imedi /  01 სექტემბერი 2020, 09:56 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 243-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 828 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2020, 19:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენის გამარჯვება ბრბოს, მეამბოხეებისა და ანარქისტების გამარჯვებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება ჩინეთის გამარჯვება იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 19:28

COVID19

პრეზიდენტი: საქართველომ პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა

„კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება განსხვავდება გლობალურ, სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე, თუმცა დღეს, როგორც არასდროს, სტაბილური პროგრესის მისაღწევად, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება შეუძლია“.

18 სექტემბერი 2020, 19:25

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ნიცაში პარკებსა და პლაჟებზე ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქალაქ ნიცაში პარკებში და პლაჟებზე ათზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 19:23

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლარი დასტაბილურდეს

ხმაური და ისტერია, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ ატეხილი არ ეხმარება ლარის კურსის პრობლემის დაძლევას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 19:09

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გაეროს ონლაინღონისძიებას „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“ დაესწრო

წელს, როცა გაეროს 75 წელი შეუსრულდა, მსოფლიო უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. პანდემია მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე აისახა, რამაც სირთულეები გამოიწვია ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში და განსაკუთრებით შეეხო ყველაზე მოწყვლად და მაღალი რისკის ჯგუფებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ონლაინღონისძიებაზე, „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები - 2020“-ზე სიტყვით წარდგენისას განაცხადა.

მარია ვან კერხოვე

18 სექტემბერი 2020, 19:08

COVID19

ჯანმო: ევროპაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება შემაშფოთებელია

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება შემაშფოთებელია.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 19:02

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ​ჩვენი ეკონომიკური კლება, საშუალო ევროპული კლების მოსალოდნელ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები იქნება

ეკონომიკურ პროგნოზებზე ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა​ განმარტა, გაჯანასაღების რა ნიშნები იკვეთება ქართულ ეკონომიკაში. „რა თქმა უნდა, პანდემიამ დაგვაზიანა. ძალიან სერიოზულად დაგვაზიანა. 2019 წელი გვქონდა ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდის წელი. 5 პროცენტზე მეტი ზრდა და წელს, ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შეფასებით, ველოდებოდით კიდევ უფრო მეტს. წელს ჩვენ გვექნება კლება თუმცა ეს კლებაც არის ორჯერ ნაკლები ვიდრე საშუალო ევროპული კლების მოსალოდნელი მაჩვენებელი. 5%-იანი ზრდა გვექნება 2021 წელს“, - განაცხადა მინისტრმა.

მუჰამედ ათვი

18 სექტემბერი 2020, 19:02

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა

ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას დაჭრილი ცნობილი ლიბანელი ფეხბურთელი მუჰამედ ათვი გარდაიცვალა. 32 წლის სპორტსმენი სხვადასხვა ადგილობრივ კლუბში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. ბეირუთის ანსართან ერთად, მან ეროვნული ლიგა სამჯერ მოიგო.

ლინას ლინკევიჩუსი

18 სექტემბერი 2020, 18:51

მსოფლიო

ლინას ლინკევიჩუსი: ლუკაშენკოს მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 18:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი გეგმაა ეფექტურად ვებრძოლოთ პანდემიას და მეორე მხრივ განვავითაროთ ბიზნესი

COVID19-ის მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ უნდა იმუშავოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 18:46

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 117 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ადამიანი კი გარდაცვლილა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 38,894 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 572 ადამიანი. ვირუსისგან 36,424 პაციენტი განიკურნა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

18 სექტემბერი 2020, 18:42

სამართალი

მესტიის სოფელ ბეჩოში დაუდგენელმა პირმა შუა ხნის ქალი დაჭრა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი დაჭრეს. დაშავებული გულ-მკერდის გამჭოლი ჭრილობით, მესტიის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მეხანძრე-მაშველი

18 სექტემბერი 2020, 18:32

COVID19

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 18:26

ტექნოლოგიები

20 სექტემბრიდან აშშ-ში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა აიკრძალება

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, 20 სექტემბრიდან ქვეყანაში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა დაიბლოკება.

18 სექტემბერი 2020, 18:20

სამართალი

პროკურორი: ექსპერტიზის დასკვნით თამარ ბაჩალიაშვილის ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი გამოირიცხა

დღეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

შესახებ ნათია

18 სექტემბერი 2020, 18:19

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს

ოპოზიცია კომპეტენტური პასუხის მოსმენისას უკან იხევს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა და პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საკუთარი ვიზიტი შეაფასა. ეკონომიკის მინისტრმა ოპოზიციის საარჩევნო გზავნილებს არარეალისტური და შეუსრულე ბელი უწოდა. „მინუს 4 მილიარდი ლარი დაჯდება მათი არარეალისტური გეგმების შესრულება. და ეს უნდა შევავსოთ საიდან? ისევ საგარეო ვალის ხარჯზე. როდესაც დაინახეს არგუმენტები აღარ ჰქონდათ და საერთოს მიატოვეს დარბაზი. თუ კი ეს მათი პოლიტიკური განაცხადი და მანიფესტია, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ, კარგად დაინახა, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენი ნაბიჯები არის ყოველთვის გამართლებული და დაბალანსებული. ჩვენ არც მიზნობრივ შეღავათებზე ვამბობთ უარს, მეორეს მხრივ ვცდილობთ არ დავაზარალოთ ჩვენი ბიუჯეტი, არ დავაზარალოთ პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 18:17

ეკონომიკა

ნათია თურნავა: სამწუხაროდ ოპოზიციამ, რომელმაც პარლამენტში მომიწვია, დებატებს ბოლომდე ვერ გაუძლო და გაიქცა

იყო ცხარე დისკუსია, რაც ბუნებრივია და ნორმალურია, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ კონსტრუქციული კრიტიკა და ვუპასუხოთ. სამწუხაროდ ოპოზიციამ, რომელმაც პარლამენტში მომიწვია დებატებს ბოლომდე ვერ გაუძლო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა და პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საკუთარი გამოსვლა შეაფასა.

ამირან გამყრელიძე

18 სექტემბერი 2020, 18:05

საზოგადოება

ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება

ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ცენტრი მუშაობს ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შესასყიდად და იმედს გამოთქვამს, რომ ვაქცინების რაოდენობა გაორმაგდება.

18 სექტემბერი 2020, 18:04

COVID19

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს. 38 კვირის კოვიდდადებითი ორსული „კლინიკა ბომონდში“ ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. კლინიკაში შეყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ გაუწიეს.

იოსებ არჩვაძე

18 სექტემბერი 2020, 17:58

პოლიტიკა

იოსებ არჩვაძე: აჩვენეთ ასეთი ოპოზიციონერები ამომრჩევლებს და მათ საპარლამენტო არჩევნებში შანსი აღარ ექნებათ

„ტავტოლოგიაა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ხელისუფლებასთან შედარებით, იმ „პრეფერენციებით“ სარგებლობს, რომ ის ფაქტობრივად პასუხს არაფერზე აგებს, პროფესიონალ საქმიანობად მხოლოდ დაუსაბუთებელი კრიტიკა აქვს, ხოლო მათი წინასაარჩევნო დაპირება - ჰელიუმით გაბერილი ბუშტივითაა - როგორც კი „ხელს გაუშვებ“ ჰაერში იკარგება და გათვითცნობიერებულ მსმენელსა და მაყურებელში სინანულს თუ არა, ირონიულ ღიმილს მაინც იწვევს“.