IMEDI /  14 სექტემბერი 2020, 15:31 / სანდო წყარო

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს

ბათუმის სამშობიარო სახლში 7 ორსული კოვიდინფიცირებული პაციენტი მოათავსეს. ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ. მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გაფართოვდა იმ კლინიკათა რიცხვი, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს უმკურნალებენ. მათ შორის ერთი იქნება ქობულეთშიც. მისივე თქმით, მომატებული შემთხვევების მიუხედავად, აჭარაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2020, 10:38

სამართალი

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევას ავტობანზე მსხვერპლი მოჰყვა. ხაშური-ქარელის მონაკვეთზე საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

19 სექტემბერი 2020, 10:35

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 93,337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 93,337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,3 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,247 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 85,619-ს აღწევს. ჯამში 4,208,431 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

19 სექტემბერი 2020, 10:31

რეგიონი

„რთველი 2020“-ის ფარგლებში 80 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი: 60 ათასი ტონა „რქაწითელი“, 15 ათასი ტონა „საფერავი“, 1,6 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების დღე-ღამურმა მაჩვენებელმა 13 ათას ტონას მიაღწია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი ღვინის საწარმო.

კორონავირუსი

19 სექტემბერი 2020, 10:28

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 187 ადამიანს დაუდასტურდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

19 სექტემბერი 2020, 10:21

საზოგადოება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე 26-27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება

26-27 სექტემბერს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი განმარტებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის 16-17კმ მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი.

კორონავირუსი გერმანია

19 სექტემბერი 2020, 09:24

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 2 297 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 2 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ევროკავშირი კვიპროსი

19 სექტემბერი 2020, 08:57

მსოფლიო

კვიპროსმა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესება კვლავ დაბლოკა

კვიპროსმა კვლავ დაბლოკა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება. Deutsche Welle-ს ცნობით, ნიქოზიის წარმომადგენელმა სანქციების პროექტს ვეტო 18 სექტემბერს, ბრიუსელში, Coreper-ის სხდომაზე დაადო.

სასამართლო

19 სექტემბერი 2020, 08:45

სამართალი

რა ცვლილებებს გულისხმობს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს თითოეულ ქულას. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა, ქულების დასაბუთება და შეფასება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვინაობის მითითების გარეშე, ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2020, 08:34

მსოფლიო

დონალდ ტრამპს FBI-ის დირექტორის გათავისუფლება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კრისტოფერ რეის გათავისუფლებას არ გამორიცხავს. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარტინ ვისკარა

19 სექტემბერი 2020, 08:18

მსოფლიო

პერუს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა

პერუს პარლამენტმა შეუნარჩუნა თანამდებობა ქვეყნის პრეზიდენტ მარტინ ვისკარას, რომლის წინააღდეგაც ერთი კვირის წინ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

ავიაციის დღე

19 სექტემბერი 2020, 08:06

თავდაცვა

19 სექტემბერს საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება

19 სექტემბერს საქართველოში სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

19 სექტემბერი 2020, 00:58

ტაბლოიდი

მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირადღირებული საფოსტო მარკა მოიპარეს

​​​​​​​ჰონგ-კონგში ქურდები ფილატელისტის ფუ ჩუნსიაოს სახლში შეიჭრნენ და საფოსტო მარკებთან ერთად ხელოვნების ნიმუშებიც მოიპარეს. წაღებული ნივთები ოთხ მილიარდ ჰონკონგურ დოლარადაა შეფასებული. ამის შესახებ South China Morning Post წერს.

სერგი ჯორბენაძე

19 სექტემბერი 2020, 00:51

საზოგადოება

იურისტი სერგი ჯორბენაძე: ცრუ ინფორმაციის გავრცელების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება დემოკრატიას არ ეწინააღმდეგება

Fake News-თან, ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო მოწესრიგება, რა თქმა უნდა, საჭიროებს დაკონკრეტებასა და დახვეწას, თუმცა, ეს არაა მხოლოდ ქართული პრობლემა, - განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა, იურისტმა სერგი ჯორბენაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ფეისბურგი“.

