imedi /  02 აგვისტო 2020, 11:03 / სანდო წყარო

ბრალდებულს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადმოიბარეს, კორონავირუსი დაუდასტურდა

დაკავებულ პირს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა პოლიციისგან სამოქალაქო კლინიკაში გადმოიბარეს, კოვიდ-19 დაუდასტურდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„2020 წლის 28 ივლისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებული დ.წ., რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების მიზეზით გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში. ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან 1-ლ აგვისტოს 03:12 სთ-ზე ჩაიბარეს.

დადგენილი წესის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანამდე, 2020 წლის 1-ლ აგვისტოს 04:00 სთ-ზე ბრალდებულისგან აღებული იქნა ბიოლოგიური მასალა PCR ტესტის ჩასატარებლად. ამავე დღეს, 09:40 სთ-ზე ესკორტის ოფიცრების ცვლა შეიცვალა და ბრალდებული ესკორტის სხვა სამმა ოფიცერმა გადაიბარა. 1-ლ აგვისტოს 16: 30 სთ-ზე მიღებული იქნა ბრალდებულისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი, რომლითაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ტესტის დადებითი პასუხის მიღებისთანავე, ესკორტის სამი ოფიცერი (და მათი ოჯახის წევრები), რომლებმაც ბრალდებული 1-ლ აგვისტოს ღამე პოლიციის თანამშრომლებისგან ჩაიბარეს, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. უახლოეს საათებში მათ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი 21 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ტესტირების გავლის და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს. ასევე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად იმყოფება, ბრალდებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ (რაც უახლოეს პერიოდში მოხდება) გაივლის ტესტირებას და გადავა თვითიზოლაციაში, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს. როგორც ზემოთ ითქვა, ბრალდებული ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადმოიბარეს. შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 1 177 შემთხვევაა რეგისტრირებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 955-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ჯონ ჯონსი

25 სექტემბერი 2021, 13:01

სპორტი

UFC-ის ვარსკვლავი, ჯონ ჯონსი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

UFC-ის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ჯონ ჯონსი, ლას ვეგასში, ოჯახური ძალადობისა და ავტომობილის დაზიანებისთვის დააკავეს. „ამბავი ჯერ კიდევ ვითარდება, ჩვენ ჯერ არ ვიცით სრული ისტორია. ასე რომ, არ ვაპირებ რაიმე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე არ მექნება ჯონთან საუბრის საშუალება“, - განაცხადა ჯონსის მრჩეველმა, რიჩარდ შეფერმა.

25 სექტემბერი 2021, 12:53

სამართალი

ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ცაგერში, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

25 სექტემბერი 2021, 12:35

მსოფლიო

გაერო: სირიაში სამოქალაქო ომს სულ მცირე 350 209 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში 10 წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის შედეგად სულ მცირე 350 209 ადამიანი გარდაიცვალა. განახლებული სტატისტიკა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა წარმოადგინა.

25 სექტემბერი 2021, 12:18

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი მოეწყო

შპს „საქართველოს მელიორაციამ“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუხუთში, ახალი ხიდის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. ახალი ხიდი მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე დამონტაჟდა.

მაიკლ კენეტ უილიამსი

25 სექტემბერი 2021, 12:17

კულტურა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსახიობი მაიკლ კენეტ უილიამსი 4 სახეობის ნარკოტიკის ზედოზირებას ემსხვერპლა

ამერიკელი მსახიობის, მაიკლ კენეტ უილიამსის გარდაცვალების მიზეზი ჰეროინის, კოკაინის, ფენტანილისა და P-ფლუოროფენტანილის კომბინაციის ზედოზირება გახდა. მსახიობი ღიად საუბრობდა საკუთარ წარსულ გამოცდილებასა და დამოკიდებულებაზე ნარკოტიკების მიმართ. 2012 წელს მან განაცხადა, რომ მოიხმარდა ნარკოტიკს „საშინელ ადგილებში, საშინელ ადამიანებთან ერთად“.

25 სექტემბერი 2021, 11:49

მსოფლიო

TikTok-ის ვიდეოების ყურების შემდეგ, 6 წლის ბრიტანელმა ბავშვმა მაგნიტები გადაყლაპა და ურთულესი ოპერაცია დასჭირდა

დიდ ბრიტანეთში, ბავშვმა 23 მაგნიტი გადაყლაპა, რის შემდეგაც, მუცლის ძლიერი ტკივილი და ღებინება დაეწყო. ყველაფერი ოპერაციით დასრულდა, თუმცა, ექიმების თქმით, შეიძლებოდა, შედეგი ფატალური ყოფილიყო. ირკვევა, რომ მრგვალ მაგნიტებს, რომლებსაც ბავშვი საკუთარი თოჯინისთვის ყელსაბამის ასაწყობად იყენებდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ყლაპავდა.

