10 აგვისტო 2020, 15:27 / სანდო წყარო

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდით უშგულში, მესტიასა და ლენჯერში და კორონავირუსის სიმპტომები გამოგივლინდათ

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია StopCov-ი, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების მაღალი რისკია.

აპლიკაცია StopCov.ge-ს აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის ასევე შესაძლებელია ამ ბმულიდან. iOS ის მომხმარებლებს კი ამ ბმულიდან.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება. დეტალებს გაეცანით აქ.

დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 010-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2020, 09:11

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მარსზე ტბა აღმოაჩინეს

იტალიელი მეცნიერები აცხადებენ, მარსზე მიწისქვეშა ტბა აღმოაჩინეს. ამის შესახებ სტატიას Nature Astronomy აქვეყნებს. მეცნიერებმა გააანალიზეს რადარული ზონდის მონაცემები, რომელიც ორბიტაზე მდებარე აპარატ Mars Express-ზეა დამაგრებული.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თუ დავინახავ, რომ ათასობით ბიულეტენი ჩაწყობილია, ამას ვერ გავატარებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას არჩევნებში ფოსტით ხმiს მიცემის მეთოდი კვლავ გააკრიტიკა.

30 სექტემბერი 2020, 08:50

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭო სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.რეზოლუცია საბჭომ გვიან ღამით, საგანგებო სხდომაზე მიიღო. მანამდე მხარეებს ვითარების ესკალაციისა და დიალოგისკენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოუწოდეს.

30 სექტემბერი 2020, 08:44

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:29

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპი პუტინის ლეკვია

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი რუსეთის გაკრიტიკებაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

ნინო ნიჟარაძე

30 სექტემბერი 2020, 08:29

COVID19

ნინო ნიჟარაძე: აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია

აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს. მისი თქმით, არსებული რესურსი უმკლავდება იმ მოთხოვნას, რომელიც ამ ჟამად დგას სამედიცინო დაწესებულებების წინაშე.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2020, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ტრამპს: გაჩუმდები? ისე იქცევი, როგორც პრეზიდენტს არ შეეფერება

პირველი საპრეზიდენტო ტელედებატების დროს „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს გაჩუმება მოსთხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლო

30 სექტემბერი 2020, 08:15

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანთა პროცესი განახლდება. დაიკითხებიან მოწმეები.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 08:05

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: პანდემიასთან ბრძოლაში ვერასდროს გააკათებდით იმას, რაც ჩენ გავაკეთეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიას ვერ გაუმკლავდებოდა.

30 სექტემბერი 2020, 07:56

პოლიტიკა

დღეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დაასრულებს

დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს და ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანომ პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.

30 სექტემბერი 2020, 07:56

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპს პანდემიასთან ბრძოლის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა და კრიზისის პირობებში პანიკაში ჩავარდა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა პირველი ტელედებატებისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პანდემიასთან ბრძოლის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა და კრიზისის პირობებში პანიკაში ჩავარდა.

30 სექტემბერი 2020, 07:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს: არც კი გამოიყენოთ სიტყვა ჭკვიანი ჩემთან საუბარში - თქვენში არაფერია ჭკვიანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას ეჭვის ქვეშ დააყენა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გონებრივი შესაძლებლობები.

30 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ტელედებატების დაწყებისას ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები რიგი ცვლილებების გათვალისწინებით ჩატარდება.

ზაურ დარგალი

30 სექტემბერი 2020, 01:55

რეგიონი

ზაურ დარგალი: ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა

ამ დროისთვის, მარნეულში სიმშვიდეა და დაპირისპირება დასრულებულია, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

დონალდ ტრამპი

30 სექტემბერი 2020, 01:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე საათში პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი კლივლენდში ჩავიდნენ, სადაც პირველი საპრეზიდენტო ტელედებატები გაიმართება.

30 სექტემბერი 2020, 01:24

საზოგადოება

მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობაა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან. ხოლო, რაც შეეხება მესამე პაციენტს, ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 01:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას

ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ძალადობრივი ინციდენტებით ჩრდილი მიაყენონ წინასაარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბეჭდების მბრძანებელი

30 სექტემბერი 2020, 00:52

კულტურა

ახალ ზელანდიაში „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებები განახლდა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე Amazon-ის სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deadline წერს. მანამდე გადაღებები რამდენჯერმე კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

30 სექტემბერი 2020, 00:41

ეკონომიკა

ბრიტანელმა პენსიონერმა ფაიფურის ჩაიდანი £390 ათასად გაყიდა

ბრიტანელმა პენსიონერმა სახლის დალაგებისას იპოვა ფაიფურის ჩაიდანი, რომელიც აუქციონზე £390 ათასად გაყიდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ჩაიდანი პენსიონერის ბაბუას ეკუთვნოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მსახურობდა. ნივთის შემფასებელმა განაცხადა, რომ ეს XVIII საუკუნის ნივთია და ჩინეთის იმპერატორ ციანლუნის სასახლის ჭურჭლის სერვიზის ნაწილია.

30 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ,,ქართული ოცნების“ ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებული განცხადება ბოტების სამიზნე გახდა

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ყალვი ფეისბუქ -მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა. როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რადიკალიზაცია ნაცების არჩევანია არჩევნებზეც და სოციალურ ქსელებშიც.