imedi /  28 აგვისტო 2020, 02:22 / სანდო წყარო

კამალა ჰარისი: ვირუსის შეჩერება ტვიტის მეშვეობით შეუძლებელია - პანდემია შეცდომებს არ პატიობს

კამალა ჰარისი

კამალა ჰარისი

„დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემიის დროს ამერიკელების დაცვა ვერ შეძლო.

„ვირუსი შეუდრეკელია. მისი შეჩერება ტვიტის მეშვეობით შეუძლებელია. არ შეიძლება იმის იმედით იყო, რომ იგი გაქრება“, - განაცხადა სენატორმა კამალა ჰარისმა.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა გულგრილობა გამოიჩინა პანდემიით გამოწვეული საფრთხის წინაშე.

„ტრამპის მოვალეობა ჩვენი დაცვაა და მან ეს ვერ შეძლო. პანდემია შეცდომებს არ პატიობს. თუ თავიდანვე სათანადოდ ვერ დააფასებ მას, შედეგები კატასტროფული იქნება. დონალდ ტრამპს დღემდე არ აქვს პანდემიასთან ბრძოლის გეგმა“, - დასძინა მან.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 5 838 695 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 180 020 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

02 დეკემბერი 2021, 13:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ დაარქვა „პიჯაკების საქმე", თუმცა, პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე?

ოპოზიციას აქვს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეს „პიჯაკების საქმე" დაარქვან, თუმცა პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებისთვის და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

არჩილ ტყეშელაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:17

სამართალი

პროკურორი აცილებაზე: მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ, მაგალითად, 350 000 ლარი სტილისტზე და მზარეულზე, 60 ათასი ლარი შვილების სწავლაზე და 720 ათასი ლარი ბოტოქსებზე დახარჯა სააკაშვილმა

პროკურორის აცილების საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილის და გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

02 დეკემბერი 2021, 13:16

რეგიონი

აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო

წელს პირველად, აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული როლანდ ნოღაიდელი მოინახულა. ნოღაიდელი პირველია, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა.

გიორგი მუჯირი

02 დეკემბერი 2021, 13:13

სამართალი

პროკურორი სააკაშვილის ადვოკატებს: თქვენ ალბათ დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემდეგ ბრალდებული სააკაშვილი ფუფუნების საგნებს იღებს სახელმწიფოს ფულით

თქვენ ალბათ დისკომფორტს გიქმნით ის ფაქტი, რომ 26 მაისის შემდეგ ბრალდებული სააკაშვილი ფუფუნების საგნებს იღებს სახელმწიფოს ფულით, - ასე მიმართა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, რომლებმაც მისი აცილება მოითხოვეს.

არჩილ ტყეშელაშვილი

02 დეკემბერი 2021, 13:10

პოლიტიკა

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი: სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ბიუჯეტის მიმართ არსებული 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ

სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – ამის შესახებ საბიუჯეტი თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

02 დეკემბერი 2021, 13:04

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ედიშერ გვენეტაძე

02 დეკემბერი 2021, 13:04

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ეს კაცი ნელი ტანჯული სიკვდილით მოკლეს მისივე შვილის, ნათლიის სააკაშვილის დავალებით, მან დანერგა სისტემა, რომელიც სულიერად და მორალურად ანადგურებდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს

მიხეილ სააკაშვილმა დანერგა სისტემა, რომელიც სულიერად და მორალურად ანადგურებდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს! ამიტომაც მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე კანონის მთელი სიმკაცრით!’’ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.

02 დეკემბერი 2021, 13:00

სამართალი

სასამართლომ პროკურორის აცილების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმე განიხილება, დაცვის მხარემ სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის იყო შუამდგომლობა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილების შესახებ. ნიკა გვარამიას მტკიცებით, მუჯირმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე აქვს პრეტენზია.

დავით ქართველიშვილი

02 დეკემბერი 2021, 12:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ველოდებით ორივე ნათელ-მირონისათვის 7-დან 11-წლამდე განაჩენს, ამ პროცესის განახლების ისეთ სიმბოლურ დღეს, როდესაც ნათელ-მირონთა წყვილიდან - ერთია განსასჯელთა სკამზე ზის, ხოლო მისი მსხვერპლი - ზეცაშია

,,დღეს სააკაშვილის ნათელ-მირონი, ასევე "გენერალი" ჯანაშია, თავისი ნათესავის ოჯახსა და საახლობლო წრეზე, საკუთარი განკარგულებითა და ხელმოწერით დახარჯულ საბიუჯეტო 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე - იმაზე არანაკლებად სამარცხვინო განმარტებებს აკეთებდა, ვიდრე ამ გაფლანგული თანხების მიზნობრიობა წარმოადგენდა.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

02 დეკემბერი 2021, 12:53

COVID19

საფრანგეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 12:34

COVID19

გერმანიის მომავალი კანცლერი, ოლაფ შოლცი 2022 წლიდან სავალდებულო ვაქცინაციის ამოქმედებას მხარს უჭერს

გერმანიის მომავალი კანცლერი, ოლაფ შოლცი 2022 წლიდან სავალდებულო ვაქცინაციის ამოქმედებას მხარს უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

02 დეკემბერი 2021, 12:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას ალტერნატიული ისტორია, დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა - სინამდვილეში, საქმე ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, შექმნას ალტერნატიული ისტორია, დაამციროს ამ პროცესის მნიშვნელობა. სინამდვილეში, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პროცესი ელიტური კორუფციის არნახულ მასშტაბებს ეხება და უნდათ, დაიყვანონ პიჯაკებამდე, თუმცა, არ ვიცი, პიჯაკები რატომ უნდა ეყიდა ხალხის თანხით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით საუბრისას.

02 დეკემბერი 2021, 12:29

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა უწყების მიმდინარე წლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და 2022 წლის გეგმები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გიორგი ცუცქირიძე

02 დეკემბერი 2021, 12:26

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საპირისპირო სასამართლოს მიკერძოებაზე, სასამართლო გამოიტანს სამართლიან და უტყუარ ვერდიქტსაც

„ე.წ პიჯაკების საქმე, რეალურად სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეა, რადგან გამოძიების ვერსიით, 2009 - 2013 წლებში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი“- ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს

02 დეკემბერი 2021, 12:25

პოლიტიკა

ნინო წილოსანი იაპონიის ელჩს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 დეკემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი და დამმარცხებელი სააკაშვილი სინამდვილეში მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი აღმოჩნდა

საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი და კორუფციის დამმარცხებელი მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი აღმოჩნდა - ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე. „საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი და კორუფციის დამმარცხებელი მიხეილ სააკაშვილი, სინამდვილეში მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი აღმოჩნდა, საიდუმლო ხარჯებით გაფლანგული მილიონობით ლარი, სწორედ ამას ედავება პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს. თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ში.

02 დეკემბერი 2021, 12:22

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა როზარია პუგლისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარია პუგლისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

02 დეკემბერი 2021, 12:18

თავდაცვა

„თბილავიამშენსა“ და „დელტას“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების ვიზიტები გრძელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის” გენერალურმა დირექტორმა და სსსტც „დელტას“ დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 12:11

მსოფლიო

თეთრი სახლი: უკრაინაში ხელახალი აგრესიის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს უყოყმანოდ მივიღებთ

აშშ-მა ცალსახად დააფიქსირა, რომ უყოყმანოდ მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს, მათ შორის ეკონომიკურს, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

02 დეკემბერი 2021, 12:02

პოლიტიკა

საპარლამენტო კომიტეტებში, დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ დელეგაციებსა და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად გადანაწილდება

საპარლამენტო კომიტეტებში, დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად გადანაწილდება.