imedi /  14 სექტემბერი 2020, 12:20 / სანდო წყარო

აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2 და საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი. ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ყველა სიახლე

ირაკლი ხახუბია

25 სექტემბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation-ის კვლევა: ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ხახუბია (64,4%) და „ქართული ოცნება“ (67,8%) ლიდერობენ

​​​​​​​Survation-ის კვლევის თანახმად,ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ხახუბია ლიდერობს. მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 64,4% ხმას მას მისცამდა.

ანდრეი ბაბიში

25 სექტემბერი 2020, 21:35

COVID19

ჩეხეთის პრემიერი: პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ჩეხეთის პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა.

ქართული ოცნება

25 სექტემბერი 2020, 21:29

პოლიტიკა

კვლევა: მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ ოლქში „ქართული ოცნებას“ ხმას 62,2%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 11% მისცემდა

Survation-ის კვლევის თანახმად, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

ლევან კობიაშვილი

25 სექტემბერი 2020, 21:22

პოლიტიკა

Survation-ის კვლევა: გლდანის ოლქში ლევან კობიაშვილი (52,1%) და „ქართული ოცნება“ (50,1%) ლიდერობენ

Survation-ის კვლევის თანახმად, გლდანის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

25 სექტემბერი 2020, 21:16

COVID19

კლინიკა „ბომონდში” კორონავირუსი 7 წლის პაციენტმა დაამარცხა

კორონავირუსი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 7 წლის პაციენტმა დაამარცხა. კოვიდცენტრი დატოვა 5-მა უსიმპტომო პაციენტმა, რომლებიც სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადანაწილდნენ.

25 სექტემბერი 2020, 21:12

პოლიტიკა

Survation-ის კვლევის თანახმად, ვაკის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, ვაკის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. კითხვას, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს: ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) - 52,4%; ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) - 33,3%; ნანა დევდარიანი („პატრიოტთა ალიანსი“) - 5,3%; ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,1%; ლევან კობერიძე („ლელო“) - 1,9%; სხვა კანდიდატი - 2,1%.

25 სექტემბერი 2020, 21:08

COVID19

ჯანმო: ეფექტური ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე კორონავირუსს, შესაძლოა, 2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ეფექტური ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, 2 მილიონამდე გაიზარდოს.

ივანე მაჭავარიანი

25 სექტემბერი 2020, 21:05

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი: პრემიერ გახარიას ყველა გზავნილი მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომელთაც განუხრელად დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში

პრემიერ გახარიას ყველა გზავნილი მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომელთაც განუხრელად დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესში - ასეთი შეფასება მისცა თავის facebook პოსტში ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

იოსებ ხახალეიშვილი

25 სექტემბერი 2020, 21:00

რეგიონი

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემს ქალაქში თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. იოსებ ხახალეიშვილმა სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში ბოლო სამი წლის განმავლობაში მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ეზოების რეაბილიტაციაზე, საყრდენი კედლების გასამაგრებელ სამუშაოებზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობაზე.

შარლ მიშელი

25 სექტემბერი 2020, 20:38

მსოფლიო

შარლ მიშელი: ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევები და ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევები და ალექსეი ნავალნის მოწამვლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

25 სექტემბერი 2020, 20:33

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც მთაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია იყო.

თამთა მეგრელიშვილი

25 სექტემბერი 2020, 20:29

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ძალიან საამაყოა ქვეყნის გამოწვევებზე ღირსეული ლიდერის დამაჯერებელი საუბარი, მან მსოფლიოსთან ჩვენი ქვეყნის მკაფიო და პრინციპული გზავნილები მიიტანა

გაეროს ასამბლეაზე კონკრეტული ქვეყნის გამოსვლა მსოფლიოსთან საუბარია. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოზე, ქართველი ხალხის სახელით ისაუბრა. ძალიან საამაყოა ქვეყნის გამოწვევებზე ღირსეული ლიდერის დამაჯერებელი საუბარი. მან მსოფლიოსთან ჩვენი ქვეყნის მკაფიო და პრინციპული გზავნილები მიიტანა, - ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვლადიმერ ბოჟაძე

25 სექტემბერი 2020, 20:27

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე ძალიან ღირსეული, პრინციპული და მკაფიო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გამოეხმაურა.

25 სექტემბერი 2020, 20:18

COVID19

კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

imedinews- ის ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფიცრებული ქალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის, მას აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ბათუმიდან კახეთში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ახლა კონტაქტების და წყაროს დადგენაზე აქტიურად მუშაობს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ისევ გრძელდება უფასო PCR ტესტირება და თერმოსკრინინგი.

25 სექტემბერი 2020, 20:13

სამართალი

ყვარელში ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ავტოავარიის შედეგად ყვარელში 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი მგზავრებით თელავიდან ყვარლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როცა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოგირს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყვარლისა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მარკ რუტე

25 სექტემბერი 2020, 20:09

COVID19

ნიდერლანდების პრემიერი:ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა შემაშფოთებელია და ახალი შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღა შემაშფოთებელია და ახალი შემზღუდავი ზომების დაწესებას მოითხოვს.

დავით გარეჯი

25 სექტემბერი 2020, 20:02

პოლიტიკა

კახა კუკავა დავით გარეჯზე: წინა ხელისუფლებამ დაიწყო რიტორიკა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორია და რაღაცა პატარა მონასტრის გამო ნუ გავართულებთ საქმეს

დავით გარეჯთან დაკავშირებით, უკვე მეხუთე წელია საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გვეუბნება, რომ კარტოგრაფიული დეტალებია დასაზუსტებელი. გაუგებარია რა კარტოგრაფიული დეტალებია დასაზუსტებელი, დაახლოებით ამ სტუდიის ხელა ადგილია სადაც ახლა ვიმყოფებით, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

25 სექტემბერი 2020, 19:42

პოლიტიკა

ვლადიმერ კონსტანტინიდი ონლაინ ფორმატში გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

25 სექტემბერი 2020, 19:42

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 122 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 122 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 114 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

25 სექტემბერი 2020, 19:37

პოლიტიკა

გიორგი გახარია: სამწუხაროდ გაერო-ს შექმნიდან 75 წლისთავზე ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაეროს ქარტიით განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ყოველდღიურად ირღვევა

სამწუხაროდ გაერო-ს შექმნიდან 75 წლისთავზე ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაეროს ქარტიით განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები ყოველდღიურად ირღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ საერთო განსაცდელის წინაშე ყველა უნდა გაერთიანდეს და გამოყენებული უნდა იყოს თითოეული სახელმწიფოს უნიკალური შესაძლებლობები.