imedi /  01 სექტემბერი 2020, 11:38 / სანდო წყარო

მარიან ეზუგბაიამ ივლისისა და აგვისტოს თვის კოვიდინფიცირების სტატისტიკა შეაჯამა

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

ივლისში გვყავდა 240 დადასტურებული შემთხვევა და ერთი დიდი, გარდაბნის კლასტერი, აგვისტოში დაგვემატა 3 ახალი კლასტერი, ეს არის: მესტიის, ქობულეთის და ყაზბეგის, მიუხედავად სამი ახალი კლასტერისა დიდი სხვაობა არ არის, 344 ახალი შემთხვევები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აგვისტოს თვეში, სამ ახალ კლასტერს არ მოჰყოლია პაციენტების ძალიან დიდი გაზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური სამსახურის მუშაობა არის ძალიან ეფექტური. ამიტომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ მოვდუნდეთ. ასეთი ზომიერი, კონტროლირებადი მატება რომ შევინარჩუნოთ აუცილებელი ის რეგულაციები, რაც არის უნდა შევასრულოთ. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რომ პირბადის ტარება ჩვენი დაცვაა, ამიტომ სადაც ვერ ხერხდება დისტანცირება იქ უნდა გამოვიყენოთ პირბადე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 253-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2020, 17:12

რეგიონი

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკი შენდება. ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ქალაქის მერი გიორგი შენგელია, პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოპარკის მოწყობის სამუშოებისთვის საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.

არჩილ თალაკვაძე

26 სექტემბერი 2020, 17:04

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი

ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი არიან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჩოხატაურში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას, სადაც ადგილობრივებს ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარუდგინა.

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2020, 16:53

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი, ავიაკატასტროფის გამო, უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავების დაღუპვის შესახებ გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინელ ხალხთანაა,“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

26 სექტემბერი 2020, 16:52

რეგიონი

ზუგდიდში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები; საბანკო ურთიერთობები; მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია; მემკვიდ

ჰასან როუჰანი

26 სექტემბერი 2020, 16:46

COVID19

ირანში ოქტომბერში დაგეგმილი ტრადიციული რელიგიური ღონისძიებები გაუქმდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ირანში ოქტომბერში დაგეგმილი ტრადიციული რელიგიური ღონისძიებები გაუქმდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

დავით სონღულაშვილი

26 სექტემბერი 2020, 16:31

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ერთი ნაბიჯით, მინიმუმ ოთხი წლით ვუსწრებთ ჩვენს ოპონეტებს, რომლებიც ახლა სთავაზობენ ამომრჩეველს გურჯაანის აგრარულ ჰაბად ჩამოყალიბებას

„ბიზნესი იმედზე“ რუბრიკის სტუმარი „სახელმწიფო მოხელე „ჰოლონის“ პირისპირ“, ამჯერად პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი იყო. მან გადაცემაში თავის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

26 სექტემბერი 2020, 16:22

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,494 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 90 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271,339 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 199,403-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 10,218 ადამიანი ემსხვერპლა.

თამარ გაბუნია

26 სექტემბერი 2020, 16:02

COVID19

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო „მწვანე ზონის" სტატუსს ინარჩუნებს

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14 დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის - 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე), - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

26 სექტემბერი 2020, 15:54

სპორტი

მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

თბილისში, მუშტაიდის ბაღში მდებარე სპორტკომპლექს „იმედის“ სპორტულ მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის „აფხაზეთის თასი“ ჩატარდა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

26 სექტემბერი 2020, 15:49

COVID19

პოლონეთში კორონავირუსის 1,584 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 1,584 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორს სამინისტროში განაცხადეს იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა გაგრძელდება, მაშინ ქვეყანაშ ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

26 სექტემბერი 2020, 15:28

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 77,289-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 813 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 74,046 პაციენტი.

კახა კუჭავა

26 სექტემბერი 2020, 15:22

პოლიტიკა

კახა კუჭავა გიორგი გახარიას გამოსვლაზე: ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა

ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-სესიაზე. მისი თქმით, ეს იყო ძალიან ძლიერი ქვეყნის ლიდერის ძლიერი გამოსვლა, თავისი ძლიერი გზავნილებით.

26 სექტემბერი 2020, 15:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

26 სექტემბერი 2020, 15:14

საზოგადოება

თელავში მდებარე საკარანტინო ზონაში ახალგაზრდა გარდაიცვალა

თელავში მდებარე საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. Imedinews-ის ინფორმაციით, ბიჭი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და სავალდებულო კარანტინს გადიოდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეტადონის პროგრამაშიც იყო ჩართული.

კორონავირუსი

26 სექტემბერი 2020, 15:12

COVID19

სლოვაკეთში ზედიზედ მე-4 დღეა კორონავირუსის დღიური შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება

სლოვაკეთში ზედიზედ მე-4 დღეა კორონავირუსის დღიური შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

26 სექტემბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მაქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება

მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ლიონელ მესი
ლუის სუარესი

26 სექტემბერი 2020, 14:34

სპორტი

ლიონელ მესი „ბარსელონადან“ ლუის სუარესის წასვლას გამოეხმაურა

„შენ გუნდიდან ასე გაგდებას არ იმსახურებდი, თუმცა კლუბის ამ ხელმძღვანელობისგან აღარაფერი მიკვირს“, - ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა ლიონელ მესი „ბარსელონადან“, „ატლეტიკოში“ გადასულ ლუის სუარესს, რომელიც მისი ახლო მეგობარი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დავით ფურხცვანიძე

26 სექტემბერი 2020, 14:30

სამართალი

დავით ფურცხვანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

დავით ფურცხვანიძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

26 სექტემბერი 2020, 14:26

რეგიონი

ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფომაციით, დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით შეიზღუდება.

გიორგი გახარია

26 სექტემბერი 2020, 14:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში, ხარკოვის ოლქში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ამბავს twitter-ზე გამოეხმაურა. „ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით, რომელმაც ბორტზე მყოფი პირების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს და დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.