imedi /  13 აგვისტო 2020, 20:29 / სანდო წყარო

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში დღეს 100 ბიოლოგიური ნიმუში შეგროვდა

სოფელ არშაში ეპიდემიოლოგიური კვლევა დასრულდა. სპეციალისტებმა სოფელი უკვე დატოვეს. აღებულია ასამდე ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში და კორონავირუსზე პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

საერთო ჯამში, ხვალ სოფელ არშადან და სოფელ გარბანიდან 500-მდე ადგილობრივის შედეგები უნდა გახდეს ცნობილი, რაც ეპიდვითარების შესახებ შემაჯამებელ სურათს შექმნის, რის შემდეგაც ამ რეგიონში სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

ორი დღის განმავლობაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგებმა კვლევა სამ დასახლებაში ჩაატარეს.

ოფიციალური მონაცემებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჯამში 4 კოვიდინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული და ყველა მათგანი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის კლასტერს უკავშირდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნათია მეზვრიშვილი

26 სექტემბერი 2020, 10:01

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, პირველ რიგში, ეს არის რუსული ოკუპაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, რომელშიც ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება უწევთ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ლიდერებს მკაფიო და პრინციპული გზავნილებით მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

26 სექტემბერი 2020, 09:49

საზოგადოება

დღეს კახეთსა და მთიან რეგიონებში იწვიმებს, მოსალოდნელია სეტყვაც

26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ტყის აღრიცხვა

26 სექტემბერი 2020, 09:46

რეგიონი

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფელ მაღრაანში, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოებს გერმანიის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

წვრთნები

26 სექტემბერი 2020, 09:31

თავდაცვა

ორფოლოს პოლიგონზე 23-ე ბატალიონის საველე წვრთნები დასრულდა

მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლება ჩაატარეს, სადაც საბრძოლო სროლებით შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს.

ცენტრალური აფრიკა

26 სექტემბერი 2020, 09:22

თავდაცვა

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. სამხედროებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დახვდნენ.

ნიგერია ისლამისტები

26 სექტემბერი 2020, 09:00

მსოფლიო

ნიგერიაში გუბერნატორის კორტეჟზე ისლამისტების თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში ბორნოს შტატის გუბერნატორის, ბაბაგანა უმარა ზულუმის კორტეჟზე თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

კორონავირუსი ინდოეთი

26 სექტემბერი 2020, 08:42

მსოფლიო

ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 85 362 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში კორონავირუსის 85 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 5,9 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 სექტემბერი 2020, 08:30

მსოფლიო

უკრაინაში ავიაკატასტროფაში გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი ავრცელებს.

გაგიკ წარუკიანი

26 სექტემბერი 2020, 08:19

მსოფლიო

სომხეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ერევნის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დავით ზალკალიანი

26 სექტემბერი 2020, 08:08

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის - ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის - ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“.

გური სულთანიშვილი

26 სექტემბერი 2020, 00:59

საზოგადოება

გური სულთანიშვილი: თუ ადრე ინფორმაცია იყო ყველაზე მთავარი რამ, დღეს ინფორომაციისგან დაცვაა მთავარი

ჩვენ გვაქვს ფეიკნიუსთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ევროპული გამოცდილება, რომელიც ერთი მხრივ კონცეპტუალურად ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა. „ევროპული კანონმდებლობა გარკვეულწილად იცვლება და ამბობენ, რომ დღევანდელი მთავარი გამოწვევა არის ფეიკნიუსი. თუ ადრე ინფორმაცია იყო ყველაზე მთავარი რამ, დღეს ინფრომაციისგან დაცვაა მთავარი. დღეს 2

26 სექტემბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

იტალიელ ფეხბურთელ მარიო ბალოტელისა და მსახიობ ალეასია მესინას ნიშნობა ჰქონდათ

იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი 27 წლის მსახიობზე ალეასია მესინაზე დაინიშნა. ბალოტელიმ ის სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიცნო, თუმცა წყვილი ძალიან მალე დაახლოვდა და ორი კვირის წინ ფეხბურთელი სიცილიაზე გოგონას მშობლების გასაცნობად იმყოფებოდა.

ვირთხა

26 სექტემბერი 2020, 00:49

ტაბლოიდი

კამბოჯაში სპეციალურად გაწვრნთილმა ვირთხამ 39 ნაღმი იპოვა 🐀

კამბოჯაში გაწვრნთილმა ვირთხამ 39 ნაღმი და 28 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა იპოვა, რის გამოც საქველმოქმედო ორგანიზაცია PDSA-ის საპატიო ჯილდო მიიღო.

26 სექტემბერი 2020, 00:48

სპორტი

ინგლისის რაგბის კავშირი გაკოტრების პირასაა

ინგლისის რაგბის კავშირში კრიზისული მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც მთავრობამ 1-ელი ოქტომბრისთვის სტადიონებზე გულშემატკივრის დაბრუნების დაგეგმილი პროცესი შეაჩერა.

გური სულთანიშვილი

26 სექტემბერი 2020, 00:48

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: პანდემიის დროს ინტერნეტში „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული აქტივისტების ძირითად სამიზნეებად ექიმები იქცნენ

ბოლო პერიოდში, კორონავირუსის პანდემიის დროს ინტერნეტში „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული აქტივისტების ძირითად სამიზნეებად ექიმები იქცნენ. ამ დროს საქართველოს კრიზისმენეჯმენტი იყო ძალიან მაგარი და მთავარი შეტევა სწორედ მმართველ გუნდსა და ექიმებზე მოდიოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა.

26 სექტემბერი 2020, 00:42

მსოფლიო

CNN: დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ემი კონი ბარეტს წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი „რესპუბლიკურ პარტიაში“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60% -ს მივიღებთ

ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის 60% მივიღებთ, თავისი პლიუს მინუსით, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ომბუდსმენზე: 5 წელია ერთი სახელი და გვარი ვერ დამიდგინე და 5 წელია საუბრობ დაშინებაზე და მუქარაზე, სირცხვილი არაა?

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ღამის კურიერის“ ეთერში ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საარჩევნოდ დაშინებებზე და ზეწოლაზე საუბრობდა.

ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი 2020, 00:33

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე დავით გარეჯზე: შემიძლია დავაყენო წინადადება, მოთხოვნაც კი, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებას

მეც არ ვიცი, სამწუხაროდ, დეტალები. ალბათ საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და აუცილებლად მიაწვდის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საზოგადოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ასეთ მგრძნობიარე საკითხზე ვსაუბრობთ, საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

სტეფანო დომენიკალი

26 სექტემბერი 2020, 00:10

სპორტი

„ფორმულა ერთს“ „ფერარის“ ყოფილი პრეზიდენტი სტეფანო დომენიკალი უხელმძღვანელებს

იტალიელი ფუნქციონერი პოსტს ახალი სეზონის დაწყებამდე ჩაიბარებს. სტეფანო დომენიკალი ჩეიზ კერის შეცვლის. 55 წლის დომენიკალი ამჟამად სპორტული ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „ლამბორგინის" ხელმძღვანელია და იმავდროულად, ერთადგილიანი სარბოლო ავტომობილების კომისიასაც უძღვება.