imedi /  16 სექტემბერი 2020, 22:32 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: სახელმწიფოს მიერ პანდემიის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები - სერიოზული წარმატება თუ შეცდომა? - ექიმ გიორგი კანდელაკს ტელედებატებში ვიწვევ

ა.წ. 12 სექტემბერს ცნობილმა ექიმმა, ბატონმა გიორგი კანდელაკმა თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი პოსტი COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, სადაც იგი ნეგატიურად აფასებს ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკას და ღონისძიებებს, რის შედეგადაც მისი სიტყვებით „ხელოვნურად შეიქმნა არასწორი მოლოდინები, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ბატონი გიორგის შეფასებები და რეკომენდაციები ძალიან შორს არის ჭეშმარიტებიდან და ტენდენციურია, უფრო მეტიც, ისინი გარკვეულწილად საფრთხის შემცველია.

„კანდელაკის თქმით, დასახული იყო შეუსრულებელი ამოცანები თითქოს „სწორი“ და „ქმედითი“ ღონისიძიებებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან ეპიდემია და ა.შ. რამაც საბოლოოდ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა. ბ-ნი გიორგი უსიმპტომო პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით ღია კორუფციის შესაძლებლობასაც კი არ გამორიცხავს.

ბატონი გიორგი ძალიან კარგი ექიმია. მე მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ როგორც იტყვიან „Amicus Plato sed magis amica veritas“ - პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია. ბ-ნი გიორგის შეფასებები და რეკომენდაციები კი მიმაჩნია, რომ ძალიან შორს არის ჭეშმარიტებიდან და ტენდენციურია, უფრო მეტიც - ისინი გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, რამეთუ შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობაში ნიჰილიზმი, უნდობლობა და იმის განცდა, რომ ისინი სახელმწიფომ თავისი არასწორი ქმედებებით დარტყმის ქვეშ დააყენა.

ამიტომ მე მინდა ვთხოვო ბ-ნ გიორგის შევხვდეთ ტელედებატებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას - ექიმების და სახელისუფლებლო ვერტიკალის მიერ COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული საპასუხო ღონისძიებები (პრევენციული, ეპიდემიოლოგიური და სამკურნალო) სინამდვილეში იყო სწორი და წარმატებული (როგორც ამას მთელი მსოფლიო თვლის), თუ ეს იყო სერიოზული შეცდომა მძიმე შედეგებით (როგორც ამას ბ-ნი გიორგი თვლის). ამას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს იმის გადასაწყვეტად, სწორი გზით მიდის, თუ არა ქვეყანა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ბ-ნი გიორგის ცალკეულ კრიტიკულ შეფასებებს, შეუძლებელია ერთ პოსტში ყველაფერს პასუხი გასცე, ამიტომ შევეხები მხოლოდ ძირითადს. ხოლო დანარჩენზე ალბათ ტელედებატებში ვისაუბრებთ.

პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების თუ წარუმატებლობის ყველაზე მთავარი, კრებითი მაჩვენებელი - ეს არის მოსახლეობის 1 მილიონზე COVID-19-ის შემთხვევების და განსაკუთრებით COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც არანაირ მანიპულირებას და განსხვავებულ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და მსოფლიოს (World meter, ჯანმო და სხვ.) ოფიციალური მონაცემებით ორივე ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ის 643 შემთხვევა და 5 გარდაცვლილი მოდის, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. ასე მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის ყოველ 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 121-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში, 116-ჯერ ნაკლები ვიდრე შვედეთში, 128-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში, 123-ჯერ ნაკლები ვიდრე დიდ ბრიტანეთში, 118-ჯერ ნაკლები ვიდრე იტალიაში, 95-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში, 26-ჯერ ნაკლები ვიდრე რუსეთში, 22-ჯერ ნაკლები ვიდრე გერმანიაში, 62-ჯერ ნაკლები ვიდრე სომხეთში, 11-ჯერ ნაკლები ვიდრე აზერბაიჯანში, 17-ჯერ ნაკლები ვიდრე თურქეთში, 25-ჯერ ნაკლები, ვიდრე ისრაელში და ა.შ. და ა.შ. ანუ საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებაში არიან ეჭვმიტანილნი. ეს არის ყველაზე სარწმუნო კრებითი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდებოდა ესა თუ ის ქვეყანა COVID-19-ის პანედემიას და მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

