imedi /  12 აგვისტო 2020, 15:56 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, ეფექტურად ვაკეთებთ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

როდესაც ჩვენ იძულებული ვართ, შემზღუდავი ნაბიჯები გადავდგათ, მაგალითად ისეთი, როგორიც მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ეკონომიკაზე ზრუნვითაც, ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც ჩანს, ვირუსი არსად გაქრება და ჩვენ ყველა, გლობალურად, მსოფლიო უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას; ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა და ამის კეთებას ეფექტურად გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის და საჭიროა ხელისუფლებისა და მოქალაქეების ერთობლივი მოქმედებები.

„მარტო მთავრობის ძალისხმევა აქ საკმარისი არ არის, აქ აუცილებელია მთავრობის და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები და ის ნდობა, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ბოლო თვეების განმავლობაში და ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს საქართველოს ვირუსის მართვის წარმატებული ისტორია აქვს. ეს უნდა გავაგრძელოთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, ვიდრე ვირუსი საბოლოოდ, გლობალურად არ დამარცხდება. შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვირუსი დაამარცხო, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილები და უაღრესად ყურადღებიანები, რათა ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. არ დაგვავიწყდეს, ორ ფრონტზე ვიბრძვით - ჯანმრთელობა, ვირუსის გავრცელება და ეკონომიკური აღორძინება. შეუძლებელია რომელიმე ცალკეულ ფრონტზე გამარჯვება. ამიტომ, როდესაც ჩვენ იძულებული ვართ, შემზღუდავი ნაბიჯები გადავდგათ, მაგალითად ისეთი, როგორიც მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ასევე ეკონომიკაზე ზრუნვითაც, ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს ორი რამ ერთმანეთთან ძალიან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ვიეტნამში პოლიციამ გამოააშკარავა დაწესებულება, რომელიც გამოყენებულ პრეზერვატივებს ყიდდა

ვიეტნამის პოლიციამ აღმოაჩინა გადამუშავებული, გამოყენებული პრეზერვატივების დიდი რაოდენობა, რომელსაც ობიექტი შემდგომში ფასდაკლებით ყიდდა. LadBible-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაწესებულება ბინაში იყო მოწყობილი და იქ დაახლოებით 324,000 გამოყენებული პრეზერვატივი ხელმეორედ იფუთებოდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

24 სექტემბერი 2020, 00:54

COVID19

ჯანმო სახელმწიფოებს მოუწოდებს, პანდემიის დროს დეზინფორმაციის წინააღმდეგ იმოქმედონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:52

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას ჩაეყარა საფუძველი

ზოგადად მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან პროგრამას ჩაეყარა საფუძველი და დეპუტატის მანდატი მომცემს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-19 ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეფორმას სწორედ ამ გუნდის მმართველობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:48

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: როდესაც ვაბარებდი მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები

სტერეოტიპები ნამდვილად არსებობს. როდესაც ვაბარებდი საინჟინრო ტექნოლოგიებზე მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში ისაუბრა.

სერგეი ტოროპი

24 სექტემბერი 2020, 00:48

მსოფლიო

რუსეთში დააკავეს კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა

რუსეთში კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა, დააკავეს. როგორც UniLad-ი იუწყება, მას ბრალი მიმდევრების ფულის გამოყენებაში და ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ედება. სერგეი ტოროპო, რომელიც მიმდევრებისთვის „ვისარიონ ქრისტე მასწავლებლის“ სახელითაა ცნობილი, კრასნოიარსკის რეგიონში, ბოლო აღთქმის სახელობის ეკლესიის ხელმძღვანელია.

24 სექტემბერი 2020, 00:46

რეგიონი

გოგი მეშველიანი: მოსახლეობასთან ერთად ვიშრომებთ არსებული გამოწვევების დასაძლევად

მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მოსახლეობასთან ერთად მათი დაძლევის გზებზე იმსჯელა. თავის მხრივ, გოგი მეშველიანი ადგილობრივებს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:33

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ

„გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც პირველ ეტაპზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამ და რეალურად ხდება, რომ ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ მონაწილეობაზე და მერე უკვე, როდესაც ეს ინტეგრირდება ჩვენს ეთიკასა და მიდგომებში,შემდეგ შეიძლება სულაც არის საჭირო ასეთი ინიციატივები“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დმიტრო კულება

