14 სექტემბერი 2020, 11:29 / სანდო წყარო

რა შემთხვევაში მოუწევს საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლისას კარანტინის გავლა - დეტალურად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკარანტინო პირობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).

ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა - რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

ზემოთ აღნიშნული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.

ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან). რაც ნიშნავს იმას, რომ კარანტინში მყოფ პირს მე-8 დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, მე-9 დღეს დატოვებს კარანტინს და მე-12 დღეს სავალდებულოდ გამოცხადდება შესაბამის დაწესებულებაში PCR ტესტის განმეორებით ჩასატარებლად (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს, ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომელთაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.

საქმიანი ვიზიტები

საქმიანი ვიზიტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, ბმულზე. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 8 დღის განმავლობაში (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან), ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR კვლევა (იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან), ან გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხება ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

ელექტრონულ ანკეტას ავსებენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის მოწმობას, ან არიან ორმაგი მოქალაქეები.

ელექტრონულ ანკეტას არ ავსებენ ევროკავშირის იმ სახელმწიფოს მოქალაქეები/ბინადრობის ნებართვის მქონე პირები რომელთანაც გარკვეული დათქმით იხსნება საზღვარი, ვინაიდან მათთვის სავალდებულოა 8-დღიანი კარანტინის გავლა (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).

საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 8-დღიანი კარანტინის (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან) შემცვლელ პირობად.

8-დღიანი კარანტინის (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან) გავლა საკუთარი სახსრებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში მოუწევთ მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს ევროკავშირის წევრი შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია, სლოვენია, ისლანდია.

ევროპის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ იხსნება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქმიანი ვიზიტები.

გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან რომლებთანაც სახელმწიფო საზღვარი იხსნება შესაბამისი დათქმით, ექვემდებარებიან 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).

გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი ექვემდებარებიან 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).

ევროკავშირის არაწევრი ევროპის და სხვა კონტინენტების ქვეყნებიდან შემოსული გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეები ექვემდებარებიან 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).

ევროკავშირის და სხვა ქვეყნებიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან სავალდებულო 8-დღიან კარანტინს (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან). გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, ან ამავდროულად ფლობენ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქის სტატუსს.

აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

ზემოთ აღნიშნული პირები სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველო მოქალაქე საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია, სლოვენია, ისლანდია), ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, მაშინ საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო კარანტინს, სახელმწიფო ხარჯით (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).

საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ვრცელდება სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან).

ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვისაც საქართველოს საზღვარი იხსნება, აქვთ ქვეყანაში სახმელეთო საზღვარით შემოსვლის უფლება განკარგულების თანახმად. შემოსვლისას ისინი ექვემდებარებიან კარანტინს საკუთარი ხარჯით.

ტესტირება

აეროპორტებში ტარდება PCR ტესტირება.

აეროპორტში PCR კვლევას ექვემდებარება ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, იმ შემთხვევაში თუ მას წინასწარ (აპლიკაციაში) აქვს გამოხატული ნება ტესტირების გავლაზე.

PCR-კვლევის პასუხი ცნობილი იქნება მაქსიმუმ 24 საათში, რეკომენდებულია კვლევის პასუხის მიღებამდე პირი იყოს თვითიზოლაციაში.

კვლევის შედეგთან დაკავშირებით, ინფორმაციას პირი მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციაც NCDC-ის მიერ. ინფიცირებული პირი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

ერთი ადამიანის PCR კვლევისთვის ნიმუშის აღების პროცედურა 5-10 წუთის ფარგლებში მერყეობს.

მგზავრებს აეროპორტში უტარდებათ PCR ტესტი მათივე თანხმობის შემთხვევაში.

საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR კვლევა (იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან), ან გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან), ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხება ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

კარანტინი

კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება.

