imedi /  03 სექტემბერი 2020, 17:47 / სანდო წყარო

პაატა იმნაძე: ჯერჯერობით სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

ჯერჯერობით სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შემთხვევების მატება არ ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის მეორე ტალღაა ქვეყანაში.

„ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა ჯერჯერობით არ არის. ჩვენ პირველიც არ გადაგვიტანია ისე, როგორც სხვა ქვეყნებმა გადაიტანეს. სულ ვამბობდით, რომ ყველაფრის გახსნასთან ერთად, ვირუსის შემთხვევების მატება პროგნოზირებადი იყო. ვიცი, რომ ალბათ, ყველას მოვაბეზრეთ თავი ამ თხოვნით, მაგრამ თუ არ გავიკეთებთ ნიღაბს როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, როდესაც დისტანციას ვერ ვიცავთ, ვირუს გავრცელდება. სამწუხაროდ, კორონას სხვა ვერაფერი გააჩერებს. ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, დღეს შეიძლება ბათუმში იყოს შემთხვევების მატება, ხვალ სხვაგან იქნება. ერთი ინფიცირებული საკმარისია იმისთვის, რომ გარშემო მრავალი ადამიანი გახადოს ავად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჰქონდათ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება, რომ აუცილებლად უნდა დაცულიყო ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იყო მითითებული. ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 11:19

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 86,052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 86,052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 5,9 მილიონს მიუახლოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთში ბოლო 24 საათში ვირუსით 1,141 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 92,290-ს აღწევს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4,75 მილიონს აჭარბებს.

კორონავირუსი

25 სექტემბერი 2020, 11:15

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 265 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს 265 დაემატა, განკურნებულთა რაოდენობა კი 54-ით გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1759 ადამიანი, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა.

25 სექტემბერი 2020, 10:54

ეკონომიკა

POWERCHINA/Sinohydro - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია, რომელიც საქართველოში კიდევ ერთი გზის რეკონსტრუქციაზე იმუშავებს

საერთაშორისო ტენდერის შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს კომპანია POWERCHINA/Sinohydro შეასრულებს. პროექტზე, რომელსაც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია იმუშავებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 სექტემბერი 2020, 10:54

რეგიონი

ირაკლი ქადაგიშვილი თელავში ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრის დროს კანდიდატმა ქვეყნის მომავლის შექმნაში ახალგაზრდების როლსა და ამ პროცესში მათ ჩართულობაზე ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილმა ყურადღება გაამახვილა ერეკლე მეფის საიუბილეო თარიღზეც.

ლაშა ნაცვლიშვილი

25 სექტემბერი 2020, 10:54

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილის მიერ წარმოდგენილ სიას სოციალურ ქსელში ეხმიანება

„სააარჩევნო სია, მით უმეტეს, ბლოკური, შესაძლოა, ბადებდეს აჯაფსანდალის ასოციაციას, მაგრამ სია, რომელიც სააკაშვილმა წარმოადგინა, ბოდიში მომითხოვია და, ნამთვრალევი კაცის ნაღებინებს უფრო ჰგავს. თანაც შეამჩნევდით, როგორ გამაყრუებლად დუმს ამ ამაზრზენ შემადგენლობაზე ჩვენი პროგრესისტი ინტელექტუალების სახელოვანი კოჰორტა“.

25 სექტემბერი 2020, 10:49

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ბოლო დღეებში მე-8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო მე-8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა. არაერთი ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით.

25 სექტემბერი 2020, 10:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანსუა ფილიპ შამპანს ტელეფონზე ესაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კანადას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.

25 სექტემბერი 2020, 10:41

მსოფლიო

რიოს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

რიო-დე-ჟანეიორს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. „ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ გამოსავალს. ჯერ არ ვართ დარწმუნებული, რომ კარნავალის ზუსტი თარიღის დათქმა შეგვიძლია", - ამბობს სამბას ლიგის პრეზიდენტი ხორხე კასტანეირა.

25 სექტემბერი 2020, 10:32

სამართალი

საქართველოში უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 230 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის - 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 18, აჭარასა და გურიაში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს.

25 სექტემბერი 2020, 10:28

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობები მოეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქ. ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (მდ. სინწა) ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ბოლოდან ამ ტერიტორიას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება.

კიმ ჩენ ინი

25 სექტემბერი 2020, 10:19

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობის გამო ბოდიში მოიხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის, - იუწყება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გავრცელებული ინფორმაციით, მან სამხრეთკორეელ კოლეგას, მუნ ჯე ინს მისწერა, რომ ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო.

ალექსანდრე მოწერელია

25 სექტემბერი 2020, 10:12

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილობრივების მხრიდან გამოკვეთილი პრობლემები გადაიჭრას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აბაშის მუნიციპალიტეტში ნორიოსა და წყემის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური.

არჩილ თალაკვაძე

25 სექტემბერი 2020, 09:58

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ოზურგეთში შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის მხარის რწმუნებული, ზურაბ ნასარაია მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბაიერნი

25 სექტემბერი 2020, 09:48

სპორტი

უეფას სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო

უეფას 2020 წლის სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო. „რეკორდმაისტერსა“ და „სევილიას“ შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ოვერტაიმში კი მიუნხენელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველ ნახევარში ლუკას ოკამპოსის თერთმეტმეტრიანს ზუსტი დარტყმით ლეონ გორეცკამ უპასუხა. გამარჯვების ბურთი კი 104-ე წუთზე ხავი მარტინესმა გაიტანა.

კორონავირუსი

25 სექტემბერი 2020, 09:29

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში საერთო ჯამში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა აღრიცხული

აჭარა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, 22:00 საათიდან კი, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა.

პარლამენტი

25 სექტემბერი 2020, 09:20

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს „ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში შესატან ცვლილებებს რამდენიმე კომიტეტი განიხილავს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმოქმედებს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება სამედიცინო პერსონალი, ხოლო სამედიცინო პუნქტი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღიჭურვება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

25 სექტემბერი 2020, 09:15

საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა დღეს გაირკვევა

გუშინ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. კანდიდატურა მოხსნა ალექსანდრე ვახტანგოვმა. გენერალური დირექტორობის მსურველი ამჟამად თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე არიან. მაუწყებლის დირექტორს საბჭო 6 წლის ვადით აირჩევს.

ჯანდაცვის სამინისტრო

25 სექტემბერი 2020, 09:05

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად რეგისტრაცია დაიწყო

სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა 150 000-ზე ნაკლებია, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია არ სჭირდებათ. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის პირველ ნოემბრამდე.

ოკუპაცია

25 სექტემბერი 2020, 08:44

პოლიტიკა

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გათავისუფლდება

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გუშინ განაცხადა.

ნატო

25 სექტემბერი 2020, 08:27

პოლიტიკა

გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

პრესრელიზის მიხედვით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად, ბრიუსელს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა. შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.