imedi  /  03 აგვისტო 2020, 15:34 / სანდო წყარო

ივნისში ესპანეთში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 97.7%-ით შემცირდა

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ესპანეთს 204 926 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97.7%-ით ნაკლებია.

მონაცემების თანახმად, ივნისში ტურისტების მიერ დახარჯული თანხის საერთო მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98.6%-ით შემცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

დავით სერგეენკო

27 ოქტომბერი 2020, 16:10

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ყველანი ვაცნობიერებთ მსოფლიო პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ დღეს ბიზნეს საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. როგორც კანდიდატმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, დღეს მთავარი საკითხია პოსტპანდემიური შედეგებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ეფექტური დაძლევა.

27 ოქტომბერი 2020, 16:09

COVID19

28 ოქტომბრიდან რუსეთში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 28 ოქტომბრიდან რუსეთში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

გიორგი ცინცაძე

27 ოქტომბერი 2020, 16:01

სპორტი

გიორგი ცინცაძე მსოფლიოს ვაჟთა კალათბურთის ათწლეულის საუკეთესო პასის ავტორია

გიორგი ცინცაძე მსოფლიოს ვაჟთა კალათბურთის ათწლეულის საუკეთესო პასის ავტორია. ფიბას გამოკითხვას შეჯიბრის სახე ჰქონდა და ვეტერანმა ქართველმა სერბ დუშან ბულუტს, ესპანელ მარკ გასოლს და არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოს აჯობა. ახლა ცინცაძე სუპერფინალში ქალებში საუკეთესო არგენტინელ ანდრეა ბოკეტეს დაუპირისპირდება. ეფექტური გადაცემა, რომელიც ნომინანტებს შორის მოხვდა, 34 წლის ქართველმა ევროპის ჩემპიონატზე ლიეტუვის ნაკრებთან შეხვედრაში შეასრულა.

27 ოქტომბერი 2020, 15:59

საზოგადოება

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში რეგიონიდან მხოლოდ თსუ არის წარმოდგენილი

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ყველაზე მეტი ინსტიტუციით აშშ ლიდერობს - 266 უნივერსიტეტით, რომელთა შორის პირველ პოზიციაზე კვლავ ჰარვარდის უნივერსიტეტია. ლიდერ ქვეყნებს შორისაა ჩინეთი 203 უნივერსიტეტით, დიდი ბრიტანეთი - 87, იაპონია - 85, საფრანგეთი 81, გერმანია 71 უნივერსიტეტით და იტალია - 60 უნივერსიტეტით.

27 ოქტომბერი 2020, 15:58

საზოგადოება

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ღონისძიება გაიმართა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზური ენის შემსწავლელი წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ირმა ოსიას და რიტა ამიჭბას აფხაზური ენის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ზაზა ლომინაძე

27 ოქტომბერი 2020, 15:54

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: ხელისუფლება ზრუნავს დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე

„,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას სოციალური პროგრამების ეფექტურობას და იმ საკითხების გადაჭრას, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

27 ოქტომბერი 2020, 15:45

ეკონომიკა

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ 26 307 განაცხადი შევიდა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხუთი წელია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. 2015-2018 წლის მონაცემებით, საგრანტო კომპონტენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 6,212 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

თამარ გაბუნია

27 ოქტომბერი 2020, 15:43

COVID19

თამარ გაბუნია: განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს

სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა. ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა განსაკუთრებულად მუშაობს, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

27 ოქტომბერი 2020, 15:35

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან უნდა გარიცხონ.

თამარ გაბუნია

27 ოქტომბერი 2020, 15:33

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი დაიწყო

დღეს დაიწყო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი, საუბარია ონლაინკონსულტაციის მოდელზე და მიმდინარე მეთვალყურეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უწყება სადაზღვევო კომპანიებთან აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დაზღვეულ პირს კოვიდინფიცირების შემთხვევაში ჰქონდეს ადეკვატური დაფარვა სამედიცინო სერვისის.

27 ოქტომბერი 2020, 15:25

ტექნოლოგიები

Admixer – ციფრული რეკლამის ქართული ბაზარი საერთაშორისო სტანდარტზე გადადის

დსთ-ის ბაზრის წამყვანი დიჯითალ მოთამაშე კომპანია Admixer ოქტომბრიდან ქართულ ბაზარზე კომპეტენციის არეალს აფართოვებს.კომპანია 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. მას უკვე რამდენიმე ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ლატვია და ყაზახეთი. ახლა კი მათ გუნდს საქართველოც შეუერთდა.

