imedi /  20 აგვისტო 2020, 16:58 / სანდო წყარო

ბელგიაში მოსახლეობის მიერ რეგულაციების შესრულების მაჩვენებელი 81%-დან 35%-მდე დაეცა

კორონავირუსი ბელგია

ბელგიაში მოსახლეობის მიერ რეგულაციების შესრულების მაჩვენებელი 81%-დან 35%-მდე დაეცა. The Brussels Times-ის ცნობით, ამის შესახებ გენტის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

„პანდემიის დასაწყისში გამოკითხულთა 81% სრულად უჭერდა მხარს ამ შეზღუდვებს, ახლა კი ეს მაჩვენებელი 35%-მდე დაეცა“, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა მაარტენ ვანსტეენკისტემ.

კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად მოქალაქეები პირბადის ტარებისა და სოციალური კონტაქტების შემცირების რეკომენდაციებს არღვევენ.

ბელგიაში ამ დრომდე კორონავირუსის 79 479 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 18 078 გამოჯანმრთელდა, 9969 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ლევან ბეჟაშვილი

19 იანვარი 2021, 14:39

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ვერც ერთ პოლიტიკურ ლიდერს ვერ ექნება ჩვენზე გავლენა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, აგრძელებს კონსულტაციებს ალეკო ელისაშვილთან და სხვა პარტიებთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბექა დავითულიანი

19 იანვარი 2021, 14:35

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ნატოში დღეს ბევრი ისეთი ქვეყანაა, რომელიც ალიანსში მიღებისას საქართველოზე ბევრად უკან იყო თავსებადობის თვალსაზრისით

საქართველო დღეს არის ნატოსთან თავსებადი და ჩვენ ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ნატოსგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

19 იანვარი 2021, 14:31

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესი შეუქცევადი იყოს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დაახლოება ნატოსთან იყოს შეუქცევადი პროცესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

სებასტიან მოლინეუსი

19 იანვარი 2021, 14:27

პოლიტიკა

სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე: ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შესანიშნავი შეხვედრა შედგა. ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ბერაია

19 იანვარი 2021, 14:26

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ვერც ერთი მესამე სახელმწიფო ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატოში ინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი და ვერც ერთი მესამე სახელმწიფო, მიუხედავად მისი პოლიტიკური ამბიციების თუ ბირთვული არსენალის სიდიდის, ამ მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს. ასე გამოეხმაურა ის საქართველოს შესახებ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას.

ვახტანგ მეგრელიშვილი

19 იანვარი 2021, 14:20

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ამ მოლაპარაკების ჩაშლა ძალიან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია

„ჩვენ გგვგონია, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც ოპოზიცია და ხელისუფლება ელჩების თანდასწრებით თანხმდებოდნენ, ყველაზე უმნიშვნელო საკითხი არის, ის რასაც ოპოზიცია ითხოვს, ანუ რიგგარეშე არჩევნები დღესვე, ეს მოლაპარაკებები მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, არ უნდა ვაქციოთ ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებად. ჩვენ ღირებულად მივიჩნევთ იმ საკითხებს,. რომელიც უკვე შეთანხმებულია და ამ მოლაპარაკების ჩაშლა მიმაჩნია ძალიან არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯად“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სუსი

19 იანვარი 2021, 14:20

სამართალი

სოფელ ხურჩის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ

სოფელ ხურჩის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ დაუყოვნებლივ გაააქტიურეს „ცხელი ხაზი“ და მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

გიორგი გოცაძე

19 იანვარი 2021, 14:09

COVID19

„კურაციოს“ პრეზიდენტი: ვაქცინაციის გეგმა ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა გამოქვეყნებული

გეგმა ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის გამოქვეყნებული, ვამბობ შინაარსობრივ ნაწილზე, თუ რას უნდა შეიცავდეს, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

თამარ გაბუნია

19 იანვარი 2021, 14:02

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან

ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო ლომჯარია

19 იანვარი 2021, 13:59

COVID19

ნინო ლომჯარია: საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

19 იანვარი 2021, 13:57

COVID19

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან განიხილა

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა განიხილა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მაჰა ვაჩირალონგკორნი

19 იანვარი 2021, 13:54

მსოფლიო

ტაილანდში მეფის შეურაცხყოფისთვის ქალს 43,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ტაილანდის სასამართლომ მეფის, მაჰა ვაჩირალონგკორნისა და მონარქიის შეურაცხყოფისთვის ქალს 43,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.

