imedi /  10 აგვისტო 2020, 16:25 / სანდო წყარო

მარიამ ქვირივშვილი: ყველა სასტუმროსთან და სვანეთში მყოფ ტურისტთან ვამყარებთ კომუნიკაციას, რათა ვიყოთ სრულ კოორდინაციაში გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებით

მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სვანეთში განთავსების ობიექტებთან, სასტუმროებთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ სვანეთში შიდატურისტული მიზნით მყოფი მოქალაქეების მიმართ. მოვუწოდებთ ყველას დარჩნენ იმ სასტუმროებში სადაც ისინი არიან განთავსებულები. დამსვენებლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალური კონტაქტი ჰქონდეთ უშუალოდ იმ სასტუმროს წარმომადგენლებთან ვისთანაც სტუმრად არიან და ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144 - ამის შესახებ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით სვანეთში ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ.

„თითოეულ ადამიანთან დამყარდება კომუნიკაცია, რომ სვანეთში, ადგილზე გაიარონ კარანტინი ან მოხდეს მოქალაქეების ორგანიზებული გადაყვანა სხვა რეგიონებში, სადაც ჩვენ საკარანტინო სივრცეები გვაქვს მოწყობილი. საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო მთელ მსოფლიოში, რომელმაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის დროულად მოახდინა რეგულაციების შემოღება სანიტარული ნორმების დასაცავად. ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმალური მხარდაჭერით ყველა პროტოკოლი გვაქვს შემუშავებული ტურიზმის სექტორისთვის, რათა ვირუსის გავრცელების რისკი იყოს მინიმალური. ეს ეხება როგორც განთავსების ობიექტებს, ასევე კვების ობიექტებს. ნაადრევია საუბარი, რომ ამას შეიძლება გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს კურორტზე. მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ვიზრუნოთ იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში ტურიზმის გახსნა ეტაპობრივად ხდება.

„ტურიზმის თანმიმდევრული და ფრთხილი გახსნა საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილია, სწორედ ამიტომ ხდება ეტაპობრივად ქვეყნების შერჩევა და რეისების ეტაპობრივი აღდგენა, რომ ჩვენ კერძო სექტორთან და საზოგადოებასთან ერთად ვისწვალოთ და კიდევ უფრო გავამყაროთ ამ პროცესების მართვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შიდატურიზმისთვის და უშუალოდ სვანეთისთვის, რომ ეს პროცესი არ იყოს მტკივნეული და ადამიანებს ჰქონდეთ მოტივიაცია, რომ უსაფრთხოდ იმოგზაურონ. “- განაცხადა მარიამ ქვირივშვილმა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება. დეტალებს გაეცანით აქ.

ყველა სიახლე

კახა ოქრიაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 11:44

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი: მეც იარაღით დავდივარ

მეც იარაღით დავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დიმიტრი შაშკინს, რომელიც დღეს ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა, იარაღის ტარების უფლება აქვს. „მაგრად ვიგებთ, 65 პროცენტით ვიგებთ. იარაღის ტარების უფლება აქვს და მეც გადავაადგილდები იარაღით“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 11:40

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პროვოკაციის დაგეგმავს შეეცდება, სახელმწიფო მოწოდებულია, რომ ყველა ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს

თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პროვოკაციის დაგეგმავს შეეცდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ ყველა ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია დაცულია.

ბოლნისში ზონდერები გადაადგილდებიან

31 ოქტომბერი 2020, 11:32

პოლიტიკა

ვრცელდება ფოტო, რომ ბოლნისში ზონდერები გადაადგილდებიან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომ ბოლნისში ზონდერები გადაადგილდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოზე გამოსახული პირები დევი ჭანკოტაძის ახლობლები არიან. მანამდე სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტო, რომელზეც დიმიტრი შაშკინი იარაღითაა. იგი ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში გადადგილდებოდა. ფოტოზე ჩანს, რომ მას იარაღი აქვს და მხარდამჭრებთან ერთადაა.

31 ოქტომბერი 2020, 11:31

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას მივეცი ხმა

„ნაციონალური მოძრაობოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევანი 22-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი თქმით, ხმა ერის გამთლიანებას და ზიზღის დასრულებას მისცა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 11:31

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: შაშკინი რომ ბრიყვია, ამის თქმას იარაღის დემონსტრირება მხოლოდ კიდევ ერთხელ გაიძულებს, თორემ ახალი ამაში არაფერია

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დიმიტრი შაშკინის ფოტოს ეხმაურება.

31 ოქტომბერი 2020, 11:21

პოლიტიკა

საია-ში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენლები ამომრჩევლებს წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან სურათებს უღებდნენ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სულხან სალაძის განცხადებით, დღის 10:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა, მისივე თქმით, გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. სალაძის განმარტებით, ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არ დაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.

31 ოქტომბერი 2020, 11:19

პოლიტიკა

გიგი უგულავა: განცდა მაქვს, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს

განცდა მაქვს, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ოპოზიცია გაიმარჯვებს. ივანიშვილი მშვიდობიანად, ხალხის ნებით ჩამოშორდება ხელისუფლებას და ხალხის ნების წინააღმდეგ არ ვურჩევ მას წასვლას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, მედიასთან განაცხადა. გიგი უგულავამ არჩევნებზე ხმა მისცა. მისი თქმით, ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც ხალხის მსახური იქნება.