27 ოქტომბერი 2020, 15:21

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 66 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 66 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 477 ადამიანი გარდაიცვალა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 ოქტომბერი 2020, 15:16

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: არავის მივცემთ საშუალებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს

არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჰქონდეთ მცდელობები, შეფარვითი გზებით რაიმე სახის დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც ისინი აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კუჭავა

27 ოქტომბერი 2020, 15:11

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ე.წ. დამკვირვებლები შეეცდებიან დისკრედიტაცია მოახდინონ არჩევნების, რომელსაც ჩვენ მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩავატარებთ

გლობალური პანდემია შეეხო არ მარტო საქართველოს არამედ, ყველა ქვეყანას. ჩვენ გვიწევს ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და მათაც, როგორც საქართველოს, მოუწია გარკვეული წესების შეცვლა და ახალ რეალობასთან შეგუება. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტს, ამ კუთხითაც ყველა არჩევნებს შეეხო ეს. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტარების ბოლო განცხადება იმის თაობაზე, რომ 7 კაციანი ჯგუფი ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას საქართველოში თუმცა, ჩვენ გვეყოლება სხვა დამკვირვებლები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

27 ოქტომბერი 2020, 15:04

პოლიტიკა

პოლ მ. ჯოიალი: საქართველოს „ციკლონი მიშა“ ახლა „სუპერ გამავრცელებელია?“

31 ოქტომბერს ქართველები არჩევნებზე მივლენ საქართველოში 150-წევრიანი პარლამენტის ასარჩევად. მე, 1991 წლის შემოდგომაზე ჩემი პირველი მოგზაურობის შემდეგ, მრავალმხრივ ვარ ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის როგორც მისი პირველი ლობისტი, პარლამენტის მრჩეველი, მეწარმე და ახლა საინვესტიციო მრჩეველი. პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ „საპატიო ორდენი“ მიბოძა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით ჩემი ძალისხმევისთვის. მე ახლაც ყოველ დილით ვეცნობი საქართველოს ახალ ამბებს, - პოლ მ. ჯოიალმა Miami Herald-ში მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. .

გივი მიქანაძე

27 ოქტომბერი 2020, 15:02

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: გარკვეული სადამკვირვებლო ორგანიზაციები პირდაპირ კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან

მისივე თქმით, ჟურნალისტებს მათთვის დარიგებულ კატალოგში შეუძლიათ ნახონ წყაროების ლინკები, რომელიც პირდაპირ იძლევა ინფორმაციას საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, ნახონ როგორ ხდება დამფუძნებლის და გამგეობის თავმჯდომარეების უცებ გასვლა და ახალი უცნობი პირებით მათი ჩანაცვლება.

დიმიტრი შაშკინი

27 ოქტომბერი 2020, 14:43

პოლიტიკა

დიმიტრი შაშკინი: კანონმდებლობა არჩევნების პროცესზე მეთვალყურეობის შესაძლებლობას საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს

„ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს და ახლა გამწარებული ეძებს ვის დააბრალოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა რითაც „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძე

27 ოქტომბერი 2020, 14:37

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანის განცხადებაზე: ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციებთან, რომ თითოეული ადამიანის ხმა დავიცვათ

დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციებთან, ძალიან მარტივი მიზეზისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმა დავიცვათ, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, თეა წულუკიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან.

ტარიელ ესებუა

27 ოქტომბერი 2020, 14:35

სამართალი

ტარიელ ესებუა აცხადებს რომ მისი შვილი უდანაშაულოა

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის ბადრი ესებუას ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. ტარიელ ესებუას განცხადებით, მისი შვილი ამ დღეებში იტყვის ყველაფერს რაც რეზონანსულ საქმეს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, გუშინ, მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკისას პოლიციას მნიშვნელოვანი არაფერი წაუღია.

სერგი კაპანაძე

27 ოქტომბერი 2020, 14:24

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ქალბატონი წულუკიანი აშკარად პანიკაშია იმის გამო, რომ იცის ამ არჩევნებს აგებს

ქალბატონი წულუკიანი აშკარად არის პანიკაში იმის გამო, რომ იცის აგებს ამ არჩევნებს. ახლა მოიგონა რაღაც სრული აბსურდი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“პარტიული სიის მეოთხე ნომერის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა. „თვითონ აკეთებენ ამას, თვითონ ჰყავთ თავიანთი დამკვირვებელი ორგანიზაციები. რა თქმა უდნა, დამკვირვებელ ორგანიზაციებში იქნებიან ისეთებიც, რომელთაც არ მოსწონთ შეიძლება ეს მთავრობა, რომელთაც კავშირი აქვთ ოპოზიციურ პარტიასთან, ან განწყობა აქვთ ოპოზიციური. ამაში რა არის პრობლემატური, არის გაუგებარი,. ერთი რამ გამოჩნდა მათ ეშინიათ დამკვირვებლების, არ უნდათ, რომ ბევრი ადამიანი აკვირდებოდეს. როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ რაღაცას ან გააყალბებენ, ან იძალადებენ, ან რაღაც სხვა ინსტრუმენტს გამოიყენებენ. არ გამოუვათ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.