imedi /  07 სექტემბერი 2020, 15:48 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე არაერთმა ქვეყანამ შეამცირა და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს საკმაოდ უსაფრთხოა

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო, - ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საკარანტინო პერიოდის 8 დღემდე შემცირების შესახებ ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაბამის დადგენილებაში ცვლილება დღეს შევა.

„ამ გადაწყვეტილებას ვამუშავებთ რამდენიმე კვირაა. ინიციატორი იყო ჯანდაცვის სამინისტრო. იქედან გამომდინარე, რომ არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო, საკოორდინაციო საბჭომ მოგვცა თანხმობა. ჩვენ დღეს გავაგრძელებთ დადგენილებაში ცვლილების შეტანას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2020, 23:38

რეგიონი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი თელავს ეწვია

ახმეტის შემდეგ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი თელავს ეწვია. დიპლომატი თელავის მერს, შოთა ნარეკლიშვილს შეხვდა. მხარეებმა ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკის კუთხე მოინახულეს და ახალგაზრდებს შეხვდნენ.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე: დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას

ახლა უნდა დავწყნარდეთ, კომისიამ იმუშაოს. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც იქნება მისაღები ჩვენი სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და მათთვისაც , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ოქტომბერი 2020, 23:18

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ, თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს

„დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ჩვენ გუშინ გვქონდა საკორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი წავიდეს ბათუმში. რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 23:15

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: შემუშვდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და სრული მოდერნიზაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. „შემუშვდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება. შეძენილია და ახლო მომავალში დამტებით იგეგმება შეიარაღების სისტემების შესყიდვა, როგორიც არის ტანკსაწინააღმდეგო, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 23:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი პარტიული სია აჩვენებს, რომ მათ განახლების რესურსი არ აქვთ. „ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ძლიერი ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ კი თქვენ იხილეთ

01 ოქტომბერი 2020, 23:03

რეგიონი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, მათთან 30-მდე გამოძახება შევიდა, ყველაზე მოხდა რეაგირება და არავინ დაშავებულა. უწყების ინფორმაციით, გამოძახებების უმეტესობა ეზოების დატბორვებს ეხებოდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, წყალი სახლებში არ შესულა.

კლინიკა „ბომონდი“

01 ოქტომბერი 2020, 22:59

COVID19

„კლინიკა ბომონდი“ დღეს ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

„კლინიკა ბომონდი“ დღეს ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდდადებითი 84 პაციენტი რჩება.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 22:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აუცილებლად გააკეთებს

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარტია „ქართული ოცნება“ -დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველო ძალიან ახლოს არის როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან.

არჩილ თალაკვაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია, რათა გაწევრიანდეს NATO-ში

დღეს, კიდევ ერთხელ, გაცხადდა, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რისთვისაც ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სწორი, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის ხარჯზე საქართველო დღეს, დასავლეთისთვის კიდევ უფრო საიმედო პარტნიორია.

01 ოქტომბერი 2020, 22:54

COVID19

კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა

imedinews- ის ინფორმაციით, კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა. საექიმო საქმიანობის გარდა, დაინფიცირებული ქალი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიცაა. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების და დაინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ, მანამდე კი კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება.

01 ოქტომბერი 2020, 22:52

სპორტი

უეფამ საქართველოს ბელარუსთან მატჩზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დასწრების უფლება მისცა

ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა, რომელმაც შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა გულშემატკივარს საქართველო - ბელარუსის თამაშის დროს ტრიბუნებზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ბილეთები ხელმეორედ, 16 ათას მაყურებელზე გაიყიდება.

არჩილ თალაკვაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ბევრი დაზიანებული ადამიანია, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქცია მოქალაქეებს და სამშობლოს

გაუგებარია, თუ რა აკავშირებთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან და კიდევ უფრო გაუგებარია ამ სიაში ზოგიერთი ადამიანი, რა ნიშნით დადგა იმ დამნაშავე პოლიტიკური პარტიის და ძველი კრიმინალური ოპოზიციის გვერდით, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, განაცხადა.

ანა ნაგდალიანი

01 ოქტომბერი 2020, 22:45

მსოფლიო

სომხეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია

ოფიციალურმა ერევანმა ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:42

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, ამერიკის საგარეო სამხედრო დაფინანსება საქართველოში გაორმაგდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო სიის პრეზენტაციაზე საზოგადოებას საქართველოს თავდაცვს პოლიტიკის ამოცანები წარუდგინა. ღარიბაშვილის განცხადებით, უმთავრესი ეს არის ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება; ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა, ეფექტიანი რეზერვისა და რეკრუტირების სისტემის ჩამოყალიბება.

01 ოქტომბერი 2020, 22:33

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 182 ადამიანი გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:30

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანმრთელობის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა

„2012 წლიდან ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინასება, რაც დღეის მდგომარეობით, 350 მილიონ ლარს შეადგენს, პენსია 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერებისთვის კი 300 ლარამდე გაიზარდა. სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიანი რეგონების მოსახლეობისთვის. ორნახევარჯერ გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო 5-ჯერ გაიზარდა სოცალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა. ორნახევარჯერ გაიზარდა შშმ პირთა დახმარება. 2013 წლიდან 2020 წლამდე 22500 დევნილი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მარიამ ქვრივიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა. 4 700 000-დან 9 400 000-მდე გაიზარდა საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. 2.5-ჯერ, ფაქტობრივად 2 მილიარდით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2019 წელს ის გაუტოლდა 3,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, ტურიზმის სფეროში განხორციელებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

01 ოქტომბერი 2020, 22:28

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 63 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კუჭავა

01 ოქტომბერი 2020, 22:17

პოლიტიკა

კახაბერ კუჭავა: „ქართული ოცნების“ ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახაბერ კუჭავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პარტიის მიერ წარმოებული ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის შედეგებზე, ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულმა ეფექტიანმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგები მოუტანა.

ნათია თურნავა

01 ოქტომბერი 2020, 22:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო განაგრძობს რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანში საკუთარი როლის განმტკიცებას

მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.