24 სექტემბერი 2020, 00:31

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:31

ტექნოლოგიები

მარიამ ლაშხი: ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაიქმნება

ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები პირიქით, შესაძლებლობებად გარდაიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, „ღია ეთერში ისაუბრა. მარიამ ლაშხის თქმით, ინოვაციები ერთადერთი სფეროა სადაც კორონავირუსმა სასარგებლო გავლენა იქონია. „ინოვაციების ეკოსისტემაში კოვიდმა დააჩქარა განვითარების პროცესები. რაც შეიძლებოდა რომ 5-10 წლის მერე გამოგონებულიყო ან შექმნილიყო დაჩქარდა. ამბობენ, რომ ინვესტიციები შეჩერდა, ინოვაციებში პირიქით

გიორგი ხელაშვილი

24 სექტემბერი 2020, 00:03

COVID19

გიორგი ხელაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგი შედეგი უნდა აჩვენოს ამ არჩევნებზე

წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ ეს ხდება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ის აკადემიური, გაწონასწორებული და თავაზიანი გარემო, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ახლდა არჩევნებს, თითქოს, ისტორიას ჩაბარდა.

გიორგი ხელაშვილი

24 სექტემბერი 2020, 00:03

COVID19

გიორგი ხელაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგი შედეგი უნდა აჩვენოს ამ არჩევნებზე

წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ ეს ხდება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ის აკადემიური, გაწონასწორებული და თავაზიანი გარემო, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ახლდა არჩევნებს, თითქოს, ისტორიას ჩაბარდა.

გიორგი ხელაშვილი

24 სექტემბერი 2020, 00:02

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: შეგვიძლია დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში იმისთვის, რომ მოიპოვოს უმრავლესობა - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა.„იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, წინასწარი გამოკითხვების საფუძველზე, არა მხოლოდ „გორბის“, არამედ სხვა გამოკითხვებითაც, ტოვებ უზარმაზარ ნაწილს მოსახლეობის, როგორც გადაუწყვეტელს და ნაწილ, რომელსაც არ სურს თავისი აზრის გამოთქმა. შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

24 სექტემბერი 2020, 00:00

მსოფლიო

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. ამის შსახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი ნატოში გაწევრიანებაზე: როგორც კი საერთაშორისო გარემო მოგცემს ამის საშუალებას, ჩვენს მიმართ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს

თუ დავაკვირდებით ჩვენი პარტნიორების გზას, რომელიც მათ გაიარეს ნატოს წევრობისაკენ, ერთ კანონზომიერებას დავინახავთ: მათი გაწევრიანება იყო არა იმდენად მათი ძალისხმევის შედეგი, რამდენადაც ხესაყრელი პოლიტიკური გარემოსი. ამიტომაც მწყდება გული, რომ 2004-2012 წლები პრაქტიკულად ხელიდან გავუშვით, - ამის გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ნებისმიერ პოლარიზაციას იმისთვის, რომ დათესოს შუღლი

რუსეთის ჩარევა არჩევნებში პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე საარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ ქვეყნებში,, სადაც რუსეთმა როგორც ჩანს, თავისი როლი შეასრულა - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 23:39

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის შვილი იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა

„რესპუბლიკელი“ სენატორების განცხადებით, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:38

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლითა და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

საქართველოს დემოკრატია იმ დონეზეა და ბოლო წლებში ჩვენ მივაღწიეთ იმ საფეხურს, რომ ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა, ვინაიდან ჩვენ უკვე რამდენჯერმე ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც მიჩნეული იყო საკმაოდ მაღალი სტანდარტის, დემოკრატიულ არჩევნებად, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლით და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:38

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლითა და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

საქართველოს დემოკრატიის იმ დონეზეა და ბოლო წლებში და ჩვენ მივაღწიეთ ამ საფეხურს, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა, ვინაიდან ჩვენ უკვე რამდენჯერმე ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც მიჩნეული იყო საკმაოდ მაღალი სტანდარტის, დემოკრატიულ არჩევნებად, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლით და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება

ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება, - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა „არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ საქართველო უკვე ფონს არის გასული. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, ყოველდღიური დაპირისპირება მოწინააღმდეგესთან იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაშ შეიქმნა. შესაბამისად, ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ამოსავალი წერტილი შემდეგი ოთხი წლის, როგორც პარლამენტის, ასევე თითოეული ჩვენგანის“, - განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: გუნდის ახალი წევრების წარდგენით გზავნილი „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს გაუგზავნა

„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, გასაგები მიზეზების გამო, ეს გარკვეული კონგლომერატი, კოალიცია. 2016 წელს ეს უფრო დაიხვეწა, მაგრამ მაინც რჩებოდა საკმაოდ მრავალფეროვან ჯგუფად, ახლა კი ეს ერთიანი გუნდის კონტურებს იღებს და ერთიან გუნდს, როგორც წესი, უკეთესად შეუძლია როგორც ქვეყნის მართვა, ისევე კანონების შექმნა და საერთოდ, ქვეყნის წინ წაწევა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.