imedi /  14 აგვისტო 2020, 08:09 / სანდო წყარო

მესტიასა და ყაზბეგში აღებული ასობით ტესტის შედეგი დღეს გახდება ცნობილი

კორონავირუსის გავრცელების გამო წითელ ზონად ქცეულ მესტიაში მოსახლეობის ეპიდკვლევა გრძელდება. რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განმარტებით, კვლევები დაახლოებით 2-3 დღეში მთელ სვანეთს მოიცავს, დღეს კი ბოლო 24 საათის განმავლობაში აღებული 507 ტესტის პასუხს ელოდებიან.

მისი თქმით, ადგილზე ზომების გამკაცრება არ იგეგმება, ვინაიდან, საკმაოდ დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, სწრაფადვე მიიღეს შესაბამისი ზომები. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მომარაგებას, დაბრკოლებები არც ამ მხრივ არსებობს და მოსახლეობას პროდუქტსა და მედიკამენტებს დროულად აწვდიან.

მესტია გუშინ 100-ზე მეტმა სტუმარმა დატოვა. ისინი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადანაწილდებიან. რაც შეეხება ადგილზე დარჩენილ ტურისტებს, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ისინი სასტუმროებში გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში ki ეპიდემიოლოგიური კვლევა დასრულდა. სპეციალისტებმა სოფელი უკვე დატოვეს. მათ ასამდე ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში აიღეს და კორონავირუსზე პასუხი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

საერთო ჯამში, დღეს სოფელ არშის და სოფელ გარბანის 500-მდე ადგილობრივი მცხოვრების ანალიზების შედეგები გაირკვევა, რაც ეპიდვითარების შესახებ შემაჯამებელ სურათს შექმნის, რის შემდეგაც ამ რეგიონში სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

რომ ორი დღის განმავლობაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგებმა კვლევა სამ დასახლებაში - სოფელ გარბანში, სოფელ არშასა და დაბა სტეფანწმინდაში ჩაატარეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2020, 11:26

COVID19

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარი 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარი 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 33 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ნონა ეფაძე

29 სექტემბერი 2020, 11:24

COVID19

ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 463 კოვიდინფიცირებულ პაციენტი რჩება

ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში მკურნალობს 463 პაციენტი გადის, აქედან 32 ბავშვია, 10 კი ორსული, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კოვიდ-კარანტინებში მეთვალყურეობის ქვეშ 900-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია, აქედან 60-მდე ბავშვია.

29 სექტემბერი 2020, 11:23

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ტრენინგი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეებისთვის ონლაინ ტრენინგი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

29 სექტემბერი 2020, 11:18

COVID19

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურში 28 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია.

29 სექტემბერი 2020, 11:14

COVID19

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლა სწავლის პროცესს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, ხოლო რუხისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზუგდიდში 14 მოსწავლეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული მოზარდებიდან ერთი რუხის სკოლის, ხოლო სამი ინგირის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

29 სექტემბერი 2020, 11:12

ეკონომიკა

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019 - „მთავრობის ეფექტურობით“ საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა, „კორუფციის კონტროლით“ კი ევროპის საუკეთესო 20-ეულში ზედიზედ მესამედ მოხვდა

საყურადღებოა მსოფლიო ბანკის კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელ ანალიზს უყრის თავს. კვლევა ყოველი წლის შემოდგომაზე ქვეყნდება.

29 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია

საქართველოში გარდაცვლილი 33-ე პაციენტი 55 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა რთული იყო და მას გულ-სისხლძარღვთა მხრივ სერიოზული თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

29 სექტემბერი 2020, 11:04

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 225 აჭარაში, 35 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

29 სექტემბერი 2020, 11:04

მსოფლიო

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე აზერბაიჯანისთვის პროპორციული დარტყმის მიყენება განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ფაშინიანის პრესსამსახური იუწყება. „შეხვედრაზე განიხილეს ოპერატიული სიტუაცია ყარაბაღ-აზერბაიჯანის საზღვარზე და მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მტრისთვის შესაბამისი საპასუხო პროპორციული დარტყმის მიყენებას”, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

29 სექტემბერი 2020, 11:01

სპორტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა. ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

29 სექტემბერი 2020, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 314 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ხალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2324 ადამიანი, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსი

29 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

29 სექტემბერი 2020, 10:36

კულტურა

არჩილ თალაკვაძემ ჯემალ ჭკუასელს პარლამენტის სახელით 85 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ ბატონ ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს. იგი არის საამაყო მამულიშვილი და ქართული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ელჩი მთელს მსოფლიოში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სახალხო არტისტის, ცნობილი ქორეოგრაფის, ჯემალ ჭკუასელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა

29 სექტემბერი 2020, 10:36

COVID19

Reuters: მსოფლიოში COVID19-ით 16 წამში ერთი ადამიანი კვდება

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით საათში 226 ადამიანი კვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 16 წამში ვირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს. ამ მონაცემებს Reuters სექტემბრის თვის სტატისტიკაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

29 სექტემბერი 2020, 10:35

საზოგადოება

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს ჭრიან

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს ჭრიან. გამწვანებულ თარგში, 33 ძირი, დაავადებული და ზეხმელი ფიჭვის ხე მოიჭრება. სამუშაოები 29 სექტემბრიდან დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო.

კორონავირუსი მსოფლიო

29 სექტემბერი 2020, 10:27

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 1 001 644 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსის 33 353 614 შემთხვევა გამოვლინდა, 24 881 607 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

რესან კონცელიძე

29 სექტემბერი 2020, 10:15

რეგიონი

რესან კონცელიძე: ბათუმისა და ჩემი თანაქალაქელების არც ერთი პრობლემა არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური

მიხეილ ჩხენკელი

29 სექტემბერი 2020, 10:06

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა

ხელოვნების სასახლეში მომღერლისა და ლოტბარის, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის“ ხელმძღვანელი ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

29 სექტემბერი 2020, 10:02

მსოფლიო

ზიმბაბვეში სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზი დაადგინეს

ზიმბაბვეში სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზი ბაქტერიული დაავადება გახდა. ამის შესახებ ველური ბუნებისა და ნაკრძალების სააგენტოს ხელმძღვანელმა ფულტონ მანგვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, სპილოების დიდი ნაწილი პასტერელეზით, ნაწილი კი ჰემორაგიული სეპტიცემიით დაიღუპა.

29 სექტემბერი 2020, 09:46

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე 4 მეწარმე პასუხისგებაში მისცა

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 065 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რითაც შეიქმნეს 313 789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი, საიდანაც ბრალდებულებმა შეძლეს 220 897 ლარის გამოყენება.