imedi /  18 სექტემბერი 2020, 03:17 / სანდო წყარო

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 30 003 378 შემთხვევა გამოვლინდა, 943 203 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 398 381 - გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გურამ ნიკოლაშვილი

29 ოქტომბერი 2020, 00:05

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: Public Opinion Strategies-ი ვირჯინიაში ბაზირებული კვევითი ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი და 30-წლიანი გამოცდილება

„ამ კვლევების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ აქვს 56%, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 19,9%. დანარჩენი 7 სუბიექტი არის 2-დან 5%-ის ფარგლებში. ეს არის მონაცემები, რომელიც დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ და მთლიანად გვაძლევს შთაბეჭდილებას, როგორი იქნება არჩევნები და მომავალი პარლამენტი“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

არჩილ თალკვაძე

28 ოქტომბერი 2020, 23:51

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაოები დაასახელა

„მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაცია რჩება ნომერ პირველ გამოწვევად, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა სხვა ხელისუფლებაზე უკეთ შეძლო მშვიდობის დაცვა და უზრუნველყოფა. მეორე, რასაც ხაზს გავუსვამდი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და ზრუნვა ადამიანზე. ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა 8-ჯერ არის შემცირებული, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის დიამეტრალურად არის შეცვლილი“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძე

28 ოქტომბერი 2020, 23:48

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის რეალური ამოცანა არა ამ არჩევნებში გამარჯვება, არამედ მისი დისკრედიტაციაა

ეჭვგარეშეა, რომ რადიკალური ოპოზიციის რეალური, ტაქტიკური ამოცანა ამ არჩევნებში არის არა გამარჯვება, არა წარმომადგენლობის მოპოვება პარლამენტში, არამედ არჩევნების დისკრედიტაცია და ჩრდილის მიყენება თავისუფალი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „პოზიციაში “ისაუბრა.„არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ხდებოდა წინა არჩევნებში. საზოგადოებას არ დავიწყებია, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ძალები აძლევდნენ თავიანთ აქტივისტებს დავალებას არჩევნების დღეს, რომ თითოს 100-100 საჩივარი დაეწერა ოლქში. შემდეგ გამოდიოდნენ და საზოგადოებას ეუბნებოდნენ: აი ნახეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ათასი საჩივარია დაწერილი და შესაბამისად ეს არჩევნები არის პრობლემური. ეს ტაქტიკა

ემანუელ მაკრონი

28 ოქტომბერი 2020, 23:31

COVID19

საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან 1-ელ დეკემბრამდე საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. ამის შსახებ სატელევიზიო გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 23:08

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: 2012 წლის შემდეგ თავდაცვის ძალები წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ სახელმწიფო ინტიტუციას, სადაც ყველა შეხედულების საქართველოს მოქალაქე ერთიანება ქვეყნის დასაცავად

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ცილისწამება განსაკუთრებულად ინტენსიურ ხასიათს იძენს. მათი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო, გამომდინარე მაღალი საჯარო ინტერესისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი მედიის მიერ საზოგადოების თუნდაც ერთი წარმომადგენლის შეცდომაში შეყვანის თავიდან არიდების მიზნით, მზადაა პასუხი გასცეს ყველაზე აბსურდულ ბრალდებებსაც კი.

28 ოქტომბერი 2020, 23:04

სპორტი

ნოემბრიდან გერმანიის საფებურთო ჩემპიონატის მატჩებს მაყურებლები არ დაესწრებიან

ნოემბრიდან გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის არც ერთ შეხვედრაში მაყურებელს აღარ დაუშვებენ. ზაფხულის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების შემცირებული რაოდენობის გამო, ქვეყნის კანცლერმა ბუნდესლიგის ხელმძღვანელებს უფლება მისცა თამაშებზე 1000 ადამიანი დაეშვათ, ორი კვირის წინ ეს რიცხვი 500-მდე შემცირდა.

28 ოქტომბერი 2020, 23:02

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 4 ათასს გადააჭრბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგანგებო შტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 106 შემთხვევა გამოვლინდა.

