imedi /  11 სექტემბერი 2020, 14:56 / სანდო წყარო

ბიძინა კულუმბეგოვი: საბედნიეროდ, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა მთელ მსოფლიოში შემცირდა

ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი

საბედნიეროდ, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა თუ ვირუსის დასაწყისში იყო 5 პროცენტი, ახლა მსოფლიოში 1-დან 3 პროცენტამდე მერყეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ათასი ადამიანიდან რეანიმაციული დახმარება შეიძლება სჭირდებოდეს 10-30 ადამიანს, ამიტომ არამგონია, რომ საქართველოში რთული ზომების გატარება გახდეს საჭირო, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გრადაცია არის უსაფრთხოების მაჩვენებელი, როდესაც ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის მზაობა და შესაბამისი ღონისძიებები მყისიერად და ავტომატურად ხორციელდება, ჩვენი ქვეყნის მოცულობის, ჯანდაცვის სისტემის და ბევრი პარამეტრის გათვალისწინებით, ასიათას მოსახლეზე 10-მდე შემთხვევა მწვანე ზონად მიიჩნევა, 10-დან 30-მდე ყვითელ, ანუ გარდამავალ ზონად და 30-ის ზემოთ ეს არის განგაშის გამოცხადების ზღვარი, ჯერჯერობით ჩვენ ვართ ათიან ნიშნულთან, მართალია ყვითელია ეს, მაგრამ 30-მდე ძალიან შორს ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უსაფრთხოების წითელ ნიშნულში არ გადავიდეთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, მსოფლიოში გაიზარდა ინფექციის ამოცნობა და შესწავლილია ბევრი პარამეტრი.

„ჩვენ იმ ზომამდე არ უნდა მივიდეთ, რომ მძიმე პაციენტებისთვის საწოლი არ გვქონდეს, რაც ძალიან რთულად წარმოსადგენია, რადგან საბედნიეროდ, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა თუ ვირუსის დასაწყისში იყო 5 პროცენტი ახლა მსოფლიოში 1-დან 3 პროცენტამდე მერყეობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ათასი ადამიანიდან რეანიმაციული დახმარება შეიძლება სჭირდებოდეს 10-30 ადამიანს, ამიტომ არამგონია, რომ საქართველოში რთული ზომების გატარება გახდეს საჭირო“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

26 სექტემბერი 2020, 15:49

COVID19

პოლონეთში კორონავირუსის 1,584 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 1,584 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორს სამინისტროში განაცხადეს იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა გაგრძელდება, მაშინ ქვეყანაშ ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

26 სექტემბერი 2020, 15:28

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 77,289-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 813 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 74,046 პაციენტი.

კახა კუჭავა

26 სექტემბერი 2020, 15:22

პოლიტიკა

კახა კუჭავა გიორგი გახარიას გამოსვლაზე: ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა

ეს იყო ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა, იმ ძლიერი გზავნილებით, რომელსაც იმსახურებს გაერო-ს ტრიბუნა, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-სესიაზე. მისი თქმით, ეს იყო ძალიან ძლიერი ქვეყნის ლიდერის ძლიერი გამოსვლა, თავისი ძლიერი გზავნილებით.

26 სექტემბერი 2020, 15:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

26 სექტემბერი 2020, 15:14

საზოგადოება

თელავში მდებარე საკარანტინო ზონაში ახალგაზრდა გარდაიცვალა

თელავში მდებარე საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. Imedinews-ის ინფორმაციით, ბიჭი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და სავალდებულო კარანტინს გადიოდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეტადონის პროგრამაშიც იყო ჩართული.

კორონავირუსი

26 სექტემბერი 2020, 15:12

COVID19

სლოვაკეთში ზედიზედ მე-4 დღეა კორონავირუსის დღიური შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება

სლოვაკეთში ზედიზედ მე-4 დღეა კორონავირუსის დღიური შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

26 სექტემბერი 2020, 14:36

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მაქვს ზუსტი გეგმა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება

მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ლიონელ მესი
ლუის სუარესი

26 სექტემბერი 2020, 14:34

სპორტი

ლიონელ მესი „ბარსელონადან“ ლუის სუარესის წასვლას გამოეხმაურა

„შენ გუნდიდან ასე გაგდებას არ იმსახურებდი, თუმცა კლუბის ამ ხელმძღვანელობისგან აღარაფერი მიკვირს“, - ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა ლიონელ მესი „ბარსელონადან“, „ატლეტიკოში“ გადასულ ლუის სუარესს, რომელიც მისი ახლო მეგობარი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დავით ფურხცვანიძე

26 სექტემბერი 2020, 14:30

სამართალი

დავით ფურცხვანიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

დავით ფურცხვანიძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

26 სექტემბერი 2020, 14:26

რეგიონი

ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფომაციით, დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით შეიზღუდება.

