imedi /  16 სექტემბერი 2020, 12:31 / სანდო წყარო

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სიღნაღში 2, სოფელ მატანში 1 და ლაგოდეხში 1.

სიღნაღში, სადაც კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაუდასტურდათ, დაინფიცირების წყარო უცნობია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათი ტრანსპორტირება თბილისში, კოვიდმიმღებ კლინიკაში იგეგმება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ვირუსი ე.წ. ქორწილის კონტაქტის კონტაქტს აღმოაჩნდა. კაცი ახლა საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება, თუმცა იგეგმება მისი თბილისში გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში. დაინფიცირებულის ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სოფელ მატანის შესასვლელ-გასასვლელში ამ დრომდე მოქმედებს სამედიცინო კარავი, სადაც მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და უფასი PCR ტესტირება.

კახეთიდან სამედიცინო ცენტრ „ციტოში“ 520 ნიმუშია გაგზავნილი და პასუხები დღეს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2020, 09:51

COVID19

შსს-ს თანამშრომლები COVID19-ის პრევენციისთვის აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე მონიტორინგს ახორციელებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, COVID19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

21 ოქტომბერი 2020, 09:43

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონი „მანჩესტერმა“ გამარჯვებით დაიწყო

საფეხბურთო კლუბმა „იუნაიტედმა“ პარკ დე პრენსზე ტურნირის შარშანდელი ფინალისტი პსჟ ბრუნო ფერნანდეშისა და მარკუს რაშფორდის გოლებით დაამარცხა, მასპინძლებმა კი ერთადერთი ბურთი ანტონი მარსიალის ავტოგოლის შედეგად გაიტანეს და შეხვედრა 1:2 დასრულდა.

21 ოქტომბერი 2020, 09:26

სამართალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

21 ოქტომბერი 2020, 09:17

რეგიონი

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე ​პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ.

21 ოქტომბერი 2020, 09:08

ტაბლოიდი

ჟან-კლოდ ვან დამმა ჩიხუახუას ლეკვი გადაარჩინა

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და რეჟისორმა ჟან-კლოდ ვან დამმა 3 თვის ჩიხუახუას ლეკვი, სახელად რაია სიკვდილისგან იხსნა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

21 ოქტომბერი 2020, 09:03

ტაბლოიდი

ბათუმის დელფინარიუმს კიდევ ერთი ბინადარი დაემატა

ახალშობილი დელფინი თავს კარგად გრძნობს და აუზში აქტიურად დაცურავს. ამჟამად დედა პატარა დელფინს სწორ სუნთქვასა და სინქრონულ ცურვას, ასევე კოორდინირებულ მოძრაობას ასწავლის.

ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი

21 ოქტომბერი 2020, 08:52

მსოფლიო

ბაიდენი ტრამპს რეიტინგში 9%-ით უსწრებს

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დონალდ ტრამპი ჯოზეფ ბაიდენს რეიტინგში 9%-ით ჩამორჩება.გამოკითხვა The New York Times-ის დაკვეთით კვლევითმა ჯგუფმა „სიენა-კოლეჯმა“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს მხარს რესპოდენტთა 50% უჭერს, დონალდ ტრამპს კი ხმას 41% აძლევს. გამოკითხვა 15-18 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 987-მა რესპოდენტმა მიიღო.

21 ოქტომბერი 2020, 08:41

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ოქტომბერს საქართველოს ზოგ ქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქუთაისში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მიცრე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +18 გრადუსამდე მოსალოდნელია დღის ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში იწვიმებს +21 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

21 ოქტომბერი 2020, 08:33

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში ​კორონავირუსი 133 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ოკუპირებულ რეგიონში სულ COVID-19-ით ინფიცირების 3 036 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან, 31 გარდაიცვალა, 1 267 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მელანია ტრამპი

21 ოქტომბერი 2020, 08:17

მსოფლიო

მელანია ტრამპმა პენსილვანიაში ვიზიტი გადადო

ამერიკის პირველმა ლედიმ პენსილვანიაში წინასაარჩევნო ვიზიტი გადადო. ამის შესახებ მისი აპარატის ხელმძღვანელმა განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 08:08

COVID19

დღეიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინის წესები იცვლება

საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

21 ოქტომბერი 2020, 08:05

მსოფლიო

ისრაელმა ჰამასის ობიექტები დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა. ავიადარტყმები რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მანამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რომელიც ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა.

21 ოქტომბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

სუპერმოდელი ირინა შეიკი Vogue-ს ყდაზე შიშველი გამოჩნდა

რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი Vogue Czechoslovakia-ს ყდაზე შიშველი გამოჩნდა. შეიკის ფოტო გამოცემის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

ტომ ფელტონი

21 ოქტომბერი 2020, 00:44

კულტურა

ტომ ფელტონი „ჰარი პოტერის“ პირველი ფილმის გამოსვლის წლისთავის აღსანიშნავად სერიის მსახიობების შეკრებას აპირებს

„სხვა მსახიობებთან ყოველთვის კავშირზე ვარ WhatsApp-ით მეშვეობით. ეს კარგია, იმიტომ რომ 14 ნოემბერს „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილი 19 წლის გახდება და ონლაინ-ზეიმის მოწყობას ვაპირებ, ახლა კი ვცდილობ ყველა ერთად შევკრიბო“, - განაცხადა ფელტონმა.

ემი კონი ბარეტი

21 ოქტომბერი 2020, 00:40

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 00:37

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორიაა, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი

დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორია, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი, - ამის შესახებ „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა. გადაცემაში სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ საუბარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაიწყო, რომელიც დავით გარეჯის საკითხს უკავშირდება.

დავით მაღრაძე

21 ოქტომბერი 2020, 00:22

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში დღეს იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლების დაბრუნებაზე საუბარი ანაქრონიზმია

ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში დღეს იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლების დაბრუნებაზე საუბარი საერთოდ ანაქრონიზმია, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: აქეთ არის ხალხი, ხელისუფლება, ექიმები, მართვა, „იმედი“. იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი

„შეიძლება ვერ მართო იმ შემთხვევაში თუ არის პანიკა. პანიკას თესავენ ეს არხები, თესავენ ნაც. ექსპერტები, გავლენის აგენტები, რა თქმა უნდა პოლიტიკოსები. აი ეს არის დაპირისპირება სწორეთ. აქეთ არის ხალხი, ხელისფულება, ექიმები, მართვა, „იმედი“. იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი“, - აღნიშნა ლალიაშვილმა. ​

ვაკა გორგილაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: უამრავი კვლევა ტარდება და ყველას შედეგები ემთხვევა ერთ რამეში - „ქართული ოცნების“ უპირატესობა არის სამმაგი

უამრავი კვლევა ტარდება, კვლევებს ატარებს „რუსთავი 2“, „ფორმულა“, „იმედი“ და სხვები. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველა კვლევა ერთმანეთს ემთხვევა ერთ რამეში - „ქართული ოცნების“ უპირატესობა არის სამმაგი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დავით მაღრაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:54

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ქართულ შურიანობას ხან პატრიოტიზმი, ხან ლიბერალობა ეწოდება

„აი ამ კითხვით იხსნება მდაბიოს ისტორია. და პროვოკატორიც ამას ეუბნება: შენ ვისზე ნაკლები ხარ და იმ ხალხის წინააღმდეგ აქეზებს და ამხედრებს მოსახლეობას, ვისით უნდა იამაყოს. და ეს ზოგჯერ წარმატებით გამოსდით. ბოლშევიკებს, მაგალითად როგორი წარმატებით გამოუვიდათ, დაახოცინეს ეს ხალხი“, - აღნიშნა პოეტმა.