო დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ან მსუბუქი შემთხვევებია.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 11:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ოკუპაციას, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ - პოლიტიკაში დარჩენას

ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, პოლიტიკაში დარჩენას, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”, მიერ მოსახლეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 11:34

რეგიონი

გიორგი გახარია: დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი ქადაგიშვილი გაიმარჯვებს და დაიწყებს შრომას კახეთის განვითარებისთვის

კახეთისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, იმ ადამიანთან - ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, ერეკლეს სასახლის შიდა ეზოში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 11:34

საზოგადოება

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, „თბილისის ცის ქვეშ“ მუსიკალური საღამოები გაიმართა

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, „მზიურის“ განახლებულ პარკში Mziuri Fest მოეწყო, რომლის სცენაც მუსიკალურ ბენდებს დაეთმო. თბილისის მერიის ინფორმაცით, ორდღიან ფესტივალზე მსმენელის წინაშე ჯგუფები: LOUDSPEAKERS, MOKUMOKU, „არა“, Bedford Falls, KILLAGES, ON THE ROAD, PITTER J და ერეკლე დეისაძე წარდგნენ. მუსიკალური ღონისძიებები ასევე, დედაქალაქის სხვადასხვა განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში გაიმართა. გოძიაშვილის სახელობის ბაღში ეთნო და ჯაზის მოყვარულები შეიკრიბნენ, ხოლო ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ქართული ესტრადის წარმომადგენლების კონცერტები ჩატარდა. მუსიკალურ საღამოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას და მოქალაქეთა განწყობის ამაღლებას ემსახურება.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 აგვისტო 2020, 11:32

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება - „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, გავიმარჯვებთ

ბევრი გამოწვევა გვაქვს და ბევრ მათგანთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ გასაკეთებელი საქმე და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა. ჩვენი გზა ემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

10 აგვისტო 2020, 11:22

COVID19

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 25 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროა დაუდგენელი

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი და ამჟამად 1010 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა ქვეყანაში. ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. „25 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

10 აგვისტო 2020, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, ლაღი და მდიდარი მხარე

კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა - ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე მხარეს, ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თელავში, ერეკლეს სასახლის ეზოში, ამომრჩევლისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ომიანობის ჟამს კახეთი ფარივით იცავდა საქართველოს აღმოსავლელი დამპყრობლებისგან, მშვიდობიანობის ჟამს კი პურს, ღვინოსა და ლხინს არ აკლებდა ქვეყანას. კალაძის თქმით, „ყველაზე საოცარი და მაგარი ის არის, რომ ამის სურვილს და მზაობას, დღემდე კითხულობ თითოეული კახელი კაცის თვალებში“.