imedi /  03 სექტემბერი 2020, 18:32 / სანდო წყარო

მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ჯანმოს ყოველწლიური შესატანი თანხის დარჩენილ ნაწილს არ გადაურიცხავს

ტრამპის ადმინისტრაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ყოველწლიური შესატანის ნაწილს არ გადაურიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2020 წლის შენატანის ნაწილს არ გადაუხდის, რაც 60 მილიონზე მეტ დოლარს შეადგენს.

7 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს.

29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაუნაწილებს. 15 აპრილს აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.

ყველა სიახლე

დავით გარეჯი

30 სექტემბერი 2020, 20:17

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: როგორც ჩანს ,,გაქცეული პრეზიდენტის" წამოცდენა დავით გარეჯის და 70-80 მილიონის თემაზე, მალე აღიარების სერიის გაგრძელებაში გადაიზრდება

,, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძალიან სახიფათო და ამავდროულად ძალიან სამარცხვინო განცხადება, როგორც ჩანს კვალის დაფარვას და აზერბაიჯანისთვის კოჭის გაგორებას ემსახურებოდა. რა თქმა უნდა აუცილებელია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მაგრამ როგორ იტყვიან ,,გაქცეული პრეზიდენტისგან" არაფერია გასაკვირი და ყველაფერი მოსალოდნელია”,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

სოსო მანჯავიძე

30 სექტემბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: კვლავ ქვემო ქართლს უჩიჩხინებენ, რომ დავით-გარეჯთან დაკავშირებული დანაშაული გადაფარონ და ახალ უბედურებაში გახვიონ ქვეყანა

საქართველოს ტერიტორიების ომით თუ უომრად ჩაბარება არის ფაქტი, რომელიც აშკარა და თვალსაჩინოა. არაა საკმარისი ამის შესახებ გადაცემების ჩაწერა, საჭიროა დამნაშავეების დაჭერა მკვლელს არ ასვენებს ჩადენილი დანაშაული და დანაშაულის ადგილზე მიყავს უნებურად, ისე ვერ ისვენებენ და კვლავ ქვემო ქართლს უჩიჩხინებენ, რომ დავით-გარეჯთან დაკავშირებული დანაშაული გადაფარონ და ახალ უბედურებაში გახვიონ ქვეყანა, - ამის შესახებ ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ნიკოლეიშვილი

30 სექტემბერი 2020, 20:11

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი რომ ყველაფრის მკადრებელია, მით უფრო ფულისთვის საქართველოში კი არა მთელ მსოფლიოში იციან, სამაჩაბლოს მიწებსა და სოფლებს ქვა-ღორღი რომ უწოდა გახსოვთ? რა, მიწებს ვერ გასცემდა?

შიში სააკაშვილსა დ მისი კლასტერისთვის უცხო ნამდვილად არაა, რამდენჯერ გვინახავს შეშინებულ-ჩასვრილ-გაქცეულები, მაგრამ ასევე გვახსოვს უტიფრად თავის მართლებისა და ყალბი ბოდიშის რეჟიმში გადასულებიც. ძალიან სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს სააკაშვილისა და მისი უპირველესი მებაირახტრე-პროპაგანდისტის, ნიკა გვარამიას ნებისმიერი განცხადება საქართველოს ეროვნული ინტერესების, მათ შორის დავით გარეჯის შესახებ,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 20:08

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯზე: დარწმუნებული ვარ, ამ გამოძიების პროცესში ოპოზიცია ჩარევას ვერ შეძლებს

ეს ბადებს კითხვებს, თუ რატომ მიიღეს მათ ასე მწვავედ ამ გამოძიების დაწყება, როდესაც საქმე ეხება მართლაც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს, სადაც ყველა მოქალაქე, მიუხედავად ისი პოლიტიკური კუთვნილებისა, უნდა იყოს ერთ პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოძიების პროცესში ოპოზიცია ჩარევას ვერ შეძლებს და ეს პროცესი იქნება სამართლებრივი, ობიექტური და დაგინდება თუ რა მოხდა რეალურად, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანგელა მერკელი

30 სექტემბერი 2020, 19:52

COVID19

ანგელა მერკელი: ყველაფერს გავაკეთებ, რათა საყოველთაო კარანტინის ახალი რეჟიმი თავიდან ავიცილოთ

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოქალაქეებს მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიის შეკავებაზე მიმართული ყველა რეკომენდაცია დაიცვან.

