IMEDI /  03 სექტემბერი 2020, 11:59 / სანდო წყარო

აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი გუშინ გაჟღერდა, ესენია ავტობუსის მძღოლი და „ოაზისის“ სტუმარი, რომელიც ექიმების კონფერენციას ესწრებოდა. ახალი შემთხვევებიდან ერთი „დონას“ კლასტერს უკავშირდება, ერთი კი საკარანტინო სივრცეში იყო და მას მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფიცირებულებს შორის არის ტრაილერის მძღოლიც, კაცი თურქეთის მოქალაქეა და მან უკვე დატოვა საქართველო. კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდა ქალსაც, რომელმაც თვითდინებით მიმართა ცხელების ცენტრს და მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 000-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს. დღის განმავლობაში 3 139 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. გაიტესტა „ოაზისში“ მყოფი ყველა პირიც. სასტუმრო ამ დრომდე ჩაკეტილია და გარე პერიმეტს პოლიცია იცავს.

რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 49 პაციენტი მკურნალობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

21 სექტემბერი 2020, 15:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული ძალა არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჯურნალისტებს განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 15:29

რეგიონი

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ,,ქართულმა ოცნებამ" რეალური ძალაუფლება ხალხს დაუბრუნა

ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოების მხარდაჭერით, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გახდა შესაძლებელი, რომ რეალური ძალაუფლება დაუბრუნდათ ადამიანებს, დაუბრუნდა ხალხს და ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტები მართავს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყურადღების ცენტრში არის ადამიანი, მისი უფლებები და მისი ღირსება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჩხერეში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე წარადგინა.

ლევან რატიანი

21 სექტემბერი 2020, 15:24

COVID19

ლევან რატიანი: კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება

კორონავირუსი არის მოსახდელი დაავადება - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ადამიანი იყოს კორონავირუსით ინფიცირებული, მაგრამ მას არ ჰქონდეს ვირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი კლინიკური ნიშანი გამოვლენილი.

21 სექტემბერი 2020, 15:15

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, პაატა კვიჟინაძესთან და „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარია

21 სექტემბერი 2020, 15:04

რეგიონი

გიორგი გახარია: საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, თუ როგორი საქართველო გვინდა დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია

„დღეს, ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის“.

ბელარუსი აქცია დაკავება

21 სექტემბერი 2020, 15:00

მსოფლიო

ბელარუსის შსს: კვირას საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 442 ადამიანი დააკავა

პოლიციაში აცხადებენ, რომ 20 სექტემბერს ქვეყანაში 24 დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 20 ათასმა ადამიანმა მიიღო. ყველაზე ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში, მინსკში გაიმართა და მას 18 ათასი ადამიანი დაესწრო.

უილიამ ბარი

21 სექტემბერი 2020, 14:56

მსოფლიო

New York Post: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ქალაქ ნიუ-იორკი ანარქისტულ იურისდიქციად განსაზღვრა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ქალაქ ნიუ-იორკი ანარქისტულ იურისდიქციად განსაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი ავრცელებს.

21 სექტემბერი 2020, 14:54

რეგიონი

ალექსადრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მარტვილში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელიამ ახალგაზრდებს, მარტვილის განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა და მათი დაბრუნება რეგიონში, რათა მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება.

არჩილ თალაკვაძე

21 სექტემბერი 2020, 14:48

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თქვენი მხარდაჭერით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობის, მისი თავისუფლების დაცვა და ღირსების პატივისცემა

„ჩვენ გვაქვს სამომავლო ხედვა და მიზნები, რომელიც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, უკეთეს მომავალს უკავშირდება - ჩვენი ამოცანაა, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმით, განათლების სექტორის დაფინანსების ზრდით, შევძლოთ ახალი თაობისთვის უკეთესი განათლების უზრუნველყოფა, შევქმნათ უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი სახელმწიფო და მეტი კეთილდღეობა თქვენს სახლებში“.

