imedi /  16 სექტემბერი 2020, 18:54 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: თუ პრობლემებს დროულად არ აღმოვაჩენთ, მათზე შესაბამისი რეაგირება ვერ მოხდება

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

თუ პრობლემებს დროულად არ აღმოვაჩენთ, შესაბამისი რეაგირება მათზე, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. პრობლემები არის და პრობლემები კიდევ იქნება, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ და ამაზე საუბარი სირცხვილი არაა, - ამის შესახებ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პირიქით უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე. თუ პრობლემებს დროულად არ აღმოვაჩენთ, შესაბამისი რეაგირება მათზე, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. პრობლემები არის და პრობლემები კიდევ იქნება, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ და ამაზე საუბარი სირცხვილი არაა. ნებისმიერ ქვეყანაში არის სირთულეები და კოვიდინფექცია თავისთავად რთულ პათოლოგიას წარმოადგენს. დღეს მხოლოდ პრობლემებზე ვსაუბრობდით და ასევე დავგეგმეთ კონკრეტული პრობლემების გამოსავალი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი გამოსავალია, რომ გაიზარდოს პაციენტების საწოლბრუნვა თითოეულ კლინიკაში, რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას, რომ ეფექტურად ავამუშაოთ ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული.

„თქვენ იცით, რომ სასტუმროებში ვახორციელებთ დამატებით პაციენტების მკურნალობას. იქ განთავსებული გვყავს ექიმები, რომლებიც პაციენტებზე მუდმივ მონიტორნიგს ახორციელებენ. შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. დასახელდა გარკვეული პრობლემატიკა ტესტირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ლაბორატორიული სიმძლავრეები აჭარაში შესაბამისი მოცულობის არის და არავის უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ექვს თვეში ქვეყანაში ჯანდაცვის რადიკალური აღორძინება მოხდებოდა - ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემატიკა და სწორედ აქ ძალიან მნიშვნელოვანია პრაგმატულობა და სწორად დაგეგმილი ნაბიჯები. დღს ტესტირებასთან დაკავშირებით არსებული პეობლემები არის აღმოფხვრილი და მათი გადანაწილება მოხდება შესაბამის ლაბორატორიებში. შევთანხმდით, რომ დაყოვნების ვადა ტესტის აღებასა და პასუხებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს. ეს პრობლემა მოგვარდება უახლოეს პერიოდში და ხვალ დილისთვის ჩვენ ველოდებით შედეგს.

მისივე განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი საწოლბრუნვასთან ეხებოდა.

„სწორედ ამის გამო გვყავდა მომლოდინე პაციენტები, რომლებიც ელოდოდნენ საავადმყოფოებში კვლევის დაწყებას, რის შემდეგაც მათი ჰოსპიტალიზაცია ან სასტუმროებში გადანაწილება ხდებოდა. ამასთან დაკავშირებითაც კლინიკებს ვესაუბრეთ და მათ განახორციელეს ზარი თავიანთ ხელმძღვანელებთან. დაუყოვნებლივ დაიწყება იმ პაციენტების გადაყვანა კვლევისთვის საავადმყოფოებში, რომ შემდეგ მათი გადანაწილება მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მათი ჯანმრთელობის სირთულიდან გამომდინარე. დღეს ჩართული კლინიკებიდან ბათუმში კომპიუტერული ტომოგრაფია ორ კლინიკას აქვს, ქობულეთში ხვალ ამუშავდება კომპიუტერული ტომოგრაფია, მას ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა და იგი აღმოფხვრილია, ინჟინერთა ჯგუფი ადგილზე მუშაობს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სასუნთქი აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ აღინიშნება, თუმცა იგი არც ეპიდემიის დაწყების იყო.

„ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამატებით უახლოესი და თანამედროვე აპარატურა შევიძინეთ, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ, რუხისა და თბილისის სააავადმყოფოებში არის განთავსებული. ის სიმპტომატიკა, რომლითაც პაციენტები საავადმყოფოებში არიან განთავსებული, არის მსუბუქი და ჩვენ არა გვყავს ამ დროისათვის ის რაოდენობა პაციენტების, რომ გარკვეული კრიზისული ზღვარი იყოს სასუნთქ აპარატებთან მიმართებაში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2020, 08:08

COVID19

დღეიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინის წესები იცვლება

საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

21 ოქტომბერი 2020, 08:05

მსოფლიო

ისრაელმა ჰამასის ობიექტები დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა. ავიადარტყმები რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მანამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რომელიც ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა.

