imedi /  04 სექტემბერი 2020, 18:26 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: „ნუ ვეძებთ კატას ბნელ ოთახში“, COVID-19-თან ბრძოლაში საქართველოს წარმატება კარგი მენეჯმენტის შედეგია

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში მიღებული საგანგებო ზომები და შეზღუდვები სულაც არ ყოფილა ევროპის და ამერიკის სხვა ქვეყნებზე უფრო მკაცრი, - ასე ეხმაურება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ინფექეციონისტ მაია ბუწაშვილის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ პოსტს და განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ბევრ სხვა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია.

„ა.წ. 27 აგვისტოს ქ-ნმა მაია ბუწაშვილმა ფეისბუქზე განათავსა პოსტი, სადაც ის ცდილობს გაანალიზოს, თუ რატომ არის სიკვდილობის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი ევროპისა და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებში, ზოგიერთ განვითარებად ქვეყანასთან შედარებით. განხილულია ყველა შესაძლო მიზეზი, გარდა იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს COVID-19-ის უკეთესი მენეჯმენტი ზოგადად და კლინიკებში კერძოდ. ამას ქ-ნი მაია არ უშვებს.

ყურადღებას იპყრობს ფრაზა „ხომ წარმოუდგენელია, რომ ამ უკანასკნელ ქვეყნებში (მათში საქართველოც შედის) COVID-ით დაავადებულებს უფრო კარგად უვლიან და მკურნალობენ, ვიდრე მსოფლიო მედიცინის საუკეთესო დონის ქვეყნებში“. თავის ა.წ. 3 სექტემბრის პოსტში ქ-ნი მაია ასევე ამბობს - „როგორ დავიჯერო, რომ ჩვენ ექსკლუზიურად მივხვდით, რომ მკაცრი კარანტიანი კარგია და იმათ გაუჭირდათ ამის მიხვედრა და რაც დაემართათ ამიტომ დაემართათ“. როგორც ამბობენ „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო”.

საყურადღებოა აგრეთვე ამ პოსტზე ბ-ნ გიორგი კანდელაკის კომენტარი, რომლის მიხედვითაც აშშ-ში სიკვდილობის რეალური მაჩვენებელი, არა 3,4%, არამედ მხოლოდ 0,26%-ია, ანუ საქართველოს სიკვდილობის მაჩვენებელზე (1,21%) უფრო დაბალი და რომ ჩვენი საავადმყოფოები „გავსებულია სრულიად ასიმპტომური პაციენტებით“?!, რომლებიც „მიწას რომ ხნავდნენ, ისე წამოიყვანეს საავადმყოფოში“.

შეიძლებოდა ამ პოსტისა და კომენტარისთვის დიდი ყურადღება არც მიგვექცია, რომ არა ერთ რამ. ასეთი პოსტები თესავენ მოსახლეობაში ნიჰილიზმს, უნდობლობას და იმის განცდას, რომ საქართველოში არ შეიძლება რაიმე კარგად და მითუმეტეს სხვა ქვეყნებზე უკეთ კეთდებოდეს.
ქ-ნ მაიას და ბ-ნ გიორგის ინტელექტისა და პროფესიონალიზმისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით მათ პოზიციას და ტენდენციურ შეფასებებს და შევეცდები განვმარტო რატომ. თუ მათთვის ჩემი არგუმენტები დამაჯერებელი არ იქნება, მზად ვარ შევხვდე ტელედებატებში.

ქ-ნო მაია! გეთანხმებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რესურსი მთლიანობაში გაცილებით უფრო მწირია, ვიდრე ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, შვეიცარიის და სხვა მსგავსი ქვეყნების, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში არ შეგვიძლია უფრო წარმატებული ვიყოთ. ასეთი მაგალითი არაერთია. თუნდაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიღწეულია განკურნების მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 99% (რაც მთელმა მსოფლიომ აღიარა). ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ჩვენს იმ დროისთვის (2016 წელს) ინოვაციურ პროტოკოლს თქვენ „ნაჯახის სუპი“ უწოდეთ და ამ „ნაჯახის სუპმა“ განკურნების მსოფლიოში სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებლები დადო.

მე არ ვიცი, რა ხდება აღრიცხვიანობის თვალსაზრისით ბანგლადეშში, ზიმბამბვეში, ან ტუვალუში, ვერც იმაზე დავდებ თავს, თუ რამდენად სარწმუნოა ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ავტორიტარული ქვეყნების მონაცემები, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებით ნებისმიერი, სულ მცირე მანიპულირებაც კი გამორიცხულია და ეს თქვენც კარგად იცით. ამიტომ საქართველოს მიერ დადებულ შედეგებს ძალიან მაღალი ნდობა აქვთ და ეს შედეგები მთლიანად განპირობებულია იმით, რომ ქვეყანა სხვებზე უკეთ მართავს COVID-19-ის პანდემიას. დიახ, ეს ასეა, გჯერათ, თუ არა ამის და მოგწონთ, თუ არა ეს.

პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების ყველაზე მთავარი მაჩვენებელი - ეს არის მოსახლეობის 1 მილიონზე COVID-19-ის შემთხვევების და განსაკუთრებით COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც არანაირ მანიპულირებას და განსხვავებულ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და მსოფლიოს (World meter, ჯანმო და სხვ.) ოფიციალური მონაცემებით ორივე ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ის 379 შემთხვევა და 5 გარდაცვლილი მოდის, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. ასე მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის ყოველ 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 113-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში, 115-ჯერ ნაკლები ვიდრე შვედეთში, 124-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში, 122-ჯერ ნაკლები ვიდრე დიდ ბრიტანეთში, 117-ჯერ ნაკლები ვიდრე იტალიაში, 94-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში, 24-ჯერ ნაკლები ვიდრე რუსეთში, 22-ჯერ ნაკლები ვიდრე გერმანიაში, 59-ჯერ ნაკლები ვიდრე სომხეთში, 10-ჯერ ნაკლები ვიდრე აზერბაიჯანში, 15-ჯერ ნაკლები ვიდრე თურქეთში და ა.შ. და ა.შ.

საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებაში არიან ეჭვმიტანილი. ეს არის COVID-19-ით გარდაცვლილთა ზუსტად დათვლილი მაჩვენებლები 1 მილიონ მოსახლეზე და მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს, თუ რას შეიტანთ დენომინატორში - მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ და მძიმე პაციენტებს, თუ უსიმპტომოებს და სავარაუდოდ ინფიცირებულებს და ეს არის ყველაზე სარწმუნო კრებითი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდებოდა ესა თუ ის ქვეყანა COVID-19-ის პანედემიას და მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

როგორ გახდა ეს შესაძლებელი. ჩინეთში COVID-19-ის გაჩენისთანავე საქართველოში ჩამოყალიბდა ეპიდემიოლოგების, ექიმების და მთავრობის ერთიანი გუნდი, რომელმაც სხვა ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით დროულად და სწორად შეაფასა მოსალოდნელი საფრთხე და წინსწრებით გაატარა პრევენციული ღონისძიებები. საქართველოს სახელმწიფო ვერტიკალის საპასუხო ღონისძიებები იყო დროული, ადექვატური და ძალიან ეფექტური. ამასთან ყველა შემთხვევაში გამოიყენებოდა მხოლოდ პროპორციული ძალა, არც მეტი, არც ნაკლები. ხაზს ვუსვამ პროპორციული და არა გადაჭარბებული. ამის შესანიშნავი მაგალითია კონტროლი საზღვრებზე, საგანგებო ზომების შემოღება და მოხსნა საჭირო დროს და საჭირო მოცულობით, მყისიერი რეაგირება COVID-19-ის თითეულ მიკროაფეთქებაზე და კერის უმოკლეს დროში ლოკალიზება/ლიკვიდაცია ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭირო სერვისებით უზუნველყოფის ფონზე.

ამ პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (ბ-ნი ამირან გამყრელიძე, ბ-ნი პაატა იმნაძე, ქ-ნი ხათუნა ზახაშვილი და სხვ.) და პირადად პრემიერ მინისტრმა და მისმა გუნდმა, რომლებმაც კრიზისული სიტუაციების მართვის უმაღლესი კლასი გამოავლინეს.

რაც შეეხება COVID-19-ის ავადმყოფების მკურნალობას და მოვლას, თავიდანვე შემუშავებული იყო პაციენტთა ნაკადების მოძრაობის ძალიან ეფექტური ალგორითმი - სასწრაფო დახმარების სამსახურის, ოჯახის ექიმების, ცხელების კლინიკების და COVID კლინიკების მონაწილეობით. უზრუნველყოფილი იყო ყველა რისკის ჯგუფის პირის შეუფერხებელი PCR ტესტირება. დიაგნოზის დასმა ხდებოდა 12 საათში, მაქსიმუმ 24 საათში. არცერთი პაციენტი 1 საათითაც კი არ მდგარა რიგში. ყველა ჰოსპიტალიზებული ავადმყოფი უზრუნველყოფილი იყო მულტიდისციპლინური ჯგუფის (და არა მხოლო ინფექციონისტის ან რეანიმატოლოგის) 24 საათიანი მომსახურებით.

პაციენტების საბაზისო მკურნალობა უზრუნველყოფილი იყო საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა, რომ COVID-19 არ არის მხოლოდ ფილტვების დაავადება და ის მულტისისტემურ დაზიანებებს იწვევს, ყველა პაციენტთან ხორციელდებოდა სისხლის შემდედებელი სისტემის მონიტორინგი და თრომბოემბოლიური გართულებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, დროული და ადექვატური რეაგირება ბაქტერიულ ინფექციებზე, ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროული დიაგნოსტიკა და მართვა, ფილტვების დაზიანების L და H ტიპების დიფერენცირება და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება და სხვ. და სხვ. პირველივე დღეებიდან მუშაობდა ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც აანალიზებდა მსოფლიო გამოცდილებას, მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგებს, ინოვაციურ მიდგომებს, არჩევდა მათგან საუკეთესოს და ნერგავდა უმოკლეს დროში, სისხლის ექსტრაკორპორალური გაწმენდის (ძვირადღირებული სორბენტების საშუალებით) და კონვალესცენტების პლაზმის გადასხმის ჩათვლით და სხვ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ COVID-19-თან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები გამოდგა მდგრადი, რაც გამოიხატება იმაში, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას მაშინვე მოჰყვა ახალი შემთვევების ხელახალი მკვეთრი მატება, საქართველოში კი ეს ან არ იყო ან მინიმალურად იყო გამოხატული, კერძოდ, საქართველოში ახალ შემთხვევათა მაქსიმალური დღიური მაჩვენებელი 38-ია, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში იგი ასეულობით, ათასებით და ათეულ ათასებით იზომება. ასეთი მდგრადობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში შექმნილი იყო სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციების და სერვისების მდგრადი სისტემა.

უცხოეთში მცხოვრები, მათ შორის COVID-19-ით ინფიცირებული ჩვენი თანამოქალაქეებისგან და ჩვენი მრავალრიცხოვანი უცხოელი პარტნიორებისგან შესანიშნავად ვიცით (ალბათ თქვენც იცით) თუ რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ სხვა, მათ შორის ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში. გულზე ხელი დაიდეთ და გვითხარით, რამდენი ხანი ელოდნენ იქ პაციენტები PCR ტესტირების პასუხს, კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ და სხვა გამოკვლევებს. რამდენი ხანი ელოდნენ პაციენტები, მათ შორის მძიმე პაციენტები ჰოსპიტალიზაციას.

ბევრი ავადმყოფი ისე კვდებოდა, რომ ექიმამდეც ვერ აღწევდა. მოსახლეობა საკუთარი ბინების ფანჯრებიდან უდიდესი სტრესის ქვეშ უყურებდა, თუ როგორ მოდიოდნენ სპეცმანქანებით, სპეცტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები და გამოჰყავდათ სახლებიდან მიცვალებულები. ქვეყნები დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ და ამის შემდეგ კიდევ ვინმეს ჰგონია, რომ „იქ“ ყველაფერი კარგად იყო და „აქ“ ყველაფერი ცუდად? ეს რატომღაც ზოგიერთ „ურწმუნოს“ ჰგონია ასე, თორემ მთელი დანარჩენი მსოფლიო ერთხმად აღიარებს საქართველოს უდიდეს წარმატებას და არ ეძებს ამ წარმატების ახსნას რაღაც სოფისტიკურ (ფორმალურად სწორი, მაგრამ არსებითად მცდარი დასკვნა) გათვლებში. საქართველოს წარმატებას ცალსახად აღიარებენ ჯანმო და გაერო, წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელები, ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოები და გამოცემები, დარგის მსოფლიო ლიდერები, მათ შორის პროფესორი Anthony Fauci, პროფესორი Jens Lundgren და სხვები. არაერთი ქვეყნიდან ითხოვენ საქართველოს გამოცდილების გაზიარებას და ა.შ, და ა.შ.