25 სექტემბერი 2021, 11:38

COVID19

თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა აქტივისტები მესამე ტალღაზე საუბრობენ

პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე თურქმენეთში ოფიციალურად კორონავირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ​CNN-ი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2021, 11:12

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ბათუმის შემოვლითი გზა განტვირთავს ქალაქს ტრანზიტული მოძრაობისგან, რაც ბათუმს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს

„ბათუმის შემოვლით გზაზე, თოთხმეტი ხიდიდან, ძირითადი კონსტრუქციული ნაწილები უკვე დასრულებულია 12 ხიდზე და 5-დან 3 გვირაბი უკვე გაჭრილია“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

25 სექტემბერი 2021, 10:51

რეგიონი

გზის დაზიანების გამო, თუშეთში ჩარჩენილი ათობით მოქალაქე და ტურისტი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

თუშეთიდან რამდენიმე ათეული მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის დახმარებით, ბარში ჩამოიყვანეს. პროცესში ჩართულა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი. ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო გზის სამი მონაკვეთის დაზიანების მიზეზით მაღალმთიანი დასახლება გარესამყაროს მოწყდა, რის გამოც ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები მთაში ჩარჩნენ.

25 სექტემბერი 2021, 10:42

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 13 580 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 729 672 აცრა გაკეთდა.

25 სექტემბერი 2021, 10:40

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,65%-ს შეადგენს

24 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,65%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6,62%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6,17%.

25 სექტემბერი 2021, 10:39

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 597 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 189 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 605 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 573 542, გარდაიცვალა 8 787 პაციენტი.

25 სექტემბერი 2021, 10:38

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

25 სექტემბერი 2021, 10:37

საზოგადოება

Freedom House-ის 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

ამერიკული ორგანიზაციის Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის (Freedom on the net 2021) თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ინდექსში ქვეყანას მინიჭებული აქვს 77 ქულა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 ქულით მეტია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ინდექსში მე-9 ადგილზეა სტატუსით „ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“.

ნათია თურნავა

25 სექტემბერი 2021, 10:36

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მე-9 ადგილზეა და აქვს სტატუსი „ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“

„ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რაც 2018 წელს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ქვეყნის კონსტიტუციაში აისახა. ჩვენ ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის წვდომა საგანათლებლო რესურსებთან, კავშირების დამყარება ბიზნეს პარტნიორებთან, საკუთარი პროდუქციისთვის გასაღების ახალი ბაზრების მოძიება და ა.შ. საქართველო დღეს აღიარებულია ქვეყნად თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“.

25 სექტემბერი 2021, 10:32

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე 30-მდე ავიარეისი გაუქმდა

ესპანეთში, კუნძულ ლა პალმასა და ლა გომერაზე 30-მდე რეისი გაუქმდა. მიზეზი ვულკვანური კვამლია. ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება არაერთმა კომპანიამ, მათ შორის, Iberia-მ, Binter-მა, Canaryfly-მ და Vueling-მა მიიღეს.

25 სექტემბერი 2021, 10:24

საზოგადოება

თეა წულუკიანის ინიციატივით სასკოლო სპორტის განვითარებას გამორჩეული ადგილი დაეთმობა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

25 სექტემბერი 2021, 09:49

მსოფლიო

კანადაში​ Huawei-ის ფინანსური დირექტორის გათავისუფლების შემდეგ ჩინეთმა კანადის 2 მოქალაქე გაათავისუფლა

2018 წელს ჩინეთში დაკავებული კანადის მოქალაქეები, მაიკლ კოვრიგი და მაიკლ სპეივორი სამშობლოში დაბრუნდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2021, 09:41

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე და იმაზე, რომ ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება

პრემიერის გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი იყო ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე და იმაზე, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარი, ფუნდამენტი და ძირითადი მიმართულება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2021, 09:39

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: პრემიერმა ისაუბრა რუსეთის უკანონო ქმედებებზე - თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ

ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა გამოწვევებთან დაკავშირებით. კერძოდ, იმ პრობლემიდან გამომდინარე, რაც არის განპირობებული ოკუპაციით და მიმდინარე მცოცავი ანექსიით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.