კარანტინს ექვემდებარება ასევე ევროკავშირის ზემოაღნიშნული იმ 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელიც საქართველოში შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საზღვარი არ გვაქვს გახსნილი, ან ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კარანტინის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი.

თვითიზოლაციაში გადასვლა შესაძლებელია:

პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება;

დიპლომატებისა და საერთაშორისო მისიების მოთხოვნის შემთხვევაში (წესების დაცვაზე ზედამხედველობას თავად ახორციელებენ).

პროცედურები:

თვითიზოლაციაში გადასვლისთვის პირი ავსებს შესაბამის ფორმას, სადაც უთითებს მისამართს;

შევსებისას მითითებული მისამართის ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობას ადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

საკარანტინო სასტუმროს არჩევა ვიზიტორის მიერ შესაძლებელი არ არის.

აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება 8-დღიანი ვადის (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან) გასვლის შემდეგ, PCR ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

პირი ვალდებული არის იმყოფებოდეს საკარანტინე სივრცეში საზღვრის კვეთიდან 8 დღის (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან) განმავლობაში.

საკარანტინე სასტუმროს დატოვების წინ პირს უტარდება PCR კვლევა.

სასტუმროს დატოვებამდე PCR კვლევა სავალდებულოა. ევროკავშირის მოქალაქეების შემთხვევაში, ტესტის საფასურს იხდის თავად მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში - სახელმწიფო.

საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი არის სავალდებულო, რადგან სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი.

გასათვალისწინებელია, რომ არსებული გამოცდილებით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო.

საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის კარანტინში მათ განთავსება/არგანთავსებასთან დაკავშირებით განსხვავება განპირობებულია მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტის პოტენციურად უფრო მაღალი სიხშირით.

საქართველოს აეროპორტში ევროკავშირის ხსენებული 5 წევრი ქვეყნის მოქალაქის მიერ ანკეტის შევსება შესაძლებელი არის.

საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან გამგზავრება

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება და ექვემდებარება ტესტირებას ან/და 14-დღიან თვითიზოლაციას, ან კარანტინის გავლას მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.

ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 8-დღიანი კარანტინის (ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან) გავლა სავალდებულო წესით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

ყველა სიახლე

27 მაისი 2022, 00:22

პოლიტიკა

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს დავით ზალკალიანს სპეციალური განცხადებით მიესალმება.

ნიკუშა შენგელაია

27 მაისი 2022, 00:20

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: საზოგადოებისა და ხალხის დიდი ნაწილი შეთანხმებულები არიან, რომ უნდათ მშვიდობიანი, განვითარებული და დამოუკიდებელი ქვეყანა

რაც ეხება ხელისუფლებას, ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობას ვხედავ, მაგრამ იმ ნაწილს, რომელსაც მოიხსენიებენ ოპოზიციად და განსაკუთრებით რადიკალურ და რევაშინსტულ ნაწილად, რა თქმა უნდა, მათ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა არ ექნებათ - მათი მოწოდება არ არის, რომ ქვეყანაში ეს სიტუაცია იყოს, მათი მოწოდებაა, ოღონდ ჩვენ ვიყოთ და მერე დანარჩენი ყველაფერი, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნიკუშა შენგელაია

27 მაისი 2022, 00:10

საზოგადოება

ნიკუშა შენგელაია: არასდროს არ იქნება არანაირი შანსი იმისა, რომ საქართველო ისევ ჩაბარდეს ადამიანებს, რომლებიც ევროპაში თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ

ერთი სურვილი აქვთ ალბათ ზოგიერთებს, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. და მერე რა? ქართველი ხალხი ამის გამო მათ დაუდგებათ გვერდით? რისი იმედი აქვთ? ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს, კარგად არჩევს, ვინ ვინ არის და რისთვის იღწვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა, ნიკუშა შენგელაიამ განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2022, 23:56

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: 2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა და ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ

2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საკუთარმა ხელისუფლებამ წინასწარი განზრახვით, რომ იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო. არნახული სისასტიკით გაკეთდა ყველაფერი, - განაცხადა პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2022, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: დღეს ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ, რისკებსა და საფრთხეებს ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას

დღეს ჩვენს თავზე უამრავი რისკი ჰკიდია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ. რისკებსა და საფრთხეებს ყველა ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვლი

26 მაისი 2022, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვლი: ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ხონჩით არ მიგვიღია

ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ჩვენ ხონჩით არ მიგვიღია, - ამის შესახებ პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

26 მაისი 2022, 23:27

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მცხეთაში დასრულდა

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მცხეთაში, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები გაჟღერდა. ღონისძიება მცხეთაში გალა-კონცერტით დასრულდა.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2022, 23:24

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ

ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. გავიხსენოთ პუტჩის პერიოდი და შემდეგ - ყოველთვის იდგნენ ისტორიის ყველაზე ბნელ და შავ მხარეს. ეს ყველაფერი მათ ყოველ გამოსვლასა თუ განცხადებაში იყო ცასავით ნათელი. რას ველოდებით ბერძენიშვილებისგან და იმ მაბეზღარი ხალხისგან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებში, და აბეზღებენ საქართველოს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2022, 23:19

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ჩვენმა ერმა საკმარისი ფასი გაიღო, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონდეს

დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის დიდი დღეა. მით უმეტეს, ჩვენმა ერმა საკმარისი ფასი გაიღო, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონდეს და ეს ასახული იყო კონკრეტულ ნაბიჯებში ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, - ამის შესახებ Საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

ალექსეი არესტოვიჩი

26 მაისი 2022, 23:00

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: დასავლეთი ახლა ადეკვატურობის გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება

დასავლეთი ახლა ადეკვატურობის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

ოლაფ შოლცი

26 მაისი 2022, 22:21

მსოფლიო

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის ომს ჩავარდნა უწოდა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო.

რიინა კალიურანდი

26 მაისი 2022, 21:53

პოლიტიკა

საქართველოში ესტონეთის ელჩი: ძვირფასო ქართველებო, ესტონეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იდგა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, რიინა კალიურანდი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ანდრიუს კალინდრა

26 მაისი 2022, 21:26

პოლიტიკა

ანდრიუს კალინდრა: ლიეტუვა ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით, რადგან ლიეტუველებს ასევე კარგად ესმით თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა

საქართველო მოქალაქეებს ვულოცავ მათი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

26 მაისი 2022, 20:57

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ორი ამოცანა გვაქვს - დავეხმაროთ უკრაინას და არ დავუშვათ ომის ესკალაცია

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინაში ორი ამოცანა აქვს - დაეხმაროს უკრაინას და არ დაუშვას ომის ესკალაცია. ამის შესახებ მან ბერნძულ გამოცემა Capital-თან ინტერვიუში განაცხადა.

26 მაისი 2022, 20:43

საზოგადოება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

26 მაისი 2022, 20:36

საზოგადოება

ილია მეორე: ყველა ქართველს, ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს - ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

რეი ლიოტა

26 მაისი 2022, 20:31

კულტურა

მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს. ლიოტა დომინიკანის რესპუბლიკაში გარდაიცვალა, სადაც ფილმ „საშიში წყლების“ გადაღებებში მონაწილეობდა. გამოცემის ცნობით, მსახიობი ძილში გარდაიცვალა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დავით ზალკალიანი

26 მაისი 2022, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია - განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს და ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებში გამოვიარეთ ომები და პოლიტიკური დაბრკოლებები. ამ ყველაფრის ფონზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით თანამედროვე ქვეყანა, რომელიც იმართება უმაღლესი დასავლური სტანდარტებით, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. ზალკალიანი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კევინ სპეისი

26 მაისი 2022, 19:51

ტაბლოიდი

ბრიტანულმა პროკურატურამ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ზურაბ აზარაშვილი

26 მაისი 2022, 19:42

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.