სალომე სამადაშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: დარწმუნებულები ვართ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა მხარს დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თუ მართლაც სურთ ივანიშვილის მმართველობის დასრულება. შესაბამისად მივმართავთ ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ჩვენს პარტიას. რაც შეეხება საბილოოდ მთავრობის ფორმირებას ამას გადაწყვეტს არჩევნების შედეგების“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

21 სექტემბერი 2020, 14:35

COVID19

ზუგდიდში მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია უტარდება

„ვაგრძელებთ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას. დღეს დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს ჩავუტარეთ. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება გვექნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ნინო ბურჯანაძე

21 სექტემბერი 2020, 14:35

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას კოალიციურ მთავრობაზე „სამწუხაროს“ უწოდებს

„სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, იმიტომ რომ მისი პარტია იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი იმ ბრძოლისა, რომლითაც მოვიპოვეთ კოალიციის შესაძლებლობა. მთელი ოპოზიცია ვლაპარაკობთ, რომ რეალური გადარჩენა მრავალპარტიული კოალიცია და როცა ერთ-ერთი წამყვანი ძალის ლიდერი ლაპარაკობს ორპოლუსიანობაზე ეს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ჰაიკო მაასი

21 სექტემბერი 2020, 14:30

მსოფლიო

ჰაიკო მაასი: ევროკავშირმა ლუკაშენკოს სასანქციო სიაში ჩასმის შესაძლებლობა უნდა შეისწავლოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს სასანქციო სიაში ჩასმის შესაძლებლობა უნდა შეისწავლოს.

21 სექტემბერი 2020, 14:26

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის მისიის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი სამხედრო, ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, ივერი ბუაძე უწყებრივი მედლით - „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღესვე, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს კაპიტნის წოდება მიენიჭა. შესაბამისი წოდებრივი სამხრეები მას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მუნდირზე პირადად დაუმაგრა.

რატი იონათამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: როგორც ჩანს, ჩვენმა მოსახლეობამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია ამ არჩევნებზე ოპოზიციიდანაც გაუშვა

„ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებენ იმ ამოცანებს, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნდა და სწორედ ამიტომ გაუშვა ეს დანაშაულებრივი კრიმინალური ორგანიზაცია ხელისუფლებიდან ჩვენმა მოსახლეობამ და როგორც ჩანს, ამ არჩევნებზე უკვე ოპოზიციიდანაც გაუშვა. საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აქვს ერთი არჩევანი. ეს არის პროგრესული მომავალი, ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღე და უფრო მეტი სიახლოვე ნატოსთან და ევროკავშირთან. ამ კურსზე, ამ გეზზე პასუხისმგებლობას იღებს სრულიად „ქართული ოცნება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გურამ ჭარელაშვილი

21 სექტემბერი 2020, 14:20

პოლიტიკა

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი: ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, თუმცა ეპისკოპოსი არის მოქალაქეც და მას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს

ეკლესიის პოზიცია არის ცალსახა, კონკრეტულ პარტიას გამორიცხულია წინასაარჩევნო მარათონში თუ ბრძოლაში მხარი დაუჭიროს ან გამოხატოს მისი პოზიცია, - ამის შესახებ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ ერევა, თუმცა ეპისკოპოსი არის მოქალაქეც და მას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს. „ეკლესია არის ყველასი, ვინც მისი შვილია, ვინც მისი წევრია. კონკრეტულ შეხვედრაზე მეუფეების ყოფნა, ეს არის, ისინი არიან მოქალაქეები ამ ქვეყნისა. ეს არის დემოკრატიული წყობა და მათ შეუძლიათ თავიანთი პოზიცია გამოხატონ და მათ ეპარქიაში მივიდნენ კონკრეტულ ღონისძიებაზე. ასე რომ ეს არის მათი კონკრეტული

გიგა ბოკერია

21 სექტემბერი 2020, 14:19

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სააკაშვილს უნდა 2012 წლამდე ვითარებაში დაბრუნება

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი. ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაჰპირდა ამას“, - აცხადებს ბოკერია.

21 სექტემბერი 2020, 14:15

რეგიონი

“ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჭიათურის წყალმომარაგების ახლად რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, რომლის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ქალაქ ჭიათურის წყალმომარაგების რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, სადაც სამუშაოები ივნისში დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

21 სექტემბერი 2020, 14:15

COVID19

შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა და COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს. მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში...

21 სექტემბერი 2020, 14:11

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაურს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.