ბრუნო ლე მერი

19 სექტემბერი 2020, 00:51

COVID19

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს, ბრუნო ლე მერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მინისტრმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

სერგი ჯორბენაძე

19 სექტემბერი 2020, 00:47

სამართალი

ადვოკატი: „Facebook სამართალი“ მოიცავს ყველა იმ სამართლებრივ ნორმას, რომელსაც სოციალურ ქსელში აქტუალური გამოვლინება აქვს

„Facebook​ სამართალი“ არის ტერმინი რომელიც ახლახანს დამკვიდრდა. ეს არის სოციალური მედიის სამართალი და მისი ერთ-ერთი განშტოება არის „Facebook სამართალი“, - ამ თემაზე „იმედის“ გადაცემა „ფეისბურგში“ ასოცირებულმა პროფესორმა და ადვოკატმა სერგი ჯორბენაძემ ისაუბრა. „Facebook სამართალი“ ერთი რომელიმე კონკრეტული დარგისგან შემდგარი ინსტიტუტი არ არის. ეს მოიცავს ყველა იმ სამართლებრივ ნორმას, რომელსაც აქტუალური გამოვლინება აქვს Facebook-ში, თუნდაც ჩვენი საქმიანობისას. ეს შეიძლება იყოს სისხლის სამართალი. საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არი ეს ყველაფერი შესული, 2016 წლის სამი ივნისიდან არის სისხლის სამართლის კოდექსში. გარდა ამისა არის სახელშეკრულებო ურთიერთობაც, შეიძლება ეს იყოს ბიზნეს ურთიერთობა, პერსონალური მონაცემები, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, საავტორო უფლებები“, - განაცხადა სერგი ჯორბენაძემ.

19 სექტემბერი 2020, 00:40

COVID19

ლონდონის მერი: სულ უფრო სავარაუდოა, რომ ლონდონში შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო

ლონდონის მერმა, სადიკ ხანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სულ უფრო სავარაუდოა, რომ ლონდონში შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო.

ირაკლი კობახიძე

19 სექტემბერი 2020, 00:27

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უზენაეს სასამართლოში კანდიდატების არჩევისას ღია კენჭისყრა იყო იუსტიციის საბჭოში, რაც აძლევდა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ზურაბ ადეიშვილს, სასამართლო ეკონტროლებინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში.

19 სექტემბერი 2020, 00:17

კულტურა

ჯვრის მონასტრის პროექტმა აშშ-ის ელჩის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა და მისი კონსერვაცია 506 000 დოლარით დაფინანსდება

„მიმდინარე კვლევით სამუშაოებს, რომელსაც ასევე აშშ-ის მთავრობა აფინანსებს დაემატება შენობის მთლიანი გარე ფასადის საკონსერვაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ოთხივე ფასადს, გუმბათს რვავე მხარეს და კედლის ზედაპირს, დაახლოებით, 1 200 კვადრატული მეტრის ფართობს“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

19 სექტემბერი 2020, 00:16

სპორტი

ევროპა ლიგის პლეი-ოფში თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ პოტენციური მეტოქეების ვინაობა გაირკვა

ევროპა ლიგის პლეი-ოფში თბილისის „დინამოსა“ და „ლოკომოტივის“ პოტენციური მეტოქეების ვინაობა გაირკვა. იმ შემთხვევაში თუ „დინამო“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების ჩემპიონს „კლაკსვიკს“ დაამარცხებს, ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა მოლდოვის „შერიფისა“ და ირლანდიის „დანდალკის“ წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, „გრანადას“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, გიორგი ჭიაბრიშვილს მომზადებულ გუნდს ზაგრების „ლოკომოტივსა“ და „მალმიოს“ შორის საუკეთესო შეხვდება. ისევე როგორც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პლეი-ოფშიც საქართველოს ორივე გუნდს თამაშების სტუმრად გამართვა მოუწევს.

დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2020, 00:04

COVID19

დონალდ ტრამპი: აპრილისთვის თითოეული ამერიკელისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა გვექნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპრილისთვის თითოეული ამერიკელი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინით იქნება უზრუნველყოფილი.