imedi /  15 სექტემბერი 2020, 22:40 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

სტუდენტებისა და მოსწავლეების მობილობის ზრდა ვირუსის ახალი შემთხვევების მსგავსი რაოდენობის ფონზე მიზანშეუწონელია, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კითხვას, როდემდე და რა პირობით გაგრძელდება შეზღუდვები, რომელიც სკოლებსა და ბაღებთან მიმართებაში მოქმედებს.

„ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც - რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ - ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში. მოგეხსენებათ, საქართველოში სწავლას იწყებდა 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე. ეს არის ძალიან დიდი მობილობის ზრდა რამდენიმე დღეში. ჩვენ კარგად ჩავაბარეთ გამოცდა ეროვნულებზე, ახლა მართალი გითხრათ, როცა ზრდა გვქონდა ბოლო 6 დღის განმავლობაში, ასეთი დიდი მობილობა ცოტა შემაშფოთებელი იყო, დიდი მასა ამ 6-7 ქალაქშია, ამიტომ დისტანციურ სწავლებაზე ორკვირიანი გადასვლა მიზანშეწონილია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 11:37

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 239 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 239 ადამიანს დაუდასტურდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 46,910 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 926 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42,369 გამოჯანმრთელდა.

არჩილ თალაკვაძე

18 სექტემბერი 2020, 11:36

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს თავდაცვის ძალები ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საიმედო დასაყრდენია

მადლობას ვუხდი ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ სახელმწიფოებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ძლიერი მხარდაჭერისთვის! საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ მრავალეროვნული სწავლების წარმატებით დასრულებას“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 სექტემბერი 2020, 11:34

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: მრავალეროვნულ სწავლებაში ქართველი ჯარისკაცების ღირსეული მონაწილეობა ნატოსთან თავსებადობას ადასტურებს

ქართველი ჯარისკაცების ღირსეული მონაწილეობა და ცალკეული ამოცანების წარმატებით შესრულება ადასტურებს მათ მაღარ პროფესიონალიზმს და ნატოსთან თავსებადობას. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2020, 11:28

თავდაცვა

სალომე ზურაბიშვილი: ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან

ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 11:28

პოლიტიკა

კელი დეგნანი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს ეწვია

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, მისი აპარატის მანდატი და მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

18 სექტემბერი 2020, 11:21

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებულ ტირძნისის შემთხვევას უკავშირდება. 11 და 14 წლის მოზარდები, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ, ცხელების ცენტრში 16 სექტემბერს მოთავსებული კოვიდინფიცირებული ქალის შვილები არიან, ხოლო კიდევ ერთი 6 წლის ბავშვი კი ოჯახის ახლობელია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მიმდინარეობს ეპიდკვლევა და შესაძლო კონტაქტების დადგენა. გუშინ სულ 175 ნიმუში გაიგზავნა და მათ პასუხევს დღეს ელოდებიან.

18 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

ამ დროისთვის აჭარაში 341 კოვიდინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4000-მე მეტი PCR-ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის არიან მედიკოსები, ორსულები და არასრულწლოვნები. ამ დროისთვის კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობას გადის 223 პაციენტი. გასული ორი დღის განმავლობაშ გამოჯანმრთელდა, კლინიკა და საკარანტინო სივრცე დატოვა 26-მა პაციენტმა.

18 სექტემბერი 2020, 11:15

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი 3,228 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,228 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 169,472-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 68 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,468-მდე გაიზარდა, ხოლო 75,486 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაია

18 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

ქვეყნის მასშტაბით 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან ერთი კრიტიკული, 4 კი მძიმე პაციენტია.

18 სექტემბერი 2020, 11:11

საზოგადოება

გლდანის გამგეობამ საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განახორციელა

გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდზე, საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ამორტიზებული ნაწილი სრულად გამაგრდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და დაიგო ბეტონის ფილები.

ისრაელი

18 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიც კორონავირუსის გამო კარანტინი მეორედ გამოცხადდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის ფონზე ისრაელის მთავრობამ მიმდინარე წლის განმავლობაში მეორედ კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გიორგი ქვილითაია

18 სექტემბერი 2020, 11:07

სპორტი

გიორგი ქვილითაია კარიერას „ანორთოსისში“ განაგრძობს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კარიერას „ანორთოსისში“ განაგრძობს. 26 წლის თავდამსხმელმა ფამაგუსტას კლუბთან, რომლის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ქვილითაია ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მას თანამემამულე ნიკოლოზ კაჭარავას შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის „ლეხში“ გადავიდა.

მარინა ეზუგბაია

18 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 129 აჭარაში, 34 კი თბილისში დაფიქსირდა

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად კოვიდცენტრებსა და სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებაში ჯამურად 1 657 პაციენტი მკურნალობს.

ჰუბერტ ქნირში

18 სექტემბერი 2020, 10:59

პოლიტიკა

გერმანია საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 37 დამკვირვებელს გამოგზავნის

მისი თქმით, პირველი დამკვირვებლები რამდენიმე დღეში ჩამოვლენ და დანარჩენი ნაწილი კი - ოქტომბრის ბოლოს. „ვიმედოვნებ, გვეყოლება ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ“,- აცხადებს ელჩი.

კახეთი

18 სექტემბერი 2020, 10:56

სამართალი

პოლიციამ კახეთში დაჭრის საქმეზე შუახნის კაცი, გარყვნილი ქმედების ბრალდებით კი, ერთი არასრულწლოვანი დააკავა

imedinews - ის ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 15 წლამდე არასრულწლოვანმა ორ არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედება განახორციელა, რის შესახებაც მოზარდების მამამ შეიტყო და მის თანასოფლელ არასრულწლოვანს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, ამის შემდეგ კი შურისძიების მიზნით მას ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

18 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

იმერეთში COVID-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა დაკავშირებულია 32-ე საჯარო სკოლასთან, ასევე არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ინფიცირებულიც, რომელიც ჭიათურის მცხოვრებია.

18 სექტემბერი 2020, 10:47

მსოფლიო

უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო

უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო. სწავლებას, რომლის სახელწოდებაა Rapid Trident-2020, ლვოვის ოლქი მასპინძლობს და მასში 4000-მდე სამხედრო, ასევე მძიმე ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობს. წვრთნები 25 სექტემბერს დასრულდება.

18 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,214,678-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,174 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 84,372-ს აღწევს. ჯამში 4,112,552 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 130 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 10:31

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: „მაგთიკომის“ მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზარზე კონკურენციის გაზრდის ხელშეშლას ემსახურება

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომისიის ინფორმაციით,, „მაგთიკომის“ მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა.