14 სექტემბერი 2020, 14:21 / სანდო წყარო

ეკატერინე დგებუაძე: ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ნებისმიერ სკოლაში დაცულია

ეკატერინე დგებუაძე

ეკატერინე დგებუაძე

ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შევიმუშავეთ სპეციალური პროტოკოლი, რომელშიც კარგადაა გაწერილი, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სკოლა იმისთვის, რომ სასწავლო წელი დაიწყოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „იმედის დღესთან“ საუბრისას განაცხადა.

„პროტოკოლის დასაკმაყოფილებლად, არამხოლოდ განათლების სისტემამ, არამედ - სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა ძალიან დიდი თანხა იმისთვის, რომ ყველა სკოლაში დაკმაყოფილებულიყო ის სტანდარტი, რომელსაც სთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტრო. დღეს შეგვიძლია, შევაღოთ ნებისმიერი სკოლის კარი და ვნახავთ, რომ ყველა ის წესი, რომელსაც გვიწესებს ჯანდაცვის სამინისტრო, დაცულია. ეს ეხება ჰიგიენა-სანიტარიას, რაც სერიოზული გამოწვევა იყო. ამ დროის განმავლობაში, 800-ზე მეტი საპირფარეშო გარემონტდა და ეზოში არსებული საპირფარეშოები გადავიდა სკოლის შენობაში. გამიჭირდება იმის თქვა, რომ სკოლების 100-ვე პროცენტი იდეალურ მდგომარეობაშია. ჩვენ გავიარეთ გაზაფხულის პერიოდი, როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მოგვიწია და ეს არ იყო მარტივი პროცესი. როდესაც სასწავლო წელი დასრულდა, სამინისტრომ ძალიან აქტიურად დაიწყო მზადება. რა თქმა უნდა, ჩვენ შევაფასეთ ის გამოწვევები და წარმატებები, რაც ამ დისტანციური სწავლების ფარგლებში შეჯამდა. პარალელურად, დავიწყეთ მუშაობა როგორც დისტანციური სწავლების მიმართულებით, ისე - საკლასო ოთახების გახსნისთვის. მთელი მოტივაცია იყო მიმართული იმისკენ, რომ მოსწავლეებს საკლასო ოთახების კარები შეეღოთ და მუდმივად ვამბობდით ამას, რომ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ სასწავლო წელი დავიწყოთ, თუმცა, ძალიან ბევრ განსხვავებულ აზრს ვისმენთ. არ ვიცი, ეს პოლიტიკური ქულებისთვის აცხადებდნენ თუ სხვა რამისთვის, რომ განათლების სისტემა არ იყო მზად 15 სექტემბერს სასწავლო წლის დასაწყებად“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2020, 00:10

სამართალი

პოლიციამ კასპში მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

პოლიციამ კასპში განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

20 სექტემბერი 2020, 00:03

მსოფლიო

ახალი ტრენდის მიხედვით, „ტიკ-ტოკერები“ კბილებს იქლიბავენ. ვიდეო

ონლაინ ვიდეო პლატფორმა „ტიკ-ტოკის“ მომხმარებლები ახალ ტრენდში ჩაერთვნენ, რომელიც კბილების გაქლიბვას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Uni Lad-ი ავრცელებს. პლატფორმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეოს გადაღებამდე განაცხადა, რომ მისი კბილები არაა იდეალური და უსწორმასწოროა და ბიუჯეტშიც შეზღუდულია.

რუმინეთი

19 სექტემბერი 2020, 23:45

მსოფლიო

პოლიციამ რუმინეთში €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა

პოლიციამ რუმინეთში, რეიდისას €2.7 მილიონის ღირებულების მოპარული წიგნები იპოვა. წერს Euronews-ი. 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წიგნები ლონდონის მახლობლად, საცავიდან მოიპარეს. პოლიციამ დაახლოებით 200-მდე წიგნი ამოიღო, რომელთა საერთო ღირებულება £2.5 მიოლიონს შეადგენს. ოპერაცია ქალაქგარეთ მდებარე სახლში ჩატარდა.

19 სექტემბერი 2020, 23:29

ეკონომიკა

სამთავრობო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მლრდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა

COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე სამეურნეო წელი, უხვმოსავლიანობის თვალსაზრისით, გამორჩეულია. როგორც დარგის ექსპერტები აცხადებენ, ამაში დიდი წვლილი სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილმა პროგრამებმა შეიტანა განვლილ პერიოდში, სახელმწიფო პროგრამაში „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი.

19 სექტემბერი 2020, 23:24

ეკონომიკა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

გადაცემამ „ბიზნესი იმედზე“ სოფლის მეურნეობაში არსებული ტენდენციები შეაჯამა. ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც.

ნაომი ოსაკა

19 სექტემბერი 2020, 22:47

სპორტი

იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს

ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი ნაომი ოსაკა როლან გაროსის პრესტიჟულ გათამაშებას გამოტოვებს. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომელიც იაპონელმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკასთან ფინალური შეხვედრისას მიიღო.

19 სექტემბერი 2020, 22:27

სპორტი

ლიბანელი ფეხბურთელი მოჰამედ ატვი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

ბეირუთის ქუჩებში ერთი თვის წინ, აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივცემულოდ ისროლეს და ერთი ტყვია თავში ფეხბურთელს მოჰამედ ატვი შემთხვევით მოხვდა.