გიორგი გახარია

26 სექტემბერი 2020, 14:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში, ხარკოვის ოლქში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ამბავს twitter-ზე გამოეხმაურა. „ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით, რომელმაც ბორტზე მყოფი პირების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს და დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

26 სექტემბერი 2020, 14:11

კულტურა

65 აფხაზი ავტორის პოეზიის ანთოლოგია ქართულად გამოიცა

ქართულ ენაზე „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ გამოიცა. კრებულში შესულია აფხაზი ავტორების ლექსები და პოემები, რომლებიც ახალგაზრდა პოეტმა და აფხაზური ლიტერატურის მკვლევარმა, ტერენტი გრანელის სახელობის პრემიის ლაურეატმა ნიკა ბაძაღუამ თარგმნა.

26 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

სპეციალური პენიტენციური სამსახური: COVID-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს, რომელსაც პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია

2020 წლის 26 სექტემბერს გეგმიური PCR ტესტირების შედეგად covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს.

26 სექტემბერი 2020, 14:08

საზოგადოება

დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის N60-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე კორპუსთან 1600 კვ.მ ფართობზე მოსასვენებელი სივრცეების მშენებლობა მიმდინარეობს.

26 სექტემბერი 2020, 14:08

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთის ყველა სკოლაში კარანტინი გამოცხადდა

„მკვეთრად გაიზარდა COVID-19- ის შემთხვევები, რაც გამოწვეულია ბავშვთა მობილობით, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. პედაგოგიური გუნდი მზად არ იყო და უგულებელყოფდა იმ მოთხოვნებს, რაც მათ სახელმწიფო სანიტარიულმა სამსახურმა დააკისრა. მასწავლებლები პირველები დაავადდნენ“.

დონალდ ტრამპი

26 სექტემბერი 2020, 13:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნებზე ხმების დათვლას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები კენჭისყრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გახდეს ცნობილი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

26 სექტემბერი 2020, 13:46

პოლიტიკა

„თავისუფალმა საქართველომ“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში დეპუტატობისთვის ზურაბ ჯინჯოლავა იბრძოლებს, ხოლო წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის ოლქში - გოჩა ბახია. დეპუტატობის კანდიდატები მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარუდგინა და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. კახა კუკავას განცხადებით, პარტიის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის აღორძინება, იაფი მედიკამენტები და საბანკო მევახშეობის აკრძალვაა.

26 სექტემბერი 2020, 13:35

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსს 169 ადამიანი ემსხვერპლა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1,143,571-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით 169 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20,225-ს აღწევს.

მუსტაფა ადიბი

26 სექტემბერი 2020, 13:28

მსოფლიო

ლიბანის პრემიერ-მინისტრი 26-დღიანი მუშაობის შემდეგ გადადგა

ლიბანი კვლავ პრემიერ-მინისტრის გარეშე დარჩა - მუსტაფა ადიბი, რომელმაც მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება 31 აგვისტოს დაიწყო, მთავრობის ჩამოყალიბებაზე უარი თქვა და თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Arabiya ავრცელებს.

ტოჩინოშინი

26 სექტემბერი 2020, 13:20

სპორტი

ტოჩინოშინმა მონღოლ რიკიში ტამავაშის სძლია

აკი ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინმა მონღოლ რიკიში ტამავაშის დიდი უპირატესობით სძლია. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი ბალანსის გამო ლევან გორგოძე შემდეგ ბაშოზე წოდებაში დაქვეითდება. შემოდგომის სუპერტურნირის დასრულებამდე 1 დღე რჩება, ხოლო ტოჩინოშინის ბალანსი 6-8-ზეა.