IMEDI /  18 სექტემბერი 2020, 23:38 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: COVID19 კვალს ტოვებს სასუნთქ სისტემაზე, ფილტვში ფიბროზული ზონები რჩება

რა კვალს ტოვებს COVID19 ჯერ არ ვიცით. არსებობს ერთეული კვლევები, რომელიც ამბობს, რომ ეს დაავადება უკვალოდ არ ჩაივლის, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კორონავირუსი კვალს ტოვებს პირველ რიგში სასუნთქ სისტემაზე. „ფიბროზული ზონები რჩება ფილტვში. კერძოდ ფილტვის აქტიური ქსოვილის ნაცვლად, მისი ნაწილი ჩანაცვლებულია შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც პასიურია და არ სუნთქავს, რაც ყველაზე უფრო მიახლოებულია ნაწიბურთან“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსი შესაძლოა კვალს ტოვებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც. „სადაც შესაძლებელია თრომბოემბოლიური გართულებები იყოს. ამაზე კვლევები ახალი დაწყებულია. ჩვენც ვგეგმავთ ამ კვლევების ჩატარებას საქართველოში. მაგრამ რამდენადაც პანდემია თვითონ ახალია, სულ 8 თვეა გასული, ამიტომ ეს შორეული შედეგები ჯერ არავინ არ იცის. 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ შეგვეძლება ამაზე ზუსტად გავცეთ პასუხი“, - აღნიშნა ცერცვაძემ. .

ყველა სიახლე

კლინიკა „ბომონდი“

20 ოქტომბერი 2020, 13:15

COVID19

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 70 წლის კაცი გარდაიცვალა

"პაციენტს კლინიკაში შემოყვანისთანავე ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი თვე გავიდა, რაც "კლინიკა ბომონდში" COVID ცენტრი ფუნქციონირებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 300-ზე მეტი პაციენტი მივიღეთ. აქედან, 170-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. 30-მდე ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული გახლავთ 88 წლის მამაკაცი. 95 წლის ქალბატონი გადის ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას, რომლის დინამიკაც დადებითია, მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ მასაც გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე," - აცხადებს მამია ყიფიანი.

მამუკა მდინარაძე

20 ოქტომბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან მიხარია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტი „კომპრომატი“ ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ აღმომიჩინა, მაგრამ ამაზე მეტი სიბნელე და ფსკერი მართლა ვერ წარმომიდგენია

„დაახლოებით ორი წლის წინ, „ვესტმისტერნის “ მიწვევით, ვიზიტით ვიყავით ლონდონში, სადაც ერთ-ერთ საღამოს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა პაბში, არაფორმალურ გარემოში, ვახშამზე დაგვპატიჟა, სადაც „ქართული ოცნების“ ხუთ თუ ექვს წარმომადგენელთან ერთად დაპატიჟა ირაკლი აბესაძე, რომელიც ასევე იყო დელეგაციის წევრი. სწორედ იქ არის გადაღებული ის "სუპერსკანდალური" ვიდეო, რომელიც, „პატრიოტთა ალიანსმა“, არც მეტი და არც ნაკლები, თავის სარეკლამო კლიპში გამოიყენა“.

20 ოქტომბერი 2020, 13:09

საზოგადოება

შს სამინისტრო: 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს

112 აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტყრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამდე, ცენტრში, 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ 13 000-მდე ზარი შემოდიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი, ოპერატორები 18 000-მდე ზარს პასუხობენ. შესაბამისად, მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.

ნათია თურნავა

20 ოქტომბერი 2020, 13:08

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესის სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები არ იგეგმება

ჩვენ არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ ბიზნესის სისტემურ შეზღუდვას, ლოქდაუნის გამეორებას, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტივი არ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნათია თურნავას განმარტებით, ხელისუფლება საჭიროებისამებრ მხოლოდ ლოკალური შეზღუდვების გზით მოქმედებს, რათა ბიზნესი სწრაფად დაუბრუნდეს თავის საქმიანობას.

ნათია თურნავა

20 ოქტომბერი 2020, 13:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვინც თვითშეგნებით ეკიდება დაწესებულ დროებით შეზღუდვებს, მადლობას ვუხდით

მას შემდეგ, რაც პანდემიიდან გამომდინარე 22:00 საათიდან შეზღუდვები დაწესდა რესტორნების მუშაობაზე, თბილისის რესტორნებიდან წამოვიდა საკმაოდ სამართლიანი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა, ვინც მანამდე გვიანობამდე სტუმრობდა თბილისის რესტორნებს, საათების შეზღუდვის შემდეგ გადაინაცვლეს მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებისკენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

20 ოქტომბერი 2020, 13:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისვლა იმაზე უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ტრანსპორტში ან სუპერმარკეტში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 13:00

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ჩანაცვლების გარკვეული რეზერვი არსებობს

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმში არიან გადაყვანილი, რათა თავის სამუშაო ადგილს ისევ მალე დაუბრუნდნენ. ეს არის ზოგჯერ 48 და ზოგჯერ 72-საათიანი მუდმივი ტესტირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმების გარკვეული რეზერვები არსებობს.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:58

COVID19

ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

ქვეყანა არის წინაასაარჩევნო პროცესში. მესმის, რომ ამ დროს აუცილებელია წინასარჩევნო აგიტაციები, შეხვედრები, მაგრამ ყველასთვის აუცილებელია დაიცვას ქვეყანაში დადგენილი წესები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:44

COVID19

ამირან გამყრელიძე: „რემდესივირი“ არ გაიყიდება, ამის ილუზიას ნუ შევიქმნით

„რემდესივირი“ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ საერთაშორისო კვლევის ფარგლებში და ის არ გაიყიდება, ამის ილუზიას ნუ შევიქმნით. ის არ იყიდება არსად და არც შეიძლება იყიდებოდეს, რადგან ის ინიშნება მკაცრად, ექიმის დანიშნულებით, მხოლოდ სპეციალური ჩვენებისას, მძიმე და კრიტიკულ ავადმყოფებში , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:40

COVID19

რას ურჩევს ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ

ბინაზე პროტოკოლით რჩებიან 18-დან 65 წლამდე ადამიანები, ძირითადად უსიმპტომო და მსუბუქი სიმძიმით მიმდინარე. ისინი, სადაც არ გვქვს ჩვენ სუნთქვის უკმარისობის გარკვეული ხარისხი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ახლაც არსებობს, თუმცა მასში ცვლილებები შედის.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მკვლელობები, ძალადობა და გაყალბება რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ყველამ ძალიან კარგად იცის

ზოგადად უკრაინიდან ბევრი საეჭვო რამ ხდება, თქვენ აკვირდებით ამ ყველაფერს. გამოძიებამ უდნა დაადგინოს რა კავშირი იყო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაბუნიას საქმეს შორის, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უკრაინაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ მიმდინარე ჟურნალისტურ გამოძიებას.

20 ოქტომბერი 2020, 12:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გადასატანი ყუთით ხმის მიცემაზე: ოპოზიცია ყველაფერში გაყალბებას ეძებს, ალტერნატივა თავად შემოგვთავაზონ

ის ადამიანები, რომლებიც გადასატანი ყუთით მისცემენ ხმას, შეადგენენ, მაქსიმუმ ამომრჩეველთა ნახევარ პროცენტს. თქვენ წარმოიდგინეთ რომ პარტიამ მიიღოს ზომები და ნახევარ პროცენტში რაღაც იმაიმუნოს, რაღაც გააყალბოს. ეს სრული ნონსენსია,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:23

COVID19

ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამზადებული ტესტებითაც განხორციელდება

ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამზადებული ტესტებითაც განხორციელდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:21

COVID19

ირაკლი კობახიძე: რა თქმა უნდა, მენეჯმენტი რთულდება იმ პირობებში, როდესც ვირუსის გავრცელება იმატებს

ჩვენ გვქონდა ძალიან ეფექტიანი მენეჯმენტი, როდესაც პანდემიის პირველი ტალღა წამოვიდა ქვეყანაში და ასეთივე ეფექტიანი მენეჯმენტი გვაქვს მეორე ტალღის ფარგლებში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რა ტქმა უნდა, მენეჯმენტი რთულდება იმ პირობებში, როდესც გავრცელება იმატებს, მაგრამ ყველა წინაპირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ არ შეიქმნას პრობლემები. გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა, ამაზე ისაუბრა გუშინ პრემიერმაც, მათ შორის ქოლცენტრების მიმართულებით, მათ სორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში დალაგებას ექვემდებარება და ამ კუთხით იქნება ზომები მიღებული. დღეს მთლიანად მთავრობა არის კონცენტრირებული იმაზე, რომ ყველა ხარვეზი მაქსიმალურად აღმოიფხვრას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტი ჩვენი უცხოელი დამკვირვებლების დასწრება იქნება

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მისები მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყოფილიყო საქართველოში და არაერთი მისია, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის მისიები აკვირდებიან დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, ამისათვის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო“.

ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი 2020, 12:09

COVID19

ამირან გამყრელიძე: მთელ ქვეყანაში 800-900 საწოლია თავისუფალი

„საუბარია სხვადასხვა პროფილის საწოლზე, რადგან კოვიდ ავადმყოფები შეიძლება იყვნენ სხვა თანმხლები დაავადებებით და მოუწიოთ დიალიზის გამყოფილებაში დაწოლა ან შესაძლოა იყოს ონკო პაციენტი. ამიტომ ერთონაბაში ამდენი საწოლია მობილიზებული“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნათია მეზვრიშვილი

20 ოქტომბერი 2020, 11:59

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი გააჩნია

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ, ვინც მძიმე და რისკ-ჯგუფის პაციენტია, სახელმწიფოს საკმარისი რესურსი გააჩნია, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფრთხილად იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

20 ოქტომბერი 2020, 11:58

COVID19

ბოლო 24 საათში ინფიცირებულებიდან 60 მედპერსონალია

1194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია, 222 კი ინფიცირებულების კონტაქტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულებს შორის 60 მედპერსონალია, 35 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ვირუსი აღმოაჩნდა.

20 ოქტომბერი 2020, 11:53

COVID19

ნათია თურნავა: საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შემოსვლის წესი იცვლება. საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოსვლას ვალიდური PCR ტესტის ცნობით შეძლებენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

20 ოქტომბერი 2020, 11:50

საზოგადოება

ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

ხვალ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. „მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია თქვენ ყველამ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იხილოთ,“- განაცხადა ჩხენკელმა.