imedi /  02 სექტემბერი 2020, 14:40 / სანდო წყარო

თორნიკე რიჟვაძე: ტურისტული კუთხით სექტემბერი ძალიან დატვირთული თვეა, ამიტომ ინფიცირების შემთხვევების ზრდაც მოსალოდნელი იყო

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე

ყველას, ვინც ბათუმში აპირებს ჩასვლას, მინდა ვუთხრა, რომ ქალაქის ჩაკეტვა არ იგეგმება, ეპიდემიოლოგები სრულად აკონტროლებენ არსებულ რისკებს და ყველამ, ბათუმელებმა თუ ქალაქის სტუმრებმა, უნდა დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„როგორც იცით, გასული დღეები იყო საკმაოდ მაღალი რისკების შემცველი ინფიცირების თვალსაზრისით. გამოვლინდა ბევრი შემთხვევა, თუმცა ეპიდემიოლოგების დროული ჩარევის შედეგად პრაქტიკულად დადგენილია ყველა კონტაქტი. შესაბამისად, ზოგადი მდგომარეობა რეგიონსა და ქალაქში ექვემდებარება კონტროლს, თუმცა ეს არის საყურადღებო ეპიდემიოლოგიური კერა და მედიკოსები აგრძელებენ მუშაობას ამ კუთხით. ასევე დღეს საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ბათუმში არსებულ ვითარებაზე და მიღებულია გადაწყვეტილება უფასო ტესტირებისა და პერსონალის ტესტირების გაფართოების შესახებ“, - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება ბათუმში არ იგეგმება, თუმცა ტესტირების პროცესი უფრო ინტენსიური გახდება და საზოგადოებრივი კვების ობიექტების პერსონალი დადგენილი წესით გაივლის ტესტირებას.

„დეზინფექციის კუთხითაც გვექნება მაქსიმალური კონტროლი და ეს კონტროლი შეეხება მუნიციპალურ სამსახურებს, ტრანსპორტს, რათა რისკების ეფექტურად მართვა შევძლოთ. მოქალაქეები აქა-იქ უგულებელყოფენ რეკომენდაციებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველას საერთო პასუხისმგებლობაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რეგულაციების დაცვისკენ. ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ ამაზე კონტროლს, ვინაიდან სასწორზე დგას მაღალი საზოგადოებრივი სიკეთე - ადამიანების ჯანმრთელობა. თუმცა ვიქნებით უკომპრომისოები და ყველა იმ ობიექტზე, სადაც რეგულაციები გვაქვს დაწესებული, მათი განუხრელი დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ღამის კლუბების დახურვას არ ვგეგმავთ, თუმცა მოვუწოდებთ მათ კიდევ ერთხელ, რომ მაქსიმალურად შეასრულონ ყველა მოთხოვნა, იქნება ეს პერსონალის გეგმური ტესტირება, დეზინფექცია თუ სოციალური დისტანციის დაცვა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ღამის კლუბები საქმიანობის გაგრძელებას. სექტემბერი ტურისტულად ძალიან დატვირთული პერიოდია ბათუმისთვის და მთლიანად რეგიონისთვის, შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ინფიცირების შემთხვევების ზრდაც. ყველას, ვინც ბათუმში აპირებს ჩასვლას, მინდა ვუთხრა, რომ ქალაქის ჩაკეტვა არ იგეგმება, ეპიდემიოლოგები სრულად აკონტროლებენ არსებულ რისკებს და ყველამ, ბათუმელებმა თუ ქალაქის სტუმრებმა, უნდა დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ფორსაჟი

22 ოქტომბერი 2020, 01:47

კულტურა

ფრანშიზა „ფორსაჟი“ მეთერთმეტე ფილმით დასრულდება

ბოლო ორ სურათზე ჯასტინ ლი იმუშავებს, რომელმაც სერიის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეცხრე ფილმები გადაიღო. ამასთან, ძირითადი სიუჟეტური ხაზის დახურვა „ფორსაჟის“ სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. დომინიკი ტორეტოს (ვინ დიზელი) ისტორიის დასრულების შემდეგ სტუდია Universal-ი სამყაროს სხვა პერსონაჟებზე აპირებს აქცენტის გადატანას.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2020, 01:26

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი აღმოჩნდა მძევლებს შორის და მომდევნო დღეებში გავარჩიოთ ეს დამთხვევაა თუ არა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი თავისი მოქმედებებით, არსით, ფეისბუქის პოსტებით, რომელსაც გვარამიას ოჯახის წევრებთან აქვს თურმე, ახლობლური კავშირი, მერიაში მუშაობდა და უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი, აღმოჩნდა მძევლებს შორის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ​ „ღია ეთერში“ განაცხადა.

