imedi /  08 სექტემბერი 2020, 11:28 / სანდო წყარო

მარინა ეზუგბაია: დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური სახე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჯერ ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, რადგან ათზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარა წითელი ზონაა, ამიტომ იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციის შესრულება, აღსრულება, მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი დაინფიცირდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1321-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

სომხეთი

20 სექტემბერი 2020, 13:08

მსოფლიო

სომხეთში კორონავირუსის 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი. სომხური მედიის ცნობით, ქვეყანაში სულ 3,606 აქტიური შემთხვევაა, საერთო ჯამში კი 263,608 ტესტი ჩატარდა. მათ შორის გუშინ - 3,944.

20 სექტემბერი 2020, 12:48

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 5 360 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 948 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 948 795 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 369 778 ადამიანი დაინფიცირდა.

ქუთაისი

20 სექტემბერი 2020, 12:33

რეგიონი

ქუთაისში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები სავაჭრო ცენტრს უკავშირდება

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ოქროს ბირჟასთან“ დაკავშირებული, ინფიცირებულთა ჯგუფი გაიზარდა. „სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის” ტერიტორიაზე განთავსებულ ამ სივრცეში დასაქმებული 5 ადამიანი კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში შეიყვანეს.

20 სექტემბერი 2020, 12:21

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6,148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,103,399-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 79 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19,418-ს აღწევს. ამასთან, 909,357 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კახეთი

20 სექტემბერი 2020, 12:07

რეგიონი

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს

კორონავირუსით ინფიცირენული ერთი პაციენტი თელავის კლინიკაში პნევმონიის დიანოზით მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებას და წყაროს დადგენას ცდილობენ. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ისევ გაშლილია საველე სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უფასო PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი უტარდებათ.

20 სექტემბერი 2020, 12:01

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2,966 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2,966 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 175,678-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 41 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,557-მდე გაიზარდა, ხოლო 77,512 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

20 სექტემბერი 2020, 11:57

სპორტი

„ბარსელონამ“ რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვა

„ბარსელონამ“ ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვა. „გამპერის თასის“ 55-ე გათამაშების ფინალში კატალონიელებმა „ელჩე“ 1:0 დაამარცხეს და ეს ჯილდო ორმოცდამესამედ მოიგეს. ერთადერთი ბურთი მეორე წუთზე ანტუან გრიზმანმა ლიონელ მესისა და ხორდი ალბას მიერ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გაიტანა. 27 სექტემბერს „ბარსელონა“ ლა ლიგის ახალ სეზონს „ვილიარეალთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.

დონალდ ტრამპი

20 სექტემბერი 2020, 11:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ნობელის პრემიას იმსახურებს

აშშ-ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნობელის პრემიის მფლობელი გახდება. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ შევაჩერეთ კოსოვოსა და სერბეთს შორის დაპირისპირება და მასობრივი მკვლელობები. ისინი ერთმანეთს მრავალი წლის განმავლობაში ხოცავდნენ და ახლა - აღარ“.

20 სექტემბერი 2020, 11:51

COVID19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 437 ნიმუშდან, 8 დადებითია

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 437 ნიმუში გაიტესტა, საიდანაც სამეგრელოში და ოკუპირებულ გალში, 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულებიდან ორი შემთხვევა არის სენაკში, რომლებიც ბათუმში ინფიცირებული შუახნის ქალის კონტაქტები არიან. ასევე არის 3 ინფიცირებული ფოთში. მათი ინფიცირების წყაროც ბათუმს უკავშირდება. სამი კოვიდინფიცირებული, კი გადმოყვანილია ოკუპირებული აფხაზეთიდან. ორი მათგანი ე.წ. საბერიოს კლასტერს ეკუთვნის, ხოლო ერთი მცირეწლოვანი იმყოფებოდა დედასთან ერთად ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში.

20 სექტემბერი 2020, 11:37

COVID19

გორში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გორში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული შემთხვევა, ტირძნისში 18 სექტემბერს დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტია. კოვიდინფიცირებული არასრულწლოვანია და მას კოვიდკლინიკაში გადაიყვანენ. ლუგარის ლაბორატორიაში სულ 258 ნიმუში იყო გაგზავნილი. ყველა შემთხვევის კონტაქტები გამოვლენილი და შესწავლილია.

20 სექტემბერი 2020, 11:35

საზოგადოება

2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. კონკურსის გამარჯვებული საჩხერის მეორე საჯარო სკოლა და მისი დირექტორი ლიკა გომართელი გახდა, რომელსაც ხუთი ათასი ლარი ხოლო სკოლას 30-ი ათასი ლარი გადაეცა.

მარინა ეზუგბაია

20 სექტემბერი 2020, 11:25

COVID19

მარინა ეზუგბაია: აჭარაში ლოკალიზაციისკენ მივდივართ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. „ერთ დონეზე რომ რჩება, ეს ცუდი არ არის. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი და იმედია, რომ ყველაზე ცხელ რეგიონში - აჭარაში, ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, ერთი და იგივე ციფრი ფიქსირდება.

20 სექტემბერი 2020, 11:19

COVID19

დღე-ღამეში აჭარაში 4 000-მდე PCR-ტესტი ჩატარდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4 000-მდე PCR ტესტი, აქედან გამოვლინდა 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღეს არსებული მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდკარანტინებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 377 პაციენტია.

დონალდ ტრამპი

20 სექტემბერი 2020, 11:16

მსოფლიო

დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ უზენაეს სასამართლოში ქალ კანდიდატს წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში რუთ გინსბურგის შემცვლელად ქალ კანდიდატს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ ახალი მოსამართლე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა დაინიშნოს, ტრამპი კი მიიჩნებს, რომ კანდიდატი დაუყონებლივ უნდა აირჩიონ.

20 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 14 კრიტიკულად მძიმეა, 80-მდე პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება

კოვიდცენტრებსა და მკურნალობისთვის განკუთვნილ სასტუმროებში 1981 პაციენტია მოთავსებული, აქედან 836 არის კოვიდცენტრებში, მათ შორის 14 კრიტიკულად მძიმე და 80-მდე მძიმე პაციენტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და მსუბუქია. ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.

20 სექტემბერი 2020, 11:11

COVID19

სინგაპურში კოვიდინფიცრებულთა კონტაქტების დადგენას სპეციალური მოწყობილობით ეცდებიან

სინგაპურში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ახალი მოწყობილობით, TraceTogether-ით იბრძოლებენ. მცირე ზომის მოწყობილობა Bluetooth-სისტემითაა აღჭურვილი და ადამიანის გადაადგილების შესახებ მონაცემებს 25 დღის განმავლობაში ინახავს.

მარინა ეზუგბაია

20 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 128 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარაში დაფიქსირდა, 30 - თბილისში.19 - ქუთაისი, სამეგრელო ზემო სვანეთი - 6, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 1, გურია - 4, მცხეთა მთიანეთი - 2, კახეთი - 1. ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.

20 სექტემბერი 2020, 10:51

მსოფლიო

ბრიტანეთში დანით შეიარაღებულმა კაცმა 4 ადამიანი დაჭრა

ბრიტანეთის ქალაქ პლიმუტში დანით შეიარაღებულმა 50 წლის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. თავდასხმა ერთ-ერთი ფაბის სიახლოვეს მოხდა. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

20 სექტემბერი 2020, 10:42

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 1,345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 1,345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსით 271,415 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9,386-ს აღწევს.

20 სექტემბერი 2020, 10:34

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 196 ადამიანს დაუდასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1494 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.