21 ოქტომბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

სუპერმოდელი ირინა შეიკი Vogue-ს ყდაზე შიშველი გამოჩნდა

რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი Vogue Czechoslovakia-ს ყდაზე შიშველი გამოჩნდა. შეიკის ფოტო გამოცემის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

ტომ ფელტონი

21 ოქტომბერი 2020, 00:44

კულტურა

ტომ ფელტონი „ჰარი პოტერის“ პირველი ფილმის გამოსვლის წლისთავის აღსანიშნავად სერიის მსახიობების შეკრებას აპირებს

„სხვა მსახიობებთან ყოველთვის კავშირზე ვარ WhatsApp-ით მეშვეობით. ეს კარგია, იმიტომ რომ 14 ნოემბერს „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილი 19 წლის გახდება და ონლაინ-ზეიმის მოწყობას ვაპირებ, ახლა კი ვცდილობ ყველა ერთად შევკრიბო“, - განაცხადა ფელტონმა.

ემი კონი ბარეტი

21 ოქტომბერი 2020, 00:40

მსოფლიო

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის

აშშ-ის სენატი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კენჭს 26 ოქტომბერს უყრის. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 00:37

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორიაა, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი

დავით გარეჯი მორწმუნისთვის საკრალური ტერიტორია, ათეისტისთვის - კულტურული მემკვიდრეობა და ყველასთვის ერთად - სახელმწიფო საზღვარი, - ამის შესახებ „იმედის“ დირექტორმა, ნიკა ლალიაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა. გადაცემაში სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ საუბარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაიწყო, რომელიც დავით გარეჯის საკითხს უკავშირდება.

დავით მაღრაძე

21 ოქტომბერი 2020, 00:22

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში დღეს იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლების დაბრუნებაზე საუბარი ანაქრონიზმია

ამ ცეცხლმოკიდებულ კავკასიაში დღეს იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლების დაბრუნებაზე საუბარი საერთოდ ანაქრონიზმია, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

ნიკა ლალიაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 00:18

პოლიტიკა

ნიკა ლალიაშვილი: აქეთ არის ხალხი, ხელისუფლება, ექიმები, მართვა, „იმედი“. იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი

„შეიძლება ვერ მართო იმ შემთხვევაში თუ არის პანიკა. პანიკას თესავენ ეს არხები, თესავენ ნაც. ექსპერტები, გავლენის აგენტები, რა თქმა უნდა პოლიტიკოსები. აი ეს არის დაპირისპირება სწორეთ. აქეთ არის ხალხი, ხელისფულება, ექიმები, მართვა, „იმედი“. იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი“, - აღნიშნა ლალიაშვილმა. ​

ვაკა გორგილაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: უამრავი კვლევა ტარდება და ყველას შედეგები ემთხვევა ერთ რამეში - „ქართული ოცნების“ უპირატესობა არის სამმაგი

უამრავი კვლევა ტარდება, კვლევებს ატარებს „რუსთავი 2“, „ფორმულა“, „იმედი“ და სხვები. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველა კვლევა ერთმანეთს ემთხვევა ერთ რამეში - „ქართული ოცნების“ უპირატესობა არის სამმაგი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დავით მაღრაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:54

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: ქართულ შურიანობას ხან პატრიოტიზმი, ხან ლიბერალობა ეწოდება

„აი ამ კითხვით იხსნება მდაბიოს ისტორია. და პროვოკატორიც ამას ეუბნება: შენ ვისზე ნაკლები ხარ და იმ ხალხის წინააღმდეგ აქეზებს და ამხედრებს მოსახლეობას, ვისით უნდა იამაყოს. და ეს ზოგჯერ წარმატებით გამოსდით. ბოლშევიკებს, მაგალითად როგორი წარმატებით გამოუვიდათ, დაახოცინეს ეს ხალხი“, - აღნიშნა პოეტმა.

ვაკა გორგილაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:46

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე: თუ აღიარებ იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველო, „ნაცმოძრაობას“ ხმას არ უნდა აძლევდე

თუ აღიარებ იმას, რომ დავით გარეჯი არის საქართველო, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ უნდა აძლევდე, ხოლო თუ „ნაცმოძრაობას“ აძლევ ხმას, მაშინ სამშობლოს ღალატში ხარ თანაზიარი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ სოციოლოგმა, ვაკა გორგილაძემ განაცხადა.

დავით მაღრაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:42

პოლიტიკა

დავით მაღრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გორი და თბილისის ტრასა რომ დარჩენოდათ მარტო, გორს დარუბანდს დაარქმევდნენ, თბილისს ნიკოფსიას და იტყოდნენ, აი, შევქმენით ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!

ეს ის ხალხია, მთელი საქართველოს ტერიტორია და მიწა-წყალი რომ დაეკარგათ და გორი და თბილისის ტრასა რომ დარჩენოდათ მარტო, გორს დარუბანდს დაარქმევდნენ, თბილისს ნიკოფსიას და იტყოდნენ, აი, შევქმენით ქართული იმპერია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე! რა გარეჯის გასხვისება გაუკვირდა ხალხს ამ ხალხისგან?!, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „იმედის“ გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა.

