13 სექტემბერი 2020, 11:38 / სანდო წყარო

აჭარის სამედიცინო დაწესებულებებისთვის დამატებით 300 საწოლი გამოიყოფა

აჭარაში დამატებით 300 საწოლი გამოიყოფა და ჯამში, რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში სულ 600 საწოლი იქნება მობილიზებული, - ამის შესახებ გადაწყვეტილება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ზაალ კაპანაძის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძისა და აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე მიიღეს.

დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ჩართულია ბათუმის "რესპუბლიკური საავადმყოფო", "სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი", კლინიკა "მედალფა".

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგს დღეს განახორციელებს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 90 აჭარაში დაფიქსირდა, 15 - ქუთაისში, 15 - ეგურჰესის შემთხვევაა, 17 - დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი. 4 არის შემოტანილი, 11-ზე ეპიდკვლევა გრძელდება.

გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 65 %-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ მეტრეველი

01 ოქტომბერი 2020, 23:42

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ფეიკები და მოდელირებული რეალობა​ დარჩა ​

„საბედნიეროდ, ეს გადავიდა მხოლოდ მორალურში, რა თქმა უდნა, ესეც ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს არის დემოკრატია და ჩვენ მათ ყოველთვის სიმართლით ვებრძვით და ამით ვამარცხებთ. სანამ გადაცემაში შემოვიდოდი გიგი უგულავას ერთ-ერთი თანამოაზრე საუბრობდა, რომ დრეს კორუფცია სამჯერ არის გაზრდილი. მე უბრალოდ ჩავხედე მსოფლიო ბანკის 2012 წლის დასკვნას სადაც 2012 წელს ვიყავით 62-ე ადგილზე დღეს ვართ 42-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ოცეულში ვართ. ეს არის ფაქტები, მეორე მხარეს არის ფეიკი და მოდელირება. ამას სულ რაღაც ერთ თვეში გავცემთ ღირსეულ პასუხს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

ოლივიე ვერანი

01 ოქტომბერი 2020, 23:41

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, პარიზში ბარებისა და რესტორნების დახურვის შესაძლებლობა განიხილება

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის განცხადებით, პარიზის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მთავრობა ბარებისა და რესტორნების დახურვის შესაძლებლობას სწავლობს.

ლადო ბოჟაძე

01 ოქტომბერი 2020, 23:40

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა არის თავისუფლება

„წარსულზე საუბარი არის ყველაზე მძიმე მომენტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ასეთი მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა „ქართულ ოცნებას“. უნდა გვახსოვდეს რას ვადარებთ ამ 8 წელს. „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევაა თავისუფლება, თავისუფლება ყველა მიმართულებით. დღეს ყველამ იცის რომ ყველა ადამიანის აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები და შეადარეთ მარტივად, წლების მიხედვით სად ვიყავით, სად ვართ და რას გვპირდება მომავალი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

01 ოქტომბერი 2020, 23:38

რეგიონი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი თელავს ეწვია

ახმეტის შემდეგ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი თელავს ეწვია. დიპლომატი თელავის მერს, შოთა ნარეკლიშვილს შეხვდა. მხარეებმა ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკის კუთხე მოინახულეს და ახალგაზრდებს შეხვდნენ.

მაია ცქიტიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 23:37

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: გუნდის განახლება დაგვეხმარება დასახული მიზნების უფრო სწრაფად მიღწევაში

ეს იყო ერთის მხრივ 8 წლიანი პერიოდის ანგარიში და ასევე იმ პროგრამის, ხედვებისა და დაპირებების წარდგენა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ შემდგომი პერიოდისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე: დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას

ახლა უნდა დავწყნარდეთ, კომისიამ იმუშაოს. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც იქნება მისაღები ჩვენი სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და მათთვისაც , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ოქტომბერი 2020, 23:18

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ, თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს

„დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ჩვენ გუშინ გვქონდა საკორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი წავიდეს ბათუმში. რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 23:15