სოზარ სუბარი

28 ოქტომბერი 2020, 22:53

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დღეს ყველაფერი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის ირგვლივ ტრიალებს, ეს იქნება ჩვენი უპირველესი საზრუნავი მთავრობაშიც, პარლამენტშიც, თვითმმართველობაშიც, სამგორშიც

აქტიურად ვიმუშავებ ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირსა თუ ნატოში, დევნილთა პრობლემების ღირსეულ გადაწყვეტას და დაუღალავად ვიბრძოლებ რომ მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს - დეოკუპაციას, - ამის შესახე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არც ერთი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა არჩევნების დღეს არ აწყობს აქციას

ვამბობდით, რომ ეს პოლიტიკური ძალა არ ემზადება არჩევნებისთვის, არამედ ემზადება არჩევნების მეორე დღისთვის იმიტომ, რომ მოაწყოს დესტრუქცია, ეს დაადასტურეს ახლა უკვე ოფიციალურად იმიტომ, რომ 31 ოქტომბერს არის არჩევნები და არც ერთი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა არჩევნების დღეს არ აწყობს აქციას, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 31 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას.

ჯო ბაიდენი

28 ოქტომბერი 2020, 22:04

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დელავერის შტატში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 21:52

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ერთად, გამარჯვებას მივაღწევთ წყნარად, მშვიდად და ღირსეულად

გიორგი გახარიას თქმით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ჰქონდეთ ცხოვრების და განვითარებისთვის თანაბარი პირობები.

28 ოქტომბერი 2020, 21:35

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 24 701 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 701 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 310 ადამიანი გარდაიცვალა.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 21:33

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება

ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქვეყანაში ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოზარ სუბარის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 21:30

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 19 765 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 765 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 168 ადამიანი გარდაიცვალა.

ნათია თურნავა

28 ოქტომბერი 2020, 21:25

რეგიონი

ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეშახტეების შრომითი პირობების გაუმჯობესება და ამას კომპანიის მენეჯმენტსაც მკაცრად მოვთხოვთ

მეშახტეებთან შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეშახტეების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია და უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივი ნახშირის მოპოვება უსაფრთხოდ, შრომის პირობების სრული დაცვით მიმდინარეობდეს.

28 ოქტომბერი 2020, 21:24

COVID19

გერმანიაში 2 ნოემბრიდან რბილი ლოკდაუნი ამოქმედდება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, გერმანიაში 2 ნოემბრიდან რბილი ლოკდაუნი ამოქმედდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა 16 ფედერალური რეგიონის პრემიერებთან ერთად მიიღო.

გიორგი გახარია

28 ოქტომბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: თბილისელები დღეს ზრუნვას გრძნობენ, ეს ყველაზე დიდი მახასიათებელია, რაც ჩვენ განგვასხვავებს ოპონენტებისგან

თბილისი თბილისელებისთვის ხდება ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამგორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა არის ის, რაც მმართველ გუნდს ოპონენტებისგან განასხვავებს.

კახა კალაძე

28 ოქტომბერი 2020, 21:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუკი იქნება რაიმე გადაცდომა და ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი, ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება

31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ნაციონალური მოძრაობა აპირებს გამართოს აქცია. ყველა მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, რა თქმა უნდა, აქვს იმის შესაძლებლობაც, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი შეხედულება, მათ შორის, მოაწყოს მიტინგები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონის დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, თუკი იქნება ქვეყანაში არეულობის შემოტანის სურვილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი მხრიდან ამას კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

28 ოქტომბერი 2020, 20:56

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 24 991 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 991 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 205 ადამიანი გარდაიცვალა.

ზაალ უდუმაშვილი

28 ოქტომბერი 2020, 20:39

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: რუსთაველის გამზირზე შეკრებას საღამოს 20:00 საათის შემდეგ ვგეგმავთ, მას მერე, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება

მართლა შესულია ჩვენი სახლით განაცხადი მერიაში, 31 ოქტომბერს აქციის გამართვაზე, ოღონდ ჩვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12:00 საათიდან, არამედ საღამოს 20:00 საათის შემდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე 20:00 საათის შემდეგ შეიკრიბებიან, მას მერე, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება.