imedi /  05 სექტემბერი 2020, 13:33 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ბოლო ერთ კვირაში ბათუმში, კარვებსა და კლინიკებში 8000-მდე ადამიანია გამოკვლეული

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ბოლო 1 კვირაში ბათუმში, კარვებსა და კლინიკებში 8000-მდე ადამიანია გამოკვლეული და მათგან მხოლოდ 8 ტესტი იყო დადებითი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პანიკისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ სიტუაცია საფრთხილოა.

„ბათუმში გვაქვს მიკრო ეპიდაფეთქება. „დონას“ კლასტერის შემთხვევების რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ამიტომაც მიმდინარეობს ინტენსიური, გაფართოებული კვლევა მიმდინარეობს ბათუმსა და ქობულეთში. ბოლო 1 კვირაში დაახლოებით 8000-მდე ადამიანია გამოკვლეული კარვებსა და კლინიკებში, აქედან 8 ტესტი იყო მხოლოდ დადებითი. „დონას“ კლასტერის გარდა ჩამოყალიბდა რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერიც და დღეს მას კიდევ 1 შემთხვევა დაემატა და თუ არ ვცდები, სულ 13 შემთხვევაა. კიდევ 8 ახალი შემთხვევა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, იმპორტირებულია 3, მათ შორის ერთია ტრაილერის მძღოლი. ასევე ვაწარმოებთ ეპიდკერებში ნამყოფი ადამიანების კვლევებს აჭარის გარეთ. ამ ნამოგზაურები ადამიანებიდან გვყავს დღეს 3 ინფიცირებული და კიდევ ერთის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. გურიაში გვაქვს 3 შემთხვევა, იქიდან ერთი უკავშირდება აჭარას და იქაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. რაც შეეხება ჩაკეტვას, არც ბათუმისა და არც აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება. ეს არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რომ რადიკალური ზომები მივიღოთ, მაგრამ მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები და მოვუწოდებთ ხალხს, რომ გაიარონ ტესტირება. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიტესტება და ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ ინფიცირებულებს, მით უფრო ეფექტურად შევაჩერებთ ვირუსის გავრცელებას. პანიკისა და განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საფრთხილოა. შემთხვევების ასეთი მატება მოსალოდნელი იყო. აგვისტოში აჭარის რეგიონში ძალიან დიდი მობილობა გვქონდა. თითქმის ნახევარი საქართველო იყო ჩამოსული აჭარაში და ეს ძალიან კარგია შიდა ტურიზმისთვის, მაგრამ უნდა დავიცვათ რეგულაციები. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სკოლები ბევრად უკეთესად არის მომზადებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ამიტომ სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაიწყება და ყველამ უნდა დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

30 სექტემბერი 2020, 18:48

COVID19

თელავის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ნიმუში გეგმიური შემოწმების დროს აუღეს და დღეს ცნობილი გახდა, რომ პასუხი კოვიდ-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. მედიკოსი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნება. სპეციალისტებმა ექიმს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარეს, რომლის პასუხი ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება.

30 სექტემბერი 2020, 18:43

კულტურა

ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში გამოჩნდა

ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში გამოჩნდა. მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართველი პოეტი 2020 წლის ტრანსპოეზიის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ლია სტურუას ლექსი დაიბეჭდა ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე. ჰოლანდიურ ენაზე ლექსი თარგმნა ინგრიდ დეხრავემ, ფრანგულ ენაზე კი ბაჩანა ჩაბრაძემ.

30 სექტემბერი 2020, 18:38

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, სხვა დანაშაულის დაფარვის მოტივით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფურად ცემის ფაქტზე ბრალდებულები ზ.ფ. და ვ.ბ. დამნაშავედ ცნო.

გიორგი გახარია ბრიუსელი ვიზიტი

30 სექტემბერი 2020, 18:30

ეკონომიკა

გიორგი გახარია ევროკომისარ ადინა ვალეანთან შეხვედრისას: საქართველოს პრიორიტეტია სრულად გამოიყენოს შავი ზღვის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების პოტენციალი

მხარეებმა ასევე ​ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე ისაუბრეს. პოზიტიურად შეფასდა საერთო საავიაციო სფეროს შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების ამოქმედება, რომელიც ახალ შესაძლებლობებს უხსნის ევროკავშირს სამეზობლოსთან სატრანსპორტო კავშირის დასამყარებლად, რაც რეგიონში წაახალისებს ვაჭრობას და გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.

ჩეხეთი

30 სექტემბერი 2020, 18:29

COVID19

ჩეხეთში 5 ოქტომბრიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ჩეხეთში 5 ოქტომბრიდან 1 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის Twitter-გვერდი ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

30 სექტემბერი 2020, 18:18

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის მუშაობისას, ის რუკები არ იქნა გამოყენებული, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა და რომლის თანახმად დავით გარეჯის კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაა

გარეჯის თემა ყოველთვის იყო რეზონანსული საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობაში. ზოგადად, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია. ამიტომაც ამ თემის გარშემო ახალი გარემოებების გამოვლენამ, რა თქმა უნდა დამატებითი რეზონანსი შესძინა მას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის მუშაობის დროს, როგორც ჩანს, არ იქნა გამოყენებული ის რუკები, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა და რომლის თანახმადაც ის ტერიტორია, სადაც განლაგებულია დავით გარეჯის კომპლექსი, საქართველოს ტერიტორიაა.