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: შემუშვდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და სრული მოდერნიზაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. „შემუშვდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება. შეძენილია და ახლო მომავალში დამტებით იგეგმება შეიარაღების სისტემების შესყიდვა, როგორიც არის ტანკსაწინააღმდეგო, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 23:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, დეგრადირებული ადამიანების სიაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი პარტიული სია აჩვენებს, რომ მათ განახლების რესურსი არ აქვთ. „ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ძლიერი ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ კი თქვენ იხილეთ

01 ოქტომბერი 2020, 23:03

რეგიონი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, მათთან 30-მდე გამოძახება შევიდა, ყველაზე მოხდა რეაგირება და არავინ დაშავებულა. უწყების ინფორმაციით, გამოძახებების უმეტესობა ეზოების დატბორვებს ეხებოდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, წყალი სახლებში არ შესულა.

კლინიკა „ბომონდი“

01 ოქტომბერი 2020, 22:59

COVID19

„კლინიკა ბომონდი“ დღეს ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

„კლინიკა ბომონდი“ დღეს ოთხმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდდადებითი 84 პაციენტი რჩება.

დავით ზალკალიანი

01 ოქტომბერი 2020, 22:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აუცილებლად გააკეთებს

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარტია „ქართული ოცნება“ -დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველო ძალიან ახლოს არის როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან.

არჩილ თალაკვაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია, რათა გაწევრიანდეს NATO-ში

დღეს, კიდევ ერთხელ, გაცხადდა, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რისთვისაც ჩვენ ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სწორი, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის ხარჯზე საქართველო დღეს, დასავლეთისთვის კიდევ უფრო საიმედო პარტნიორია.

01 ოქტომბერი 2020, 22:54

COVID19

კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა

imedinews- ის ინფორმაციით, კახეთში, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა. საექიმო საქმიანობის გარდა, დაინფიცირებული ქალი გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიცაა. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების და დაინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ, მანამდე კი კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება.

01 ოქტომბერი 2020, 22:52

სპორტი

უეფამ საქართველოს ბელარუსთან მატჩზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დასწრების უფლება მისცა

ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა, რომელმაც შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა გულშემატკივარს საქართველო - ბელარუსის თამაშის დროს ტრიბუნებზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ბილეთები ხელმეორედ, 16 ათას მაყურებელზე გაიყიდება.

არჩილ თალაკვაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ბევრი დაზიანებული ადამიანია, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქცია მოქალაქეებს და სამშობლოს

გაუგებარია, თუ რა აკავშირებთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან და კიდევ უფრო გაუგებარია ამ სიაში ზოგიერთი ადამიანი, რა ნიშნით დადგა იმ დამნაშავე პოლიტიკური პარტიის და ძველი კრიმინალური ოპოზიციის გვერდით, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, განაცხადა.

ანა ნაგდალიანი

01 ოქტომბერი 2020, 22:45

მსოფლიო

სომხეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია

ოფიციალურმა ერევანმა ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 22:42

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, ამერიკის საგარეო სამხედრო დაფინანსება საქართველოში გაორმაგდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო სიის პრეზენტაციაზე საზოგადოებას საქართველოს თავდაცვს პოლიტიკის ამოცანები წარუდგინა. ღარიბაშვილის განცხადებით, უმთავრესი ეს არის ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება; ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა, ეფექტიანი რეზერვისა და რეკრუტირების სისტემის ჩამოყალიბება.

01 ოქტომბერი 2020, 22:33

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 715 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 182 ადამიანი გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ოქტომბერი 2020, 22:30

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანმრთელობის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა

„2012 წლიდან ორნახევარჯერ გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინასება, რაც დღეის მდგომარეობით, 350 მილიონ ლარს შეადგენს, პენსია 100 ლარიდან 220 ლარამდე, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერებისთვის კი 300 ლარამდე გაიზარდა. სოციალური შეღავათები დაწესდა მაღალმთიანი რეგონების მოსახლეობისთვის. ორნახევარჯერ გაიზარდა საარსებო შემწეობის ოდენობა, ხოლო 5-ჯერ გაიზარდა სოცალურად დაუცველი ბავშვების შემწეობა. ორნახევარჯერ გაიზარდა შშმ პირთა დახმარება. 2013 წლიდან 2020 წლამდე 22500 დევნილი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.