ჯოზეფი და ივი

22 ოქტომბერი 2020, 01:12

COVID19

კორონავირუსის გამო დაშორებული მოხუცებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს 215 დღის შემდეგ შეხვდა ❤️😭 ემოციური ვიდეო

ჯოზეფი და ივი უკვე 60 წელია ცოლ-ქმარი არიან. მარტში ჯოზეფს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მნახველების მიღების უფლება არ ჰქონდა. კაცმა საავადმყოფოში 215 დღე გაატარა, რამდენიმე დღის წინ კი მოხუცებულთა სახლში დაბრუნდა, სადაც მას ერთგული მეუღლე ელოდებოდა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე: „ნაცმოძრაობა“ კლასიკური ექსტრემისტული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ყველაფერში დივერსიის მოწყობას ცდილობს

არჩევნების შედეგი მძიმედ აისახება „ნაცმოძრაობაზე“. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოზიცია.

22 ოქტომბერი 2020, 00:59

სამართალი

შსს: 43 მძევალი გათავისუფლებულია და სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხი ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს, დავით გარეჯის თემასაც, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩაბარების საკითხზეც და ოკუპაციის გაფორმებასაც

ქართველი ხალხი ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს. დავით გარეჯის თემასაც, ცხინვალისა და აფხაზეთის ჩაბარების საკითხსაც, ოკუპაციის გაფორმებასაც, წამებასა და უბედურებაზე, რაც იყო მათი ხელწერა, აღარაფერს ვამბობ, ბუნებრივია, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ ამ ყველაფრისთვის, მათ შორის დღევანდელი დღისთვისაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოზიციაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მაღალი ტრიბუნიდან განიხილება ეს საკითხი, მით უფრო მაღალი ტრიბუნიდან მოხდება მათი მხილება იმ მძიმე ქმედებებში, რომელიც უკავშირდება დავით-გარეჯს

რაც უფრო მაღალი ტრიბუნიდან განიხილება ეს საკითხი, მით უფრო მაღალი ტრიბუნიდან მოხდება მათი მხილება იმ მძიმე ქმედებებში, რომელიც უკავშირდება დავით-გარეჯს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 00:28

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: წინა ხელისუფლებაში იყო კონსენსუსი​​, რომ გარეჯი არ არის საქართველო

ვნახეთ ნოტა, რომელიც გაგზავნილი აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 2005 წელს.​ ნოტადან ჩანს, რომ ეს მიწა, როგორ ნოღაიდელი ამბობს ჩვენებაში, იმ პერიოდის ხელისუფლებაში იყო კონსენსუსი​​, რომ გარეჯი არ არის საქართველო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 00:23

მსოფლიო

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები რაც შეიძლება მალე დაწესდეს

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები რაც შეიძლება მალე დაწესდეს. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეკომენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ბელარუსთან ურთიერთობებს უნდა გადახედოს.

ვაკა გორგილაძე

22 ოქტომბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: არ არის დანაშაული, რომელიც ამ ძალას არ აქვს ჩადენილი

საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და არ არის დანაშაული, რომელიც ამ ძალას არ აქვს ჩადენილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა და ტელეწამყვანმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ არის დანაშაული, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ჩადენილი, მათ შორისაა დავით გარეჯის საქმე, რაც ახლახან გახდა ცნობილი.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 00:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე, 2-ჯერ მეტი განზრახ მკვლელობა ხდებოდა ვიდრე დღეს ხდება

რამდენიმე პოლიტიკოსმა თქვა და მედიაც ახდენდა ამ მიმართულების ტირაჟირებას. როდესაც კრიმინალში რაღაც ტენდენციაზე არის საუბარი, შეიძლება ისაუბრო სოციალურ მდგომარეობაზე და ეს სურათი ჩვენ გვახსოვს. როდესაც 1 150 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ხდებოდა 2012 წლამდე, განზრახ მკვლელობა ხდებოდა 2-ჯერ მეტი ვიდრე ხდება დღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 23:59

საზოგადოება

ნიკა ლალიაშვილი: „მთავარი არხის“ სამწუხაროდ, რუსული კვალი არ არის, მაგრამ შეიძლება გამოაბან