ბ-ნი გიორგი ამბობს, რომ ქვეყნის “ტოტალური პარალიზების პოლიტიკა”, რაც მარტიდან ივნისის ჩათვლით ხორციელდებოდა, გარდა უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო (?! თ.ც.) შედეგებისა მოიტანა ის, რომ კორონავირუსის ტალღის პიკი პირდაპირ თანხვედრი იქნება გრიპის გავრცელების პიკისა და შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის რეალურად პარალიზების რისკიც დადგეს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჯერ ერთი ე.წ. „ლოქდაუნი“(ჩაკეტვა, კარანტინი) ჩვენთან გრძელდებოდა 21 მარტიდან 22 მაისამდე და არა ივნისის ბოლომდე. მეორეც, ამ პერიოდში მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ (შვედეთის გარდა) გამოაცხადა ე.წ. „ლოქდაუნი“ და თან ზოგიერთმა მათგანმა გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდვებით, ვიდრე საქართველომ. ასე მაგალითად, საფრანგეთში მოქალაქეს საკუთარი ბინის დატოვება შეეძლო მხოლოდ წინასწარი ნებართვით , ხოლო ბინის გარეთ თავისუფლად ყოფნა შეეძლოთ არაუმეტეს ერთი საათით და არა უმეტეს
1 კილომეტრის რადიუსით. უფრო მეტიც - ევროპის ბევრი ქვეყანა განიხილავს განმეორებითი „ლოქდაუნის“ შესაძლებლობას , ხოლო ბევრისთვის სამაგალითო ქვეყნად მიჩნეულმა ისრაელმა უკვე გამოაცხადა განმეორებითი „ლოქდაუნი“. გამონაკლისი იყო შვედეთი, რომლის მოდელთანაც ბ-ნი გიორგის რეკომენდაციები ყველაზე ახლოსაა და რა მიიღო შვედეთმა ამით?! - COVID-19-ის 87575 შემთხვევა და 5860 გარდაცვლილი (6,69%) (შვედეთის მოსახლეობა საქართველოსაზე სულ 2.5-ჯერ მეტია). მაშინ როცა საქართველოს ჰყავს COVID-19-ის 2758 შემთხვევა და სულ 19 (ცხრამეტი) გარდაცვლილი (0.69%). რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის პერიოდს და გრიპის ეპიდემიის პიკს, არ გვგონია, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი საქართველო ავადმყოფთა და გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს მიუახლოვდეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრიპის ეპიდემია წელს შესაძლოა ჩვეულებრივზე სუსტი იყოს, ვინაიდან COVID-19-ის საპროფილაქტიკო ზომები და რეგულაციები ავტომატურად გრიპის საპროფილაქტიკოც არის და გრიპზე ვაქცინაციაც წინა წლებთან შედარებით მასშტაბური იქნება.

