imedi /  01 აგვისტო 2020, 23:47 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში, არავინ იცის

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში, არავინ იცის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს.

„კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სერიოზულად ვართ მომზადებული. თუმცა იქნება თუ არა ეს, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შემოდგომისთვის უნდა მოვემზადოთ.

ამ სეზონზე, დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, გრიპი განსაკუთრებით აქტიურდება. ამიტომ, სასურველია, მოსახლეობამ ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრები დროულად ჩაიტაროს“, - განუცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 7 კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. გარდაცვლილია - 17, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2021, 14:32

რეგიონი

ფოტოები თუშეთიდან, რომელიც, ამ დრომდე, გარესამყაროს არის მოწყვეტილი

თუშეთი ისევ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მიზეზი რამდენიმე ლოკაციაზე განვითარებული მეწყრული პროცესებია, რამაც ერთადერთი საავტომობილო გზის ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. უამინდობის გამო, ამ დრომდე, ტექნიკა მუშაობს ვერ იწყებს. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შედეგად, თუშეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც დაზიანდა. ჩამოინგრა 18-ე საუკუნეში აგებული კესელოს ციხის შემადგენლობაში არსებული კოშკის ერთი ნაწილი.

მამუკა მდინარაძე

25 სექტემბერი 2021, 14:25

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კარლ ჰარცელზე: მას გამორჩა ეთქვა მთავარი, რომ ეს იყო მძიმე პროვოკაცია ერთი პარტიის ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარის მხრიდან, მეორე - მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიმართ

კარლ ჰარცელის განცხადება იყო არაობიექტური, იმიტომ რომ მას გამორჩა ეთქვა მთავარი, რომ ეს იყო მძიმე პროვოკაცია ერთი პარტიის ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარის მხრიდან, მეორე - მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიმართ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

გივი მიქანაძე

25 სექტემბერი 2021, 14:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: პრემიერმა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო დგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა, რამეთუ მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერდა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო დგას.

25 სექტემბერი 2021, 14:08

ტაბლოიდი

მეორე შვილის დაბადების შემდეგ, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდნენ. ფოტოები

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, მეორე შვილის, ლილიბეტის დაბადების შემდეგ, საზოგადოების წინაშე პირველად, ნიუ-იორკში, სავაჭრო ცენტრის შენობაში გამოჩნდნენ. „მშვენიერია დაბრუნება”, - უთხრა მეგანმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, სიამოვნებდა თუ არა ისევ ნიუ-იორკში ყოფნა.

მეუფე საბა

25 სექტემბერი 2021, 13:59

საზოგადოება

მეუფე საბა: მცდარია ის აზრი, რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ

მცდარია ის აზრი, რომ ეკლესია უნდა იყოს ცალკე და სახელმწიფო ცალკე. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში კი არ ვერევით, ერთმანეთს ვავსებთ - ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ მარტვილში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

25 სექტემბერი 2021, 13:34

მსოფლიო

კანადელმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა პირველად მოიხადეს ბოდიში, სკოლებში, აბორიგენთა შვილების ჩაგვრის გამო

„ვაღიარებთ ჩვენი, კათოლიკური საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიერ ჩადენილ მძიმე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სულიერ, კულტურულ და სექსუალურ დარღვევებს. ასევე, მწუხარებით ვაღიარებთ, ძირძველი ხალხისთვის, დღემდე არსებულ გამოწვევებსა და ტანჯვას“, - აღნიშნულია ეპისკოპოსთა ეროვნული ასამბლეის განცხადებაში.

25 სექტემბერი 2021, 13:32

რეგიონი

დღეს გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეა

დღეს გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ჭყონდიდის ეპარქიაში სხვადასხვა ეპარქიის მიტროპოლიტები იმყოფებიან.

25 სექტემბერი 2021, 13:28

სამართალი

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება“ - შსს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს პოლიციის თანამშრომლები წინასაარჩევნოდ რეგიონებში პოლიტიკური მიზნებით არიან მობილიზებული.

25 სექტემბერი 2021, 13:02

რეგიონი

ბესარიონ სიმონიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან შეხვედრა გამართეს.

