imedi /  11 აგვისტო 2020, 23:03 / სანდო წყარო

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მეორე ტალღა. ვშიშობ, გვექნება ეპიდემიის აფეთქებები“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 312 789 შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნოდარ წოწორია

29 სექტემბერი 2021, 00:34

რეგიონი

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრმა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრმა, ნოდარ წოწორიამ დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

29 სექტემბერი 2021, 00:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საზოგადოების დაახლოებით 80% სააკაშვილის დაბრუნების წინააღმდეგია, პოლიტიკოსი შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ როცა მმართველის მიმართ ზიზღი და აგრესია გაქვს, ეს სამუდამოდ რჩება

„სააკაშვილის მიმართ იმდენად დიდი აგრესიაა საზოგადოებაში, ზიზღი და აგრესია, რომელიც მე ვიტყოდი, ხანგრძლივი და მუდმივია, პირდაპირ ასე უნდა ითქვას, იმიტომ, რომ შეიძლება პოლიტიკოსი და მმართველი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ როცა მმართველის მიმართ ზიზღი და აგრესია გაქვს, ეს სამუდამოდ რჩება. აი ასეთი განწყობაა დღეს საზოგადოებაში. 75%-ზე მეტი, 80%-მდე, მე ასე ვიტყოდი, ქვეყანაში სააკაშვილის დაბრუნების და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის წინააღმდეგია. ჩვენ ყოველთვის ვზომავთ სურათს და ანალიზს ვუკეთებთ. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა და მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ კომიკური კაცის მორიგ ანონსზე ზედმეტ ემოციებს ნუ დავხარჯავთ. სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას კანონის შესაბამისად და რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში. დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ ეს ასე მოხდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვინც კანონის აღსრულებას შეეწინააღმდეგება, კანონის და სახელმწიფოს სახელით ვაცხადებ, უკლებლივ ყველა შევა ციხეში

ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო, ვის შეხვდა სააკაშვილი, ორ თუ სამ ადამიანს ევროპარლამენტში, რომელიც არის მისი ლობისტი; მოსახლეობას, მით უმეტეს, არჩევნების წინ, უნდა ვესაუბროთ ჩვენს გეგმებზე, განვითარების ხედვაზე და უამრავი პრობლემა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, რაც უნდა იყოს მთავარი სამსჯელო და საფიქრალი და არა სააკაშვილის ჩამოსვლა თუ არჩამოსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:20

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეხედეთ ბატონ ვახტანგ გომელაურს, გახარიას შემდეგ მან ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია ნულოვანი დანაკარგებით - სუფთად, მაღალკვალიფიციურად

მელია რომ შეიჭრას ბანკის შენობაში და სცადოს სეიფის გაღება. სეიფს დიდი ალბათობით ვერ გააღებს - ამ შემთხვევაში არ უნდა იქნას მელია დასჯილი და მიცემული პასუხისგებაში? რა თქმა უნდა კი, იმიტომ, რომ მას მცდელობა აქვს და ქმედებას ახორციელებს. ნებისმიერი დამწყები იურისტი ამას აგიხსნით. ნებისმიერი დამწყები პროკურორის თანაშემწე ამას ახსნის, რომ ეს უკვე კვალიფიცირებულია, როგორც დანაშაული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:19

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვისაც გსურთ, რომ გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, უნდა დაუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“, ამის ალტერნატივას გვთავაზობს ბატონი სააკაშვილი

„ჩვენს გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, ხედვა. ვიცით თუ როდის გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ. მთავარი მინდა ვთქვა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. მანამდე იყო ომები, შიდა არეულობა, კონფლიქტები და მუდმივი დესტაბილიზაცია. შესაბამისად, ვისაც გსურთ, რომ გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, უნდა დაუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ და ვისაც სურს რომ ისევ კრიმინალები და მაფიოზური დაჯგუფება მართავდეს ქვეყანას - ალტერნატივას გვთავაზობს ბატონი სააკაშვილი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ეს დესტრუქციული ძალა რა წამს გავა პარლამენტიდან, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მოხდება მათი სრული მარგინალიზება

სცენარი რომ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად, რომ „ნაცმოძრაობა“ გადის პარლამენტიდან თავისი დანაყოფებით, ხაზარაძე და ა.შ., იქ რჩებიან სხვა პარტიები, რომლებიც ძალიან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებენ და ვფიქრობ, არიან მზარდი პარტიები და აქვთ პოტენციალი, ჩამოყალიბდნენ ძლიერ, კონსტრუქციულ და ჯანსაღ ოპოზიციად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

29 სექტემბერი 2021, 00:16

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა და ჩინეთმა თანამშრომლობა უნდა განაგრძონ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა და ჩინეთმა თანამშრომლობა უნდა განაგრძონ.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:16

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს ევროკავშირთან მიმართებით, ნატოსთან მიმართებით და გვაქვს რეალური, ხელშესახები პროგრესი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს ევროკავშირთან მიმართებით, ნატოსთან მიმართებით და გვაქვს რეალური, ხელშესახები პროგრესი. მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, როდესაც ხელი მოვაწერე ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, ამოქმედდა ნატოს ცენტრი, ერთობლივი წვრთნების ბაზა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. უამრავი პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გახარიამ კრიზისის დროს ლახვარი ჩაარტყა მთელ გუნდს, პარტიის დამფუძნებელმა მის ამ ქმედებას ღალატი უწოდა

გიორგი გახარიამ კრიზისის დროს ლახვარი ჩაარტყა მთელ გუნდს. პარტიის დამფუძნებელმა მის ამ ქმედებას უწოდა ღალატი. ამას სხვა რა უნდა უწოდო, თუ არა ღალატი? - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 სექტემბერი 2021, 00:05