რაც შეეხება ბ-ნ გიორგის შეფასებას, რომ ამერიკის CDC-ის მონაცემებით აშშ-ში სიკვდილობის პროცენტი არის მხოლოდ 0,26% (და არა 3,04%, როგორც ეს ოფიციალურად დეკლარირებულია), ეს აბსოლუტურად არარელევანტურია, რამდენადაც პრინციპულად სხვა მაჩვენებელს ასახავს. ჯერ ერთი, ეს არის ამერიკის CDC-ს ძველი, 24 მაისის მონაცემები (სადღეისოდ იგი 0,65%-ია), მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთელ მსოფლიოში სიკვდილობის პროცენტი ითვლება ყველა დიაგნოსტირებული COVID-19 შემთხვევისაგან (ე.წ. CFR). ამ პრინციპით World meter-ის, ჯანმო-ს და რაც მთავარია, იგივე ამერიკის CDC-ის ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში ა.წ. 2 სექტემბერისთვის ოფიციალურად დაფიქსირებულია 6 047 692 დიაგნოსტირებული COVID-19 შემთხვევა და მათგან გარდაიცვალა 184 083 ავადმყოფი (3,04%). რაც შეეხება მაჩვენებელს, რომელზედაც ბ-ნი გიორგი აპელირებს, იქ სიკვდილობის პროცენტი დათვლილია არა დიაგნოსტირებული შემთხვევებიდან, არამედ COVID-19-ით ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვიდან (ე.წ. IFR).

ეს მაჩვენებელი შესადარებლად არ გამოიყენება, რამეთუ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვის ზუსტად განსაზღვრა ძალიან ძნელია და შესაძლოა ძალიან დიდ ფარგლებში მერყეობდეს. და თუ ბ-ნ გიორგის მაინცდამაინც ამ მაჩვენებლის გამოყენება უნდა (რომელიც სადღეისოდ იგივე ამერიკის CDC-ის მონაცემებით არა 0.26% არამედ 0.65%-ია), მაშინ იგი სხვა ქვეყნებშიც ანალოგიურ მაჩვენებლებს (IFR-ს და არა CFR-ს) უნდა შედარდეს და ამ პრინციპით (IFR) დათვლილი სიკვდილობა ყველა ქვეყანაში CFR -ით დათვლილზე გაცილებით დაბალი იქნება, მითუმეტეს, რომ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში PCR ტესტირებულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში. ასე, რომ ამერიკის 0,65%-ის შედარება საქართველოს 1,21%-თან აბსოლუტურად არარელევანტურია და სოფისტიკის სფეროდანაა, რამეთუ საქართველოში IFR შესაძლოა 0,1%-ზე დაბალიც კი იყოს.

და ბოლოს. ბ-ნო გიორგი! რომელ COVID კლინიკებში ხართ ნამყოფი და სად ნახეთ, რომ ისინი გადავსებულია „სახნავ-სათესიდან წამოყვანილი უსიმპტომო ავადმყოფებით“. სინამდვილეში PCR ტესტირებით დიაგნოზის დასმის მომენტისთვის კლინიკურად უსიმპტომო იყო მხოლოდ 11%, შემდგომში მათ ნაწილს სხვადასხვა სიმპტომები გამოუვლინდა, მათ შორის რადიოლოგიურად დადგენილი პნევმონიაც და აბსოლუტურად უსიმპტომო COVID -19-ით პაციენტების რაოდენობა ჰოსპიტალიზებულთა შორის 5-6%-ს არ აღემატება.

ასეთია ჩვენი თვალით დანახული სიმართლე და ვიმეორებ - თუ ქ-ნ მაიას და ბ-ნ გიორგის ის დამაჯერებლად არ ეჩვენებათ, მზად ვარ შევხვდეთ მათ ტელედებატებში.

P.S. რაც შეეხება ქ-ნ მაიას ა.წ. 3 სექტემბრის პოსტს - ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი რომ ვიხმაროთ „ნეტარ არიან ურწმუნონი“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში მიღებული საგანგებო ზომები და შეზღუდვები სულაც არ ყოფილა ევროპის და ამერიკის სხვა ქვეყნებზე უფრო მკაცრი. უბრალოდ ჩვენთან მათ საჭირო დროს და საჭირო ფორმით ვიყენებდით. არც ეკონომიკის რეცესია არ ყოფილა სხვა ქვეყნებზე მეტად. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის მხრივ აუცილებელი რეგულაციების დაუცველობა წავახალისოთ და მათი წილი პასუხისმგებლობის შესრულება არ მოვთხოვოთ.

