imedi /  05 აგვისტო 2020, 19:33 / სანდო წყარო

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდება

სომხეთის მთავრობა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა განაცხადა.

„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სერიოზულ ცვლილებებს შევიტანთ. კერძოდ, ქვეყანაში უცხოელების შემოსვლის შესაძლებლობას გადავხედავთ, რიგი საქონლის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს მოვხსნით, ასევე მიტინგებში მონაწილეობის საკითხს გადავხედავთ“, - განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს დაწესდა. ბოლო გახანგრძლივების თანახმად, მისი ვადა 12 აგვისტოს იწურება. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის თითქმის 40 000 შემთხვევა დადასტურდა, დაახლოებით 7 700 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 770 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 15:30

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის

„საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის", - აცხადებს ცენტრალური ბანკი. 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა.

22 სექტემბერი 2020, 15:25

სამართალი

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 298.76 გრამი) აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 35,181. 99 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

22 სექტემბერი 2020, 15:25

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს პირველივე რაუნდში გამოეთიშა

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან ორ სეტში 4:6, 3:6 დამარცხდა და გერმანიის ტურნირზე მისი 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. 2020 წელს ATP-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში ბასილაშვილმა 13 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოიგო და 10-ჯერ დამარცხდა.

22 სექტემბერი 2020, 15:23

სამართალი

ქუთაისში ძარცვის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ნახევარ მილონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს

ქურდობა მოხდა ქუთაისში. ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

დავით გუმბერიძე

22 სექტემბერი 2020, 15:20

სამართალი

პროკურორი: მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო გაურკვეველი მიზეზით დატოვა და მონაწილეობა არ მიიღო საგამოძიებო პროცედურაში

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა როგორც გუშინ, ისე დღეს გაურკვეველი მიზეზით დატოვა ექსპერტიზის ბიურო და არ მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო პროცედურაში. პროკურორის შეფასებით, მიხეილ რამიშვილი ემოციური ფონის შექმნას ცდილობს. პროკურორის განმარტებით, არ არსებობს სხვა ინტერესი, გარდა ფურცხვანიძესთან და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებული ინფორმაციისა.

22 სექტემბერი 2020, 15:13

საზოგადოება

ვაშლიჯვარში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 6 687 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები, საჩრდილობლები და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე გარე ტრენაჟორები განთავსდა.

მიხეილ რამიშვილი

22 სექტემბერი 2020, 15:10

სამართალი

მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, სასამართლოს განჩინებით უნდა მომხდარიყო მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერისა და ფოტოების შესწავლა, თუმცა მის ტელეფონში არსებული ფოტოებისა და სატელეფონო ზარების კლონირება განხორციელდა.

22 სექტემბერი 2020, 15:01

რეგიონი

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნესდარბაზი. სპორტულ კომპლექსში ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

22 სექტემბერი 2020, 14:51

საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი აგრძელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლი ახალ გენერალურ დირექტორს ირჩევს. მეორე ტურში დღეს ოთხი კანდიდატი: თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი გადავიდა. დირექტორად არჩევას სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 6 წევრის ხმა სჭირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ. კანდიდატებმა სამოტივაციო წერილების ნაწილზე ისაუბრეს და თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს უკეთესი და რეიტინგული ტელევიზია იმ რესურსით, რომელიც არსებობს.

22 სექტემბერი 2020, 14:48

სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 01 იანვარს, სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში, ი.გ.-მ ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა.

22 სექტემბერი 2020, 14:38

COVID19

კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

imedinews-ის ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული ლაგოდეხში მცხოვრებია და ის არსებული კლასტერის კონტაქტის კონტაქტია. შუახნის ქალი უკვე გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობენ.

22 სექტემბერი 2020, 14:29

საზოგადოება

თბილისში, ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების სახელი მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ძმების, ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკვერში შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. ღონისძიებას დაღუპული ძმების დედა ესწრებოდა.

22 სექტემბერი 2020, 14:29

სპორტი

არტურო ვიდალი „ინეტერში“ გადავიდა

არტურო ვიდალი „ბარსელონიდან“ „ინტერში“ გადავიდა. 33 წლის ჩილელმა ნახევარმცველმა მილანის გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება. ტრანსფერის სანაცვლოდ „ბარსელონა“ „ინტერისგან“ 1 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც იტალიელები ესპანელებს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიან.

მიხეილ ჩხენკელი

22 სექტემბერი 2020, 14:20

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მისასალმებელ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტების პირველ ნაკადს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგან ჰერმანმა, აკადემიურმა გუნდმა და სტუდენტებმა.

22 სექტემბერი 2020, 14:19

COVID19

თბილისში კორონავირუსით ინფიცირების ათეულობით შემთხვევა სოფელ დიღომში, რესტორანში გამართულ წვეულებას უკავშირდება

თბილისში ათეულობით შემთხვევა სოფელ დიღომს უკავშირდება. ინფიცირების წყარო ერთ-ერთ რესტორანში გამართულ წვეულებაა, რომელსაც რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანებიც ესწრებოდნენ. დღეს გამოვლენილი 218 შემთხვევიდან 47 სწორედ თბილისზე მოდის. სოფელ დიღმის მოსახლეობა მასობრივ ტესტირებას ითხოვს. ინფიცირებულთა შორის არის უბნის აფთიაქის მფლობელი. ობიექტი დახურულია. კოვიდინფიცირებულები კოვიდცენტრებში, მათთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ინფიცირებულთა უმეტესობა რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან მათი ასაკი 60 წელს ზევითაა.

ვახტანგ გომელაური

22 სექტემბერი 2020, 14:18

სამართალი

შს მინისტრმა საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ბრძანება გამოსცა

არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.

22 სექტემბერი 2020, 14:06

სამართალი

თბილისში დააკავეს 68 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვან ბიჭს რამდენიმე წლის განმავლობაში აუპატიურებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

22 სექტემბერი 2020, 13:58

COVID19

ზუგდიდში კოვიდინფიცირებული 71 წლის ქალი იმავე ქალაქის ერთ-ერთი ტაძრის მესანთლეა

ის ბოლო 10 დღის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდა. ზუგდიდში ჩამოსვლისთანავე ცხელების ნიშნებით კლინიკას თავად მიმართა. PCR კვლევის შედეგად კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის, მისი 25 კონტაქტია მოძიებული და ყველა იმყოფება თვითიზოლაციაში.

22 სექტემბერი 2020, 13:57

თემა

შემოდგომის დასაწყისიდან ევროპა COVID-19-ის ახალი ტალღისთვის ემზადება. რას ნიშნავს ეს?

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. ინფიცირებულთა მაჩვენებლის მატება შემოდგომის დაწყებასა და სკოლების გახსნას დაემთხვა (ყოველ შემთხვევაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში). თუმცა ამაში მოულოდნელი არაფერია, რადგან სპეციალისტები ახალი კორონავირუსის მეორე ტალღაზე ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდნენ. როგორია კოვიდვითარება დღევანდელ ევროპაში? ვინ და როგორ ემზადება COVID-19-ის მორიგი შემოტევისთვის?

22 სექტემბერი 2020, 13:43

საზოგადოება

საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ და„ლიბერთი ბანკის“გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.