imedi /  03 სექტემბერი 2020, 19:09 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 272 912 შემთხვევა დადასტურდა, 35 507 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

01 ოქტომბერი 2020, 21:47

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს და კიდევ უფრო განამტკიცებს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის უმთავრეს მონაპოვარს, ადამიანის თავისუფლებას, უსაფრთხოებას და დემოკრატიულ, კონსტიტუციურ წეს-წყობილებას

2012 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებითად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი. ქვეყანამ მიიღო ახალი, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, გაძლიერდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და პარლამენტის ოპოზიციის უფლებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:43

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ მიერ არჩეული მშვიდობიანი პოლიტიკა უალტერნატივოა

„სახელმწიფოებრივი სიმყიფის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო სახელმწიფოებრივი მდგრადობის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახერხებს ეჭიროს პრინციპული და ღირსეული პოზიცია, როდესაც საქმე ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, იქნება ეს ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა, თუ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია. „ოკუპაციის ურთულეს პირობებშიც კი, როდესაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჩვენი მოქალაქეები, ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან, ჩვენი რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით, ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რასაც გვიწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებამდე“ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აიცილა არეულობა, ქაოსი და სისხლისღვრა

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს არ ახსოვს სტაბილურობისა და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების ესოდენ ხანგრძლივი პერიოდი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

01 ოქტომბერი 2020, 21:36

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა

საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას.

მაია ცქიტიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:33

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მხოლოდ 2020 წელს იმდენი მაგისტრალი აშენდა, რამდენიც 2012 წლამდე ერთად აღებული

„კიდევ უფრო გაიზარდა გზების რეაბილიტაციის ტემპი და 3300 კილომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. აშენდა და კაპიტალურად შეკეთდა 500-ზე მეტი ხიდი. 10-ჯერ გაიზარდა ინვესტიციები წყალმომარაგების ინფრასტრუქტურაში. განხორციელდა 750-ზე მეტი პროექტი 48 მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც გაორმაგდა უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნელყოფილი მოსახლეობის რაოდენობა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:29

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში განათლების მიმართულებით 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, როცა წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 4 მილიარდ 600 მილიონი ლარი იყო

2013-2020 წლებში, განათლების მიმართულებით, 11 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში - მხოლოდ 4 მილიარდ 600 მილიონი ლარი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

01 ოქტომბერი 2020, 21:23

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: 2012 წლიდან ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა

„„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ურთულესი საერთაშორისო ეკონომიკური კონტექსტისა და ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად ქართულმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი​ წინსვლა განიცადა. 2012 წლიდან ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა. გატარდა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეფორმები, რის შედეგადაც, ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში არსებითად გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:20

ეკონომიკა

ბიძინა ივანიშვილი: „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველომ მსოფლიოში 69-ე ადგილიდან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა

„მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოში 69-ე ადგილიდან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ოქტომბერი 2020, 21:19

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხურმა დიპლომატიამ დიდ გამარჯვებას მიაღწია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხურმა დიპლომატიამ დიდ გამარჯვებას მიაღწია.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:12

ეკონომიკა

ბიძინა ივანიშვილი: წინა ხელისუფლებამ 9 წელიწადში 68 კმ ავტომაგისტრალი დააგო, ჩვენ კი 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს ვაკეთებთ

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ასეულობით მილიონი ლარი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა, რამაც ჯამში 3 300 კილომეტრზე მეტი შეადგინა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 21:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი უალტერნატივო სივრცეა ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის

ევროკავშირი არის უალტერნატივო სივრცე ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:04

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად, 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო, წინა ხელისუფლებამ კი, ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში მხოლოდ 650 მლნ ლარი გაიმეტა

არ იფიქროთ, რომ თავის მოსაწონებლად და სატრაბახოდ მომყავს ეს რიცხვები. ქართველი კაცი ვაზს უნდა აშენებდეს, აბა რას უნდა აკეთებდეს და ნორმალური ხელისუფლებაც ამაში უნდა ეხმარებოდეს საკუთარ ხალხს, - სტატისტიკა თვალსაჩინოებისთვის მომყავს მხოლოდ, სხვაობა რომ ნათლად დაინახოთ. 2012 წლამდე ყურძნის მოსავალი წლიურად 50-55 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი, ეს მაჩვენებელი ექვსჯერ გაიზარდა და 300 ათას ტონას მიაღწია.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 20:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი საარჩევნო პროგრამის მიზანია ისეთი რეფორმების განხორციელება, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას

ჩვენი საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში ჩართული იყო პარტიის პოლიტიკური გუნდი, ფართო შემადგენლობით: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარლამენტის მოქმედი და მომავალი წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და კვალიფიციური ექსპერტები, - პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 20:54

COVID19

ირანში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 825 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:52

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობას გვიწუნებს ძალა, რომლის ჯანდაცვის მინისტრმა „ქათმის გრიპის“ პანდემიის დროს ბედობა დღეს „დაგვამშვიდა“ - მოსახლეობის მესამედი დაიხოცებაო

„ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია, და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია. სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მივიღეთ, რადგან ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, - დემოკრატია სხვა ღირებულებას უბრალოდ, არ იცნობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 20:43

რეგიონი

გოჩა კურდღელია: ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და ადამიანზე ზრუნვაა, რაც პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა

ფოთის ცენტრალურ პარკში ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მერმა მოქალაქეებს 2013-2020 წლებში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:38

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, როცა წინა ხელისუფლების დროს, ამ პარამეტრში ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით

მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საქართველო ე.წ. „შავ სიაში“ ჰყავდათ შეყვანილი და მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარების პროცესი, სადაც დაცულია ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სადაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეები არ იდევნებიან.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:24

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არ ვიტყუებოდით და მათსავით სამ-სამჯერ არ ვხსნიდით ხიდსა თუ საწარმოს, წითელ ლენტს არ ვჭრიდით თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს

ხელისუფლების დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ფიქრი რევანშზე, რომლის განხორციელებისთვის, ისევ იმ მრავალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც მართლაც სწორუპოვრად ფლობენ და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებას - სიცრუე და ძალადობა, დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:17

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს

მინდა ჩვენს საამაყო მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქმნება საქართველოს ეკონომიკა და დოვლათი, შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი და როგორ ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს, საგანგებოდ შექმნილი სადამსჯელო სახელმწიფო ინსტიტუტები. ბიზნესისათვის, ის პერიოდი იყო, მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:16

მსოფლიო

მედია: კიევის ერთ-ერთ რესტორანში უცნობი მამაკაცი მიხეილ სააკაშვილს ცივი იარაღით დაემუქრა. ვიდეო

უკრაინული გამოცემა „სტრანას“ ინფორმაციით, 30 სექტემბერს კიევში მდებარე რესტორან Fabius-ში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემას პოლიციაში განუცხადეს.