„გლავკანალი“ აუცილებლად დაიწყებს ზუსტად ისე, როგორც ბაჩალიაშვილის საქმეზე, ჟურნალისტურ გამოძიებას და თავადვე იქნებიან სპეციალისტები და ისევ შეეცდებიან 2 პარალელური სამყაროს შექმნას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

გურამ ნიკოლაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 23:57

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: კახა ოქრიაშვილის ფენომენი ამ ქვეყნის დიდი მინუსია

დმანისი იქცა პერმანენტული დაძაბულობის, ფიზიკური დაპირისპირების კერად, - ქვემო ქართლში მომხდარ ინციდენტზე „იმედის“ გადაცემა„პოზიციაში“ ისაუბრეს. დმანისის, კახა ოქრიაშვილის ამბავი. ასეთი ამბები სულ ისეთ ადგილებში ხდება, სადაც წინაპირობა არსებობს. სადაც ადამიანები ყველაფერზე მიდიან და ეს ადამიანი ოდიოზურ ფიგურად იქცა. ეს მთლიანად ამ ქვეყნის დიდი მინუსია ამ ადამიანის ფენომენი, რომელიც არ ერიდებოდა, არც იმის თქმას, როგორ გააკეთა ბიზნესი და როგორ მუშაობდა ზემოგებებზე. ეს ცხელი კერები არჩევნებამდე მუდმივად იქნება“, - აღნიშნა გადაცემის წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2020, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს დიალოგი, რაც პირდაპირ ეთერში შედგა მოლაპარაკების სახით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

„ეს დიალოგი, რაც შედგა მოლაპარაკების სახით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო ქმედება კონკრეტული მედიის წარმომადგენლის მხრიდან. ამან პრაქტიკულად გაამძაფრა რისკი, რომლის წინაშეც იდგნენ მძევლები. ამას სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური შეფასება და დასჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

21 ოქტომბერი 2020, 23:36

COVID19

საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2020, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც 19 ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ და ასეთ დროს ცდილობ პოლიტიკური ქულების დაწერას, ეს არის ბევრად უფრო მძიმე რამ, ვიდრე პოლიტიკური მაროდიორობა

როდესაც 19 ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ და ასეთ დროს შენ ცდილობ პოლიტიკური ქულების დაწერას, ეს არის ბევრად უფრო მძიმე რამ, ვიდრე პოლიტიკური მაროდიორობა, - ამის შესახებ„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პოზიციაში“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს დღევანდელი დღე ერთგვარი ლუსტრაცია იყო.

გოგი მეშველიანი

21 ოქტომბერი 2020, 23:23

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: აცნობიერებენ, რომ განწირული არიან პოლიტიკურ ბრძოლაში და ცდილობენ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესი ძალადობრივში გადაიყვანონ

ოთხი ადამიანია არის დაჭრილი. სამი კიდურების და ერთი წელის არეში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა გადაცემა „ღია ეთერში“ პარტიის საარჩევნო შტაბში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „ერთ-ერთი დაჭრილი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი სამი კი თავდამსხმელი. თავდამსხმელები, რომლების იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში შემოვიდნენ„ქართული ოცნების“ ოფისში. დაიწყეს კონკრეტული პიროვნებების ძებნა. ეძებდნენ ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელს და დმანისის „ქართული ოცნების“საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს. საკმაოდაგრესიულად იკითხეს, სად არიან ისინიო-ო. გარკვეული შელაპარაკების შემდეგ გახსნეს დანები დაიწყეს აგრესიული მოქმედებები, რასაც მოჰყვა შესაბამისი მოქმედებები ჩვენი აქტივების მხრიდანაც. სამწუხროდ დაიჭრა ოთხი ადამიანი.

მამუკა მდინარაძე

21 ოქტომბერი 2020, 23:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გიგი წერეთლის განცხადებაზე: ეს არის მდაბიო და შაბლონური სპეკულაცია

ეს არის მდაბიო და შაბლონური სპეკულაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარეძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ამით ის გიგი წერეთლის ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზია მძიმე გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც იწვევს ასეთი ტიპის კრიმინალს.

21 ოქტომბერი 2020, 23:14

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 163 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

იენს სტოლტენბერგი

21 ოქტომბერი 2020, 23:08

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილი არ არის

ნატო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილი არ არის, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სომხეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ.