imedi /  07 სექტემბერი 2020, 12:23 / სანდო წყარო

სენაკელ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

სენაკელ მედიკოსს, რომელიც ასევე ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმია, კოვიდინფექცია დაუდგინდა.

ინფიცირებული მედიკოსი ფოთში 2 სექტემბერს მორიგეობდა და სავარაუდოდ მის ჯგუფს ბათუმიდან კოვიდინფიცირებული გადაჰყავდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფიცირებული მედიკოსის კონტაქტების შესწავლა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 23:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი პარტიული სია აჩვენებს, რომ მათ განახლების რესურსი არ აქვთ. „ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ძლიერი ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ კი თქვენ იხილეთ

01 ოქტომბერი 2020, 23:03

რეგიონი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, მათთან 30-მდე გამოძახება შევიდა, ყველაზე მოხდა რეაგირება და არავინ დაშავებულა. უწყების ინფორმაციით, გამოძახებების უმეტესობა ეზოების დატბორვებს ეხებოდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, წყალი სახლებში არ შესულა.

კლინიკა „ბომონდი“

01 ოქტომბერი 2020, 22:59

COVID19

„კლინიკა ბომონდი“ დღეს ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

„კლინიკა ბომონდი“ დღეს ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდდადებითი 84 პაციენტი რჩება.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 22:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აუცილებლად გააკეთებს

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარტია „ქართული ოცნება“ -დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველო ძალიან ახლოს არის როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან.

არჩილ თალაკვაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია, რათა გაწევრიანდეს NATO-ში

დღეს, კიდევ ერთხელ, გაცხადდა, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რისთვისაც ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სწორი, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის ხარჯზე საქართველო დღეს, დასავლეთისთვის კიდევ უფრო საიმედო პარტნიორია.

01 ოქტომბერი 2020, 22:54

COVID19

კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა

imedinews- ის ინფორმაციით, კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა. საექიმო საქმიანობის გარდა, დაინფიცირებული ქალი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიცაა. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების და დაინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ, მანამდე კი კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება.

01 ოქტომბერი 2020, 22:52

სპორტი

უეფამ საქართველოს ბელარუსთან მატჩზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დასწრების უფლება მისცა

ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა, რომელმაც შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა გულშემატკივარს საქართველო - ბელარუსის თამაშის დროს ტრიბუნებზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ბილეთები ხელმეორედ, 16 ათას მაყურებელზე გაიყიდება.

არჩილ თალაკვაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ბევრი დაზიანებული ადამიანია, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქცია მოქალაქეებს და სამშობლოს

გაუგებარია, თუ რა აკავშირებთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან და კიდევ უფრო გაუგებარია ამ სიაში ზოგიერთი ადამიანი, რა ნიშნით დადგა იმ დამნაშავე პოლიტიკური პარტიის და ძველი კრიმინალური ოპოზიციის გვერდით, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, განაცხადა.

ანა ნაგდალიანი

01 ოქტომბერი 2020, 22:45

მსოფლიო

სომხეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია

ოფიციალურმა ერევანმა ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:42

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, ამერიკის საგარეო სამხედრო დაფინანსება საქართველოში გაორმაგდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო სიის პრეზენტაციაზე საზოგადოებას საქართველოს თავდაცვს პოლიტიკის ამოცანები წარუდგინა. ღარიბაშვილის განცხადებით, უმთავრესი ეს არის ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება; ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა, ეფექტიანი რეზერვისა და რეკრუტირების სისტემის ჩამოყალიბება.

01 ოქტომბერი 2020, 22:33

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 182 ადამიანი გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:30

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანმრთელობის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა

„2012 წლიდან ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინასება, რაც დღეის მდგომარეობით, 350 მილიონ ლარს შეადგენს, პენსია 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერებისთვის კი 300 ლარამდე გაიზარდა. სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიანი რეგონების მოსახლეობისთვის. ორნახევარჯერ გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო 5-ჯერ გაიზარდა სოცალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა. ორნახევარჯერ გაიზარდა შშმ პირთა დახმარება. 2013 წლიდან 2020 წლამდე 22500 დევნილი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მარიამ ქვრივიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა. 4 700 000-დან 9 400 000-მდე გაიზარდა საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. 2.5-ჯერ, ფაქტობრივად 2 მილიარდით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2019 წელს ის გაუტოლდა 3,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, ტურიზმის სფეროში განხორციელებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

01 ოქტომბერი 2020, 22:28

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 63 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კუჭავა

01 ოქტომბერი 2020, 22:17

პოლიტიკა

კახაბერ კუჭავა: „ქართული ოცნების“ ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახაბერ კუჭავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პარტიის მიერ წარმოებული ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის შედეგებზე, ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულმა ეფექტიანმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგები მოუტანა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 22:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო განაგრძობს რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას

მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 22:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების უზრუნველსაყოფად

მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე უკიდურესი სიღატაკიდან ამოვიყვანეთ

რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ, ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება - 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე უკიდურესი სიღატაკიდან ამოვიყვანეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 22:05

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბიზნესის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს გაეზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, გაფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება რამდენიმე ასეული პროექტი, რაც სულ მცირე 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:59

ეკონომიკა

ბიძინა ივანიშვილი: წინამორბედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვალად აღებულ სახსრებს „ქართული ოცნება“ ხარჯავს ეფექტიანად და პატიოსნად, არ ფლანგავს არ იპარავს მას

„ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილი მაგალითი აჩვენა, როგორ უნდა დაუდგე ხალხს გვერდში, შეუმსუბუქო ყოფა და აგრძნობინო, რომ მარტო არ არის განსაცდელის პირისპირ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსაც შეეხო და ამ მიზნით აღებულ საგარეო ვალზეც ისაუბრა, რომელიც „ისევ ხალხის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს“. მისივე თქმით, დღეს, როდესაც პანდემიის გამო, უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა და გაჩერდა მთელი მსოფლიო, სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკასაც გაუჭირდა.