imedi /  15 სექტემბერი 2020, 13:50 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და პანიკის საფუძველი არ არსებობს

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, გლობალურად ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. საკმაოდ საყურადღებოა ვითარება საქართველოშიც, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როცა ინფიცირებულთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა მატების მიუხედავად, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართვას პანდემიის გავრცელების რისკებს

დეპუტატის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო პრემიერი ხელმძღვანელობით თავიდანვე მოქმედებს გადაუდებლად, ეფექტიანად და პრევენციულად.

„ამავე დროს, ჩვენ მოვიგეთ დრო. ბოლო 5-6 თვე გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ყველა სისტემა მაქსიმალურად მომზადებულიყო შემდგომი შესაძლო სირთულეებისათვის. 21 მარტს, როდესაც ქვეყანაში გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, ჯანდაცვის სისტემა დღეში მხოლოდ 150-მდე PCR ტესტის გაკეთებას ახერხებდა, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა შეიცვალა და დღეში შეგვიძლია 8000 და უფრო მეტი ტესტის გაკეთება. სულ მალე კი, საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ 10 ათასამდე გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგროვდა კლინიკური შემთხვევების მართვის კუთხითაც.

„თუ ეპიდემიის დასაწყისში მხოლოდ ხუთი ჰოსპიტალი იყო ჩართული პროგრამაში, დღეისათვის კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ჩართულია 20-ზე მეტი კლინიკა და 2400-მდე გაიზარდა საწოლფონდი. საჭიროების შემთხვევაში, მომზადებულია საქართველოში არსებული კლინიკების 80%, ასევე მზადყოფნაშია 4 სასტუმრო თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ანაკლიაში, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევენ პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმების შემთხვევაში“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა და ექთნებმა, როგორც ჰოსპიტალებში, ასევე პირველადი ქსელში გაიარეს გადამზადება კოვიდის დიაგნოსტიკის, ინფექციის კონტროლისა და მართვის სფეროში.

„გადამზადებულია 2500-მდე სოფლისა და ოჯახის ექიმი. 43 კლინიკაში მოხდა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების გადამზადება, რამაც შესაძლო გახადა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და ყველაზე რთული შემთხვევების წარმატებული მართვა. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი დაბალი სიკვდილობის მაჩვენებელია. ასევე, მზადყოფნაშია სასტუმროები, რომლებიც რამდენიმე დღეში მიიღებენ უსიმპტომო და ე.წ. მსუბუქ პაციენტებსაც, რომლებიც ექიმების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სისტემა მზად არის დაძლიოს კრიზისი და ხელისუფლების მთავარ ამოცანად ისევ რჩება მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა, მაგრამ მოქალაქეების და საზოგადოების როლი ამაში არის შეუცვლელი.

„მოვუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან წესები, რეკომენდაციები, რომლებსაც იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საკოორდინაციო საბჭო. აუცილებელია ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეში და ასევე, ღია სივრცეში, სადაც არის მაღალი სიმჭიდროვე. მინდა ვთხოვო მოქალაქეებს თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან, და მითუმეტეს გადაკოცნისგან. შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, ასეთ დროს ჩვენ შესაძლოა სხვისგან მივიღოთ ვირუსი ან სხვას გადავცეთ ის და მოვახდინოთ დაინფიცირება. ამიტომ, გაუფრთხილდეთ ყველას და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს სამი ძირითადი მიზანი: შეინარჩუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკა სწრაფად დაუბრონოს სასტარტო მდგომარეობას, რომ არ დაიწყოს შეუქცევადი პროცესები, მესამე მიზანი შეეხება არჩევნებს.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი. ახლოსაა არჩევნები და ვფიქრობ, რომ პირდაპირი ვალდებულებაა ქვეყნისაც, ხელისუფლებისაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებისაც, რომ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში. ჩვენი ვალდებულებაა, არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ ქვეყანას შემდეგაც არ შევუქმნათ პრობლემები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2020, 00:56

საზოგადოება

რუსთავში, სახანძროს ყოფილ შენობაში, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დარბაზები და სარეპეტიციო ადგილები მოეწყობა

რესტავრირების შემდეგ მასში განთავსდება მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები, რომლებიც ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს დაეთმობა და მათ შემოქმედებით განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის მიზანია, შენობა კრეატიული ახალგაზრდებისთვის რუსთავის კულტურულ ჰაბად იქცეს.

სარკოგაფი ეგვიპტე

21 სექტემბერი 2020, 00:50

კულტურა

ეგვიპტეში 2 500 წლის წინ დამარხული სარკოფაგები აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა სარკოფაგები საქარას ერთ-ერთ ახალაღმოჩენილ სამარხში იპოვეს. თვის დასაწყისში არქეოლოგებმა 13, რამდენიმე დღის წინ კი კიდევ 14 სარკოფაგი ამოთხარეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსგავსი აღმოჩენაა.