ჯონ ჯონსი

25 სექტემბერი 2021, 13:01

სპორტი

UFC-ის ვარსკვლავი, ჯონ ჯონსი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ჯონ ჯონსი, ლას ვეგასში, ოჯახური ძალადობისა და ავტომობილის დაზიანებისთვის დააკავეს. „ამბავი ჯერ კიდევ ვითარდება, ჩვენ ჯერ არ ვიცით სრული ისტორია. ასე რომ, არ ვაპირებ რაიმე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე არ მექნება ჯონთან საუბრის საშუალება“, - განაცხადა ჯონსის მრჩეველმა, რიჩარდ შეფერმა.

25 სექტემბერი 2021, 12:53

სამართალი

ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

25 სექტემბერი 2021, 12:35

მსოფლიო

გაერო: სირიაში სამოქალაქო ომს სულ მცირე 350 209 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში 10 წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად სულ მცირე 350 209 ადამიანი გარდაიცვალა. განახლებული სტატისტიკა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა წარმოადგინა.

25 სექტემბერი 2021, 12:18

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი მოეწყო

შპს „საქართველოს მელიორაციამ“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუხუთში, ახალი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. ახალი ხიდი მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე დამონტაჟდა.

მაიკლ კენეტ უილიამსი

25 სექტემბერი 2021, 12:17

კულტურა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსახიობი მაიკლ კენეტ უილიამსი 4 სახეობის ნარკოტიკის ზედოზირებას ემსხვერპლა

ამერიკელი მსახიობის, მაიკლ კენეტ უილიამსის გარდაცვალების მიზეზი ჰეროინის, კოკაინის, ფენტანილისა და P-ფლუოროფენტანილის კომბინაციის ზედოზირება გახდა. მსახიობი ღიად საუბრობდა საკუთარ წარსულ გამოცდილებასა და დამოკიდებულებაზე ნარკოტიკების მიმართ. 2012 წელს მან განაცხადა, რომ მოიხმარდა ნარკოტიკს „საშინელ ადგილებში, საშინელ ადამიანებთან ერთად“.

25 სექტემბერი 2021, 11:49

მსოფლიო

TikTok-ის ვიდეოების ყურების შემდეგ, 6 წლის ბრიტანელმა ბავშვმა მაგნიტები გადაყლაპა და ურთულესი ოპერაცია დასჭირდა

დიდ ბრიტანეთში, ბავშვმა 23 მაგნიტი გადაყლაპა, რის შემდეგაც, მუცლის ძლიერი ტკივილი და ღებინება დაეწყო. ყველაფერი ოპერაციით დასრულდა, თუმცა, ექიმების თქმით, შეიძლებოდა, შედეგი ფატალური ყოფილიყო. ირკვევა, რომ მრგვალ მაგნიტებს, რომლებსაც ბავშვი საკუთარი თოჯინისთვის ყელსაბამის ასაწყობად იყენებდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ყლაპავდა.

25 სექტემბერი 2021, 11:38

COVID19

თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა აქტივისტები მესამე ტალღაზე საუბრობენ

პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ​CNN-ი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2021, 11:12

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ბათუმის შემოვლითი გზა განტვირთავს ქალაქს ტრანზიტული მოძრაობისგან, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

„ბათუმის შემოვლით გზაზე, თოთხმეტი ხიდიდან, ძირითადი კონსტრუქციული ნაწილები უკვე დასრულებულია 12 ხიდზე და 5-დან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

25 სექტემბერი 2021, 10:51

რეგიონი

გზის დაზიანების გამო, თუშეთში ჩარჩენილი ათობით მოქალაქე და ტურისტი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

თუშეთიდან რამდენიმე ათეული მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის დახმარებით, ბარში ჩამოიყვანეს. პროცესში ჩართულა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი. ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო გზის სამი მონაკვეთის დაზიანების მიზეზით მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა, რის გამოც ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.

25 სექტემბერი 2021, 10:42

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 13 580 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 729 672 აცრა გაკეთდა.

25 სექტემბერი 2021, 10:40

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,65%-ს შეადგენს

24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,65%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6,62%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6,17%.