Imedi.ge /  07 სექტემბერი 2020, 17:59 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძის თქმით, შემოდგომაზე ქვეყანას დიდი გამოწვევა ელის, რადგან გრიპისა და კორონავირუსის ზედდება მოხდება

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის თქმით, შემოდგომაზე ქვეყანას დიდი გამოწვევა ელის, რადგან გრიპისა და კორონავირუსის ზედდება მოხდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ჯანდაცვის სისტემა ამ პერიოდისთვის აქტიურად ემზადება.

„ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იქნება შემოდგომაზე. განსაკუთრებით ცივი პერიოდი საქართველოში ოქტომბრის შემდეგ, სადღაც ნოემბერში დგება. ჩვენთან გრიპის ვირუსის ცირკულაციის პირველი ნიშნები იწყება ოქტომბრის ბოლოს, უფრო ხშირად მაინც ნოემბრის შუა რიცხვებში და განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შედის ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის დასაწყისში. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ზედამხედველობის სპეციალური სისტემა, რომლითაც ჩვენ ვაკონტროლებთ, თუ რა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში და მუდმივად, ოქტომბრის ბოლოდან ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ ხოლმე, რომელი ვირუსია – ეი, ბი, ვთქვათ, რინოვირუსი, ადენოვირუსი, სხვადასხვა კორონავირუსები, ახალი კორონავირუსიც დაემატება, შესაბამისად, წელს ვზრდით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შექმნეს ახალი დოკუმენტი, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენენ. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-ის და გრიპის კლინიკური გარჩევა რთულია.

„იცით, რომ ეს ორივე დაავადება კლინიკურად ძალიან რთული გასარჩევია, თუმცა შეიძლება, არის მათი გარჩევის ნიშნები, მაგრამ ძირითადი გარჩევა ხდება ლაბორატორიულად. იქ დგინდება გრიპის ვირუსი, აქ დგინდება ახალი კორონავირუსი. ორივე დგინდება PCR - ტექნოლოგიით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ასევე გრიპის ვაქცინების მარაგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ პრეპარატის 135 ათასი დოზა უკვე შეიძინა.

„სამწუხაროდ, ე.წ. დასავლური წარმოების ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიოში. შარშან გვქონდა 100 000, წელს 135 000 ვიყიდეთ. ახლა კიდევ დამატებით 100 000 ყიდვის მცდელობა გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი დეფიციატია, მხოლოდ შეპირებებია, მაგრამ ვცდილობთ კიდევ დამატებით 100 000-ის სხვადასხვა ბაზარზე მოპოვებას. ჩვენთან გრიპის აცრაზე კულტურა საკმაოდ გაიზარდა, 2015-ში ავცერით 5 000, 2016-ში 10 000, მერე 20 000, 40 000 და შარშან 100 000 ადამიანი ავცერით. ეს სახელმწიფოს შესყიდული, თორემ ისე კერძო სექტორი ყიდულობს დაახლოებით 20-30 ათასს კიდევ. წელს, რა თქმა უნდა, მოთხოვნილება მეტი იქნება, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან პირველ რიგში მაღალი რისკჯგუფები – ორსულები, მოხუცები, ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები. შარშან დიაბეტით დაავადებულები დავამატეთ და რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგები, ჩვენ, ვინც წინა ხაზზე ვართ, განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორისა და ამბულატორიულ სექტორში მომუშავე სამედიცინო პერსონალი. ვფიქრობ, წელს კერძო სექტორიც აქტიური იქნება და მოგიწოდებთ თქვენც, ვინც არ შედიხართ რისკ-ჯგუფებში, აიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

ალექსანდრე მოწერელია

21 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.

დავით მათიკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციური ერთობა ჩავარდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ „ოპოზიციური ერთობა ჩავარდებოდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალებოდა. მისი თქმით, „11%-იანი რეიტინგის მქონე ნახევრად პოლიტიკურ-კრიმინალური ძალა ერთპარტიულად ვერ დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეს პოლიტიკით დაინტერესებულმა მოზარდმაც ძალიან კარგად იცის“.

21 სექტემბერი 2020, 22:33

ეკონომიკა

ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ ონლაინ შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნათურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2020, 22:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი წავიდა ვა-ბანკზე, მიდის საბოლოო პოლიტიკურ შეტევაზე და გარშემო მას მოკავშირეები არ სჭირდება

„მიხეილ სააკაშვილი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ მისი ავტორიტეტი კვლავ ვიღავისთვის რაღაცას წარმოადგენს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად გამოიყენეს მთელი კოალიციური სპექტრი და ახლა სააკაშვილის აღარ აწყობს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე.

21 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს 68 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით გუმბერიძე

21 სექტემბერი 2020, 22:10

სამართალი

პროკურორი: მიხეილ რამიშვილის ტელეფონი მისი თანხმობით დაილუქა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ადვოკატის მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის შესახებ, პროკურორმა დავით გუმბერიძემ განმარტება გააკეთა. „საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. რაც დაკავშირებული იყო დავით ფურცხვანიძესთან, მასთან კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასა და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განუცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

21 სექტემბერი 2020, 22:01

COVID19

ინფექციონისტი: მდგომარეობა საყურადღებოა

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას კიდევ ერთხელ სთხოვს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და ასევე, კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:40

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა

„საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია“, - ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი.

21 სექტემბერი 2020, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 53 ადამიანი გარდაიცვალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

21 სექტემბერი 2020, 21:39

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ახლა გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვისთვის პრობლემა არ არის

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისეთი მასშტაბით ვითარდება, არ მგონი რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდეს. ალბათ რამდენიმე კვირაში გამოიკვეთება, ჩვენ რა მასშტაბებს ვაღწევთ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:31

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს. ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 სექტემბერი 2020, 21:31

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.

მიხეილ რამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:12

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: დღეს ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ შესაძლოა დამაკავონ

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლისას განუცხადა. „ჩემი მობილური ტელეფონი დალუქეს. დღეს ტელეფონს ჩამომართმევენ და ხვალ ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ“, - განაცხადა რამიშვილმა.

21 სექტემბერი 2020, 21:10

რეგიონი

ვასილ ჩიგოგიძე: ახალგაზრდები არიან მთავარი ძალა ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ მათთან ერთად ვქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს

დეპუტატობის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 20:49

მსოფლიო

აშშ-მა ნიკოლას მადუროსა და ირანის თავდაცვის სამინისტროს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ირანისთვის დაწესებული შეიარაღების ემბარგოს დარღვევისთვის სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 20:26

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 2 957 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 957 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსს 432 ადამიანი ემსხვერპლა.

21 სექტემბერი 2020, 20:17

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

21 სექტემბერი 2020, 20:10

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2020, 20:00

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გაბრაზებული ვარ სი ძინპინზე, რადგან ჩინეთს პანდემიის შეჩერება შეეძლო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებაზე გაბრაზებულია იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემია არ შეაჩერეს.