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2020, 00:28

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. მათ შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მოხუც მშობლებს აღთქმა ჰქონდათ დადებული, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ანას ახარა, რომ მას მარიამი ეყოლებოდა.

დოროთი და რალფი

21 სექტემბერი 2020, 00:03

ტაბლოიდი

აშშ-ში 100 წელს გადაცილებულმა წყვილმა ქორწინების 85 წლის იუბილე აღნიშნა

„როცა პრობლემები გვქონდა, მე ყველაფერში ვეთანხმებოდი დოროთის, ეს გამოსავლის პოვნის ყველაზე კარგი საშუალებაა“, - განაცხადა რალფმა.

მადრიდი საპროტესტო აქცია კორონავირუსი

20 სექტემბერი 2020, 23:35

COVID19

მადრიდის ნაწილში კარანტინის დაწესება ასობით ადამიანმა გააპროტესტა

შეზღუდვები ქალაქში ორშაბათიდან ამოქმედდება და მადრიდის მოსახლეობის 13%-ს, ანუ დაახლოებით 850 ათას ადამიანს შეეხება. მათ საკუთარი უბნების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, ბავშვების სკოლაში მისაყვანად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად ექნებათ. ჩაკეტილ ზონაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, თუმცა დაიკეტება პარკები, მაღაზიები, ბარები და რესტორნები კი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებენ. აიკრძალება 6 ადამიანზე მეტის შეკრება.

რთველი

20 სექტემბერი 2020, 23:18

რეგიონი

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, გადამუშავებულია 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი

არსებული მონაცემებით, 2012 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 75 მლნ დოლარის ღირებულების იყო; 2019 წელს კი 94 მლნ ბოთლი ღვინო, ღირებულება - 237 მლნ დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში 2013-19 წლებში, ექსპორტზე 1,2 მილიარდი დოლარის ღვინო გავიდა.

თბილისი მეტრო

20 სექტემბერი 2020, 23:04

საზოგადოება

ხვალიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის უფლება 246-მა სტუდენტმა მოიპოვა

საბოლოოდ, სასწავლებელში არსებული მაღალი ბარიერი მხოლოდ 246 სტუდენტმა გადალახა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულების მიხედვით ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნომერ პირველი საჯარო უნივერსიტეტია საქართველოში.KIU მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. უცხოელი ლექტორები სწავლის დაწყებას მოუთმენლად ელიან და აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების პროგრამა მოამზადეს.

მიხეილ ჩხენკელი

20 სექტემბერი 2020, 22:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში

„ჩვენი ყველასი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის არის სწორედ სკოლაში, სასწავლო პროცესი არის საკლასო ოთახებში. შესაბამისად, ამას რომ მივაღწიოთ,ყველამ უნდა გააცნობიეროს იმის მნიშვნელობა, რომ საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა“,- განაცხადა ჩხენკელმა.

კახა ოქრიაშვილი

20 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი: არანაირ უხერხულობას არ მიჩენს მე არც 5-იანი და არც სხვანაირი ნომერი

„ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი გეგმები აქვს, ემთხვევა ჩემ გეგმებს. აღიარა მიშამ და ახლა ბოდიშებს იხდის. “, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

20 სექტემბერი 2020, 21:43

რეგიონი

ბოდბის მოსახლეობა წმინდა ნინოს დედათა მონასტერზე გავრცელებულ ცილისწამებას უარყოფს

მონასტერში თითოეულ გოჯ მიწაზე ზრუნავენ და უვლიან. ყველაფერი 25 წლის წინ დაიწყო, მაშინ როცა პატრიარქის კურთხევით ბოდბის დედა მონასტრის წინამძრღვრობა იღუმენია თეოდორას დაევალა. დანგრეული კედლები, გაუმართავი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ასეთი მონასტრის წინამძღოლობა ხვდა წილად იღუმენიას. იქაურობის ნამდვილ წალკოტად გადაქცევა მარტივი არ იყო. ამ ყველაფერს 25-წლიანი შრომა დასჭირდა. შრომობენ ახლაც, მაშინ როცა ერს სძინავს მონაზვნები ცისკრის ლოცვას იწყებენ. ლოცულობენ საქართველოსა და თითოეული ადამიანისთვის. ამუშავებ მიწებს, მისდევენ მეურნეობას.

