Imedi.ge /  08 სექტემბერი 2020, 12:04 / სანდო წყარო

ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, რომელიც შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაშია მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, თითოეული თანამშრომელს უტარდება PCR ტესტი, ხოლო შენობაში განხორციელება სრული დეზინფექცია.

PCR ტესტების პასუხების მიღების შემდგომ, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული მუშაობას განაგრძობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1321-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 16:45

პოლიტიკა

რა წესები უნდა დაიცვან ამომრჩევლებმა არჩევნების დღეს. ცესკოს ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი

დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა უნდა იმოქმედონ.

18 სექტემბერი 2020, 16:38

რეგიონი

სოფელ ხოვლეში ახალი 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდა

სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მეორე კორპუსი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ აშენდა. მშენებლობისას გამოყენებული იქნა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალა. პროექტის ღირებულება 3,530,000 ლარია.

რომან კაკულია

18 სექტემბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

რომან კაკულია საპარლამენტო ოპოზიციაზე: რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყანაში

„ეს შემოთავაზებები, რაც აქ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს, რომ ეკონომიკასთან მიმართებაში ეს ადამიანები ექსპერიმენტებს ატარებდნენ საკუთარ ქვეყნაში. ისინი, დღესაც, ამ გამოსვლებით გვეუბნებიან, რომ ახლა რატომ არ ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტიო. აი ეს იყო მაგათი გამოსვლა, რასაც ჩვენ ვხედავდით“.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 16:33

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას და ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს

დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორ მუშაობს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, ცხადია კოვიდ პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული, ზუსტად ვიცით, რა იყო საჭირო, გავაკეთეთ სწრაფი რეაგირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, როგორც კი პანდემია დაიწყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოუსმინეს.

რატი იონათამიშვილი

18 სექტემბერი 2020, 16:28

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როგორც ოპოზიცია გაიქცა დღეს სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან

როგორც ოპოზიცია გაიქცა დღეს სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობდა. იონათამიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე ისაუბრა და მათი გამოსვლები პარადოქსად შეაფასა.

გია აბაშიძე

18 სექტემბერი 2020, 16:23

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რაც უფრო ახლოვდება 31 ოქტომბერი, სიშლეგე და გადაფსიხება დაუფარავად ეტყობათ რეიტინგდაცემულ „ნაციონალებსა“ და მის განშტოებებს

წყევლა-კრულვა, გინება, დაგინება - საპარლამენტო „ნაცოპოზიციის“ რეაქცია მინისტრ ნათია თურნავას კვალიფიციურ და არგუმენტირებულ გამოსვლაზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას ეხმიანება.

წვიმა

18 სექტემბერი 2020, 16:18

რეგიონი

19 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

19 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

18 სექტემბერი 2020, 16:13

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ნაცებმა ინტერპელაციასაც კი, როგორც დემოკრატიულ საპარლამენტო პროცედურას ფასი დაუკარგეს თავიანთი ისტერიით

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გამოსვლას ეხმიანება.

18 სექტემბერი 2020, 16:07

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები.

გიორგი ცუცქირიძე

18 სექტემბერი 2020, 16:07

პოლიტიკა

ექსპერტი: ნათია თურნავასგან ოპოზიციას იმდენად მწვავედ მოხვდა, რამაც მათ სახე მთლიანად დააკარგინა

მორიგი მასტერკლასი ოპოზიციას ნათია თურნავასაგან, ოპოზიციას იმდენად მწვავედ მოხვდა, რამაც მათ სახე მთლიანად დააკარგინა, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის გამოსვლა პარლამენტში ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ. ექსპერტის განმარტებით, თამამად უნდა ითქვას, რომ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის აბსურდულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებით, ნათია თურნავამ, ოპოზიციას ინტერპელაციის მორიგი გაკვეთილი ჩაუტარა.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 16:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ევროპულ საქართველოს“: მანამდე გვაკრიტიკებდით და მაინცდამაინც ამ პანდემიის დროს გახდით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ქომაგები?

