IMEDI /  17 სექტემბერი 2020, 11:52 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში იკვეთება კლება, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

აჭარაში იკვეთება კლება, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ. იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგებმა განსაზღვრონ რა ეპიდვითარებაა ქვეყანაში, ესაჭიროებათ, სულ მცირე, 7-დღიანი კლების ციკლი. ამის შემდეგ ვისაუბრებთ, რამდენად კონტროლირებადი გავრცელაბაა ინფექციის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდინფექციის მართვის პროცესში ჩართულ ყველა კლინიკას თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს აჭარაში ფიქსირდება 126 ინფიცირებული. სიტუაცია კონტროლირებადია იმ მიმართულებით, რომ ეპიდემიოლოგები ეფექტურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე და მიკვლევადობა არის ბევრად უფრო გაუმჯობესებული. ლაბორატორიული ქსელი ასევე აწარმოებს თავის საქმიანობას და დღის ბოლომდე გვექნება კიდევ უფრო მკვეთრი სურათი. რაც შეეხება საწოლ ფონდს, მინდა, მადლობა გადავუხადო აჭარის ყველა ჰოსპიტლის წარმომადგენელს, რომლებიც არიან ჩართულები კოვიდინფექციის მართვის პროცესში, იმ თანამშრომლობისა და გაგებისთვის, რომლის საჭიროებაც დღეს ქვეყანაში დგას. დღეს აჭარაში მობილიზებულია 500-ზე მეტი საწოლი და ამ ეტაპისთვის, თავისუფალია რის 150-მდე საწოლი. ეფექტურად მიმდინარეობს პაციენტების მკურნალობა სასტუმროებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, პაციენტები, რომელთაც ვირუსის მსუბუქი ფორმა უფიქსირდებათ, საკარანტინო სივრცეებში თავსდებიან და ეს პროცესი თამარ გაბუნიას პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2020, 15:30

COVID19

სკოლებში სამედიცინო პუნქტების მოწყობა სავალდებულო იქნება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

28 სექტემბერი 2020, 15:26

მსოფლიო

სომხეთმა თურქეთი აზერბაიჯანისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაში დაადანაშაულა

სომხეთმა თურქეთი აზერბაიჯანისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

28 სექტემბერი 2020, 15:26

რეგიონი

ბათუმში, საკონდიტრო „დონა“ მუშაობას 5 ოქტომბრიდან განაახლებს

„ეს განსაცდელიც გადავლახეთ - თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით. მადლობა უკლებლივ ყველას. თქვენი თითოეული თბილი სიტყვის და ამდენი სიყვარულის დამსახურებით ჩვენ დღეს ფეხზე ვდგავართ და ვაგრძელებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას ძლიერად. ისე ძლიერად, როგორც არასდროს.“- წერია განცხადებაში.

ნათია თურნავა

28 სექტემბერი 2020, 15:13

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი იძლევა საშუალებას, საპენსიო აქტივების განთავსება კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს

„დოკუმენტის მთავარი მიზანია, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც აქვს აკუმულირებული საპენსიო ფონდს ანარიცხების სახით - ჯამში ეს არის 1 მილიარდ ლარამდე რესურსი, განთავსებული იყოს იმდაგვარად, რომ ეს იყოს შედარებით დაბალი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად მაღალი სარგებლის მომტანი. დღესდღეობით საპენსიო დანაზოგებზე 100 მილიონი ლარია დარიცხული. ჯამში ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ დანაზოგს გაუფასურება არ ეხება. დარიცხული სარგებელი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ინფლაციის დონეს და ამავდროულად ეს არის დიდი კონტრიბუცია და დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა თურნავამ.

დიმიტრი პესკოვი

28 სექტემბერი 2020, 15:13

მსოფლიო

კრემლი: მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

„მივიჩნევთ, რომ საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, კონფლიქტის დარეგულირებამ კი პოლიტიკურ-დიპლომატიურ ჩარჩოში გადაინაცვლოს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

28 სექტემბერი 2020, 15:09

რეგიონი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. კახეთში, წნორის კომპლექსების ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორიდან გამომავალი სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

ბელარუსი დაკავება

28 სექტემბერი 2020, 15:00

მსოფლიო

ბელარუსში პოლიციამ საპროტესტო აქციის 350-ზე მეტი მონაწილე დააკავა

სამართალდამცველებმა აქციების მონაწილეების მიმართ სხვადასხვა სპეცსაშუალებაც გამოიყენეს, მათ შორის ცრემლმდენი გაზი.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 14:59