გიორგი ღარიბაშვილი

20 სექტემბერი 2020, 21:28

საზოგადოება

რა მოუყვა „იმედის კვირას“ საკალმახე „ადმირალის“ და „ვილა ალგეთის“ მფლობელმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ადვოკატის ვიზიტზე

როგორც „იმედის“ გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, „ვილა ალგეთინ“ არა სასტუმრო, არამედ გიორგი ღარიბაშვილის კუთვნილი კერძო სახლია, სადაც ის ოჯახთან - მეუღლესთან, ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ, სახლის მიმდებარე ტერიტორია თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ადვოკატებთან ერთად დაათვალიერეს. მასპინძელს იმაშიც არწმუნებდნენ, რომ გარდაცვალების შემდეგაც კი, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მის კუთვნილ ავტოფარეხში მალავდა. არადა, ადგილზეც ვამოწმებთ, რომ ავტოფარეხი მოქმედი დიდი ხანია არ არის, კარები ნახევრად იღება ისე, რომ მანქანა შიგნით ვერ შევა. სწორედ მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო გიორგი ღარიბაშვილის ოჯახი სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

ბეჟან წაქაძე

20 სექტემბერი 2020, 21:13

პოლიტიკა

ბეჟან წაქაძე: ვამაყობ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი გამოწვევა მუნიციპალიტეტში, რის გადალახვაშიც ჩემი მოკრძალებული წვლილი არ შემეტანა

მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი მთელი ჩემი ცხოვრება ბრძოლაში და შრომაში გავატარე და მწამს, რომ არც ეს ბარიერი იქნება ჩემთვის რთულად გადასალახი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ, ზესტაფონში წარდგენაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

20 სექტემბერი 2020, 20:58

რეგიონი

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა პარლამენტის თავმჯდომარემ დაათვალიერა

სრულად რეაბილიტირდა 1 000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ორი შენობა. შესაბამისად, საბაზო, დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ცალ-ცალკე, თანამედროვე სტანდარტების თანახმად მოწყობილ შენობაში განთავსდნენ. შშმ პირთათვის ადაპტირებულ შენობაში სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო, სპორტული დარბაზები და ღია სტადიონი მოეწყო.

მინსკი აქცია

20 სექტემბერი 2020, 20:55

მსოფლიო

ბრესტში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დაშლა ცრემლსადენი გაზის და გამაფრთხილებელი გასროლის მეშვეობით სცადეს. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, აქციის მონაწილეები აგრესიულად იქცეოდნენ და სამართალდამცველებს თავს ესხმოდნენ.

ირაკლი ჩიქოვანი

20 სექტემბერი 2020, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს

,,დღევანდელ შეხვედრებზე ჯუმსა და ახალსოფელში ადგილობრივებთან იმ პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც მათ სოფელსა თუ უბანში გვაქვს. თუმცა, ყველას ბევრად მეტი გვინდა და ამისთვის ერთობლივ მუშაობაზე შევთანხმდით. კომუნიკაციის ამ ფორმას უპირატესობას სწორედ იმიტომ ვანიჭებ, რომ მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს. ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია განხორციელებული და სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კორონავირუსი აფხაზეთი

20 სექტემბერი 2020, 20:09

COVID19

​ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ამ დროისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 939 შემთხვევა დადასტურდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა, 255 კი გამოჯანმრთელდა.

მამუკა მდინარაძე

20 სექტემბერი 2020, 20:07

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: წარმატება საქართველოს საფირმო ნიშანი უნდა გახდეს

„ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნომერ პირველ პრიორიტეტად აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ეს საამაყოა. ამაყი ხარ, როცა იცი, რომ შენმა გუნდმა მინიმუმ ერთი პროგრამის გამო, C ჰეპატიტის პროგრამის მეშვეობით, 50 ათასამდე ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ბაღდათში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

ზაალ დუგლაძე

20 სექტემბერი 2020, 19:54

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხაშურსა და ქარელში, ზაალ დუგლაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ზაალ დუგლაძე ამჯერად ორივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს სურამში შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალგაზრდებს პროფესიული და უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზეც ესაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.

ანდრია გვიდიანი

20 სექტემბერი 2020, 19:51

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: სააკაშვილისგან უტიფრობა არ მიკვირს, თუმცა მაინც ყველაფერს აქვს საზღვარი მით უმეტეს, როცა ეს უტიფრობა ფაქტობრივ უზუსტობებზე და ტყუილებზეა აგებული

„რაღაცების ბოდვა დაიწყო საქართველოს გავაბრწყინებთო და ეგეთების და მაგის შეფასებას უბრალოდ არ ვიკადრებ. დასკვნები თავად გამოიტანეთ, ყველა რიცხვზე და წერტილ-მძიმეზე პასუხისმგებელი ვარ”,- აცხადებს ექსპერტი.