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ბაქოში, უახლოეს მომავალში კი სომხეთში ჩავა

„რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი არის, რომ იმ ნდობის აღდგენის პროცესი, რომელიც დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ ორი ქვეყნის ლიდერს შორის, ამაში რაღაც სასარგებლო წვლილი, თუნდაც მცირედი, ჩვენმა ქვეყანამ შეიტანოს. რა თქმა უნდა, მე ამ მიმართულებით ბოლომდე დავიხარჯები. ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და რომელთანაც გვაქვს კარგი ურთიერთობა და რაც მთავარია, ნდობა ჩამოყალიბებული. როცა ნდობა არსებობს ქვეყნებსა და ლიდერებს შორის, ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან. სომხეთში ჩასვლას უახლოეს მომავალში ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და სასარგებლო როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

29 სექტემბერი 2021, 00:02

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა. საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:57

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან გვაინტერესებს, რა კომპრომატებით მართავს გახარიას სააკაშვილი

გიორგი გახარიამ ნებისმიერი ქართველი კაცისთვის შეუფერებელი ქმედება ჩაიდინა - ასეთი ღალატის შემდეგ როგორ უნდა ენდოს ვინმე მას? ძალიან გვაინტერესებს, რა კომპრომატებით მართავს მას სააკაშვილი. როგორ შეიძლება კაცი იყოს პრემიერ-მინისტრი და გახდეს სააკაშვილის მარიონეტი? ამაზე სჯობს, თავად გახარიას ჰკითხოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:53

პოლიტიკა

პრემიერი პრეზიდენტის მიერ კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ განცხადებაზე: ეს მისი პირადი მოსაზრებაა, შეიძლება გულისხმობდა 2024 წელს

„ეს არის მისი პირადი მოსაზრება, შეიძლება მისი სურვილიც არის. არ ვიცი რას გულისხმობდა, არ მომისმენია მისი განცხადება. წავიკითხე, მაგრამ გასარკვევია კონტექსტი. შეიძლება მას მხედველობაში ჰქონდა რომ 2024 წელს ამის რეალური შანსი შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან ქვეყანა გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე და ამ პირობებში კოალიციური მთავრობის ფორმირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. შეიძლება ამას გულისხმობდა. მე არ მილაპარაკია ქალბატონ პრეზიდენტთან. როცა დაბრუნდება მექნება საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:48

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მილიონმა ადამიანმა 4 წლით მოგვცა მანდატი, ამის გარდა სხვა დათქმა არ არსებობს, არავითარი არჩევნები არ დაინიშნება

ჩვენ დღეს ვიხილეთ ბოლო კვლევები, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვაქვს 49%-ზე მეტი. მზარდი რეიტინგი აქვს ჩვენს პარტიას. აღარაფერ შუაშია 43%, ჩვენ გამოვედით ხელშეკრულებიდან, ეს იყო ანტიკონსტიტუციური და უსამართლო ჩანაწერი. მაშინ მე განმარტება გავაკეთე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ვეცით პატივი და მხედველობაში მივიღეთ ზოგადი პოლიტიკური ფონი. გვინდოდა, რომ პოლარიზაცია დაგვესრულებინა, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ ეს ბლეფი და მორიგი გათამაშება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაგრამ ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ზოგად სიტუაციას და გვინდოდა სიტუაციის დამშვიდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პარლამენტის დატოვებას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია - გზა დამილოცია, რა უნდათ მათ პარლამენტში?

დადასტურებულად ვიცი, რომ პარლამენტის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს სააკაშვილი, ხაზარაძის პარტია და მე გზა დამილოცია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს. რა უნდა ნიკა მელიას პარლამენტში? კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რა უნდა მას თბილისის მერად?“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

28 სექტემბერი 2021, 23:45

მსოფლიო

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხი დაბლოკა

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანულენოვანი არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ისევ უნდათ სააკაშვილის, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილის, კეზერაშვილების, უგულავასა და ბოკერიების მმართველობა და ტერიტორიების ოკუპაცია, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი

თუ ისევ უნდათ, სააკაშვილის, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილის, კეზერაშვილების, უგულავასა და ბოკერიების, ამ მართლაც კრიმინალი ადამიანების მმართველობა და ტერიტორიების ოკუპაცია, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი, მათი არჩევანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და თქვას, რომ სააკაშვილი არ უნდა შევიდეს ციხეში

„ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და თქვას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი: ყველა, ვინც ასეთ დანაშაულში არის მხილებული და მსჯავრდებული, მათი ადგილი არის ციხე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ეს ადამიანი. მით უმეტეს, პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგორც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე, ვინაიდან მაინც არაფერი შეიცვლებაო

დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე, ვინაიდან მაინც არაფერი შეიცვლებაო. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ამიტომ მან ფული არ მისცა საკუთარ გუნდს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ და სააკაშვილმაც დაისვენოს ციხეში

ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო, ვის შეხვდა მიხეილ სააკაშვილი, ორ თუ სამ მის ლობისტს. რატომ არის საინტერესო? მით უმეტეს არჩევნების წინ, ჩვენ მოსახლეობას უნდა ველაპარაკოთ ჩვენს გეგმაზე, ჩვენს ხედვაზე, განვითარების გეგმებზე და ა.შ. უამრავი პრობლემა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას დღეს. ეს უნდა იყოს მთავარი სამსჯელო და საფიქრალი და არა სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა, რითაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.​