imedi /  15 აგვისტო 2020, 11:15 / სანდო წყარო

საქართველოს კლინიკებში 216 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 216 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ექვსი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

„გუშინ გვყავდა 7 კრიტიკული პაციენტი. ერთი პაციენტის მდგომაროება გაუმჯობესდა და ის დღეს უკვე განიხილება როგორც მძიმე პაციენტი, ამიტომ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 6. ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 19. საბედნიეროდ, ამ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება და ალბათ პროგნოზირებაც კეთილსაიმედო უნდა იყოს“, - განმარტა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1321 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2021, 20:12

მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დააწესა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

02 დეკემბერი 2021, 19:49

COVID19

ბორის ჯონსონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა.

02 დეკემბერი 2021, 19:25

პოლიტიკა

თბილისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა“ გაიმართა

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პლატფორმის მიზანია გააერთიანოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები, რომელთაც აქვთ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქალაქეების ჩართულობის გამოცდილება და ასევე, თვითმმართველ ერთეულებში საბიუჯეტო პროცესის განვითარების ხელშეწყობა.

02 დეკემბერი 2021, 19:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალის აღიარება მოვისმინეთ

„ახლა ერთი ნაბიჯი დარჩა, დაადასტუროს, რომ ეს იყო დანაშაული. მიხეილ სააკაშვილს ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აფხაზეთს აღიარებდა? მისი ახსნა ყოველგვარ ზღვარს სცდება. ველოდები როდის გამოეხმაურებიან ამას ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციის საკითხებით არიან დაკავებული და ბოლოს და ბოლოს ამას თავის სახელს დაარქმევენ – ეს არის კორუფცია, კორუფციული სქემა. საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დავით ზალკალიანი
მიხაელ ლინჰარტი

02 დეკემბერი 2021, 19:16

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს მიხაელ ლინჰარტს შეხვდა.

ოლაფ შოლცი

02 დეკემბერი 2021, 19:10

მსოფლიო

8 დეკემბერს, ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას კენჭს უყრის

8 დეკემბერს, ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას კენჭს უყრის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro გერმანიის პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2021, 18:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას

ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულებასა და ურყევ კურსს. გამოსვლის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ეუთო-ს ღირებულებებისა და პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე და საქმიანობაში წარმატებები უსურვა ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

02 დეკემბერი 2021, 18:49

COVID19

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 18:49

საზოგადოება

იაპონიის მთავრობის დახმარებით, დევნილთა 3 დასახლებას მძიმე ტექნიკა გადაეცემა

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა.

02 დეკემბერი 2021, 18:45

რეგიონი

ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაუმჯობესებულ მუნიციპალურ სერვისებს მიიღებს, როგორებიცაა გზები, კანალიზაცია, სასმელი და სანიაღვრე სისტემები.

02 დეკემბერი 2021, 18:43

თავდაცვა

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 18:43

პოლიტიკა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების დაკვირვებისთვის, საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეხვდა, რომლებიც 28 ნოემბერს ქვეყნის ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდნენ და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმისთვის.

სოზარ სუბარი

02 დეკემბერი 2021, 18:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ

„შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, მთავარი მწამებელი მეგის ქარდავა და თავად ამ რეჟიმის შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან სულ რაღაც ორიოდე კვირის დაშორებით აღმოჩნდნენ ქართული მართლმსაჯულების ხელსა და ქართული სასჯელაღსრულების სისტემაში. ორივეს მოუწევს სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ“, - განაცხადა სუბარმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 დეკემბერი 2021, 18:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დავკარგეთ და ომში გავიმარჯვეთო, ამის შემდეგ ჩემთვის მისი განცხადებები საინტერესო არ არის

როგორც სამხარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ექსპრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანამ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დაკარგა. დეპუტატის თქმით, ამის შემდეგ მისი ნებისმიერი განცხადება უინტერესო ხდება.

თამარ ტალიაშვილი

02 დეკემბერი 2021, 18:34

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი PACE-ის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე წარდგა.

02 დეკემბერი 2021, 18:24

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძემ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულება გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლებია: ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეული, გიორგი ქათამიძე, ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეული, მიხეილ ცქვიტიშვილი, სილაურის ადმინისტრაციულ ერთეული, გიზო გოგუაძე, ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეული, ირაკლი ჩავლეშვილი.

02 დეკემბერი 2021, 18:24

COVID19

ECDC: მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში „ომიკრონმა“ ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება გამოიწვიოს

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) განცხადებით, ევროპაში რამდენიმე თვეში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტმა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება გამოიწვიოს.

კრისტიან ერიქსენი

02 დეკემბერი 2021, 18:22

სპორტი

კრისტიან ერიქსენმა ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა

იტალიელმა მედიკოსებმა ერიქსენს სერია ა-ში თამაში აუკრძალეს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ მას კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუდგეს. ლიგის წესები კი ამ მოწყობილობით თამაშს კრძალავს. „ინტერის“ ხელმძღვანელობამ ასევე აღნიშნა, რომ მზად არის დანიელი კლუბიდან გაუშვას.

სოზარ სუბარი

02 დეკემბერი 2021, 18:15

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: უამრავი ადამიანია, რომელსაც არ ეგონა, რომ სასჯელი შეეხებოდა, მაგრამ დიახ, ისინი აგებენ პასუხს

ვინც დესტაბილიზაციას შეეცდება, ის აგებს პასუხს კანონის შესაბამისად. არც ძალიან მკაცრად, არც რბილად, არც ლიბელაურად, არც კონსერვატიულად - ჩვეულებრივად, როგორც კანონი მოითხოვს, ისე აგებენ პასუხს და ამას მგონი თვითონაც ნელნელა ეგუებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

02 დეკემბერი 2021, 18:11

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილი ისტორიაში შევა იმ ფაქტით, რომ მან ხელ-ფეხი გაუხსნა ოკუპანტს და მისი მმართველობის პერიოდში მოხდა საქართველოს ტერიტორიის 22%-ის ოკუპაცია

სააკაშვილს არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტები არ შეუქმნია - მან შექმნა კუდ-ი, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მან შექმნა სოდ-ი, რომელიც ასევე კანონს მიღმა მდგომი ქვედანაყოფი და მის სახელს უკავშირდება სასამართლო სისტემა, სადაც არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოდიოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.