COVID19

ამირან გამყრელიძე: თბილისში ინფექცია ჯერ აქტიურად არ ცირკულირებს

„არავითარი კარავის დადგმა არ იგეგმება. ჩვენ თბილისში პილოტირება გავაკეთეთ და, კარავი გექნება, თუ მაგიდა, სამი დღის განმავლობაში ყველას შეეძლო მისვლა. მივიდა 988 ადამიანი და აღმოაჩნდა მხოლოდ შვიდს, რომელიც 0.7 პროცენტია. ანუ, თბილისში ჯერჯერობით ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს“.

ჰულუსი აქარი

28 სექტემბერი 2020, 14:58

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს მშობლიური მიწების დაცვაში

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს მშობლიური მიწების დაცვაში.

28 სექტემბერი 2020, 14:50

მსოფლიო

ერთი წლის შემდეგ, Uber-მა ლონდონში ოპერირების ლიცენზია კვლავ მოიპოვა

ტაქსის ონლაინ-გამოძახების სერვისს, Uber-ს ლონდონში ოპერირებისთვის, ლიცენზია 18 თვით გაუხანგრძლივდა. ბრიტანეთის დედაქალაქში მგზავრების გადაყვანის უფლება Uber-ს ერთი წელია, აღარ აქვს. ეს მას შემდეგ, რაც ლონდონის სატრანსპორტო სამსახურმა კომპანიას ლიცენზიის გაგრძელებაზე უარი განუცხადა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 სექტემბერი 2020, 14:32

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია ემანუელ მაკრონს მოუწოდებს, ბელარუსის კრიზისში შუამავლის როლი შეასრულოს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს.

ბაქო, 27 სექტემბერი, აზერბაიჯანელ სამხედროებს გზაზე შეკრებილი მოქალაქეები აცილებენ

28 სექტემბერი 2020, 14:30

მსოფლიო

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება განახლდა - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მოქმედებები განაახლეს, რის შედეგედაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის ცნობით, მათ კონტროლს დაუბრუნდა რამდენიმე რეგიონი, რომელიც კვირას მომხდარი დაპირისპირებისას დაკარგეს. რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას მათი კიდევ 15 სამხედრო დაიღუპა.

28 სექტემბერი 2020, 14:26

სამართალი

გურჯაანში დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში” მოათავსა. დაშავებულს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

28 სექტემბერი 2020, 14:06

საზოგადოება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სხვადახვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სხვადასხვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. სხდომაზე ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, სომეხთა სამოციქულო და ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლებს მოუსმინა.

ოლივიერ რუსო

28 სექტემბერი 2020, 13:55

ეკონომიკა

ოლივიერ რუსო: საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის

„ოფიცრის საქმიანობა გამართულად მიმდინარეობს. „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. იგი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და განსაზღვრავს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას ნაკლებად რისკიანი პორტფელის საშუალებით, მაღალი რეალური შემოსავლიანობის მისაღწევად“, - აცხადებს რუსო.

გიორგი გახარია

28 სექტემბერი 2020, 13:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29-30 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ონლაინ სწავლა

28 სექტემბერი 2020, 13:49

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 12-16 ოქტომბერს ჩატარდება საცდელი ტესტირება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას ამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის განცხადებით, მასში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში სკოლები უნდა დაუკავშირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შეფასების პროცესში სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ.

28 სექტემბერი 2020, 13:48

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.

28 სექტემბერი 2020, 13:48

მსოფლიო

საომარი მოქმედებების გამო, აზერბაიჯანმა საერთაშორისო ფრენების ნაწილი გააუქმა

საომარი მდგომარეობის გამო, აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში, საერთაშორისო ფრენების ნაწილი გაუქმდა, 30 სექტემბერს დაგეგმილი, ბაქო-ნახჩივანი-ბაქოს ფრენები კი შეჩერდა. გაუქმდა ბაქო-ლონდონი-ბაქოს რეისი, როემლიც 1-ელ ოქტომბერს უნდა შესრულებულიყო. 2 ოქტომბერს კი ბაქო-ბერლინი-ბაქოს რეისიც აღარ შესრულდება.

28 სექტემბერი 2020, 13:46

საზოგადოება

საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჯანგულაშვილმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს და გავრცელების პრევენციის პროცესში რისკების მართვის ეტაპები განიხილეს.