ნათია მეზვრიშვილი

30 სექტემბერი 2020, 19:51

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერის ვიზიტზე: ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში, ჩვენმა პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება, ყველა მიმართულებით, რომელშიც ქვეყანა რეფორმებს ახორციელებს

ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხვალინდელ დღეს, რაც ბუნებრივია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რასაც პრემიერ-მინისტრმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

30 სექტემბერი 2020, 19:42

საზოგადოება

ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ 1323 ობიექტზე განხორციელდა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 19:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: არავის მივცემთ საშუალებას, რომ კონსტრუქციული და პოზიტიური საარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, დააზიანოს და ჩრდილი მიაყენოს

ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ კონსტრუქციული და ის პოზიტიური საარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს დააზიანოს და ჩრდილი მიაყენოს ამ დემოკრატიულ მიღწევას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ღირებულება ყოველთვის იყო დემოკრატიის გაძლიერება, თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კონსტრუქციული თანამშრომლობა.

30 სექტემბერი 2020, 19:30

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 7 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

30 სექტემბერი 2020, 19:30

საზოგადოება

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს თითოეულ ქულას. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა, ქულების დასაბუთება და შეფასება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვინაობის მითითების გარეშე, ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

30 სექტემბერი 2020, 19:24

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის უწყება: აზერბაიჯანის არმიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ საკუთარი ძალებით შეუძლია გამარჯვების მოპოვება

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში აზერბაიჯანის არმიამ მსოფლიოს აჩვენა, რომ საკუთარი ძალებით შეუძლია გამარჯვების მოპოვება.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 19:18

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში, არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ტარდება

არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად მიიღო.„ეს უკვე ისტორიაა და მას ვერანაირი განსხვავებული ინტერპრეტაცია ვერ ექნება. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პირველად საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ტარდება არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 19:16

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვქმნით იმ პოლიტიკურ მომენტს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს

გიორგი გახარიას ბრიუსელში ჰქონდა მაღალი დონის და მნიშვნელოვანი შეხვედრები. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და და ჩვენს ქვეყანას, აქვს დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ნატო ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განმტკიცებას ნიშნავს. „საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, ნატოში გაწევრიანების თვალსაზრით. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად მოთხოვნას. ნატო ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ჯგუფი, სამხედრო და თავდაცვის მიმართულებით საქართველო სრულად აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებს და ასევე დემოკრატიის

დეკანოზი ანდრია

30 სექტემბერი 2020, 19:10

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია დავით გარეჯზე: ჩვენთვის მტკივნეული საკითხია ის, რომ ჩვენი სიწმინდის გაყოფა მოხდა წინასწარ შემუშავებული სასაზღვრო ხაზით

რა მასალები აქვს პროკურატურას, ძალიან რთულია ჩვენთვის ამის თქმა, რადგან ჩვენც იგივე ინფორმაცია გვაქვს, რაც ზოგადად, საზოგადოებისთვისაა ცნობილი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამა ანდრია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ პრობლემას შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო ყოფილმა კომისიამ ძალიან საეჭვო დასკვნები დადო და პროკურატურის განცხადებაც შესაძლოა, აღნიშნულ საკითხს ეხება.

30 სექტემბერი 2020, 19:05

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2020, 19:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მე-9 მოწვევის პარლამენტში მთავრობის წევრთა ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად აღემატება წინა 20 წლის ჯამურ მაჩვენებელს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად აღემატება მანამდე, 20 წლის განმავლობაში ჯამში ზედამხედველობის ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევებს. ამის შესახებ მან მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

დმიტრო კულება

30 სექტემბერი 2020, 18:59

მსოფლიო

დმიტრო კულება: უკრაინა ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ სცნობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა არ აღიარებს ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

30 სექტემბერი 2020, 18:57

საზოგადოება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორს, მერაბ ჩუხუას მოუსმინა

მომხსენებლის თქმით, თანამედროვე საქართველოს ჩრდილოკავკასიური მიმართულება ქვეყნის სამეცნიერო-კულტურული პოლიტიკის ერთიან და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ მხრივ თანამიმდევრული, მწყობრი ნაბიჯების გადადგმა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონული მასშტაბის ანგარიშგასაწევ ძალად (Regional Power) ფორმირებას და საზოგადოდ სახელმწიფოებრივი პოზიციების განმტკიცებას.

30 სექტემბერი 2020, 18:48

COVID19

თელავში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ნიმუში გეგმიური შემოწმების დროს აუღეს და დღეს ცნობილი გახდა, რომ პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. მედიკოსი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება. სპეციალისტებმა ექიმს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარეს, რომლის პასუხი ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

30 სექტემბერი 2020, 18:43

კულტურა

ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში გამოჩნდა

ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში გამოჩნდა. მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართველი პოეტი 2020 წლის ტრანსპოეზიის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ლია სტურუას ლექსი დაიბეჭდა ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე. ჰოლანდიურ ენაზე ლექსი თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, ფრანგულ ენაზე კი ბაჩანა ჩაბრაძემ.