ბ-ნი გიორგის აზრით, საქართველოს „კონტროლირებული გავრცელების გზით“ (?! თ.ც.) ძირითადი დარტყმა უნდა მიეღო ყველაზე ხელსაყრელ თვეებში - აპრილში, მაისში, ივნისში (ისე, როგორც ეს მოხდა ბევრ სხვა ქვეყანაში) და მაშინ თავიდან ავიცილებდით შემთხვევების მკვეთრ მატებას გრიპის პიკის პერიოდში (შემოდგომა-ზამთარი). ასეთი ლოგიკა სოფისტიკის კლასიკური მაგალითია (არ მინდა სხვა უფრო ზუსტი და მკვეთრი სიტყვა ვიხმარო), ჯერ ერთი სხვა ქვეყნებმა შეგნებულად კი არ მიიღეს ძირითადი დარტყმა აპრილ-ივნისში (მაშინ „ლოქდაუნს“ არ გამოაცხადებდნენ), არამედ უბრალოდ ვერ შეძლეს ამ დარტყმის თავიდან აცილება, მეორე - საინტერესოა რას ნიშნავს „კონტროლირებული გავრცელების გზა“ , მაგალითად, აპრილში უნდა დაგვეშვა, ვთქვათ, COVID-19-ის 10-15 ათასი შემთხვევა და დაახლოებით 600-900 ავადმყოფის გარდაცვალება, შემდეგ მაისში კიდევ 10-15 ათასი შემთხვევა და კიდევ 600-900 ავადმყოფის გარდაცვალება და ა.შ. ხვდებით რა დღეში ვიქნებოდით? სხვას რომ თავი დავანებოთ, თუ COVID-19-ის ფართოდ გავრცელებას დავუშვებდით, როგორ უნდა გაგვეკეთებინა რეგულირება თვეში 5 ათასი შემთხვევა გვექნებოდა, 10 ათასი, თუ 20 ათასი. და ბოლოს მთავარი - არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ იმ ქვეყნებში (შვედეთის ჩათვლით) რომლებმაც ძირითადი დარტყმა აპრილში, მაისში და ივნისში მიიღეს, შემოდგომა-ზამთარში COVID-19-ის ნაკლები შემთხვევა ექნებათ, ვიდრე საქართველოს, რამე თუ ამ ქვეყნებში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით ე.წ. „იმუნური ფენის“ (ვისაც COVID-19 გადატანილი აქვს და სისხლში IgG ანტისხეულები აქვთ), სიდიდე მოსახლეობის 10-12%-ს არ აღემატება, რაც სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს შემოდგომა-ზამთარში შემთხვევების სიხშირეზე. ანუ, ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტის იმედი ვერ გვექნება, მითუმეტეს, რომ ჯერ ისიც არ არის ცნობილი, თუ რამდენად მყარია იმუნიტეტი COVID-19 გადატანილ პირებში.

სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, საქართველომ COVID-19 წარმატებული მართვით სულ ცოტა შვიდი თვე მოიგო, რაც სერიოზული წინაპირობაა იმისთვის, რომ პანდემიის დასასრულს (ვაქცინით, ან ვაქცინის გარეშე) ნაკლები დანაკარგებით შევხვდეთ.

რაც შეეხება ე.წ. „უსიმპტომო“ ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციას, ეტყობა ჩვენმა ოპონენტებმა შემოსადავებელი სხვა ვერაფერი ნახეს და სულ ამას გვიკიჟინებენ. გეგონება ამით მართლა რაიმე შავდებოდეს. საქმე იმაშია, რომ როცა COVID-19-ით ავადმყოფების რიცხვი მცირეა და თავისუფალი საწოლების პრობლემა არ არის, ე.წ. „უსიმპტომო“ ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია გამართლებულია, თუნდაც იმიტომ, ისინი (ჰოსპიტალიზებული პაციენტები) აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს, რასაც მთლიანად ვერ ავიცილებდით მათი სახლში დატოვების შემთხვევაში. გარდა ამისა, COVID-19-ს არაიშვიათად ახასიათებს სწრაფი დამძიმება და სერიოზული გართულებების განვითარება „უსიმპტომო“ დასაწყისის შემთხვევაშიც. ასე მაგალითდ, ინგლისში ა.წ. აპრილის მონაცემებით COVID-19-ით გამოწვეული ყოველი 10 ლეტალური შემთხვევიდან 1 შემთხვევა ჰოსპიტალს გარეთ, მათ შორის საკუთარ ბინებში დატოვებულებზე მოდიოდა. ეს არის კარგი? ხოლო თუ ჩვენთან შემთხვევების რაოდენობა იმდენად მოიმატებს, რომ საწოლების დეფიციტი შეიქმნება, ჩვენც, რა თქმა უნდა, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს ბინაზე ვუმკურნალებთ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მოქნილი ტაქტიკით და არა დოგმებით.