ზაზა შათირიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 23:33

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებაში სუვერენიტეტის თემით მოსულმა ძალამ თვითონვე ხელყო თავისი სუვერენიტეტი

ხელისუფლებაში სუვერენიტეტის თემით მოსულმა პარტიამ ტერიტორია ჩააბარა და თვითონვე ხელყო თავისი სუვერენიტეტი. ვიღაცისთვის დავით გარეჯი სიწმინდე, გარდა ამისა, ეს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლიცაა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ეს სუვერენიტეტისა და მოქალაქის თემაა

დავით მაღრაძე

20 ოქტომბერი 2020, 23:24

პოლიტიკა

დავით მაღრაძე: როგორც შემეძლო ვაპროტესტებდი იმ ძალადობრივ, რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამყარა

„საზოგადოება ჩემთვის არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს და იმ საზოგადოებამ, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესიულ რეჟიმს, შეინარჩუნა ეს ღირსება განსაცდელის დროს. ხოლო რაც შეეხება NGO-ების კრებულს, რომელსაც დაარქვეს დღეს სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან დიდი დიფერენცირება შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ NGO-ების დიდი ნაწილი ბავშვი რომ წყალს მიაქვს, ბავშვის შველაზე არა, მდინარის უფლებებზე იწყებენ საუბარს და ლაპარაკს და ეს განსხვავებაა საზოგადოებასა და NGO-ების კრებულს შორის“, - განაცხადა მაღრაძემ.

20 ოქტომბერი 2020, 23:19

COVID19

ჯანმო: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 2.4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2.4 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

ირაკლი ზარქუა

20 ოქტომბერი 2020, 23:05

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ყველა უბანზე დამაჯერებელი უპირატესობით ვლიდერობთ და ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ

ყველა უბანზე დამაჯერებელი უპირატესობით ვლიდერობთ და ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ. ერთადერთი პარტია, რომელსაც ეს არ აინტერესებს, ესაა „ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

თეა წულუკიანი

20 ოქტომბერი 2020, 23:03

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართველი ხალხი ნამდვილად არ იგუებს ისეთ პოლიტიკურ ძლას, რომელმაც გადასცა თუნდაც მეგობარ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ქართული ტერიტორიები

ქართველი ხალხი ნამდვილად არ იგუებს ისეთ პოლიტიკურ ძლას, რომელმაც გადასცა თუნდაც მეგობარ, მაგრამ სხვა სახელმწიფოს, ქართული ტერიტორიები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ განაცხადა. თეა წულუკიანმა დავით გარეჯის კონტექსტში სისხლის სამართლის კოდექსიდან გამქრალ ღალატის მუხლზე ისაუბრა და დაინტერესდა, თუ რატომ მოხდა ეს წინა ხელისუფლების პირობებში.

ირაკლი ზარქუა

20 ოქტომბერი 2020, 22:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობაზე“: აპრიორი იციან რომ აგებენ არჩევნებს, ეს არის გაკოტრებული პარტია

„შესაბამისად, აპრიორი იციან, რომ აგებენ. ამიტომაც არიან, რომ ცხვირ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს და მელია მესამე ადგილას ჩაეწერა მის პარტიულ სიაში. იმიტომ რომ არ ენდობა გლდანელებს. იმიტომ რომ ზუსტად იცის, რომ დამარცხდება“, - აღნიშნა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუა

20 ოქტომბერი 2020, 22:47

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ნიკა მელია გამოცდილი პროვოკატორია

მე პარტიული სიის წევრი ვარ, არ ვარ მაჟორიტარი, მაგრამ ისე მოხდა, რომ გლდანში ვეხმარები ლევან კობიაშვილს და იქვე იყრის კენჭს ნიკა მელია. თვითონ კარგად იცის, რომ მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომაც ჩაეწერა მესამე ნომრად სიაში. მელია არ ენდობა გლდანელებს და ზუსტად იცის, რომ გლდანელები მხარს არ დაუჭერენ ადამიანს, რომელიც 2011 წელს იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

თეა წულუკიანი

20 ოქტომბერი 2020, 22:37

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არსებობისთვის სივრცე სერიოზულად უნდა შევავიწროვოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არსებობისთვის სივრცე სერიოზულად უნდა შევავიწროვოთ, რადგან მა თ ეს დაიმსახურეს. იქნება ეს აკრძალვა, მათთვის ისეთი პოლიტიკური პირობების შექმნა, რომ მხარდამჭერიც კი არ დარჩეთ, გარდა ვიწრო ჯგუფისა, რომელიც ერთმანეთს რაღაც ტყუილებით ამხნევებს და ამაგრებს და ობიექტური რეალობა მათ არჩევანს არ ასაბუთებს, ეს არის მომავალში სამსჯელო საქმე“.