მინდა მოსახლეობას მივმართო აბრაამ ლინკოლნის სიტყვებით „ყველა საფრთხე მოგვარებადია, თუმცა რწმენა იმისა, რომ ყველა საფრთხე ჩავლილია, უკვე თვითონ წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს“. რაც შეეხება ქ-ნ მაიას შენიშვნას, რომ „რეგულაციები იმდენად მოზომილი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში „ყელში არ ამოუვიდეს ხალხს“ , სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენს მოსახლეობას სწორედ ასეთ რეგულაციებს ვთავაზობთ: „პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირება დახურულ სივრცეებში, სანიტაიზერები, ხალმხრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება და ყველანაირ სამედიცინო სერვისზე შეუზღუდავი წვდომა“. მერწმუნეთ, ბევრ სხვა ქვეყანაში ეს რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. თუ ქ-ნმა მაიამ რაიმე უკეთესი იცის, გვირჩიოს", - ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში, რომელიც მან ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის Facebook-ზე გაავრცელა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

24 სექტემბერი 2020, 01:19

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უზენაეს სასამართლოში შეიძლება გადაწყდეს.

24 სექტემბერი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ვიეტნამში პოლიციამ გამოააშკარავა დაწესებულება, რომელიც გამოყენებულ პრეზერვატივებს ყიდდა

ვიეტნამის პოლიციამ აღმოაჩინა გადამუშავებული, გამოყენებული პრეზერვატივების დიდი რაოდენობა, რომელსაც ობიექტი შემდგომში ფასდაკლებით ყიდდა. LadBible-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაწესებულება ბინაში იყო მოწყობილი და იქ დაახლოებით 324,000 გამოყენებული პრეზერვატივი ხელმეორედ იფუთებოდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

24 სექტემბერი 2020, 00:54

COVID19

ჯანმო სახელმწიფოებს მოუწოდებს, პანდემიის დროს დეზინფორმაციის წინააღმდეგ იმოქმედონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:52

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ბევრ საინტერესო პროგრამას ჩაეყარა საფუძველი

ზოგადად მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან პროგრამას ჩაეყარა საფუძველი და დეპუტატის მანდატი მომცემს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეფორმას სწორედ ამ გუნდის მმართველობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

სერგეი ტოროპი

24 სექტემბერი 2020, 00:48

მსოფლიო

რუსეთში დააკავეს კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა

რუსეთში კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა, დააკავეს. როგორც UniLad-ი იუწყება, მას ბრალი მიმდევრების ფულის გამოყენებაში და ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ედება. სერგეი ტოროპო, რომელიც მიმდევრებისთვის „ვისარიონ ქრისტე მასწავლებლის“ სახელითაა ცნობილი, კრასნოიარსკის რეგიონში, ბოლო აღთქმის სახელობის ეკლესიის ხელმძღვანელია.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:48

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: როდესაც ვაბარებდი მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები

სტერეოტიპები ნამდვილად არსებობს. როდესაც ვაბარებდი საინჟინრო ტექნოლოგიებზე მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში ისაუბრა.

24 სექტემბერი 2020, 00:46

რეგიონი

გოგი მეშველიანი: მოსახლეობასთან ერთად ვიშრომებთ არსებული გამოწვევების დასაძლევად

მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მოსახლეობასთან ერთად მათი დაძლევის გზებზე იმსჯელა. თავის მხრივ, გოგი მეშველიანი ადგილობრივებს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:33

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ

„გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც პირველ ეტაპზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამ და რეალურად ხდება, რომ ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ მონაწილეობაზე და მერე უკვე, როდესაც ეს ინტეგრირდება ჩვენს ეთიკასა და მიდგომებში,შემდეგ შეიძლება სულაც არის საჭირო ასეთი ინიციატივები“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:31

ტექნოლოგიები

მარიამ ლაშხი: ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაიქმნება

ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები პირიქით, შესაძლებლობებად გარდაიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, „ღია ეთერში ისაუბრა. მარიამ ლაშხის თქმით, ინოვაციები ერთადერთი სფეროა სადაც კორონავირუსმა სასარგებლო გავლენა იქონია. „ინოვაციების ეკოსისტემაში კოვიდმა დააჩქარა განვითარების პროცესები. რაც შეიძლებოდა რომ 5-10 წლის მერე გამოგონებულიყო ან შექმნილიყო დაჩქარდა. ამბობენ, რომ ინვესტიციები შეჩერდა, ინოვაციებში პირიქით

დმიტრო კულება

24 სექტემბერი 2020, 00:31

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად მის აღიარებას არ ნიშნავს.