ბ-ნი გიორგი ამბობს, რომ იტალიის ლომბარდიის პროვინციის გარდა, არსად მსოფლიოში „კორონავირუსის ეპიდემიას არ გამოუწვია სამედიცინო სისტემის პარალიზება და კრახი“. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მაშ რა ერქვა იმას, რაც გასულ თვეებში ევროპის (შესაძლოა გერმანიის გარდა) და ამერიკის კლინიკურ სექტორში ხდებოდა? როცა კლინიკები უადგილობის გამო არაიშვიათად უარს აცხადებდნენ COVID-19-ით საშუალო სიმძიმის და მძიმე, მათ შორის ზოგჯერ ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების მიღებაზეც კი, რაც შორს რომ არ წავიდეთ, უცხოეთში მცხოვრებმა ბევრა ჩვენმა თანამოქალაქემაც თავის თავზე გამოსცადა. ამაზე არაერთი წყარო ღიად საუბრობდა. შვედეთში „სათნოების სახლებს“ პირდაპირ ჰქონდათ მიღებული მითითება 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები საავადმყოფოებში არ მიეყვანათ და მათი ნაწილი კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე იღუპებოდა. ან კიდევ როგორ გამოჰყავდათ სახლებიდან მიცვალებულები სპეც. მანქანებით, სპეც. ტანსაცმელში გამოწყობილ პერსონალს. ზოგიერთ ქვეყანაში კი დაკრძალვებს ვერ აუდიოდნენ. ეს ყველაფერი ასე არ იყო? ამ ფონზე საქართველოში, სადაც ჯანდაცვის სისტემის რესურსი განვითარებული ქვეყნებისაზე შეუდარებლად მწირია, არცერთი COVID-ით ავადმყოფი ერთი საათიც კი არ მდგარა რიგში და მითუმეტეს არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე.
ამდენად, სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველომ COVID -19-ით ავადობის და ლეტალობის შემთხვევების ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია არა „ლოქდაუნების“ და ე.წ. „დრაკონული ზომების“ გამოყენებით, არამედ სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების საათივით გამართული, სწორი და ეფექტიანი მუშაობით. საქართველო ხელმძღვანელობდა პრინციპით „პირველ რიგში - მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ - ეკონომიკა“. მაგრამ აქაც ქვეყანამ გამოავლინა კრიზისული სიტუაციის მართვის (მათ შორის ეკონომიკის მართვის) შესაშური უნარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ განვლილ პერიოდში საქართველოში ეკონომიკის ვარდნა არ ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე ევროპის და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკის „Global Economic Prospects”-ის ივნისის ოფიციალური მონაცემებით 2020 წლის ბოლოსთვის ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის მოცულობის შემცირება საშუალოდ იქნება 9.1%, აშშ-ში - 6.1%, იაპონიაში - 6.1%, ხოლო საქართველოში 4.8%.

და მაინც, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“. როდესაც COVID-19-ის პანდემია დასრულდება (ვაქცინით, ან ვაქცინის გარეშე) ვნახავთ, თუ რომელი ქვეყანა შეხვდება ამ მომენტს ადამიანების ნაკლები დანაკარგით და ნაკლები ეკონომიკური ზარალით“, - აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

ყველა სიახლე

ილია წულაია

25 სექტემბერი 2020, 23:18

პოლიტიკა

ილია წულაია „ლელოს“ ბრალდებაზე: აბსურდია, რომ თითქოს თანხა კერძო პირებზე გავასესხე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ილიაწულაია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ გამოეხმაურა. დღეს „ლელომ“ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ე.წ. სია, რომლებიც „მევახშეობით“ ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები.

ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2020, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ კოალიციის ფორმირება არ დასჭირდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ უპირატესობა იმდენად დიდია, რომ ვერცერთი პარტია ვერ ბედავს იმის თქმას, რომ მოიგებს არჩევნებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

25 სექტემბერი 2020, 23:12

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა.

საკონსტიტუციო სასამართლო

25 სექტემბერი 2020, 22:59

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ ნიკა მელიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. ინფორმაცია ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ზაზა ლომინაძე

25 სექტემბერი 2020, 22:58

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: მე მაქვს ქუთაისელების მხარდაჭერის იმედი და მათი იმედების გამართლებაც ჩემი უმთავრესი მიზანია

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან აგრძელებს. ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გუგუნავასა და სულხან საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატებმა ადგილობრივებთან, ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალურ პროექტებზე ისაუბრეს.

დავით ზალკალიანი

25 სექტემბერი 2020, 22:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“ და შვედეთის მიერ ინიცირებული მეგობართა ჯგუფის „მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” საინაუგურაციო შეხვედრაში.