გვაკრიტიკებდით, რატომ შემოიყვანეთ RyanAir-იო და დაკითხვებს გვიწყობდით ამაზე, ამიტომ ნუ ქმნით ილუზიას, რომ მაინცდამაინც ახლა, როცა გლობალური პანდემიაა და ქვეყნები პერიოდულად იღებენ ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილებებს, გახდით დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ქომაგები, - ასე უპასუხა ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მიერ ფრენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას საქართველოს პარლამენტში.

საგამოძიებო სამსახური

18 სექტემბერი 2020, 16:03

სამართალი

საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას. სამსახურის ცნობით, გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელშიც პოლიტიკურ ჭრილშია განხილული მიმდინარე გამოძიება, თითქოს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, არ შეესაბამება სიმართლეს.

იეპე კოფოდი

18 სექტემბერი 2020, 16:01

მსოფლიო

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 წლის გოგოსთან სექსის გამო ბოდიში მოიხადა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში 15 წლის გოგოსთან სექსის გამო. ამის შესახებ გამოცემა Berlingske წერს.

18 სექტემბერი 2020, 15:59

კულტურა

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ფინალისტები ცნობილია

2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები.

თბილისის მერია

18 სექტემბერი 2020, 15:48

საზოგადოება

სამგორის რაიონში ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო. დედაქალაქის მერიის ცნობით, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-თან მდებარე ამორტიზებული ბაგა-ბაღის შენობის ფლიგელს კონტრაქტორი კომპანია ოქტომბრის ბოლომდე დაშლის, რის შემდეგაც, ამავე ტერიტორიაზე დაკონსერვებული მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება.

18 სექტემბერი 2020, 15:46

რეგიონი

ნათია თურნავა: ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც, კოვიდის მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა

ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია, სადაც მიუხედავად კოვიდისა, სამუშაოები ერთი დღითაც არ შეჩერებულა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, რომელშიც ის ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

გია გაბრიჩიძე

18 სექტემბერი 2020, 15:29

პოლიტიკა

გია გაბრიჩიძე: „ოპოზიცია“ ხალხის დაბოლებას დამპალი ბანანით, მოკბეჩილი მაფინით, აბსურდული დაპირებებით პენსიის და რაღაც ფინანსური დახმარებების დაპირებით ცდილობს

„მე უბრალოდ მინდა მცირე პოლიტიკური შეფასება გავაკეთო: ამ ე.წ. "ოოოოოპოზიციას", რომელიც ხალხის დაბოლებას დამპალი ბანანით, მოკბეჩილი მაფინით, აბსურდული დაპირებებით პენსიის და რაღაც ფინანსური დახმარებების დაპირებით ცდილობენ, ურჩევნიათ ეს გამოსვლა გადაახვიონ, დააკონსპექტონ და 2024 წლამდე იმეცადინონ. ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და სწორ დასკვნას აკეთებს,“ - აცხადებს ჟურნალისტი.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 15:23

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას: პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი

კორექტულად, ბატონო გიგა, პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი, - ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას მას შემდეგ მიმართა რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ვახტანგ ჭარაია

18 სექტემბერი 2020, 15:18

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ეკონომიკის მინისტრმა მთლიან ოპოზიციურ გაერთიანებას კლასით აჯობა

„ფეხბურთში სუსტი გუნდი ძლიერს რომ ხვდება და პირწმინდად აგებს, ამბობ კლასით აჯობაო! არადა თამაშამდე შეიძლება თავს იიმედებდი, რომ იქნება და რა იცი, იქნება და მოვუგოთ, ბურთი მრგვალია, ყველაფერია შესაძლებელი და ა.შ. აი ასე, ზუსტად რომ კლასით აჯობა დღეს ეკონომიკის მინისტრმა მთლიან ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელსაც წინასაარჩევნოდ ტემპერატურის აწევის ნაცვლად, წნევამ თუ აუწია“.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 15:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ხაბეიშვილის ოფისის დარბევაზე: სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, რასთან გვაქვს საქმე

სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ, რასთან გვაქვს საქმე, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ოფისის დარბევის შესახებ.