19 სექტემბერი 2020, 22:15

სპორტი

გარეტ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ „ტოტენჰემში“ გადავიდა

31 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ლონდონის კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინგლისელები ფეხბურთელს ხელფასის მესამედს გადაუხდიან, დანარჩენ თანხას კი მადრიდელები დაფარავენ.

შალვა კერესელიძე

19 სექტემბერი 2020, 21:50

პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა

შალვა კერესელიძე ყაზბეგში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მცხეთა-მთიანეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სნოს ხეობის სოფლების და ყაზბეგში გერგეტის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, შალვა კერესელიძემ მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

19 სექტემბერი 2020, 21:47

თავდაცვა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

დღეიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ჩიქოვანი

19 სექტემბერი 2020, 21:45

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქიოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩასა და კოკში მოსახლეობას შეხვდა

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო, რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: კოალიციური მთავრობის შექმნის მოლოდინი არ მაქვს

კახა კახიშვილი კოალიციური მთავრობის ალბათობას არ უშვებს. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, კოალიციური მთავრობის შედეგად არც ერთი ქვეყანა არ დანგრეულა და საქართველოსაც ახსოვს კოჰაბიტაციის პერიოდი.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:09

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა

ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესობისკენ შეიცვალა. კერძოდ ცვლილებებია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საჩივრების მიღების წესებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ დაიხვეწა, - ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 21:08

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: აქ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების არ მჯერა

კახა კახიშვილს საქართველოში ჩატარებული ასეთი კვლევების არ სჯერა. ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. არასდროს არ მჯეროდა სოციოლოგიური კვლევების. 47 წლის კაცი ვარ და არ მახსოვს, ვინმეს რამე ეკითხა. როგორ მოხდა ისე, რომ არც ერთ სოციოლოგიურ კვლევაში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც ჩემთან რაღაც საკითხით მოვიდა.

ბათუმი

19 სექტემბერი 2020, 20:45

რეგიონი

აჭარაში 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებაში გიდები ეხმარებიან

როგორ დავიცვათ კოვიდსტანდარტები და ჰიგიენის ნორმები ტურისტების მიღებისას - ამ საკითხებთან დაკავშირებით აჭარაში გიდები კონსულტაციებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს უწევენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გიდების დროებითი დასაქმების პროექტის ფარგლებში გიდებმა 400-ზე მეტი ტურისტული ობიექტის მეპატრონეს მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ უმასპინძლონ ტურისტებს უსაფრთხოდ კოვიდის პირობებში.

19 სექტემბერი 2020, 20:36

სამართალი

კასპში დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია

კასპში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი კაცის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კახა კახიშვილი

19 სექტემბერი 2020, 20:30

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აგრესიული და ბინძური კამპანიის

„აგრესიული საარჩევნო კამპანიის მომხრე არ ვარ - როდესაც წარმადგინეს, ოპონენტებსაც კი ვთხოვე, თუ გნებავთ შევხდეთ და გავიაროთ ის თამაშის წესები, რომელიც გვექნება საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, - ამის შესახებ ისანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, თუ შტაბების დონეზე იქნება რეაგირება, ეფექტიც მეტია.

არჩილ თალაკვაძე

19 სექტემბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანაში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა და ეს ყველაზე უკეთ სწორედ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისტორიულ ადგილას და შესაძლოა ეს დღეც შევიდეს ისტორიაში როგორც დღე, როდესაც სამომავლო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი, ჩვენ გვყავს გამოცდილი და ძლიერი ლიდერები, გვაქვს ხალხის ძლიერი მხარდაჭერა და რაც მთავარია, ვაკეთებთ ქვეყნისთვის საჭირო საქმეს. მადლობა მხარდაჭერისთვის, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წყალტუბოში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიღწეულ შედეგებზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ზურაბ რამაზაშვილი

19 სექტემბერი 2020, 20:05

ეკონომიკა

ზურაბ რამაზაშვილი: ყურძნის სუბსიდირება მომგებიანია როგორც ღვინის კომპანიისთვის, ასევე ყურძნის ჩამბარებლისთვის

​„რთველი 2020“- კახეთში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. უკვე გადამუშავებულია 90 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა კი, 300 ათასი ტონაა. მიმდინარე წელს, პანდემიის გამო მევენახეობა-მეღვინეობის დარგი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მათ მხარდასაჭერად, მთავრობა „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას ახორციელებს. კილოგრამზე 30 თეთრის სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1 000 ტონა „რქაწითელს“ ან „კახურ მწვანეს“ და ფერმერს 1 კილოგრამში არანაკლებ 80 თეთრს გადაუხდის.

19 სექტემბერი 2020, 19:55

ეკონომიკა

წელს ვაშლის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და დაახლოებით 120 ათასი ტონა იქნება

სამეგრელოში თხილს, ქართლში კი ვაშლის მოსავალს აბინავებენ. წელს, პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებული ბაღები პირველი მოსავლის მოცემას იწყებს. ახალი, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ბაღებიდან მიღებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოსავალი, 30 ათას ტონას გაუტოლდება. არასტანდარტული ვაშლის მქონე ფერმერების მხარდასაჭერად, სახელმწიფომ სუბსიდირების პროგრამა შეიმუშავა.