25 სექტემბერი 2020, 22:32

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 55 ადამიანი გარდაიცვალა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 სექტემბერი 2020, 22:21

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით

ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო.

რომის პაპი ფრანცისკე

25 სექტემბერი 2020, 22:14

COVID19

რომის პაპი: ღარიბებმა კორონავირუსის ვაქცინა პირველებმა უნდა მიიღონ

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ საზოგადოების ღარიბმა და სუსტმა წევრებმა პრივილეგირებული მკურნალობა უნდა მიიღონ, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა მზად იქნება

25 სექტემბერი 2020, 22:14

სპორტი

UEFA-ს ეგიდით გასამართ ტურნირებზე გუნდებს, 2020/2021 წლების სეზონზე 5 შეცვლის უფლება ექნებათ

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ეს წესი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და ერთა ლიგის გათამაშებების გარდა, ქალ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატსა და ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე იმოქმედებს.

ვიქტორ ორბანი

25 სექტემბერი 2020, 21:54

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

შემოსავლების სამსახური

25 სექტემბერი 2020, 21:51

სამართალი

შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით, გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მეწარმე სუბიეტების მიმართ ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

ნინო ლაცაბიძე

25 სექტემბერი 2020, 21:42

პოლიტიკა

Survation-ის კვლევის თანახმად, რუსთავის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, რუსთავის მაჟორიტარული ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. კითხვას, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს: ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) -56,2%; დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -30,2%; ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო) -6,3%; პაატა ჯიბლაძე (პატრიოტთა ალიანსი) -4,6%; გრიგოლ გეგელია (ლელო) -1,5%; გელა ძიძიკაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) -1,2%; გელა ნაკაშიძე (დამოუკიდებელი კანიდატი) -0,0%; სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%

პაატა კვიჟინაძე

25 სექტემბერი 2020, 21:41

პოლიტიკა

Survation-ის კვლევით, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში 80,5%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

ირაკლი ხახუბია

25 სექტემბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

Survation-ის კვლევა: ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ხახუბია (64,4%) და „ქართული ოცნება“ (67,8%) ლიდერობენ

​​​​​​​Survation-ის კვლევის თანახმად,ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ხახუბია ლიდერობს. მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 64,4% ხმას მას მისცამდა.

ანდრეი ბაბიში

25 სექტემბერი 2020, 21:35

COVID19

ჩეხეთის პრემიერი: პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას ჩეხეთის პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ პანდემიის დროს ჯანმო გაუბედავად და ცუდად მოქმედებდა.

ქართული ოცნება

25 სექტემბერი 2020, 21:29

პოლიტიკა

კვლევა: მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის​ ოლქში „ქართულ ოცნებას“ ხმას 62,2%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 11% მისცემდა

Survation-ის კვლევის თანახმად, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

ლევან კობიაშვილი

25 სექტემბერი 2020, 21:22

პოლიტიკა

Survation-ის კვლევა: გლდანის ოლქში ლევან კობიაშვილი (52,1%) და „ქართული ოცნება“ (50,1%) ლიდერობენ

Survation-ის კვლევის თანახმად, გლდანის ოლქში „ქართული ოცნება“ და მაჟორიტარობის მისი კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

25 სექტემბერი 2020, 21:16

COVID19

კლინიკა „ბომონდში” კორონავირუსი 7 წლის პაციენტმა დაამარცხა

კორონავირუსი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 7 წლის პაციენტმა დაამარცხა. კოვიდცენტრი დატოვა 5-მა უსიმპტომო პაციენტმა, რომლებიც სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადანაწილდნენ.

25 სექტემბერი 2020, 21:12

პოლიტიკა

Survation-ის კვლევის თანახმად, ვაკის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს

Survation-ის კვლევის თანახმად, ვაკის ოლქში „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ლიდერობს. კვლევა ბრიტანულმა კომპანია Survation-მა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა. კითხვას, „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?“ რესპონდენტებმა ასე უპასუხეს: ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) - 52,4%; ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) - 33,3%; ნანა დევდარიანი („პატრიოტთა ალიანსი“) - 5,3%; ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 4,1%; ლევან კობერიძე („ლელო“) - 1,9%; სხვა კანდიდატი - 2,1%.