imedi /  15 სექტემბერი 2020, 21:11 / სანდო წყარო

ლევან რატიანი: იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ მკვეთრად კლებულობს მძიმე, კრიტიკული და ლეტალური პაციენტების რიცხვი

ლევან რატიანი

ლევან რატიანი

იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ მკვეთრად კლებულობს მძიმე, კრიტიკული და ლეტალური პაციენტების რიცხვი, რაც შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ მკვეთრად კლებულობს მძიმე, კრიტიკული და ლეტალური პაციენტების რიცხვი, რაც შეიძლება რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული. უფრო მეტად ხდება ინფიცირებულთა გამოვლენა, ვიდრე წინა პერიოდში იყო. ეს სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ დადგება მომენტი, როდესაც ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს ადამიანის ორგანიზმი“, - განაცხადა რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2020, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 193 ადამიანი დაინფიცირდა, 41 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

21 სექტემბერი 2020, 10:25

მსოფლიო

ნახევარი წლის შემდეგ, ინდოეთში ტაჯ მაჰალი გაიხსნა

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მარტში დახურული ტაჯ მაჰალის ტაძარი ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა დღის განმავლობაში მხოლოდ 5 000 ვიზიტორს მიიღებს და სავალდებულო იქნება უსაფრთხოების ზომების დაცვა.

ემი დაჯილდოება

21 სექტემბერი 2020, 10:21

კულტურა

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების გამარჯვებულები დაასახელეს

დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცი ჯერემი სტრონგი („მემკვიდრეები“), ქალი კი ზენდაია („ეიფორია“) გახდა. საუკეთესო მინი-სერიალი „დარაჯები“ გახდა. ეს შოუ ლიდერი იყო ნომინაციების რაოდენობით და Emmy-ს ტრიუმფატორი გახდა - მას 11 ჯილდო ერგო. საუკეთესო კომედიურ სერიალად კი „შიტს კრიკი“ დასახელდა.

ლევან დავითაშვილი

21 სექტემბერი 2020, 10:16

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს, სახელმწიფოს მიერ ყველა პირობაა შექმნილი, რომ მევენახეებმა ყურძენი ჩააბარონ და ანაზღაურება მიიღონ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და უკვე იწყება პიკური პერიოდი. მისივე განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება.

21 სექტემბერი 2020, 09:47

COVID19

დღეიდან, საქართველოდან ლიეტუვაში ჩასულ ნებისმიერ პირს 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს

21 სექტემბერს ძალაში შევა ლიეტუვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ლიეტუვაში მომავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14-დღიან თვითიზოლაციას, ამასთან, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

21 სექტემბერი 2020, 09:28

COVID19

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით 235 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 3542 ადამიანს დაუსვეს, 235 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 697 663 ადამიანი დაინფიცირდა, 73 493 პაციენტი კი გარდაიცვალა.

21 სექტემბერი 2020, 09:08

მსოფლიო

აშშ-ში დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

კანადიდან აშშ-ში შესვლის დროს დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ქალია და მან თეთრ სახლში რიცინის შემცველი წერილი გააგზავნა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

21 სექტემბერი 2020, 08:36

საზოგადოება

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა. პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მლნ. დოლარი იყო გამოყოფილი.

21 სექტემბერი 2020, 08:19

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ დღეს მოსახლეობას საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და ხარაგაულის მერობის კანდიდატს წარუდგენს

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან. 13 საათზე „ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძეს ჭიათურაში წარადგენს. საჩხერეში კი მისი წარდგენა 14:30 საათზე გაიმართება.

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2020, 08:10

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. მათ შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მოხუც მშობლებს აღთქმა ჰქონდათ დადებული, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ანას ახარა, რომ მას მარიამი ეყოლებოდა.

21 სექტემბერი 2020, 08:02

COVID19

აჭარაში დღეს 4000-მდე ტესტის პასუხებს ელოდებიან

რეგიონში უკვე რვა კლინიკა იღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, უსიმპტომო პაციენტები კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარში ამჟამად 156 პაციენტს მკურნალობენ, ცხელების ცენტრში კი 19 ადამიანს. კლინიკაში ჯამში სულ 175 კოვიდ ინფიცირებული ჰყავთ.

21 სექტემბერი 2020, 00:56

საზოგადოება

რუსთავში, სახანძროს ყოფილ შენობაში, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დარბაზები და სარეპეტიციო ადგილები მოეწყობა

რესტავრირების შემდეგ მასში განთავსდება მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები, რომლებიც ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს დაეთმობა და მათ შემოქმედებით განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის მიზანია, შენობა კრეატიული ახალგაზრდებისთვის რუსთავის კულტურულ ჰაბად იქცეს.

სარკოგაფი ეგვიპტე

21 სექტემბერი 2020, 00:50

კულტურა

ეგვიპტეში 2 500 წლის წინ დამარხული სარკოფაგები აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა სარკოფაგები საქარას ერთ-ერთ ახალაღმოჩენილ სამარხში იპოვეს. თვის დასაწყისში არქეოლოგებმა 13, რამდენიმე დღის წინ კი კიდევ 14 სარკოფაგი ამოთხარეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსგავსი აღმოჩენაა.

დოროთი და რალფი

21 სექტემბერი 2020, 00:03

ტაბლოიდი

აშშ-ში 100 წელს გადაცილებულმა წყვილმა ქორწინების 85 წლის იუბილე აღნიშნა

„როცა პრობლემები გვქონდა, მე ყველაფერში ვეთანხმებოდი დოროთის, ეს გამოსავლის პოვნის ყველაზე კარგი საშუალებაა“, - განაცხადა რალფმა.

მადრიდი საპროტესტო აქცია კორონავირუსი

20 სექტემბერი 2020, 23:35

COVID19

მადრიდის ნაწილში კარანტინის დაწესება ასობით ადამიანმა გააპროტესტა

შეზღუდვები ქალაქში ორშაბათიდან ამოქმედდება და მადრიდის მოსახლეობის 13%-ს, ანუ დაახლოებით 850 ათას ადამიანს შეეხება. მათ საკუთარი უბნების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, ბავშვების სკოლაში მისაყვანად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად ექნებათ. ჩაკეტილ ზონაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, თუმცა დაიკეტება პარკები, მაღაზიები, ბარები და რესტორნები კი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებენ. აიკრძალება 6 ადამიანზე მეტის შეკრება.

რთველი

20 სექტემბერი 2020, 23:18

რეგიონი

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, გადამუშავებულია 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი

არსებული მონაცემებით, 2012 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც 75 მლნ დოლარის ღირებულების იყო; 2019 წელს კი 94 მლნ ბოთლი ღვინო, ღირებულება - 237 მლნ დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში 2013-19 წლებში, ექსპორტზე 1,2 მილიარდი დოლარის ღვინო გავიდა.

თბილისი მეტრო

20 სექტემბერი 2020, 23:04

საზოგადოება

ხვალიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 სექტემბერი 2020, 22:45

რეგიონი

წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის უფლება 246-მა სტუდენტმა მოიპოვა

საბოლოოდ, სასწავლებელში არსებული მაღალი ბარიერი მხოლოდ 246 სტუდენტმა გადალახა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულების მიხედვით ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნომერ პირველი საჯარო უნივერსიტეტია საქართველოში.KIU მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. უცხოელი ლექტორები სწავლის დაწყებას მოუთმენლად ელიან და აცხადებენ, რომ სტუდენტებისთვის ევროპული სტანდარტების პროგრამა მოამზადეს.

მიხეილ ჩხენკელი

20 სექტემბერი 2020, 22:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში

„ჩვენი ყველასი სურვილია, რომ 1-ელ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის არის სწორედ სკოლაში, სასწავლო პროცესი არის საკლასო ოთახებში. შესაბამისად, ამას რომ მივაღწიოთ,ყველამ უნდა გააცნობიეროს იმის მნიშვნელობა, რომ საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა“,- განაცხადა ჩხენკელმა.

კახა ოქრიაშვილი

20 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილი: არანაირ უხერხულობას არ მიჩენს მე არც 5-იანი და არც სხვანაირი ნომერი

„ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი გეგმები აქვს, ემთხვევა ჩემ გეგმებს. აღიარა მიშამ და ახლა ბოდიშებს იხდის. “, - განაცხადა ოქრიაშვილმა.