imedi /  11 სექტემბერი 2020, 10:34 / სანდო წყარო

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 4,5 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ინდოეთში კორონავირუსის 96,551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4,5 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,209 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 76,271-ს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 12:37

საზოგადოება

BAG: ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი

ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი, - ასე აფასებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შრომის კანონმდებლობაში მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენის წესით მხარდაჭერით პრაქტიკულად დასრულდა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში შრომითი პირობების თვისებრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანას და, ამავდროულად, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ამირან გულუაშვილი

18 სექტემბერი 2020, 12:37

სამართალი

პროკურორი: არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე

საქმეში ნამდვილად მოიპოვება ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად მძიმე მოსასმენი და საყურებელია და ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეჩანაწერი, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

თამარ ბაჩალიაშვილი

18 სექტემბერი 2020, 12:35

სამართალი

პროკურორი: მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს არის მონტაჟის შედეგად შექმნილი ყალბი მტკიცებულება

მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე ჩატარდა ექსპერტიზა და ცალსახად დადგინდა, რომ ეს არის მონტაჟის შედეგად შექმნილი ყალბი მტკიცებულება, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების და საგამოძიებო უწყების შეცდომაში შეყვანას. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 12:33

რეგიონი

ყვარელში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მერ როსტომ სესიაშვილთან ერთად მოინახულა.

თამარ ბაჩალიაშვილი

18 სექტემბერი 2020, 12:31

სამართალი

პროკურატურა: შემთხვევის ადგილზე თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 12:22

საზოგადოება

დევნილთა სააგენტომ ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით გურამიშვილმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს დეტალურად გააცნო ის პროექტები, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირების განსახლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება.

თამარ ბაჩალიაშვილი

18 სექტემბერი 2020, 12:21

სამართალი

პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ნაჩოს სანჩეს ამორი

18 სექტემბერი 2020, 12:20

პოლიტიკა

ნაჩოს სანჩეს ამორი: გვიხარია ეუთო-ს გადაწყვეტილება საქართველოში წასვლის შესახებ, ეს არის არაჩვეულებრივი ახალი ამბავი

„შეწუხებულები ვართ, როგორ მოხდება კოვიდის გამო საერთაშორისო დამკვირვებლების ადგილზე ჩასვლა, არჩევნები და მომდევნო დღეები ყოველთვის დაძაბულია და დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო მონიტორები, რომლებიც სიტუაციას ობიექტურად შეაფასებენ“, - აცხადებს ევროპარლემნტარი.

გენერალური პროკურატურა

18 სექტემბერი 2020, 12:16

სამართალი

პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 12:14

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5,905 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5,905 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,091,186-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 134 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 19,195-ს აღწევს. ამასთან, 901,207 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

18 სექტემბერი 2020, 12:09

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს და აქ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა უზრუნველყოფილნი იყვნენ როგორც გამართული ინფრასტრუქტურით, ისე სახელმწიფო პროგრამებით მიღებული სარგებელით, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დიცში, ქორდსა და არბოში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

18 სექტემბერი 2020, 12:08

COVID19

კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა

„ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება. რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორრატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევა, აქედან 14 მატანშია, 7 ველისციხეში, 9 ლაგოდეხში და 2 სიღნაღში. ყველა მათდგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში.

18 სექტემბერი 2020, 11:55

ეკონომიკა

საქართველოს მშპ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.3 პროცენტით შემცირდა

2020 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მლნ. ლარს გაუტოლდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორი კი 6.3 პროცენტით გაიზარდა.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 11:52

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვან წევრობას

2020 წლის სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ფასეულობების და რომ ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

არჩილ თალკვაძე

18 სექტემბერი 2020, 11:47

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატოში გაწევრიანებისთვის

საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატო-ში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 11:37

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 239 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 239 ადამიანს დაუდასტურდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 46,910 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 926 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42,369 გამოჯანმრთელდა.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 11:36

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: დიდი პატივია გერქვას „ღირსეული პარტნიორი“

მადლობას ვუხდი ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ სახელმწიფოებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის! საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ მრავალეროვნული სწავლების წარმატებით დასრულებას“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნაჩოს სანჩეს ამორი

18 სექტემბერი 2020, 11:34

პოლიტიკა

ნაჩოს სანჩეს ამორი: ოპოზიციამ პარლამენტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, ჩვენ ეს არ მოგვეწონა

„სირთულეების მკიუხედავად, რომელსაც ახლა COVID-19-ის გამო შექმნილი კრიზისიც დაემატა, საქართველო მაინც აგრძელებს რეფორმებს. ჩვენ ყველა მივესალმებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ორი პოლიტიკური ლიდერის შეწყალებაზე. მათ ეს გააკეთეს და საბოლოოდ ოპოზიციამ პარლამენტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, ჩვენ ეს არ მოგვეწონა. არჩევნები მოდის, გარემო მეტ-ნაკლებად შეცვლილია, დაველოდოთ არჩევნებს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2020, 11:34

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება

ქართველი ჯარისკაცების ღირსეული მონაწილეობა და ცალკეული ამოცანების წარმატებით შესრულება ადასტურებს მათ მაღალ პროფესიონალიზმს და ნატოსთან თავსებადობას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა. „ამ სწავლებით ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის უხილავი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება; რომ ჩვენი სამხედროები მუდამ მზად არიან, განაგრძონ მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნის და საერთო ღირებულებების დასაცავად. საერთო ღირებულებები არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რომელსაც ჩვენი მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 11:28

თავდაცვა

სალომე ზურაბიშვილი: ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან

ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.