გიორგი ხელაშვილი

24 სექტემბერი 2020, 00:02

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: შეგვიძლია დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში იმისთვის, რომ მოიპოვოს უმრავლესობა - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა.„იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, წინასწარი გამოკითხვების საფუძველზე, არა მხოლოდ „გორბის“, არამედ სხვა გამოკითხვებითაც, ტოვებ უზარმაზარ ნაწილს მოსახლეობის, როგორც გადაუწყვეტელს და ნაწილ, რომელსაც არ სურს თავისი აზრის გამოთქმა. შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

24 სექტემბერი 2020, 00:00

მსოფლიო

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. ამის შსახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი ნატოში გაწევრიანებაზე: როგორც კი საერთაშორისო გარემო მოგცემს ამის საშუალებას, ჩვენს მიმართ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს

თუ დავაკვირდებით ჩვენი პარტნიორების გზას, რომელიც მათ გაიარეს ნატოს წევრობისაკენ, ერთ კანონზომიერებას დავინახავთ: მათი გაწევრიანება იყო არა იმდენად მათი ძალისხმევის შედეგი, რამდენადაც ხესაყრელი პოლიტიკური გარემოსი. ამიტომაც მწყდება გული, რომ 2004-2012 წლები პრაქტიკულად ხელიდან გავუშვით, - ამის გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:54

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: დარწმუნებული, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგი შედეგი უნდა აჩვენოს ამ არჩევნებზე

წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ ეს ხდება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა. მისი თქმით, აკადემიური, გაწონასწორებული და თავაზიანი გარემო, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში არჩევნებს ახლდა, თითქოს ისტორიას ჩაბარდა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ნებისმიერ პოლარიზაციას იმისთვის, რომ დათესოს შუღლი

რუსეთის ჩარევა არჩევნებში პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე საარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ ქვეყნებში,, სადაც რუსეთმა როგორც ჩანს, თავისი როლი შეასრულა - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 23:39

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის შვილი იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა

„რესპუბლიკელი“ სენატორების განცხადებით, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:38

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლითა და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

საქართველოს დემოკრატია იმ დონეზეა და ბოლო წლებში ჩვენ მივაღწიეთ იმ საფეხურს, რომ ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა, ვინაიდან ჩვენ უკვე რამდენჯერმე ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც მიჩნეული იყო საკმაოდ მაღალი სტანდარტის, დემოკრატიულ არჩევნებად, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლით და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება

ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება, - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა „არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ საქართველო უკვე ფონს არის გასული. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, ყოველდღიური დაპირისპირება მოწინააღმდეგესთან იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაშ შეიქმნა. შესაბამისად, ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ამოსავალი წერტილი შემდეგი ოთხი წლის, როგორც პარლამენტის, ასევე თითოეული ჩვენგანის“, - განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: გუნდის ახალი წევრების წარდგენით გზავნილი „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს გაუგზავნა

„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, გასაგები მიზეზების გამო, ეს გარკვეული კონგლომერატი, კოალიცია. 2016 წელს ეს უფრო დაიხვეწა, მაგრამ მაინც რჩებოდა საკმაოდ მრავალფეროვან ჯგუფად, ახლა კი ეს ერთიანი გუნდის კონტურებს იღებს და ერთიან გუნდს, როგორც წესი, უკეთესად შეუძლია როგორც ქვეყნის მართვა, ისევე კანონების შექმნა და საერთოდ, ქვეყნის წინ წაწევა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

23 სექტემბერი 2020, 23:18

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული დაემატა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ერთი 2 წლის, ხოლო მეორე პაციენტი 10 წლის. ექიმების შეფასებით, 3 ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა მათ ამ დრომდე კლინიკური შემოწმება უტარდებათ. სამივე მათგანის კონტაქტები დადგენილია. ისინი ინფიცირებული პაციენტების კლასტერს განეკუთვნებიან.