IMEDI /  04 აგვისტო 2020, 10:08 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1182 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 962-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 7007, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა -280 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 20:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა

დღესდღეობით, ყველა თანხმდება, რომ პანდემიის გამო არსებობს სასწავლო დანაკარგები, რაც ბავშვებს აქვთ და ასევე ფსიქო-ემოციური დანაკარგები, რასაც განიცდიან ბავშვები სწორედ იმის გამო, რომ იმყოფებოდნენ დისტანციური პირობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.

01 დეკემბერი 2021, 19:58

მსოფლიო

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას

ბულგარეთი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას, - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვეტლან სტოევმა.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული

სულ 2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა 174 ახალი სკოლა, 257 კი რეაბილიტირებულია, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.

ენტონი ბლინკენი

01 დეკემბერი 2021, 19:44

მსოფლიო

აშშ კრემლს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრა სანქციების დაწესებას გამოიწვევს, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე აქამდე დაწესებული სანქციები

აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან გაიყვანოს და აფრთხილებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა სანქციების დაწესებას გამოიწვევს, რომელიც მოსკოვს იმაზე მეტად დააზარალებს, ვიდრე აქამდე დაწესებული სანქციები.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:32

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 2012 წელს განათლებისა და მეცნიერებისთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონო ლარი, 2022 წელს კი, გათვალისწინებულია მილიარდ 623 მილიონი ლარი

„ჩვენ რასაც ვუყურებთ არის ის, რომ მთავრობამ ის პროგრამა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და მანდატი მიანიჭა „ქართულ ოცნებას“, შესრულდეს. ჩვენ ამ კუთხით ვუყურებთ მთავრობის საქმიანობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2021, 19:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება.

დმიტრო კულება

01 დეკემბერი 2021, 19:26

მსოფლიო

დმიტრო კულება: რუსეთი უკრაინის ნატოსთან დაახლოებას ვერ შეაჩერებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ნატოსთან უკრაინის მჭიდრო კავშირები დაბლოკოს, ხოლო უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, რომელსაც მოსკოვი დასავლეთისგან მოითხოვს, არალეგიტიმური იქნება.

რიმა ბერაძე

01 დეკემბერი 2021, 19:01

საზოგადოება

„მინისტრის საათის“ ფორმატში, მიხეილ ჩხენკელის მოსმენისას, რიმა ბერაძე თბილისის 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს, პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე ჩუღურეთის რაიონში მდებარე 37-ე სკოლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა.

01 დეკემბერი 2021, 18:52

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატოს რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზომები

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს რამდენიმე ვარიანტი აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, მათ შორის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ზომები.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2021, 18:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მიუხედავად არბიტრაჟის მიერ „ინტერ რაოს“ პოზიციების ნაწილობრივ გაზიარებისა, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მომხმარებლისთვის ტარიფები არ გავზარდოთ

„მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლებისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.

01 დეკემბერი 2021, 18:47

საზოგადოება

სემეკში საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების სფეროში ინვესტიციების რეგულირების შესახებ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის, სემეკის და ენერგეტიკის სექტორის ექსპერტებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საჯარო განხილვებისთვის და ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისთვის შესაბამისი პლატფორმის შეთავაზების შესახებ.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2021, 18:43

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ონლაინ სწავლება ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს

რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი ღიბრაძე

01 დეკემბერი 2021, 18:41

ეკონომიკა

გიორგი ღიბრაძე: გარკვეული მზადება და კომუნიკაციაა ბიზნესთან ახალი წლისთვის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი

„არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

01 დეკემბერი 2021, 18:41

რეგიონი

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ენგურჰესის კაშხალზე ინფო-ტური გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2021, 18:33

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება იქნება იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას.

01 დეკემბერი 2021, 18:29

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, როგორ ვიმუშაოთ ერთად და როგორ გავაღრმავოთ ურთიერთობები საზღვაო სფეროში

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენე სანდ ანდრესენსა და საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩს შავი ზღვის საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი

01 დეკემბერი 2021, 18:20

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ევროატლანტიკური კურსის შესახებ ფარატინა ბრალდებებზე ისეთი ფაქტებითა და განცხადებებით ვპასუხობთ როგორიცაა ჩვენი ქვეყნის მინისტერიალზე მიწვევა, ასევე საქართველოს როგორც ასპირანტი ქვეყნის განვლილი გზის შეფასება და სხვა

ევროატლანტიკური კურსის შესახებ ფარატინა ბრალდებებზე ისეთი ფაქტებითა და განცხადებებით ვპასუხობთ როგორიცაა ჩვენი ქვეყნის მინისტერიალზე მიწვევა, ასევე საქართველოს როგორც ასპირანტი ქვეყნის განვლილი გზის შეფასება და სხვა,- ამის შესახებ „ჯეოქეისი“ დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ვიქტორ ყიფიანი

01 დეკემბერი 2021, 18:16

პოლიტიკა

ვიქტორ ყოფიანი: ნატოს გაფართოება მარტივი საკითხი არ არის და ამ შემთხვევაში, როგორც ქართულ მხარეს მოვუწოდებდი გარკვეული რეალიზმისკენ, ასევე ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს

ნატოს გაფართოება მარტივი საკითხი არ არის და ამ შემთხვევაში, როგორც ქართულ მხარეს მოვუწოდებდი გარკვეული რეალიზმისკენ, ასევე ჩვენ ნატოელ მოკავშირეებს, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2021, 18:14

საზოგადოება

რატომ არ ჩატარდა მიმდინარე წელს სკოლის დირექტორების კონკურსი - მიხეილ ჩხენკელის განმარტება

რატომ არ ტარდება დირექტორების კონკურსი, ამასთან დაკავშირებით ორი მიზეზია. ჩატარდება გაისად, 2022 წელს. აქ არანაირი პოლიტიკური მიზეზი არ არის, - ასე უპასუხა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძეს, რომელიც დაინტერესდა, რატომ ჰყავს ქვეყნის მასშტაბით 1022 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და რატომ ვერ ხერხდება მათი კონკურსის წესით დანიშვნა.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2021, 18:14

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: რიგის მინისტერიალი წარმატებული იყო, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ძალიან სერიოზული ნაბიჯი ნატოს მომავალი სამიტის მომზადების კონტექსტში

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქ. რიგაში გამართული მინისტერიალი წარმატებული იყო, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ძალიან სერიოზული ნაბიჯი ნატოს მომავალი სამიტის მომზადების კონტექსტში. დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ რამდენიმე მომენტი აღნიშნა, რითაც დღევანდელი მინისტერიალი წარმატებული იყო.