31 ოქტომბერი 2020, 11:16

რეგიონი

მესტიაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მესტიაში. 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცახდებენ, რომ ამ დრომდე არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ბოლო მონაცემებით 860 ადამიანი გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, რაც საოლქოს ინფორმაციით მაღალი მაჩვენებელია. დღის ბოლომდე 8 860 ამომრჩეველს ელოდებიან უბნებზე. რეგისტრირებულია 40 უბანი, აქედან ერთი სპეცუბანია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს შეუძლიათ ხმის მიცემა.

31 ოქტომბერი 2020, 11:15

პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მანუჩარ კვირკველიამ ოზურგეთის მე-3 საარჩევნო უბანზე, ხმა მისცა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მანუჩარ კვირკველიამ ოზურგეთის მე-3 საარჩევნო უბანზე, ხმა მისცა. მისი განცხადებით, უკეთესს მომავალს მისცა ხმა. როგორც მან აღნიშნა, გურიაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

თეა ახვლედიანი

31 ოქტომბერი 2020, 11:14

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ხმა მივეცი ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ერთიანობას, თავისუფლებას, საქართველოს დასავლური კურსით განვითარებას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #24 უბანზე დააფიქსირა.

კორონავირუსი

31 ოქტომბერი 2020, 11:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 22 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსი

31 ოქტომბერი 2020, 10:59

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2881 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2881 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ნათია მეზვრიშვილი

31 ოქტომბერი 2020, 10:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 881 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-მდე გაიზარდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძე

31 ოქტომბერი 2020, 10:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალძემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.ხმის მიცემის შემდგ მან მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს აქტიურობისთვის.

31 ოქტომბერი 2020, 10:55

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: ღირსეული, გონივრული და სამართლიანი არჩევანი გავაკეთე

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ უკვე გააკეთა არჩევანი, მან ხმა ქუთაისში, #14 საარჩევნო უბანზე მისცა.

თორნიკე რიჟვაძე

31 ოქტომბერი 2020, 10:53

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარებისათვის,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხმა მისცა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 10:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს გაიმარჯვებს ქართველი ხალხის სწრაფვა პროგრესისკენ, განვითარებისკენ, დასავლეთისკენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

თეა წულუკიანი

31 ოქტომბერი 2020, 10:49

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენ ციხეში ჩავსვით მკვლელები, მათ კარგი პირობები და კვება აქვთ და იქ ჯდომას ხვალ დილიდანაც ბედნიერად გააგრძელებენ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა. „ჩემს უბანზე ვაზაგაშვილის ამფეთქებლის და სოპრანოზე კიოდა, მორიგი „დამკვირვებელია“ და უკვირს, ჩემი ძმა რატომ ჩასვით, თქვე ქოცებო, ციხეშიო. დაგვაცადეთ, ნახეთ, რას ვიზამთო! დიახ, ჩვენ ჩავსვით მკვლელები, მათ ციხეში კარგი პირობები და კვება აქვთ და იქ ჯდომას ხვალ დილიდანაც ბედნიერად გააგრძელებენ“, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა Facebook-ზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 10:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფოს აქვს სრული მზადყოფნა, რომ აღკვეთოს და რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც ჩრდილს აყენებს დემოკრატიულ არჩევნებს

სახელმწიფოს აქვს სრული მზადყოფნა, რომ აღკვეთოს და რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ ისეთ ფაქტზე, რომელიც ჩრდილს აყენებს დემოკრატიულ არჩევნებს და ხელს უშლის მოქალაქეების მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთებას - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ ინფორმაციამ, რომელიც საზოგადოებას და დამკვირვებლებს მიაწოდეს, გარკვეულწილად უზრუნველყო პროვოკაციების პრევენცია, თუმცა ჯერ საარჩევნო დღე მხოლოდ ახლა დაიწყო, დაველოდოთ დღის ბოლოს.

ეკატერინე ტიკარაძე

31 ოქტომბერი 2020, 10:39

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი არჩევნები არის ერთ-ერთი გარდამტეხი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის

ჩვენი ამოცანა, პანდემიის პირობებში, იყო ის, რომ მოქალაქეებისთვის გვეთქვა: უსაფრთხოდ მიბრძანდით და გააკეთეთ თქვენი არჩევანი. ნამდვილად ეს არის ერთ-ერთი გარდამტეხი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ წაიყვანს იმ გამარჯვების, იმ განვითარების გზაზე, რომელიც ჩვენი მოქალქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს საშუალება ყველას უდნა ჰქონოდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. „იმისთვის, რომ არჩევანი გაკეთების საშუალება ყველას ჰქონოდა ჩვენ გავწიეთ ნამდვილად ძალიან დიდი სამუშაოც. ცესკომ ძალიან ინტენსიურად იმუშავა შრომითი უსაფრთხოების სამსახურთან, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ჩვენ შევისწავლეთ ყველა საარჩევნო უბანი და ყველა საარჩევნო უბანი, მოწყობილი იყო, იმ სტანდარტების დაცვით, რომელიც არის საერთაშორისო რეკომენდაციები. ამისათვის ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ, როგორც ფართობები, თითოეული საარჩევნო უბნის ასევე, ყველა ის მოწყობა, რომელიც ადგილზე უნდა ყოფილიყო. ეყო ეს დეზობარიერი, სადეზიმფექციო საშუალებები, ასევე განიავების საშუალებები თუნდაც ის კალმები, რომელთაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ადგილზე იღებს და ეს არის ერთჯერადი კალამი, რომელიც რჩება მოქალაქესთან და ასევე ის საარჩევნო ჯიხური, რომელიც დღესდღეობით აღარ არის დახურული, რადგან მოხდეს მაქსიმალური ვენტილაცია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს უსაფრთხოდ საკუთარი არჩევანის გაკეთების დროს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.