19 იანვარი 2021, 13:48

რეგიონი

სამეგრელოში, ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა იწყება

პროექტის ფარგლებში, 56 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება, დამონტაჟდება 271 ანძა. ამ დროისთვის დაწყებულია 270 ანძის მშენებლობა. რაც შეეხება დანარჩენ ნაკვეთებს, მათზე მშენებლობა არ იქნება, მათ მხოლოდ ელექტრო-გადამცემი ხაზი გადაკვეთს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

19 იანვარი 2021, 13:25

საზოგადოება

ილია მეორე: წაიღეთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხურეთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, ნაკურთხი წყალი სახლებსა და კარ-მიდამოს აპკურონ. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა, არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა“, - ბრძანა პატრიარქმა.

ბექა დავითულიანი

19 იანვარი 2021, 13:16

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: დღეს ოპოზიციას აქვს ერთგვარი ზეწოლა ორი პოლიტიკური ცენტრისგან და ლიდერისგან, ესენი არიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“

დღეს ოპოზიციას აქვს ერთგვარი ზეწოლა ორი პოლიტიკური ცენტრისგან და ლიდერისგან, ესენი არიან „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ზეწოლას განიცდის ორი პოლიტიკური პარტიისგან და მათთვის პარლამენტში შესვლის საკითხი იქნება ერთგვარი ტესტი რამდენად დამოუკიდებლები არიან.

ჯო ბაიდენი

19 იანვარი 2021, 13:10

მსოფლიო

მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მიღების 8-წლიან გეგმას შესთავაზებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მიღების 8-წლიან გეგმას შესთავაზებს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

ლევან იოსელიანი

19 იანვარი 2021, 13:09

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: „ევროპულ საქართველოში“ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ, შედგება თუ არა შეთანხმება

„ჩვენ დავინახეთ ერთი კონკრეტული პარტიის ძალიან აქტიური პოზიცია ამ მიმართულებით. გამოვედით და ამის შესახებ ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი. ამის გამო, ათასი სიბინძურე დაგვაბრალეს, გამყიდველობა, მოღალატეობა, მაგრამ დამტკიცდა, რომ ეს ასე ყოფილა. სიმართლე არ დაიმალება. მათ არ უნდათ, რომ შეთანხება შედგეს; არ უნდათ, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის შეთანხმებას და შევიდეს პარლამენტში. ეს იმიტომ, რომ მათი ლიდერები ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ყველანი არიან უმანდატოდ დარჩენილი.

ბექა დავითულიანი

19 იანვარი 2021, 13:02

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ვეთანხმები იაგო ხვიჩიას, როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო

ნამდვილად ვეთანხმები იაგო ხვიჩიას, როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი „გირჩის“ ერთ- ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას. მისი თქმით, ოპოზიციას მხოლოდ დესტრუქციის და არეულობიდ იმედი აქვს და ამის შესაძლებლობას მათ ხელისუფლება არ მისცემს.

ავარია

19 იანვარი 2021, 12:57

მსოფლიო

ინდოეთში სატვირთომ გზის პირას მძინარე მუშებს გადაუარა

ინდოეთში, გუჯარატის შტატში სატვირთო ავტომობილმა გზის პირას მძინარე მუშებს გადაუარა, 15 მუშა გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

ლევან თარხნიშვილი

19 იანვარი 2021, 12:52

პოლიტიკა

ლევან თარხნიშვილი: „ევროპულ საქართველოზე“ ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამაში თავიანთი წვლილი ალეკო ელისაშვილსა და „გირჩსაც“ შეაქვთ

„ამ მოლაპარაკებების ყველა მონაწილე, გარდა ამ ადამიანებისა და „ქართული ოცნებისა“, დამეთანხმება, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო. ყველა რაუნდსა და ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებში მაქსიმალურად ვცდილობდით, კონსტრუქციულები ვყოფილიყავით და გამოგვეყენებინა იდეები, რომლებიც რაღაცამდე მიგვიყვანდა“.