15 აგვისტო 2020, 15:35 / სანდო წყარო

დაბა სტეფანწმინდაში 43 ადამიანის კვლევის პასუხებს ელოდებიან

დაბა სტეფანწმინდაში 43 ადამიანის კვლევის პასუხებს ელოდებიან. გუშინ ჩატარებული ეპიდემიოლოგიური მიზნობრივი კვლევის შედეგად, სპეციალისტებმა კოვიდცენტრში თვითდინებით მისული და დაავადებულთან კონტაქტში მყოფი 43 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში შეაგროვეს, რომელთაც ახლა კორონავირუსზე PCR - ტესტირება უტარდება.

ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, ამ ტესტირების შედეგებს, სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამემდე გაიგებენ, თუმცა ის ოფიციალურ სტატისტიკაში, წესით, სავარაუდოდ, ხვალ დილით უნდა აისახოს.

მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევები აღარ გამოვლენილა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში გამოკვლეული 110 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი დღის წინ, მას შემდეგ ჩატარდა, რაც ამ სოფელში, ბოლო დღეების განმავლობაში, ვირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ყაზბეგის მერის მოადგილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში არანაირი შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება. როგორც დავით ქირიკაშვილი აცხადებს, იქედან გამომდინარე, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა და უკვე დადასტურებული ყველა შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, სიტუაცია კონტროლირებადი, ეპიდსურათი კი სტაბილურია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1321 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

სულხან ჩიხლაძე

30 ნოემბერი 2021, 13:35

სპორტი

სულხან ჩიხლაძე პირველი ქართველი რეფერი გახდა, რომელიც დუბაის ტურნირზე იმსაჯებს

სულხან ჩიხლაძე, 2-4 დეკემბერს, წვეული გუნდების საერთაშორისო ტურნირს – International invitation Man მოემსახურება, სადაც საქართველოს 7-კაცაც ითამაშებს, - ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

იოსებ არჩვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:32

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი

სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ეკონომიკის ექსპერტი წერს, რომ ეკონომიკური ზრდის, ისევე როგორც მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე გაცილებით მაღალია. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში 500 მლნ. ლარით მეტი მშპ შეიქმნა და დასაქმდა, სულ ცოტა, 20 ათასით მეტი ადამიანი.

დავით ზილფიმიანი

30 ნოემბერი 2021, 13:31

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის ნებართვის გარეშე, შემოდგომაზე, ხიდან ფოთოლიც ვერ ჩამოვარდებოდა, ვისი დავალებით მიიყვანეს მაშინ შინაგან საქმეთა ძალები კომპანიის დასარბევად?!

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი, როგორც პოზიციიდან ისე ოპოზიციიდან გულშემატკივრობს იმ დასანან ფაქტს, რაც „სტერეო +“-ის დარბევა იყო. უნდა გითხრათ, რომ ცხრაწელიწადნახევარი გავიდა და როგორც იქნა წინა კვირას პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ჩვენ გვაღიარეს დაზარალებულად, რაც უფლებას მოგვცემს მონაწილეობა მივიღოთ ძიების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 13:27

COVID19

დღეიდან ინგლისში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

დღეიდან ინგლისში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 13:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს სასამართლოს შენობის გარეთ - შედეგს ვერ მიაღწევენ

ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა სააკაშვილის და შემდეგ პოლარიზაციის რეჟიმში, უცვლელ დღის წესრიგში, რომელსაც ისინი ცდილობენ თავს მოახვიოს საზოგადოებას, თუმცა ეს დღის წესრიგი შეიცვლება ძალიან მალე. ამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მათ ქვეყნის წინაშე, ხალხი წინაშე. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 13:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები აერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები არიან.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე სააკაშვილმა

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომლებსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება სჩადიოდა. ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდოგომა“. გუშინ ყველამ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

30 ნოემბერი 2021, 13:12

COVID19

რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება ის „დელტასგან“. Euronews-ის მიმოხილვა

Euronews-ი სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარეს, ანჟელიკა კუტზის კორონავირუსის ახალი, „ომიკრონი“ ვარიანტისა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ესაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:07

რეგიონი

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან, დამატებით 1-წლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.

30 ნოემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.

მირზა გელაშვილი

30 ნოემბერი 2021, 12:54

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას. მისი თქმით, ჯამში პირველ 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2021, 12:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა

მისი ნებისმიერი გადაადგილება არის მათთვის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მოსვლა, თორემ ვნახეთ, სასმართლოზევე თქვა, რომ აღარც დაესწრება და არც აღიარებს სასამართლო პროცესს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 12:45

სპორტი

დღეს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა...

30 ნოემბერი 2021, 12:44

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.

30 ნოემბერი 2021, 12:38

მსოფლიო

ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ყარაბაღის ომმა 91 000-ზე მეტი ადამიანი აქცია დევნილად

„გასული წლის შემოდგომიდან ამ დრომდე, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად, 91 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი“, - განაცხადა სომხეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა არმენ ხაზარიანმა გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საბჭოს 112-ე სესიაზე გამოსვლისას.

30 ნოემბერი 2021, 12:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა.

30 ნოემბერი 2021, 12:34

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადების კურსი ჩაუტარდათ.

30 ნოემბერი 2021, 12:31

საზოგადოება

კახა კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. კახა კალაძის თქმით, ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე ჩაიბარებს.

30 ნოემბერი 2021, 12:27

სამართალი

პოლიციამ საქართველოს რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 10 ადამიანი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. თელავში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკისას, არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღო.