imedi /  02 სექტემბერი 2020, 12:18 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ბათუმში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მცირე ეპიდაფეთქების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბათუმში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება.

„ვინაიდან ბათუმში დაფიქსირდა მცირე ეპიდაფეთქება, არ ნიშნავს, რომ ბათუმი ჩაიკეტება. არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის. ბათუმში ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება. ბათუმში დაიწყება გაფართოებული ტესტირება. დღეს დილიდან კიდევ ერთი კარავი დაემატა. ხუთი პოლიკლინიკა იწყებს ამბულატორიულ ტესტირებებს. ბათუმში სამი ლაბორატორია მუშაობს და 1600-1800 ტესტის გაკეთების საშუალებაა ყოველდღიურად. თუ საჭირო გახდება, მიემატება იმერეთისა და სამგერელოს შესაბამისი სამსახურები. გაფართოებულ ტესტირებას ალტერნატივა არ აქვს.

მოწოდებაა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვინც იყო „დონაში“, მათ შეუძლიათ ნებაყოფლობით მივიდნენ და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაიტარონ ტესტირება. საჭიროა, თითოეულმა მათგანმა აწარმოოს თვით მონიტორინგი. დავაკვირდეთ სიმპტომებს: სიცხე, ხველა სუნთქვის გაძნელება, თუ რომელიმე გამოვლინდება, აუცილებელია, დაუკავშირდეთ 112-ს და ჩაიტარეთ გამოკვლევა.

ასევე, ვინც თბილისში ბათუმიდან ჩამოვიდა და საკონდიტრო „დონაშიყოფნის ისტორია აქვს, აუცილებელია, მათ აწარმოონ თვით მონიტორინგი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კოვიდინფიცირების 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

17 მაისი 2022, 01:14

მსოფლიო

Reuters: „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ნოვოაზოვსკში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს

ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 მაისი 2022, 00:52

ტექნოლოგიები

Google-ი გაფართოებული რეალობის სათვალეზე მუშაობს

Google-ი გაფართოებული რეალობის სათვალეზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დახასიათებებისაგან კომპანიამ თავი შეიკავა, მან AR-სათვალის ერთი საინტერესო გამოყენება – სინქრონული თარგმანი წარმოადგინა. როგორც Google-ის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მათ სათვალეს მოსაუბრე მხარეების მოსმენის საშუალება ექნება, რის მერეც ის ამ ტექსტს Google Translate-ის მეშვეობით თარგმნის და თარგმნილ ტექსტს სათვალის შუშაზე გამოსახავს.

მიხეილ სარჯველაძე

17 მაისი 2022, 00:40

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნინო ლომჯარიამ მიკერძოებულობის ტვირთისგან გათავისუფლების ეს შანსიც გაუშავა ხელიდან

ნინო ლომჯარიამ მიკერძოებულობის ტვირთისგან გათავისუფლების ეს შანსიც გაუშავა ხელიდან, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას „იმედის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლაზე.

გიორგი ცაგარეიშვილი

17 მაისი 2022, 00:29

პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი: ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“?

ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მგზნებარე, ძლევამოსილი და მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

17 მაისი 2022, 00:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მედიასაშუალებებში მოღვაწეობა თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა

ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ხდება, რა მუხტის აგორებასაც ცდილობენ განწირული მცდელობაა, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვებზე. ვიღაცეები თვლიან, რომ ნორმალურია, რომ სააკაშვილს, რახან პოლიტიკოსია, აქვს უფლება, თავი დაიხსნას მართლმსაჯულებისგან, თუმცა, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივე უფლება დანარჩენ 9000 პატიმარს. იგივეა მედიასაშუალებებში მოღვაწეობა, თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

17 მაისი 2022, 00:07

მსოფლიო

Reuters: „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაახლოებით 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ადგილზე მყოფ თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაახლოებით 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან.

ირაკლი ქადაგიშვილი

16 მაისი 2022, 23:48

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რომ დაინახეს, რეალური იყო, დაეკარგათ კონტროლი „რუსთავი 2-ზე”, დაიწყეს მისი გაკოტრება - ტელეკომპანია, რომელიც სასამართლო დავის დაწყებამდე იყო მომგებიანი, გახდა გაკოტრებული კომპანია

„რუსთავი 2“-ის თემა წინააღმდეგობებით არის სავსე და ყველას თავისი პოლიტიკური გადმოსახედი აქვს, მაგრამ ნეიტრალური და ობიექტური ხედვაც უნდა გამოვიმუშაოთ. თუ, საქმეს პოლიტიკურ იარლიყებს მოვაშორებთ და საქმის შინაარსს გავყვებით, ეს უფრო მეტად დაგვანახებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე არ ვამბობ, რომ უნდა განვიხილოთ ყველა ნიუანსი. ყველა ნიუანსი არც მე ვიცი, არც თქვენ და არცერთმა რესპონდენტმა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, -განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ეთერში.

16 მაისი 2022, 23:08

მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ დაარწმუნეს უნგრეთი, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოზე ვეტო მოეხსნა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ დაარწმუნეს უნგრეთი, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეერთებოდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კილიან მბაპე

16 მაისი 2022, 23:06

სპორტი

ესპანური მედიის ცნობით, მბაპე და „რეალი“ ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

კილიან მბაპე და მადრიდის „რეალი“ გასულ კვირას ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა Marca იტყობინება. 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი ესპანურ გრანდს, სვარაუდოდ 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.

16 მაისი 2022, 22:24

საზოგადოება

საპატრიარქო: კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 მაისი 2022, 22:16

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ და სტოკჰოლმი და ჰელსინკი ტერორიზმის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციის არდაკავების გამო გააკრიტიკა.

დმიტრო კულება

16 მაისი 2022, 21:27

პოლიტიკა

დმიტრო კულება: არ ვიცი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუს მინიჭების წინააღმდეგი წავა

საკითხი რომელიც ჯერ კიდევ გადასწყვეტია - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. მე ავუხსენი კოლეგებს, რომ უნიკალური მომენტია, რადგან საზოგადოებრივი აზრი უკრაინაშიც და ევროპაშიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკორდულად მაღალია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მელანი ჟოლი

16 მაისი 2022, 21:20

მსოფლიო

კანადა შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჟოლიმ განაცხადა, რომ კანადა შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა.

ბაკურ ბაკურაძე

16 მაისი 2022, 21:09

საზოგადოება

ბაკურ ბაკურაძე: ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტური სტანდარტი რეიტინგებში აისახება - ჩვენ დღეს ვნახეთ მაგალითი თავშეკავების, კულტურის, წესიერების და ჟურნალისტური სტანდარტის

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტური სტანდარტი რეიტინგებში აისახება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაიცემოდეს საინფორმაციო რეპორტაჟი, ჩვენ დღეს ვნახეთ მაგალითი თავშეკავების, კულტურის, წესიერების და ჟურნალისტური სტანდარტის, - ამის შესახებ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა.

ელისაბედ ბორნი

16 მაისი 2022, 21:03

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა ელისაბედ ბორნი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შრომის მინისტრი, ელისაბედ ბორნი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლომჯარია

16 მაისი 2022, 20:43

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია „იმედისთვის“ საქმიანობის ხელის შეშლაზე: ჩემი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა

ჩემი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა და ვერ შევაფასებ, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „იმედისთვის“ საქმიანობის ხელის შეშლაზე კომენტირებისას. მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მხრიდან არ არის ჩადენილი ხელშეშლა, თუ ეს აღწევს დანაშაულის ნიშნებს გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ არ აღწევს დანაშაულის ნიშნებს და უბრალოდ არის ეთიკის საკითხი, ეს არის ეთიკის რეგულირების სფერო.

რომან გოცირიძე

16 მაისი 2022, 20:36

პოლიტიკა

რომან გოცირიძე ზურაბ ჯაფარიძეს: პარლამენტში შესვლას გვაყვედრის ადამიანი, რომელიც მაშინ შევიდა, როცა ნიკა მელია ჯერ კიდევ ციხეში იჯდა

პარლამენტში შესვლას გვაყვედრის ადამიანი, რომელიც მაშინ შევიდა, როცა ნიკა მელია ჯერ კიდევ ციხეში იჯდა, - ამ განცხადებით რომან გოცირიძე „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს ლიდერს ზურა ჯაფარიძეს პასუხობს.

ირაკლი ზარქუა

16 მაისი 2022, 20:28

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა გვარამიაზე: არგუმენტებით დადასტურდა, რომ 7 მილიონი მოპარა თუ გაუფლანგა კომპანიას, რომლის ხელმძღვანელიც იყო, ამაში იქნა მხილებული, დადგა ის შედეგი, რაც დადგა

არის სამართლებრივი სახელმწიფო, კონკრეტული დანაშაული, სასამართლო და შესაბამისად, შემდეგ ხდება არგუმენტების ერთობლიობით გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამ არგუმენტებით იქნა დადასტურებული, რომ ადამიანმა 7 მილიონი მოპარა თუ გაუფლანგა იმ კომპანიას, რომლის ხელმძღვანელიც იყო, შესაბამისად ამაში იქნა მხილებული და დადგა ის შედეგი, რაც დადგა - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.

სოფო ნიკოლაიშვილი

16 მაისი 2022, 20:25

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი „ქრონიკის“ ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლასა და კვესიტაძის მოწოდებაზე: ჩვენ ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, მინიმუმ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის მობრუნებას არ ვემსახურებით

ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი გამოეხმაურა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში მარიამ ქართველიშვილის ჩართვის დროს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ეკა კვესიტაძე, ლაშა ბუღაძე, ნინო ჯანგირაშვილი და ნინია კაკაბაძე ჩართვის დროს პირდაპირ ეთერში შეიჭრნენ.

ნანა კაკაბაძე

16 მაისი 2022, 20:24

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: თუ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქცირების შესახებ ნათელაშვილის მიერ გაჟღერებულ „მოლოცვაში" სიმართლის მარცვალი არსებობს, ამის ერთადერთი მიზეზი ხელისუფლებაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში არ გაიხსნას მეორე ფრონტი

ნათელაშვილის მხრიდან ასეთი განცხადება, ალბათ მისთვის სასურველის რეალობად წარმოჩენის მორიგი მცდელობაა, მაგრამ მოდით, ვცადოთ ჩავიხედოთ საქართველოს იმ მოქალაქეების ტვინის ხვეულებში და წარმოვიდგინოთ მათი განწყობის საფუძვლები, ვინც ასეთ ინფორმაციას დიდი აღტყინებითა და ნიშნის მოგებით ხვდება, - ასე ეხმიანება ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე შალვა ნათელაშვილის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.