კორონავირუსი ვაქცინა რუსეთი

30 სექტემბერი 2020, 18:14

COVID19

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა დააპატენტეს

ნოვოსიბირსკელმა მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელიც ვირუსის ფრაგმენტებს შეიცავს - სინტეტიკურ პეპტიდურ ანტიგენებს. „ასეთი ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ იმუნურ რეაქციას იწვევს და მომავალში იმუნიტეტის განვითარებას უწყობს ხელს“, - ნათქვამია „როსპატენტის“ განცხადებაში.

30 სექტემბერი 2020, 18:03

პოლიტიკა

ცესკოს განცხადება კომისიის სხდომებზე პოლიტიკური დისკუსიის ინიცირებით საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა თუ სხვა დამსწრე პირთა, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და სხდომაზე განსახილველი საკითხების შეუსაბამო თემების წამოწევას და ამით მიზანმიმართულად დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.

30 სექტემბერი 2020, 18:02

კულტურა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით, ქუთაისი მიურალების საერთაშორისო ფესტივალს KIU MURAL FEST მასპინძლობს

ფესტივალის ინიციატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და განმახორციელებელი ორგანიზაცია „Tbilisi Mural Fest”. საქართველოს უკვე მეორე კვირაა სტუმრობს მსოფლიოში ცნობილი მხატვართა ჯგუფი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე შენობების მოხატვას ახორციელებს.

ნინო წილოსანი

30 სექტემბერი 2020, 18:02

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა, პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იყო გამორჩეული 4 წელიწადი

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა, პარლამენტარიზმის ისტორიაში ეს იყო გამორჩეული ოთხი წელიწადი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა პარლამენტის ფუნქცია და ის განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა, - ამის შესახებ Facebook-ზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი წერს.

ილჰამ ალიევი

30 სექტემბერი 2020, 17:55

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: მოვუწოდებ სომხებს, სომხეთის ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებების მძევლები არ გახდნენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომეხ ერს მოუწოდა, სომხეთის მთავრობას პასუხი აგებინონ.

ანტონიუ გუტერეში

30 სექტემბერი 2020, 17:54

COVID19

გაეროს გენმდივანი: ვაქცინაზე წვდომა პირველ რიგში მედიკოსებმა, სოცმუშაკებმა და მოხუცებმა უნდა მიიღონ

სახელმწიფოებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა, პირველ რიგში მედიკოსებისთვის, სოცმუშაკებისა და მოხუცებისთვის უნდა უზრუნველყონ. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

30 სექტემბერი 2020, 17:53

სპორტი

დღეს გერმანიის სუპერთასის მატჩი გაიმართება

ტრავმის გამო „დორტმუნდს“ რომან ბიურკი და ჯეიდონ სანჩო, „ბაიერნს“ კი ლეროი სანე ვერ დაეხმარება. სუპერთასი მიუნხენელებს ისტორიაში 7-ჯერ აქვთ მოგებული, დორტმუნდელებს კი 6-ჯერ და დღეს გამარჯვების შემთხვევაში ისინი მეტოქეს გაუთანაბრდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.

30 სექტემბერი 2020, 17:53

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 40,000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 110 ადამიანს გამოუვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 40,229 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 591 ადამიანი. ვირუსისგან 37,954 პაციენტი განიკურნა. აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

30 სექტემბერი 2020, 17:44

პოლიტიკა

Emerging Europe: მედიის ინტერესის მიუხედავად, მინისტრმა ზალკალიანმა უარი თქვა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან გაზიარებული დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ემყარება საერთო ინტერესებსა და ათწლეულების განმავლობაში პარტნიორობას. მჭიდრო თანამშრომლობა თბილისსა და ბაქოს შორის არა მხოლოდ ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ აძლიერებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. თუმცა, არსებობს დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი საკითხები, რომელთა მოგვარება საჭიროა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად”,- აცხადებს ავტორი.

გიორგი კახიანი

30 სექტემბერი 2020, 17:28

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ გარკვეული დაძაბულობისა და პროვოკაციების შემოტანას ამ პროცესში

ვხედავთ, რომ დაძაბულობის შემოტანისა და პროვოკაციების მცდელობაა. ეს არის ხელწერა, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადრეც და ახლაც ამას აგრძელებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, თუ არ ჩავთვლით ბოლო რამდენიმე ინციდენტს, წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა.

30 სექტემბერი 2020, 17:25

სპორტი

„ფერენცვაროში“, სადაც ლაშა დვალი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

„ფერენცვაროში“, სადაც ლაშა დვალი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 25-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The News Tribune ავრცელებს. უნგრეთის ჩემპიონმა ნორვეგიის „მიოლდესთან“ სტუმრად 3:3, საკუთარ მოედანზე კი 0:0 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასვლაზე გატანილი მეტი ბურთის წყალობით გავიდა.

30 სექტემბერი 2020, 17:24

სამართალი

შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთოს ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, მსუბუქად დაშავდა მეორე ავტომობილის მძღოლიც.

30 სექტემბერი 2020, 17:21

სპორტი

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის შეხვედრა 1-ელ ნოემბერს გაიმართება

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრა 1-ელ ნოემბერს თბილისში, მაყურებლის გარეშე გაიმართება. რაგბი ევროპის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება ევროპაში და საქართველოში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების საფუძველზე მიიღო.

გიორგი გახარია
კადრი სიმსონი

30 სექტემბერი 2020, 17:20

ეკონომიკა

გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ერთობლივი კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებული პერსპექტივები განიხილეს

შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის თქმით, შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველო სრულად აკონტროლებს სიტუაციას.